პოსტის თეგები ‘Tom Waits’

Artist: Tom Waits
Album: Glitter And Doom Live
Release Date: November 23, 2009
Label: ANTI

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ასაკი ტომ ვეიტსს ალბათ ყველაზე ნაკლებად ეხება. რამდენი წლის არის ადამიანი, რომელიც Rain Dogs-ში, Big Time-ში, ან თუნდაც Mule Variations-ში მღერის? ამ ხმას და ამ უცნაურ მთხრობელს, რომელიც თავის ჯადოსნურ სამყაროში მიგათრევთ ასაკი უბრალოდ არ აქვს, თივითონაც იმ არარეალური სამყაროდანაა თითქოს, რომელზეც მღერის.

ერთადერთი რაც ასაკთან ერთად შეიძლება ვეიტსს დაეკარგა ეს ენერგიაა, მაგრამ Glitter And Doom-ში მას ენერგია ნამდვილად არ აკლია. და საერთოდაც არ ეტყობა ამ კაცს არაფერი დაბერებული პენსიონერისა. ტერი გილიამის ახალ ფილმში ეშმაკის როლს ასულებს, 2008 წლის ზაფხულში მსოფილო ტურს აწყობს და კონცერტებზე ჩაწერილი მასალით ორდისკიან ალბომს უშვებს. ცოცხალი და აქტიურია. Glitter And Doom მრავალფეროვანი, ლამაზი და სრულად ტომ ვეიტსური ალბომი გამოვიდა. თავისუფალი იმპროვიზაციით და ენერგიით სავსე.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.