პოსტის თეგები ‘Nikakoi’

ინტერვიუ ნიკა მაჩაიძესთან და ტუსია ბერიძესთან სპეციალურად რუსთავი 2-ის დილის გადაცემისთვის მომზადდა. სიუჟეტის ავტორია დათო აბრამიშვილი.

2010 ის 16 აპრილს “KomunaMedia“-ს ორგანიზებით  ინოვაციური ქართული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიალი  - ელექტრონავტი 2009 ჩატარდა. ცერემონიალი წესით ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სპონსორების ძებნის პროცესი არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა.

საბოლოოდ სპონსორები გამოჩნდნენ და უვადოდ გადადებული  ელექტრონავტები, რომელიც წელს უკვე მესამედ ტარდებოდა,  კლუბ “G.U.R.U”-ში შედგა.

თამამად შეიძლება ითქვას რომ ქვეყანაში არსებულ მუსიკალურ  მოვლენებს შორის ცერემონიალი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.  მისი  საშუალებით მუსიკოსებს აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ  ერთმანეთს მოუსმინონ, გაიგონ, რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსმენელს საუკეთესო ნამუშევრები  მიაწოდონ და ამ ყველაფრის პარალელურად გაიგონ  მელომანების  აზრი.

განვაგრძოთ კითხვა

26 მარტს დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიალი “ელექტრონავტი 2009″ უვადოდ გადაიდო სპონსორების სიმცირის გამო. დღეს კი კომუნა TV-ს პირველმა გამოშვებამ შეგვატყობინა, რომ დაჯილდოვება 16 აპრილს გაიმართება. ასევე ცნობილი გახდა იმ არტისტების ვინაობა ვინც კლუბში G.U.R.U ცერემონიალის მსვლელობისას დაუკრავენ:
Me and My Monkey
Kung Fu Junkie
Nikakoi
sTia
ირაკლი შონია
კოკა ნიკოლაძე
Jorjick
Autumn Tree (2008 წლის ელექტრონავტების  Greenbeam & Leon-ის ახალი პროექტი)

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ცერემონიალს ახალი ნომინაცია დაემატა – “წლის საუკეთესო ქართული თრექი”, რომელსაც თქვენი ხმები და ჟიური ამოარჩევს.

electronauts.ge
komuna.ge

Artist: Nikakoi
Album: Selected
Release Date: 2 November, 2009
Label: Laboratory Instinct

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

Selected – ნიკა მაჩაიძის მიერ 2009 წელს გამოშვებული ალბომებიდან რიგით მესამეა. კომპილაცია ორ დისკიანია და მასში სულ 30(15-15) ტრეკია შესული: 9 Sestricka-დან, 11 Shentimental-იდან, 1 Autumn-დან  და 9 ახალი.

განვაგრძოთ კითხვა

Nikakoi at club 33aროგორც მუზამეს აქტიური მკითხველებისთვის და ნიკა მაჩაიძის მუსიკის მოყვარულებისთვის ცნობილია, 9 იანვარს კლუბ 33ა-ში ნიკას საღამო იყო, რომელიც ტრადიციული ქართული დაგვიანებით დაიწყო!!

ვინც კლუბ 33ა-ში ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ იქაური ატმოსფერო, რაც, ჩემი აზრით, ან ასეთი ჟანრის მუსიკისთვის არ არის განკუთვნილი, ან ჩემს სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება. უბრალოდ “პუფებში” ჩაფლობილი 30-ოდე ახალგაზრდა, რომელიც გაუნძრევლად უსმენს ასეთ ბითებს, მელოდიას, მოკლედ ელექტრონულ მუსიკას, უცნაურია მომეჩვენა და ძალიან დამაინტერესა რომელ სამყაროში იყვნენ გასულები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე სხვა რამეშია – ქართველ მსმენელს ალბათ ეშინია ემოციის გამოხატვის, სათაკილოდ მიაჩნია ადგეს და იცეკვოს ელექტრონულ მუსიკაზე.

განვაგრძოთ კითხვა

რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ქართველი ელექტრონავტი ნიკა მაჩაიძე გერმანიიდან საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და კლუბ 33ა-ში 9 იანვარს კონცერტის გამართვას. გუშინ – 7 იანვარს კი კლუბ 33ა-ში ეს ინფორმაცია საბოლოოდ დაგვიდასტურეს. ასე რომ ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ მოგილოცოთ ელექტრონული მუსიკის მსმენელებს კიდევ ერთი, იშვიათი, მაგრამ მშვენიერი საღამოს მოახლოვება.

დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი: 20 ლარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.