MUZAME - Online Music Magazine » Live

MODERN MUSIC FESTIVAL
თბილისი საფესტივალო ქალაქი ნამდვილად არ არის და თუ ერთ თვეში ორი მუსიკალური ფესტივალი ტარდება, უკვე გაქვს სიხარულის საბაბი. ოფენ ეარი დამთავრდა, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი იწყება. მშვენიერი ამბავია.

მით უმეტეს, თუ იცი, რომ ორგანიზატორი ის  ჯგუფია, რომელმაც ჯერ კიდევ  90-იან წლებში ორი  იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი ფესტივალი მოაწყო, რომ მთელი მაშინდელი ქართული მუსიკალური სამყარო გააერთიანა, ახალი სახეები იპოვა, ძველებს მსმენელთან ურთიერთობის საშუალება მისცა და კარგი ფესტივალის პრეცედენტი შექმნა, ახლა კი შენი ცხელი დღეების ბოლოს მუსიკალურ საღამოებს გთავაზობს და  თანამედროვე მუსიკის ფესტივალს აწყობს, გიხარია.

ლირიული გადახვევა მათთვის, ვისაც ასაკი, მეხსიერების ხანგრძლივობა  და მელომანობის სტაჟი პირველი წინადადების ახსნის საშუალებას არ აძლევს:

1995 წელს გაიმართა ფესტივალი “ხელები”

1996 წელს ვაკის პარკში გაიმართა ერთკვირიანი ფესტივალი “ მარგარიტა”

ორივე მათგანის ორგანიზატორი იყო ჯგუფი “სანდა”.

ამ ფესტივალების მონაწილეების და მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენზე უფროს, მელომან და ხანგრძლივი მეხსიერების მქონე ადამიანებს, ვინაიდან ისინი უკვე გასული 90-იანების კუთვნილებაა, მე კი მხოლოდ ახალი ამბები მინდა მოგიყვეთ.

ლირიული გადახვევა დამთავრებულია.

20-დან 26 ივნისამდე, ათონელის თეატრში, 25-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის, სტილისა და გამოცდილების მქონე ბენდი “თანამედროვე მუსიკის ფესტივალის”  ფარგლებში კონცერტებს გამართავენ. Shusha, Play paranoid, The pulse, kanudos, The Sticklers, Radioactive, Pink pantera, Inner Voice, Kibatono, Katrine & Me, The sanda, Ani pavliashvili and Sound vision, Outsider და ა.შ,  თემატურად არიან განაწილებული თითოეული დღის საკონცერტო პროგრამაზე.  თავად ფესტივალი ყველანაირი პოლიტიკურ-სოციალური თემატიკისგან თავისუფალია და მხოლოდ  მუსიკოსების და თანამედროვე მუსიკის მხარდასაჭერად ტარდება.

ცოტნე ჩიქობავა – “ play paranoid ”

“საქართველოში არც თუ ისე ხშირად ტარდება ზოგადად კონცერტები და ფესტივალები. მუსიკოსს დიდი არჩევანის საშუალებაც არ აქვს. კი არის ფესტივალები,  სადაც გასვლას აზრიც არ აქვს, თუნდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ დღეს 15 ჯგუფი გამოდის და სრული ილუზიაა ასეთ ფესტზე რაიმე საუნდის დაყენება. ჯგუფსაც არანაირი feedback არ აქვს.

სოლო კონცერტების ჩატარება კი შეიძლება, მაგრამ რამდენი სოლო კონცერტი შეიძლება ჩაატაროს ბენდმა წელიწადში? რამდენიმე ან არც ერთი?

საკმაოდ ღრმა და რთული თემაა, ბნელით მოცული მექანიზმია.

ამ ფესტივალს  რაც შეეხება,  ჩვენი დრამერისგან, აჩიკოსგან გავიგეთ, რომელმაც გვითხრა, რომ  კაი “ზვუკუ” და აპარატურა იქნებოდა, რამაც მაშინვე დაგვაინტერესა. გვაინტერესებს, რა არის “ძალიან მაგარი ზვუკი” მგონი ეს ფესტის დევიზადაც იქცა. რა თქმა უნდა გვიხარია რო გამოვდივართ, დიდი ხანია ლაივი არ გვქნია, რაღაც მიზეზების გამო.  ახლა ვემზადებით და საკმაოდ დიდი და განახლებული პროგრამით ვაპირებთ წარვდგეთ მაყურებლის წინაშე, ვნახოთ რა იქნება.”

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრად მეტმა ჯგუფმა გამოხატა, თუმცა სივრცე და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები მეტის საშუალებას არ იძლეოდა.

გიორგი ქიტიძე  - radioactiv

“მეგობრისგან გავიგე ფესტივალის შესახებ.  მივედით და ჩვენდა სასიხარულოდ ძალიან დადებითად შეაფასეს ორგანიზატორებმა ჩვენი მუსიკა. პირველად მოგვეცა დიდი სტიმული,  გამოცდილი მუსიკოსებისგან რომ  ვისმენდით ქებას. ახლა ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ფესტივალზე კარგად დავუკრათ. აქამდე მხოლოდ პატარა კლუბებში ვუკრავდით ხოლმე. დანარჩენ დროს სულ სარეპეტიციოებში ვართ და ვწერთ “ვეშებს”. იმდენად კონცერტებზე გამოსვლაზე არ გვაქვს აქცენტი, ჯერ შემოქმედებითი მხარე გვაქვს მისახედი.

ერთი წელია რაც ვუკრავთ, რაღაც ალტერნატივის, ბრიტანული როკისა და ინდის საზავია, ბოლო დროს ელექტრონიკის სინთეზსაც ვუკეთებთ ხოლმე. ეს ჯგუფის შემადგენლობაზეც აისახა. თავიდან კლასიკური შემადგენლბა ვიყავით, დრამერი, გიტარისტი, ვოკალი და ბასი. ახლა დჯ-იც დავიმატეთ სწორედ ელექტრო ელემენტებითვის. “

პროგნოზი იმისა,  აღმოჩნდება თუ არა ეს ფესტივალიც მონაწილეთა წარმატების სასტარტო ადგილად, მის ჩატარებამდე და პრინციპში მერეც, ძნელი სათქმელია. თბილისი არ არის საფესტივალო ქალაქი და არც მუსიკალური ინდუსტრიაა დიდად განვითარებული, რაც არის, ისიც კლანურია და წინასწარ იცი, ვინ სად რას შეიძლება უკრავდეს. მუსიკოსის განვითარებისთვის კი მთავარი აუდიტორია და ხშირი კონცერტებია.

სამომავლოდ ფესტივალის ჩატარება წელიწადში 2ჯერ იგეგმება, გაზაფხულის ბოლოს თბილისში და გვიან შემოდგომით ქუთაისში , რაც სავარაუდოდ კარგი საშუალება იქნება რეგიონებში მყოფი მუსიკალური ბენდების პოპულარიზაციისთვის.

Brad Mehldau – Live In Marciac
22 თებერვალს Brad Mehldau-ს ახალი საკონცერტო სოლო ალბომი გამოვა გაყიდვაში – Live In Marciac. ალბომი გამოვა როგორც CD-ზე ასევე DVD-ზე. ეს მელდაუს პირველი ოფიციალური DVD კონცერტი იქნება.

Brad Mehldau Live In Marciac – Tracklist:

01. Storm (Mehldau)

02. It’s All Right with Me (Cole Porter)

03. Secret Love (Fain/Webster)

04. Unrequited (Mehldau)

05. Resignation (Mehldau)

06. Trailer Park Ghost (Mehldau)

07. Goodbye Storyteller (for Fred Myrow) (Mehldau)

08. Exit Music (for a Film) (Radiohead)

09. Things Behind the Sun (Nick Drake)

10. Lithium (Kurt Cobain)

11. Lilac Wine (James Alan Shelton)

12. Martha My Dear (Lennon/McCartney)

13. My Favorite Things (Rodgers/Hammerstein)

14. Dat Dere (Bobby Timmons) (CD only)

http://www.bradmehldau.com/music/marciac/index.html

Tbilisi Jazz Festival 2010 დღე პირველი
თბილისის ჯაზ ფესტივალი ალბათ საუკეთესო თბილისური ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს რამოდენიმე საღამოს ჯაზით ავსებს.  ამ დღეებში ქალაქი სხვა რითმში იწყებს ცხოვრებას, მუსიკის მოყვარულებში კი კონცერტის მოუთმენელი მოლოდინის უცნაური გრძნობა იღვიძებს, სიხარული იმის გამო, რომ სცენაზე საყვარელ და მოულოდნელ შემსრულებლებს ნახავ.

წლევანდელი ჯაზ ფესტივალი მაკკოი ტაინერმა გახსნა, თუმცა პროგრამის მიხედვით მას პირველი საღამო უნდა დაეხურა, რაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ კვარტეტი კონცერტის პირველ ნაწილში აღმოჩნდა. ტაინერი ავანგარდის საფუძვლებთან მდგარი დინოზავრი ჯაზისტების სიას მიეკუთვნება. თბილისში მის კონცერტს ბევრი ელოდა, რადგან ასეთი მუსიკოსები მართლაც იშვიათობაა ჩვენს ქალაქში.

ჯერ კიდევ კოლტრეინის კვარტეტის დროიდან ტაინერი, ძლიერ რითმულ აკორდებზე აწყობდა თავის შესრულებას. ის რითმ-სექცია სადაც ტაინერი უკრავდა, მოსაწყენი არასოდეს გახდებოდა, ნებისმიერ ძლიერ სოლ(ო)ისტს შეუძლია დაეყრდნოს ტაინერის აკორდებს და თავისი იმპროვიზაცია განავითაროს, როგორც ამას კოლტრეინი აკეთებდა. მაგრამ თვითონ ტაინერის სოლოები არასდროს ვითარდებოდა, არ მიდიოდა ღრმა, რთული ემოციებისკენ, მაკკოი რითმს ვერ ტოვებდა და ჰარმონიასაც არასოდეს ავითარებდა, მისი სოლო უბრალოდ რითმის გაგრძელებაა, კლავიშებზე ქრომატიულ სირბილთან ერთად.  ამავდროულად ტაინერისეული ეს რითმიკა საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავიც არის ხშირად.

ზუსტად ასეთი აღმოჩნდა მაკკოის კონცერტი თბილისის ჯაზ ფესტივალზე.

მკაფიო რითმზე გადაფარებული თბილი ემოცია. ყველა კომპოზიცია – გაუთავებელი და გაუჩერებელი რითმი, ძლიერი და საინტერესო. ტაინერის რითმიკას ემატებოდა Gary Bartz-ის მოგუდულ-თბილი საქსაფონი. ბევრი შთაბეჭდილება მაკკოიმ ვერ დატოვა, ვერც მოტივირებულობას დავაბრალებ, საკმაოდ ცივად შეხვდა მუსიკოსი დარბაზს, კონცერტის შემდეგ კი ბისზე გამოსვლის გარეშე დატოვა დარბაზი, რომელიც მას გულწრფელად ელოდა.

პირველი საღამოს ნამდვილი ვარსკვლავი ქრისტიან სკოტი აღმოჩნდა თავისი კვინტეტით. ჰედლაიერი ტაინერის შემდეგ სცენაზე აღმოჩნდა სრულიად სხვა ჯაზი, სხვა ეპოქის და სხვა ემოციებით დატვირთული. სკოტის კვინტეტის მუსიკა არის ის, რასაც დღეს უკვე თანდათანობით პოსტ-ჯაზი ერქმევა,  ან კიდევ „modern creative jazz“.

ახალი, ექსპრესიული  ჯაზი. მუსიკა რომელიც აერთიანებს ავანგარდულ ჯაზს, ელექტრონულ მუსიკას, როკენროლს და ჰიპ-ჰოპს. დინოზავრი ტაინერის შემდეგ სკოტის კონტრასტი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავი იყო. ახალორლეანელი მესაყვირე, ქრისტიან სკოტი, შარშანდელ ჯაზ ფესტივალზეც უკრავდა მარკუს მილერთან ერთად, მაშინ მაილს დევისის „TUTU“-ს პროექტი იყო წარმოდგენილი, წელს კი სკოტის კვინტეტმა ორიგინალური კომპოზიციები დაუკრა. ეს მუსიკა სავსეა ცოცხალი, ღრმა ემოციით, სოციალური პრობლემებით, აგრესიითა და სიყვარულით. ზუსტად ამ ემოციების შეჯახებაზეა დაწერილი ახალ ალბომში შესული კომპოზიცია „K.K.P.D.“ , რომელიც კონცერტზე შესრულდა და ამ შესრულებისას კარგად ჩანდა სკოტის ემოციური დაძაბულობა დაკვრისას, ყველა ნოტი ზუსტად ნაგრძნობი და გააზრებული მოდიოდა მუსიკოსისგან. ზუსტად ასეთი უნდა იყოს ჯაზი და იმპროვიზაცია.  სკოტის კომპოზიციბი მრავალფეროვანია მისი ჟღერადობა კი ადვილად საცნობია. მთელი კვარტეტი შემდგარია საკმაოდ საინტერესო მუსიკოსებისგან, მუსიკოსები კი ნებისმიერ ბენდში ბევრს წყვეტენ და ბენდი კარგია მაშინ, როდესაც ყოველი მუსიკოსი სათითაოდ ინდივიდუალურია, ეს ფერებს მატებს მუსიკას,  ხასიათს აძლევს იმპროვიზაციას. ზუსტად ასეთია სკოტის კვინტეტი, სადაც ყოველი მუსიკოსი თავის შესაძლებლობების ზღვარზე უკრავს და ამავდროულად უსმენს და იგებს იმას, რასაც სხვები უკრავენ .

ახალგაზრდა მუსიკოსებმა მოახერხეს დინოზავრი ტაინერის დაჩრდილვა. თანამედროვე ჯაზი არსებობს და ის უაღრესად საინტერესოა.

http://easternpromotion.com/

Gorillaz-ის გამოსვლა Letterman-ის შოუში
ექსკლუზიური კონცერტი Letterman-ის შოუსათვის ჩატარებული Ed Sullivan Theater-ში 2010 წლის 7 ოქტომბერს

<object width="650" height="366"><param name="movie" value="http://www.cbs.com/e/s_OOfDZodfrQm8PWdBfvg5R0umj9UDH3/cbs/1/" /></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowScriptAccess" value="always"></param><embed width="650" height="366" src="http://www.cbs.com/e/s_OOfDZodfrQm8PWdBfvg5R0umj9UDH3/cbs/1/" allowFullScreen="true" allowScriptAccess="always" type="application/x-shockwave-flash"></embed></object>

sTia
სტია იგივე ნათია სართანიაა.  პიანისტი იყო, მერე “ელექტრონავტი” გახდა, კლასიკური მუსიკის ელემენტები დღემდე ისმის მის ტრეკებში. მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს, აი, ისეთს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის.  არც ისე ხშირად ჩნდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით  მიზეზი აქვს, მერე გააქტიურებას გვპირდება. აგვისტოში მეორე შვილი ეყოლება და მერე  უფრო ინტენსიურად დავიწყებ  მუსიკალურ ცხოვრებასო.

მანამდე:

თბილისის მუსიკალურ გიმანაზიაში სწავლობდა, სწავლა ლონდონში გააგრძელა, 2003 წლიდან პიანისტობა ელექტრო მუსიკის კეთებამ შეცვალა, 2007-ში კი, პირველ “ელექტრონავტებზე” ქონდა დებიუტი. თან  ერთობ არალოგიკური, მოულოდნელი  და  სასიამოვნო.  ალბათ ყველა არ დაუკრავს წლობით ლონდონში ცხოვრების შემდეგ “ხორუმს”.

” ალექსანდრე მაჭავარიანის კომპოზიციაა, ბებია ასრულებდა ხოლმე, რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა. ძალიან მიყვარს, კარგი კომპოზიციაა. მინიმალურად  მაქვს გადაკეთებული, ფაქტიურად გაორკესტრებული მაქვს, თან ისე, რომ არც ეტყობოდეს   გაორკესტრებულობა. ძალიან მიყვარს ეგ ნაწარმოები, როგორც ორიგინალი, ისე ის ვარიანტი, რაც მისგან გამოვიდა.  ზოგადად პოტენცია ქონდა, რომ სხვანაირიც გამოსულიყო. ”

თვლის რომ მუსიკის იმ დარგში, რასაც ახლა თვითონ აკეთებს, აუცილებელი არ არის მუსიკალური განათლება: ,,ბევრი არის, ვისაც მუსიკალური განათლება არ აქვს, მაგრამ მუსიკის ამ სფეროში აუცილებელი არ არის. არც არის  აუცლებელი, მაგალითად ტუსიას არ აქვს მუსაკალური განათლება, მაგრამ ჩემთვის ძალიან პროფესიონალია და რამდენიც გინდა იმდენია ეგრე.  ძალიან მიყვარს ტუსია და მისი ის ნაწარმოებები, რომლებიც პრინციპში უფრო  ვიწრო წრისთვის არის ცნობილი და რომელიც მუსიკალური საქმიანობის დასაწყისში  შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა მუსიკამ მიბიძგა იმისკენაც, რომ ჩემი  მუსიკის კეთება დამეწყო.  ქართველი მოვიყვანე  მაგალითად, თორემ ისე ძალიან ბევრია ვინც  უბრალოდ აკეთებს კარგ ელექტრო მუსიკას. ზუსტად მაგიტომაა კომპიუტერი კარგი, რომ შეგიძლია  ბევრად მეტს მიაღწიო, ისწავლო და გააკეთო მცირე დროში. უბრალოდ კარგია და გეხმარება, თუ უფრო აკადემიური მუსიკალური განათლება გაქვს მიღებული, მაგრამ აუცილებელი არ არის.”

თვითონ ამბობს, რომ  რასაც ახლა აკეთებს, ბევრად  მარტივია  ვიდრე ის, რასაც ადრე აკეთებდა. კლასიკურ მუსიკას ბევრად სერიოზულად და პასუხისმგებლობით უდგებოდა და   ახლა  მუსიკას  უფრო თავისთვის აკეთებს. გული არ წყდება, რომ სცენაზე როიალთან უფრო  იშვიათად  არის ხოლმე, უბრალოდ, ის ემოცია ენატრება დარბაზისგან  რომ გრძნობდა ადრე.  ალბათ ამ მონატრების გამო მოაწყო პერფომანსი, სადაც  თავისი მუსიკა კვარტეტთან  ერთად  გააცოცხლა.

“მხოლოდ ერთხელ მქონდა იმის ბედნიერება რომ ლაივი გამეკეთებინა და ბენდთან  ერთად  დამეკრა  ჩემი მუსიკა.  ძალიან დიდი ადრენალინი მივიღე. ამ ლაივმა აჩვენა, რომ ჩემი მუსიკალური გამოცდილება  ელექტრო მუსიკის კეთებაშიც მეხმარება. ”

ამბობს, რომ მაშინ გაუმართლა და  გარდა იმისა, რომ  პროფესიონალი მუსიკოსები ჰყავდა კვარტეტში, ძალიან გონებაგახსნილი, პოლიჟანრული და გამოცდილი ხალხი. მნიშვნელოვანი იყო ვიზუალიც, რომელიც როგორც სტია ამბობს, ძალიან მაგარ არტისტს, კოკა  რამიშვილს  ეკუთვნოდა და  რომელმაც იმდენად კარგი გარემო შექმნა, რომ ივენთის წარმატებულობა სანახევროდ მისი დამსახურებაა.ვინც არ იცის, ლაპარაკია 2008 წლის live performanc-ზე კლუბ NIGHTOFFICE-ში, სადაც სტიასთან ერთად უკრავდნენ: კოკა ნიკოლაძე,  სალომე ბუკია,  გიგი ოქროპირიძე, ნიკუშა შამუგია, თიკო კიკნაძე და გიორგი მამნიაშვილი. ძალიან უნდა რამე მსგავსი კიდევ გააკეთოს: ყველაფერი ერთად და ცოცხლად.

მაგრამ უახლოესი 6 თვის განმავლობაში ყველანაირი აქტიურობა გამორიცხულია, აგვისტოში მეორე შვილს ელოდება,  მანამდე 6 თვით ინგლისში მიდის. მერე შეიძლება კიდევ ერთი იავანანა დაწეროს, შეიძლება არც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,  ინგლისში მისი მეორე სახლია, წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. ფიქრობს, რომ მუსიკოსადაც იქ ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც ძალიან კარგი სკოლა აქვს გავლილი:

“მე იქ დავდექი პრინციპში ალბათ პიანისტი. ყველაზე მეტი, რაც იქ ვისწავლე, ყველაფრისადმი გონებაგახსნილობაა, ყველაფრისადმი ღიაობა, ჩვენი მთავარი მეთოდი კი ყველაფრის კრიტიკა, უფრო ჩაკეტილები ვართ. იქ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ მერე შენ ირჩევ იმ ყველაფრიდან რა მოგწონს და რა არა. თან შენც ამ ღია სივრცეში უფრო მეტის უფლებას აძლევ შენ თავს. არავინ არ გთხოვს, ყველაფერში სწორი იყო, როგორც აქ და უფრო ადვილია, რამის შექმნა დაიწყო. ”

ჯერ-ჯერობით ალბომი არ აქვს და არც ლეიბლზეა, ცოტა ხნის წინ გამოვიდა  მისი პირველი ნამუშევრების ჩანაწერები, რომლებიც კაფე  Belle de jour-მა  გააერთიანა და ერთ CD-ზე   მოათავსა, თუმცა ალბომი არ ქვია. ალბომზე მუშაობას სამომავლოდ აპირებს, კონცეპტი უკვე შემუშავებული აქვს და იცის, რომ მასში აუცილებლად შევა ის ტრეკი, რაც ბოლო ელექტრონავტებზე დაუკრა და რომელსაც ,,მიზეზი’’ ერქვა. სავარაუდოდ “მიზეზი” ერქმევა  თვითონ ალბომსაც.

ზოგადად ქართულ სივრცეში არც ისე ბევრი მუსიკოსია, შესაბამისად, ერთ სფეროში მოღვაწე ადამიანები უფრო ადვილად იცნობენ ერთმანეთს, უახლოვდებიან, უმეგობრდებიან და მერე  ერთად იწყებენ მუსიკის კეთებას. როგორც ეს ნიკას  და ტუსიას მოუვიდათ,  ან გაჩას და ტეტეს, ბოლო ელექტრონავტებზე Greenbeam & Leon-საც +ერთი  წევრი ყავდათ დამატებული.

სტია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მუსიკოსი მეგობარი ყავს, ამბობს, რომ სხვებთან თანამშომლობის სურვილი აქვს, მაგრამ  ჯერ-ჯერობით მაინც მარტოა. აი, ისეთი სტია, მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას რომ აკეთებს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის. ხოოდა, მე ასეთი სტიას მუსიკალურად გააქტიურებას დაველოდები,  მანამდე კი მისი მოსმენა ქვემომდებარე ლინკებიდან შეგიძლიათ.

http://soundcloud.com/stiamusic

http://www.myspace.com/stiamusic

<object width="650" height="366"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/pUQDuYRmbQQ&hl=en_US&fs=1&rel=0"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/pUQDuYRmbQQ&hl=en_US&fs=1&rel=0" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="650" height="366"></embed></object>

Tom Waits – Glitter And Doom Live
Artist: Tom Waits

Album: Glitter And Doom Live

Release Date: November 23, 2009

Label: ANTI

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ასაკი ტომ ვეიტსს ალბათ ყველაზე ნაკლებად ეხება. რამდენი წლის არის ადამიანი, რომელიც Rain Dogs-ში, Big Time-ში, ან თუნდაც Mule Variations-ში მღერის? ამ ხმას და ამ უცნაურ მთხრობელს, რომელიც თავის ჯადოსნურ სამყაროში მიგათრევთ ასაკი უბრალოდ არ აქვს, თივითონაც იმ არარეალური სამყაროდანაა თითქოს, რომელზეც მღერის.

ერთადერთი რაც ასაკთან ერთად შეიძლება ვეიტსს დაეკარგა ეს ენერგიაა, მაგრამ Glitter And Doom-ში მას ენერგია ნამდვილად არ აკლია. და საერთოდაც არ ეტყობა ამ კაცს არაფერი დაბერებული პენსიონერისა. ტერი გილიამის ახალ ფილმში ეშმაკის როლს ასულებს, 2008 წლის ზაფხულში მსოფილო ტურს აწყობს და კონცერტებზე ჩაწერილი მასალით ორდისკიან ალბომს უშვებს. ცოცხალი და აქტიურია. Glitter And Doom მრავალფეროვანი, ლამაზი და სრულად ტომ ვეიტსური ალბომი გამოვიდა. თავისუფალი იმპროვიზაციით და ენერგიით სავსე.

თუ თქვენ ტომ ვეიტსის კონცერტზე არ მჯდარხართ დისკი ამ დანაკარგს ნამდვილად ვერ შეგივსებთ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ რაღაც დროით მის სამყაროში აღმოჩნდეთ. დისკზე შესული სიმღერები ვეიტსის რამოდენიმე პერიოდიდანაა “Singapore” – “Rain Dogs”-იდან და “Get Behind The Mule” – “Mule Variations”-იდან, შესრულება რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ვეითსის სიმღერები საუკეთეს ნიმუშია იმისა თუ როგორი უნდა იოს სიმღერა საერთოდ, ერთგვარი სრულყოფილი სიმღერებია, მელოდიური, ემოციური და ცოცხლალი. როცა პირველი დისკი დამთავრდება, მუსიკით გადავსებულს შეგიძლია მეორე დისკი ჩართო სადაც ვეიტსი ნახევარი საათი დარბაზს ესაუბრება, უყვება ისტორიებს და უბრალოდ ცოცხლად იმპროვიზირებს.

ტომ ვეიტსი ცოცხლაი და ენერგიულია, როგორც ყოველთვის ის ბუნებრივი და ნამდვილია. მისი ალბომის მოსმენისას ისევ მივდივარ და ერთ ჭიქა ღვინოს ვისხამ, იმისთვის რომ უკეთესად მივიღო ეს ზღაპრული სამყარო.

tracklist

CD1

1. “Lucinda/Ain’t Goin’ Down” (Birmingham – 07/03/08)

2. “Singapore” (Edinburgh – 07/28/08)

3. “Get Behind the Mule” (Tulsa – 06/25/08)

4. “Fannin Street” (Knoxville – 06/29/08)

5. “Dirt in the Ground” (Milan – 07/19/08)

6. “Such a Scream” (Milan – 07/18/08)

7. “Live Circus” (Jacksonville – 07/01/08)

8. “Goin’ Out West” (Tulsa – 06/25/08)

9. “Falling Down” (Paris – 07/25/08)

10. “The Part You Throw Away” (Edinburgh – 07/28/08)

11. “Trampled Rose” (Dublin – 08/01/08)

12. “Metropolitan Glide” (Knoxville – 6/29/08)

13. “I’ll Shoot the Moon” (Paris – 07/24/08)

14. “Green Grass” (Edinburgh – 07/27/08)

15. “Make It Rain” (Atlanta – 07/05/08)

16. “Story” (Columbus – 06/28/08)

17. “Lucky Day” (Atlanta – 07/05/08)

CD2

1.”Tom Tales” (includes “Picture in a Frame” (Edinburgh – 07/27/08)

http://www.tomwaits.com/

U2-ს კონცერტი YouTube-ზე
25 ოქტომბრის ღამეს პოპულარულმა საიტმა YouTube ჯგუფ U2-ს კონცერტის ლაივ-ტრანსლაცია მოახდინა. კონცერტს, რომელსაც ლოს ანჯელესის Rose Bowl სტადიონზე 100 000 მაყურებელი ესწრებოდა, იუთუბის საშუალებით მსოფლის 5 კონტინენტიდან 3 მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში და მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში კიდევ ერთ გადატრიალებად აღიარეს.

კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია იუთუბზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე, პირველად მოხდა და უკვე არნახული რეზონანსი მოჰყვა. ვიდეო-ტრეილერი რომელიც დაგეგმილ ტრანსლაციას ამცნობდა მომხმარებლებს და იუთუბზე U2-ს ოფიციალურ არხზე 10 დღის წინ დაიდო, უკვე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იხილა.

მაშინ როცა ამ მასშტაბის ჯგუფები მილიონობით დოლარს (ჯერ კიდევ) შოულობენ DVD და CD დისკების გაყიდვიდან, მაშინ როცა ასიათასობით ფანი სულმოუთქმელად ელის საყვარელი ჯგუფის ბილეთის ხელში ჩაგდებას მათი კონცერტის სანახავად, U2-მ სრულიად უფასოდ შესთავაზა თავის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ კონცერტზე “დასწრება”.

ჯგუფის ეს ნაბიჯი თამამად შეგვიძლია შევადაროთ Radiohead-ის რევოლუციურ ნაბიჯს როდესაც მათ ალბომი In Rainbows სრულიად უფასოდ დადეს გადმოსაწერად ოფიციალურ ვებ-გვერდზე. როგორც ჩანს ჯგუფები თანდათან ფეხს უწყობენ/ქმნიან ახალ რეალობას მუსიკალურ ინდუსტრიაში. დღეს ხომ ყველაზე კომერციული არტისტებიც კი აღიარებენ რომ MP3 ფაილების და ინტერნეტის ეპოქაში, CD კულტურის “კვდომის” შესაბამისად მათი შემოსავლის ძირითად წყაროდ ტურნეები რჩება. U2-ს კი ამ მხრივ ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე. ბოლო ალბომის No Line on the Horizon მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტურნედ იქცა. (360° Tour-ზე ჯგუფმა გრანდიოზული 360 გრადუსიანი სცენის კონსტრუქცია გამოიყენა). მარტო 2009 წელს მათ სამ მილიონამდე ბილეთი გაყიდეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე.

U2 On YouTube