MUZAME - Online Music Magazine » U2

It Might Get Loud
Muzame-ზე რატომღაც არაფერი დაწერილა დევის გუგენჰაიმის It Might Get Loud-ის შესახებ, არადა ამ ფილმს მუსიკასთან ასე თუ ისე კავშირი აქვს, თან არსებობს ხალხი, რომელიც ამ ფილმს დიდ და საინტერესო მოვლენად მიიჩნევს, მგონი სულ ორნი არიან, მაგრამ ფაქტია რომ არსებობენ. ფილმი ჯერ კიდევ შარშან გამოვიდა, აპრილში და აი ამ ერთი წლის წინანდელი სიახლის შესახებ ვწერ მე დღეს მუზამესთვის.

ეპიკური კამათი  ფარფლები მოერევიან თუ ზეპელინები ამ უკანასკნელი ჯგუფის გამარჯვებით დასრულდა, ეს მგონი მას შემდეგ მოხდ არაც რიჩი ბლეკმორი უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა და ველურ კატებთან სექსით დაკავებული ხანდახან ამაზრზენ ალბომებს უშვებს. თუმცა არც ჯიმი პეიჯს ჩაუწერია რამე საინტერესო აი უკვე 30 წელია. ეს მუსიკოსი კარგი მაგალითია პატარა ბავშვების დასაშინებლად – ბავშვებო ჰეროინი იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილს.

გარდა იმისა, რომ ოცდამმერთე საუკუნეში ყველა მიხვდა, რომ ზეპელინი მოერია ფარფლებს, აშკარა გახდა ისიც, რომ როკი გიტარისტების საკუთრება აღარ არის და ნებისმიერ ლეპტოპიან პიდარასტს შეუძლია აკეთოს მუსიკა და შემდეგ ამას როკენროლი დაარქვას ან პოსტ მიამატოს წინ, ან ტრიპ, ან ინდი ან ლათინური i, ყველამ იცის, რომ თუ სიტყვას წინ i უწერია ეს ნიშნავს, რომ ეს რაღაც ახალი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ყველაფრისადმი ტოლერანტული პროდუქტია, რომელსაც მაღალი სოციალური თვითშეგნება გააჩნია. მოკლედ მეოცე საუკუნის როკენროლი iRock-n-Roll-ია, უსასრულოდ პიდარასტული და ამაზრზენად ecofriendly.

ამ მეტროსექსუალურ სამყაროში ვიღაც იდიოტმა (Davis Guggenheim), გადაწყვიტა გადაეღო ფილმი გიტარისტ როკერ ტიპებზე, რომლებიც ხმამაღლა უკრავენ და ისევ აჟღრიალებენ თავიანთ გიტარებს. It Might Get Loud დოკუმენტალური ფილმია სამ გიტარისტზე – Led Zeppelin-ის Jimmy Page-ზე, U2-ს The Edge-სა და White Stripes-ის Jack White-ზე. არ ვიცი სადა ბანაობს დევის გუგენჰაიმი, მაგრამ მეტროსექსუალობისგან აშკარად შორსაა, ვინმემ Sigur Ros-ის დისკი უყიდეთ თორე დაიღუპა კაცი.

ფილმი მუსიკოსებზე და მუსიკაზეა, სამი გიტარისტი საუბრობს თავის დამოკიდებულებაზე მუსიკისადმი და იხსენებს თავის ნამუშევრებს. ცოტა show off-ში კი გადასდით, მაგრამ ვაპატიოთ, ამდენი უშრომიათ, ამდენი კარგი მუსიკა დაუწერიათ, ეხლა ცოტა თავიც დაიფასონ.

ჯიმი პეიჯი უბრალო რარიტეტია, მოსიარულე ანტიკვარიატი, რომელსაც ძველი თემების დაკვრა შეუძლია ისევ და ხანდახან სცენაზე გამოდის чтоб тряхнуть стариной.

The Edge ექსპერიმენტატორი ტიპია, რომლის მუსიკა ეფექტების გარეშე, უბრალოდ ხრიალია.

Jack White ახალგაზრდა იდიოტია, რომელიც გაუგებარ დროს გაუგებარ მუსიკას უკრავს გაუგებრად და გაუგებარია ვისთვის.

ფილმიც მთლიანად თითქოს სამი ერთმანეთში გადახლართული ნაწილისგან არის შემდგარი და სამ წამყვან ფერშია შეღბილი. ყოველ მუსიკოსს თავისი სტილი აქვს და თავისი ისტორია, რომელიც განსაკუთრებულ ფორმაშია მოწოდებული. ახერხებ უფრო ღრმად ჩაიხედო მუსიკოსების კარიერაში, შემოქმედებაში, სტილსა და ინდივიდუალობაში.

Jimmy Page იხსენებს იმ ლამაზ და კეთილ დროს როცა მუსიკა თავისუფლებას ნიშნავდა და როცა მუსიკოსები იმდენად თავისუფლები იყვნენ, რომ შეეძლოთ ერთ ღამეს უბრალოდ შემთვევით საკუთარ ნარწყევში გაგუდულიყვნენ. იხსენებს, როგორ იწერებოდა ჯგუფის ალბომები, როგორ იკვრებოდა მუსიკა ცოცხლად. The Edge თავის პედლებს აჩვენებს მაყურებელს და ამაყობს იმით, რომ კონცერტის დროს ერთსა და იმავე ეფექტს ორჯერ არ იყენებს. Jack White კიდევ რატომღაც ამაყობს იმით, რომ მეტროსექსუალურ ოცდამმეერთე საუკუნეში, სადაც ყველაფერი ძაან მოწესრიგებული და ecofriendly არის ის უკრავს ბლუზს, მუსიკას რომელიც ყველას ფეხზე კიდია და ეკოლოგიური  კატასტროფაა.

საბოლოოდ It Might Get Loud რაღაც ნოსტალგიურ ტალღაზე გაწყობს და შეიძლება წახვიდე ზეპელინის რომელიმე საყვარელი ალბომი ჩართო და გაიხსენო – თურმე რა კარგად ჟღერს ეს ჯგუფი. გახსენდება, რომ ცხოვრებას რაღაც მუღამი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება ხანდახან მაინც მუსიკა ვინამპის მაგივრად უბრალოდ CD-დან მოუსმინო, როგორც ძველ დროს აკეთბდნენ ჩვენი წინაპრები შოთა, თამარი, ილია…. გახსენდება საიდან მოდიხარ და ვისი გორისა ხარ, გინა ღვინით სავსე ჭიქით ხელში კეთილი სიყვა თქვა და თვალზე ცრემლი მოგადგეს ისევ და იქნებ ერიკ კლაპტონის Cream გაგახსენდეს კიდეც. ცოტა ამოისუნთქო და შემდეგ ისევ დაუბრუნდე პიდარასტულ რეალობას სადაც ყველა გულისამრევად კორექტულია, iროკენროლშიკები საკუთარ ნარწყევში აღარ იგუდებიან და მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 87 წელია.

და ბოლოს, იმისთვის რომ ეს სტატიაც ცოტა eco-friendly იყოს მინდა შეგახსენოთ რომ მსოფლიოში სულ რაღაც 1000 პანდაა დარჩენილი და რამეს თუ არ ვიღონებთ ეს საყვარელი ცხოველები უბრალოდ გადაშენება. დაფიქრდით სანამ დროა, დაფიქრდით…

პოლ მაკარტნი, U2 და კარენ ო ოქროს გოლობუსზე
Paul McCartney, U2 და Karen O (Yeah Yeah Yeahs) ოქროს გოლობუსზე არიან ნომინირებული. ლეგენდარული პოლ მაკართნი და U2 დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა, ასევე ამ ნომინაციაში წარდგენილია ჯეიმს ჰორნერის და საიმონ ფრანგელის სიმღერა “I See You” (ფილმ ავატარი თემა) Leona Lewis-ის შესრულებით (და რატომღაც ძალიან მაგონებს ტიტანიკის საუნდტრეკს სელენ დიონის შესრულებით). კარენ ო კი ნომინირებულია ფილმისთვის “იქ, სადაც მონსტრები ცხოვრობენ” სპეციალურად შექმნილი თემისთვის ნომინაციაში Best Original Score.

ოქროს გლობუსის რიგით 67-ე ცერემონიალი გაიმართება 17 იანვარს.

U2-ს ჩამოყვანა ბათუმში იგეგმება!!!
ფოტოზე: U2-ს უზარმაზარი 360 გრადუსიანი სცენა

ჯერ შეისუნთქეთ, ღრმად შეისუნთქეთ ქართველო მელომანებო, და მერე ღრმად ამოისუნთქეთ და თავს უფლება მიეცით რომ სიხარულისგან ბოლო ხმაზე იყვიროთ.

MUZAME არის ერთ-ერთი პირველი საიტი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ვინც ქართველ მსმენელს ამას ექსკლუზიურად აუწყებს: დიახ, საახალწლოდ თბილისში კონცერტს გამართავს ლეგენდარული როკ-ჯგუფი U2. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა,მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. თავის მოხსენებაში ის საუბრობდა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე და ამას მოაყოლა ისიც, რომ საახალწლოდ თბილისს ლეგენდარული U2 ეწვევა. ეხლა ისევ ჩაისუნთქეთ, და თანამედროვეობის უდიდესი როკ-ჯგუფის ლაივის სანახავად მოემზადეთ!

update (19:24, 9 დეკ.): როგორც ახლახანს პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა აცნობა Muzame-ს, U2-ს ჩამოყვანა ნამდილად დაგეგმილია, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. ყველა დეტალი და საბოლოო გადაწყვეტილება სამშაბათს,  15 დეკემბერს გახდება ცნობილი და “მუზამე” მომენტალურად შეგატყობინებთ ყველა ინფორმაციას დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით.

update 2 (04:24, 10 დეკ.) დღესვე ცნობილი გახდა, რომ U2 არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც გამართავს კონცერტს. ბათუმის კონცერტი მოგვიანებით, 2010 წლის სექტემბრისთვის იგეგმება და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს კომპანია “ისთერნ პრომოუშენი” აწარმოებს.

update 3 (20:24, 15 დეკ.) რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ნათელი მოეფინა ჯგუფ U2-ს გარშემო თბილისში ატეხილ აურზაურს. დღეს ამასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი მოაწყო პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. გთავაზობთ მის  კომენტარს: “მომავალ წელს რამდენიმე კლასიკური, პოპ, ჯაზ, რეპ და როკ ფესტივალია დაგეგმილი, ამ ყველეფრისათვის გამოყოფილია გარკვეული თანხა. მათ შორის, აჭარის მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება ლეგენდარულ ჯგუფ “y2”- თან და ამ რანგის სხვა ცნობილ ჯგუფებთან, რომელთა ჩამოყვანის სურვილი არსებობს ზაფხულისთვის ”-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ”. (განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე

აღსანიშნავია რომ პრეზიდენტი ჯგუფ Y2-ს ჩამოყვანას გვპირდება.  ეჭვიც არ გვეპარება რომ ადამიანმა, რომელმაც ვებ-გვერდზე ეს განცხადება ატვირთა, ჯგუფის დასახელება ან არ იცოდა, ან უბრალოდ შეეშალა.  იმედია ჩვენი პრეზიდენტი ბათუმში ნამდვილად ლეგენდარულ ირლანდიურ როკ-ჯგუფს  U2-ს გვპირდება, და არა უგანდის ტომთა ფოლკლორულ-ინსტრუმენტალურ კვარტეტს Y2-ს.

სამწუხაროა რომ ქვეყნის პრეზიდენტმა დააანონსა კონცერტი, რომელზე მოლაპარაკება არც კი ყოფილა. იმედია 2010 წლის ზაფხულში ბათუმში U2 ნამდვილად ჩამოვა.

ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს (www.muzame.ge) მითითება აუცილებელია!

Glastonbury 2010-ის ჰედლაინერი U2 იქნება
2010 წელს გლასტონბერის ფესტივალს U2 დახურავს. აღსანიშნავია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჯგუფი პირველად დაუკრავს ამ ფესტივალზე. მათი კონცერტი 25 ივნისის ღამეს ჩატარდება. სხვათა შორის, მომდევნო წელს ფესტივალს 40 წელი უსრულდება. გლასტონბერის მთვარი გურუ Michael Eavis აცხადებს: “როგორც იქნა 26 წლიან მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა. მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალზე დაუკრავს. ჩვენს 40 წლის იუბილეზე ამაზე კარგი ვერაფერი მოხდებოდა და ამის გარდა კიდევ სხვა ბევრი სიურპრიზიც გვაქვს მომზადებული”. საგულისხმო ფაქტია, რომ მომავალი წლის ივენთის ყველა 177,500 ბილეთი უკვე ამ წელსვე გაიყიდა.

U2-ს კონცერტი YouTube-ზე
25 ოქტომბრის ღამეს პოპულარულმა საიტმა YouTube ჯგუფ U2-ს კონცერტის ლაივ-ტრანსლაცია მოახდინა. კონცერტს, რომელსაც ლოს ანჯელესის Rose Bowl სტადიონზე 100 000 მაყურებელი ესწრებოდა, იუთუბის საშუალებით მსოფლის 5 კონტინენტიდან 3 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში და მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში კიდევ ერთ გადატრიალებად აღიარეს.

კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია იუთუბზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე, პირველად მოხდა და უკვე არნახული რეზონანსი მოჰყვა. ვიდეო-ტრეილერი რომელიც დაგეგმილ ტრანსლაციას ამცნობდა მომხმარებლებს და იუთუბზე U2-ს ოფიციალურ არხზე 10 დღის წინ დაიდო, უკვე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იხილა.

მაშინ როცა ამ მასშტაბის ჯგუფები მილიონობით დოლარს (ჯერ კიდევ) შოულობენ DVD და CD დისკების გაყიდვიდან, მაშინ როცა ასიათასობით ფანი სულმოუთქმელად ელის საყვარელი ჯგუფის ბილეთის ხელში ჩაგდებას მათი კონცერტის სანახავად, U2-მ სრულიად უფასოდ შესთავაზა თავის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ კონცერტზე “დასწრება”.

ჯგუფის ეს ნაბიჯი თამამად შეგვიძლია შევადაროთ Radiohead-ის რევოლუციურ ნაბიჯს როდესაც მათ ალბომი In Rainbows სრულიად უფასოდ დადეს გადმოსაწერად ოფიციალურ ვებ-გვერდზე. როგორც ჩანს ჯგუფები თანდათან ფეხს უწყობენ/ქმნიან ახალ რეალობას მუსიკალურ ინდუსტრიაში. დღეს ხომ ყველაზე კომერციული არტისტებიც კი აღიარებენ რომ MP3 ფაილების და ინტერნეტის ეპოქაში, CD კულტურის “კვდომის” შესაბამისად მათი შემოსავლის ძირითად წყაროდ ტურნეები რჩება. U2-ს კი ამ მხრივ ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე. ბოლო ალბომის No Line on the Horizon მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტურნედ იქცა. (360° Tour-ზე ჯგუფმა გრანდიოზული 360 გრადუსიანი სცენის კონსტრუქცია გამოიყენა). მარტო 2009 წელს მათ სამ მილიონამდე ბილეთი გაყიდეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე.

U2 On YouTube