პოსტის თეგები ‘Rafiralfiro’

Muzame-ს Free Downloads კატეგორიას დაემატა უფასო ალბომებიც. ამ რუბრიკაში დაიდება უცხოელი და ქართველი მუსიკოსების შემოქმედება რომელიც ლეგალური გზით ვრცელდება მათი ვებ-გვერდებიდან ან მათ მიერ მითითებული სხვა წყაროებიდან, რაშიც ყოველ ალბომთან  არსებული ბმული დაგარწმუნებთ. ამ განყოფილებას არ ექნება სისტემატიური სახე რადგან უფასო და ხარისხიანი მუსიკა იშვიათობაა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მუსიკის არსებობა ძირითადად არტისტის კეთილგონიერების შედეგია მსმენელისადმი და ხშირად საფასურის გადახდა არასავალდებულოა, მაგრამ ალბომის მოწონების შემთხვევაში თუნდაც მცირე თანხის გადარიცხვა დიდად დაეხმარება მუსიკოსს და სტიმულს მისცემს  შემდგომი განვითარებისთვის.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.