MUZAME - Online Music Magazine » Jazz

Black Sea Jazz Festival 2011
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმი რამდენიმე დღეში უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.  რაც დრო გადის, ფესტივალის მასშტაბები სულ უფრო იზრდება, ალბათ ვერავინ იფიქრებდა ლამის უკვე  შორეულად ქცეულ 2008 ან 2009 წელს, რომ ბათუმი რომელიმე ზაფხულს 200-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებლით აივსებოდა და ზოგი მათგანი ქუჩებს ცეკვითაც კი შემოივლიდა და ერთი სცენის მაგივრად 4 სცენა დაიდგმებოდა  უკვე ყბადაღებულ პიაცაზე, ევროპის მოედანზე, ბულვარში და კლუბ Take Five-ში. არადა, ფესტივალის ორგანიზატორებს წელს სწორედ ასეთი გეგმები აქვთ მუსიკის მოყვარულებისთვის. მათი გულუხვობა იქამდე მივიდა, რომ დაგეგმილ კონცერტთაგან რამდენიმე სრულიად უფასო იქნება და მასზე მოხვედრა ყველას შეეძლება.

ფესტივალს  მეისი გრეი დახურავს პიაცაზე  გრანდიოზული  კონცერტით 24 ივნისს, მანამდე კი , 19 ივლისიდან საშუალება გვექნება მოვისმინოთ ნაირნაირი შემსრულებლები ნაირნაირი ქვეყნებიდან:  უკ­რა­ი­ნუ­ლი Jazzex Band, ჰოლანდიური - Yuri Honing Wired Paradise, ლიტ­ვური Brassbastardz, სომ­ხუ­რი Reincarnation, ლე­რა გე­ნე­რი­სა და ალექ­სეი პო­პო­ვის პრო­ექ­ტი და ამე­რი­კუ­ლი Project Logic-ი, The London Community Gospel Choir In Concert, სტენ­ლი ჯორ­და­ნის ტრიო და ამა­ვე ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბენ­დი Yellowjackets-ი (რომელთაც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილე აქვთ)  და გერმანული Men in Brass. სწორედ ეს უკანასკნელები გვპირდებიან ქალაქის ქუჩების ცეკვით და მუსიკით ავსებას.

უცხოელი მუსიკოსების გარდა ისევე როგორც წინა წლებში, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი მუსიკოსებიც: ლე­ვან ჩი­ჩუა და Space Jam, ილუ­შა ცინ­ცა­ძის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ბენ­დი, City Life Band, ბა­ჩა მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ჯაზ­კ­ვინ­ტეტი ( ბაჩა ერთ-ერტია იმ ქართველ მუსიკოსთაგან, რომელსაც ბერკლის აკადემიაში სწავლის საშუალება მიეცა ) , T. Blues Mob, ბექა გოჩიაშვილი, რომელიც შარშან ტრიოსთან ერთად სტუმრობდა ფესტივალს, წელს სეპტეტთან ერთად ესტუმრება. სავარაუდოდ საინტერესო იქნება ქართულ აზერბაიჯანული პროექტი - Jazz Factory & ულ­ვია რა­ჰი­მო­ვაც.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე სემენცოვა, რომელიც  საქართველოდან პეტერბურგში სოხუმის დაცემის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის მუსიკალური საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი ჯგუფ Soulmama-თან ერთად ჩამოდის.

“ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის” მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო წარ­მო­ად­გენს, გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი გახ­ლავთ, რომელიც ბარათ  America Exspres-ის  მფლობელებს საშუალებას აძლევს ბილეთების ექსკლუზიური ფასით ისარგებლონ.

ტანია მარია, ანუ Bravo Records-ი გახსნილია
17 მარტს,  კომპანია “Bravo Records”-ის გახსნასთან დაკავშირებით, ტანია მარიამ კონცერტი გამართა. ეს მისთვის საქართველოში გამართული მეოთხე კონცერტი იყო.

ტანიამ სარეცხი გაფინა, თმები იქვე, სვეტას სალონში შეისწორა, ზარდახშიდან ახალგაზრდობისდროინდელი საყურეები ამოიღო, ახალ წელს საჩუქრად მიღებული სუნამო იპკურა, გასაღების ორჯერ გადატრიალებით კარი ჩაკეტა და პირველივე ცარიელი ტაქსიში ჩაჯდა.

ტანიამ მძღოლს უთხრა სამ ლარად ფილარმონიათანო, ღვედი გაიკეთა, საათს დახედა და დასარტყამზე რომ ენერგიული ბიჭი ჰყავს ბენდში, იმას დაურეკა, სად ხართო. იმან, მოვედით უკვე, გელოდებითო.

ტანიამ შედით თქვენ და დალაგდით, მეც  2 წუთში მოვალო.

ტაქსისმა, 2 წუთში კი მიხვალ ქალბატონო, მაგრამ მას შემდეგ, შენ რომ ბოლოს დაადექი ფილარმონიის გზას, ბენზინი გაძვირდა და ბავშვები წელს ერთხელაც კი ვერ ავიყვანე გუდაურშიო, წუწუნი წამოიწყო.

ტანიამ იფიქრა, –  კონცერტის წინ მოწუწუნე ტაქსისტიღა მაკლდა, ისედაც მთელი დღე იმას ვფიქრობ, სიმღერები რა თანმიმდევრობით დავაწყო  და იმ ბიჭის ჩართვა ამ საქმეში კაი იდეა იქნება თუ არა, ქალს აღარ ვგავარ უკვეო.

ტანიამ ტაქსისტს ყურადღება არ მიაქცია, სამი ლარი მონეტებით გადაუხადა და არც კი დაემშვიდობა.

ეგ არაფერი, ტანია, რამდენიმე წუთში შენ სცენაზე იქნები, ტაქსისტი კი  სულ ბუზღუნით იქნება დაკავებული.  მას ტაშს არავინ დაუკრავს, არც იმას ეტყვიან, ეს რა  სასიამოვნოდ მხიარული ბრძანდებიო და არც იმას, ამ შენი ფრიალა, ყვავილებიანი კაბით ისედაც მოსული  გაზაფხული უკეთ შეგვაგრძნობინეო.

ეგ არაფერი,  ტანია, შენ ახლადდაფუძნებული ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნის პატივი გაქვს, მთელი ფილარმონია გელოდება და წინასწარი რეკლამა-ანონსი თვით ნინი ბადურაშვილმა გაგიკეთა

ეგ არაფერი,  ტანია, შენ აქ უკვე შინაური ხარ, იმდენად შინაური, რომ მე, მაგალითად,  მგონია, აქვე სამგორში ცხოვრობ, კონცერტის წინ სარეცხს ფენ და თმებს სვეტასთან ივარცხნი.  არადა, ამხელა ჯაზ შემსრულებელი ხარ,  ყველა მეორეს უყვარხარ, ყველა მესამე შენ რომელიმე კონცერტზე მაინც უსათუოდ არის ნამყოფი და ყველა მეოთზე დაქალოშკებთან ჭეშმარიტი მწუხარებით თვლის ყოველ ჯერზე იმ მიზეზებს, რის გამოც შენს კონცერტზე ვერ მოვიდა.

ეგ არაფერი, ტანია, შენ აქ უკვე იმდენად შინაური ხარ, რომ შეგიძლია შეგვახსენო სცენიდან, რომ კარგი ხალხი ვართ და კარგი მუსიკა გვაქვს, შეგიძლია, გვითხრა, რომ კონცერტებზე მხიარულებაა საჭირო და ისიც კი შეგიძლია, შენი საკუთარი ბენდის წევრები რამდენიმე წუთით ქართველი გიტარისტით ჩაანაცვლო. ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე.

ეგ კი არა, ისიც კი შეგიძლია, მთელი კონცერტის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე  მიაქციო ყურადღება, არ იფიქრო იმაზე, რომ ყბადაღებული ჰიტებით კონცერტის დაწყება რამდენად კარგი იდეაა, ”Bésame Mucho“-ს  აბორიგენები რადოი ფორტუნას ეთერშიც მოისმენენ, შენგან იქნებ რამე სხვა უნდათ?

ხოოდა, ვინაიდან შენ ამდენი რამე შეგიძლია და ასეთი კარგი ხარ, შევწყვეტ შენთან ლაპარაკს და იმ ხალხს ვეტყვი, ვისაც აინტერესებს რა მოხდა 17 მარტს ფილარმონიაში, რომ: კონცერტი, რომელიც “Bravo Records”-ის გახსნის აღსანიშნავად ჩატარდა,  იმაზე დუნედ ჩატარდა, ვინმე ალბათ ვიდრე ელოდა. ტანიას მაყურებლების არსებობა მხოლოდ შიგადაშიგ ახსენდებოდა. მაყურებელიც დიდად არ განიცდიდა, ბრაზილიური ტემპერამენტის მაგივრად ემოციების დეფიციტი რომ დახვდა. ეგ არაფერიო, იფიქრეს ალბათ. ვინც არ იფიქრა, კონცერტის დამთავრებამდე დატოვა დარბაზი და ივენთის სპონსორების მიერ შემოტავაზებული  ღვინითა და ლუდით ჩაანაცვლა ბრაზიულიელი მომღერალი.

კონცერტზე ტანიას ბენდის გარდა დაუკრა, ქართველმა შემსულებელმა გია ფეიქრიშვილმა, რომელიც მე მაგალითად, მაგთი კლუბიდან მახსოვდა. კონცერტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბისის შემდეგ შესრულებული სიმღერა აღმოჩნდა. რამდენიმე წუთით ყველა მიხვდა, რომ სცენაზე სამხრეთელი ტემპერამენტიანი ქალი სამგორელი მარია არ იყო.

კითხვა, რომელიც კონცერტამდეც მაწუხებდა, კონცერტის შემდეგაც უპახუხოდა დარჩა.  კიდევ ვის ჩამოყვანას აპირებს ”Bravo Records”-სი უახლოეს პერიოდში ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ტანია მათთან ითანამშრომლებს და “Bravo Records”  კი მუსიკალური ბიზნეს კომპანიაა და აერთიანებს ხმის ჩამწერ სტუდიას, მუსიკალურ გამომცემლობას, ხმის ჩამწერ კომპანიას (Record Label) და აპირებს მუსიკოსების კარიერის მენეჯმენტისა და საავტორო უფლებების მართვის მიმართულებით მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

Monty Alexander Trio Live @ Tbilisi Event Hall
17 თებერვალს თბილისის ივენთ ჰოლში ისთერნ პრომოუშენმა კიდევ ერთი ივენთი გვაჩუქა. თბილისელი მსმენელის წინაშე Monty Alexander Trio წარსდგა.

კონცერტის საღამოს ივენთ ჰოლის დარბაზი თითქმის სრულად შეივსო ჯაზის მოყვარულებით და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს მსმენელი კარგი კონცერტებით განებივრებული არ არის.

პიანისტი თბილისელ მსმენელს წარედგინა როგორც ჯაზის ლეგენდა და უაღრესად მრავალფეროვანი მუსიკოსი. ფრენკ სინატრასთან, დიზი გილესპისა და ბობი მაქფერერინის დონის მუსიკოსებთან თანამშრომლობის შემდეგ ბუნებრივია ნებისმიერი მუსიკოსი იხვეწება. თვითონ მუსიკოსი ასე აღწერს თავის მუსიკას: „კონცერტის საღამოს ივენთ ჰოლის დარბაზი თითქმის სრულად შეივსო ჯაზის მოყვარულებით და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს მსმენელი კარგი კონცერტებით განებივრებული არ არის.“ მართლაც ეს პოზიტიური განყობა იგრძნობოდა მთელი კონცერტის განმავლობაში, ძლიერი რითმული პასაჟები როიალზე, ხშირი და ვრცელი სოლოები კონტრაბასსა და დასარტყამზე. Monty Alexander-ის მუსიკაში ნამდვილად იგრძნობა იამაიკური ფესვები და განწყობა და ეს განყობა ამ ძლიერ რითმსა და გახსნილ, ცოცხალ აკორდებშია.

მაგრამ განწყობით შორს ვერ წახვალ, Monty Alexander-ის იმპროვიზაცია მხიარული და ხშირად პაროდიულია, მაგრამ საერთოდ მოკლებულია ყოველგვარ სიღრმეს, ემოციურობას და შესაბამისად მუსიკალურადაც ღირებული არ არის. მონტის მუსიკა უბრალოდ ფონად თუ გამოადგება, რომელიმე მუსიკოსს, რომელსაც ფორტეპაინო უბრალოდ აკომპანიმენტისთვის სჭირდება და ამ ინსტრუმენტს დიდ დატვირთვას არ აძლევს თავის შემოქმედებაში, დაახლოებით ისეთ შემსრულებლებს როგორიც ფრენკ სინატრა იყო და ბობი მაკფერინია. ორიგინალური კომპოზიციები უინეტერესოა, აგებულია ძრითადად სუსტ, ბანალურ და ზედმეტად ტკბილ მელოდიებზე. მოკლედ უაზრობაა ბევრი პოზიტივით. რაც შეეხება ქავერ ვერსიებს აქაც აღმაფრთოვანებელი ბევრი არაფერია – No Woman No Cry არც ორიგინალშია დახვეწილი ჰარმონიებით სავსე სიმღერა, მაგრამ მონტის შესრულებით რაღაც გაიცრიცა და ბობ მარლის ემოციურობაც სადღაც გაქრა. რაც შეეხება იმპროვიზაციას აქ მონტი ნამდვილად მოიკოჭლებს, ყველაფერი ძირითადად ტრადიციულ ბლუზურ-ჯაზურ ჟღერადობაში ვითარდება, ბოლოს კი ხმამაღალი აკორდებით და დრამის თეფშებზე ბრახუნით მთავრდება. თვითონ სოლოს განმავლობაში პიანისტი ერთსა და იმავე სვლებს ხშირად ამეორებს და შთამბეჭდაობისთვის უბრალოდ ფორტეპიანოს კლავიატურაზე ქრომატიულ ასვლა-ჩასვლებს აკეთებს, ცოტახანში ეს მოსაწყენი ხდება. Monty Alexander თბილისელი მსმენელის წინაშე წარსდგა როგორც საკმაოდ ნაცრისფერი მუსიკოსი, რომელსაც აკლია გავლენები, ჩაკეტილია საკმაოდ სუსტ არაორიგინალურ ჟღერადობაში და საკმაოდ შორს არის თანამედროვე, ღირებული ჯაზისაგან.

საერთო ჯამში ის რაც 17 თებერვლის საღამოდან გამომყვა იყო თბილი იამაიკური პოზიტივი, სასაცილო საუნდტრეკით.

http://easternpromotion.com/

Brad Mehldau – Live In Marciac
22 თებერვალს Brad Mehldau-ს ახალი საკონცერტო სოლო ალბომი გამოვა გაყიდვაში – Live In Marciac. ალბომი გამოვა როგორც CD-ზე ასევე DVD-ზე. ეს მელდაუს პირველი ოფიციალური DVD კონცერტი იქნება.

Brad Mehldau Live In Marciac – Tracklist:

01. Storm (Mehldau)

02. It’s All Right with Me (Cole Porter)

03. Secret Love (Fain/Webster)

04. Unrequited (Mehldau)

05. Resignation (Mehldau)

06. Trailer Park Ghost (Mehldau)

07. Goodbye Storyteller (for Fred Myrow) (Mehldau)

08. Exit Music (for a Film) (Radiohead)

09. Things Behind the Sun (Nick Drake)

10. Lithium (Kurt Cobain)

11. Lilac Wine (James Alan Shelton)

12. Martha My Dear (Lennon/McCartney)

13. My Favorite Things (Rodgers/Hammerstein)

14. Dat Dere (Bobby Timmons) (CD only)

http://www.bradmehldau.com/music/marciac/index.html

Pa Kyoto Jazz Massive
Easternpromotions-ის ტრადიციული ჯაზ სერია გრძელდება და 16 იანვარს, Tbilisi Evenet Hall-ში Pa Kyoto Jazz Massive-ის კონცერტი ჩატარდა. თბილისის ივენთ ჰოლს ესტუმრა დიჯეი Shuya Okino, ვოკალისტი Vanessa Freeman და პერკუსიონისტი Hiderow Nishioka.

Kyoto Jazz Massive საცეკვაო მუსიკას უკრავს ჯაზის ელემენტებით. თუმცა ეს მუსიკა მაინც და მაინც არც ჯაზთან არის ახლოს და არც ელექტრონული მუსიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, საღამო მაინც საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდა.

ჯგუფის საუნდი სადღაც რითმ ენდ ბლუზს, პოპს, ჯაზსა და ელექტრონულ მუსიკას შორის იმყოფება.

ისეთი ჯგუფია – სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ ერთი სიმღერა კარგ პლეილისტში ნორმალურად რომ ჩაირიხინებს დამღლელი დღის შემდეგ. კონცერტიც ასეთი იყო, უპრეტენზიო, განსაკუთრებით შთამბეჭდავიც არ იყო, მაგრამ საკამოდ სასიამოვნოდ შეიძლებოდა საღამოს გატარება.

ჯაზ სერია შესანიშნავი წამოწყებაა და ყოველთვიური ჯაზ კონცერტი თბილისის ივენთ ჰოლში მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის სასიხარულო იქნება. იმედია ყოველი შემდეგი კონცერტი მუსიკალურად უფრო და უფრო საინტერესო იქნება. 17 თებერვალს Monty Alexander Trio წარსდგება მსმენელის წინაშე.

http://www.kyotojazzmassive.com/

Big Labels Killed My Baby
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ღრმად ინტელექტუალური ევროპული ჯაზ ლეიბლები ჭამენ ახალგაზრდა მუსიკოსების ორიგინალურობას და რაღაც ერთფეროვან მელანქოლიურ-სენტიმენტალურ ჟელედ აქცევენ ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებას. ჯერ იყო და ECM-მა დაიყვანა ყველაფერი უხმაურო სიჩუმემდე და ახლა მგონი ისევ გერმანულივე ACT ჩაეწერა ECM-ს შვილობილებში. თუმცა ACT ლეიბლზე ბევრი კარგი მუსიკოსი იწერება ხოლმე, მაგალითად სვენსონის ტრიო ცხოვრობდა მაგ ლეიბლზე, იმედისმომცემი და ექსტრავაგანტული [em] მუშაობდა მანდვე. სვენსონს ვერაფერი დააკლეს, ზედმეტად ორიგინალური იყო და მართლაც ახალი ტალღა წამოიწყო ევროპაში, თან კიდევ დროზე გაასწრო საიქიოში, მაგრამ აი [em]-ის მესამე ალბომი რაღაც ამ ნისლის ჟელეს მიმართულებას იჭერს და არ მომწონს ეს ტენდენცია. აი კიდევ Yaron Herman Trio-მ ჩაწერა ახალი დისკი, ახალი შემადგენლობით და ესენიც ევროპული დაბერებული ღრმადინტელექტუალური ჟელეს სტილში გადაეშვნენ. ახალგაზრდებო, თავში ჩაარტყით დიდ ლეიბლებს სანამ შეუჭამიხართ, რატომ აჩაგვრინებთ თავს, მომავალი თქვენია!

ორიათასიანებში ჯაზის განვითარების ახალი გვერდი გადაიშალა და ჯაზმა თვალები გაახილა იმ ღრმა ძილის შემდეგ რომელსაც ჯერ სამოცდაათიანები და შემდეგ რითმენდბლუზურ, ტრაკისსაქიცინო funky ოთხმოციანები ერქვა. ამ პერიოდში ჯაზი მართლაც კარგავდა თითქოს თავის ფუნქციას და ისეთი ტიპები როგორ კიტ ჯარეტია ჯაზის ვითომდა ახალ, ღრმად ინტელექტუალურ ტალღას ქმნიდნენ, არადა ეს ყველაფერი ჟელე იყო. აი რაღაც ხუთი-ათი წელია რაც ჯაზმა ამოისუნთქა, თვალები გაახილა და თითქმის სამდეკადიანი ძილის შემდეგ დამშეული დაერია ყველაფერს რაც საინტერესო მოხდა ამ სამი დეკადის განმავლობაში – როკენროლი, პოპი, ელექტრონული მუსიკა, ალტერნატივა, კიდევ ათასი ოხრობა შეჭამა, გაერთიანდა ჯაზის ტრადიციებთან და პოსტმოდერნი  დაარქვა.

პოსტმოდერნი ერთის მხრივ, არაფრისმთქმელი და მეორეს მხრივ, უსაზღვრო თავისუფლების მატარებელია. ჩარჩოების განსაზღვრა ამ ჟანრში შეუძლებელია, მაგრამ მის ჩარჩოებში შეუძლებლის კეთებაც შესაძლებელია. ეს გამოღვიძება ალბათ სადღაც ოთხმოცდაათიანების შუაში დაიწყო, მაგრამ ახალი პოსტმოდერნის ტალღა, ახალგაზრდა, ენერგიული სისხლი ჯაზმა ბებერი ევროპიდან მიიღო. იქ, ამერიკაში ეს გამოღვიძება რთულად შესამჩნევი იყო რადგან სხვადასხვა ორთოდოქსი ჯაზისტები, მაგალითად ვინტონ მარსალისი, მაილს დევისის შეცდომებით შეშინებულები, თავდაუზოგავად ებრძოდნენ ჯაზის სუფთა სისხლის აღრევას სხვა ჟანრებთან, რაც საერთო ჯამში ძალიან მოსაწყენია. მაგრამ ახალგაზრდა ამერიკული ჯაზიც მაილსის შეცდომებს არ გაჰყვა და სრულიად ახალი, საინტერსო მუსიკის შექმნა დაიწყო, ისევ და ისევ ტრადიციებთან ერთად. Brad Mehldau, The Bad Plus, Chistian Scott, Happy Apple ეს სულ რამოდენიმეა იმ შემსრულებლებიდან, რომლებიც ახალი, გამოღვიძებული ჯაზის ტალღას წარმოადგენენ ოკეანეს მიღმა.

ახლა რა ხდება აქეთ, ოკეანეს გადმოღმა, სადაც ჯაზის ტრადიციები არა სისხლიდან და ფოლკლორიდან, არამედ სულ სხვანაირი ინტელექტუალური მოტივებიდან მოდის.

ევროპული ჯაზი სრულიად დამოუკიდებელი იყო ყოველთვის, მაშინაც კი როდესაც ჯაზი მუსიკალური ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. აქ ჯაზს სხვანაირად აფასებდნენ, სხვანაირად უდგებოდნენ. ამერიკელები მაინც ნეანდერტალელების შთაბეჭდილებას ტოვებენ გემოვნების საკითხებში და თუ ვინმე იქ ვერ ფასდებოდა სათანადოდ, ევროპაში  ამ დაუფასებლობას ნამდვილად აუნაზღაურებდნენ. პოლონეთში Tomasz Stańko იყო, შვედური სასწაული Jan Johansson იყო, გერმანიაში Heinz Sauer აგრძელებს გაუგებარი ავანგარდის ქადაგებას. მთლიანობაში ევროპა უფრო ავანგარდისკენ იხრებოდა, უფრო ღრმად ინტელექტუალური სიღრმეებისკენ მიიწევს, რადგან ბებერია და ბებერი კულტურა უკვე მიჩლუნგებულია ცოცხალი ემოციებისადმი, რომელბიც ამერიკაში ისევ დუღს.

და აი რა ხდება: თუ ამერიკა თავის ემოციურობიდან თანდათან მარტივ სილაღეში იღვრება, ევროპა თავიდან ახალი ცოცხალი ემოციით იწყებს და შემდეგ ნელ-ნელა ჟელედ იქცევა, რომელიც სრულიად მომაბეზრებელი და უხასიათოა. ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ორივე ქვეყანაში ეს უმსგავსო ტრადიცია მუსიკალური ბიზნესის ჩამოყალიბებულია და არა თვითონ მუსიკოსების. ამერიკაში უნდათ ყველაფერი გააბრენდონ და გაყიდონ, ევროპაში კი ცდილობენ ბრენდი გაყიდვადუანრიანობასთან ერთად  ღრმად ინტელექტუალურიც იყოს.

თავიდან დასმული შეკითხვა ისევ ღიად რჩება. ვინ კლავს ევროპულ ჯაზში ემოციას – ღრმადინტელექტულაური ჟელე ლეიბლები, თუ თვითონ ევროპაა უკვე ჟელედ გადაქცეული და ხანდახან თუ გაიფართხალებს, ისიც აგონიაში?

მე მაინც ლეიბლებს ვაბრალებ ამ ტენდენციას, რადგან ასეთი შემთხვევები უკვე მრავლადაა, ბევრი ჯაზ ბენდი ცოცხალი და საინტერესო მუსიკიდან მიდის ნისლისფერ-მელანქოლიაში და ეს ნამდვილად ვიღაცის გავლენით ხდება. ლეიბლებს მართავენ ჟელედან გმოძერწილი ტიპები, რომლებსაც საკმაოდ მკაცრი შეხედულება აქვთ ჯაზის სტილისტიკაზე. გამოდის, ევროპა ინტელექტუალურ ჟელე ჯაზში საკუთარ თავს კეტავს, მაშინ,  როცა გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.

თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალი
ჯაზი თავისი  არსებობის ერთ საუკუნეში საოცრად მრავალფეროვანი გახდა, მიიღო და აითვისა უამრავი სტილი, ჟღერადობა, მუსიკალური ფორმა. შესაბამისად რთულია განსაზღვრო ის, თუ რა არის ჯაზი, რომელი შემსრულებელი უკრავს ჯაზს და რომელი არა, საზღვრები ამ მუსიკაში ჯერ კიდევ ჩარლი პარკერის დროიდან ფართოვდება და იკარგება. საბოლოოდ ის რამაც ნამდვილი ჯაზი უნდა განსაზღვროს მუსიკოსისგან წამოსული იმპროვიზაციაში ჩახლართული ემოციაა.

წლევანდელი ჯაზ ფესტივალი შეეცადა ზუსტად ასეთი ყოფილიყო და ჯაზი ყველა თავისი ფორმით თუ ფერით წარმოედგინა.

ბლუზით დავიწყებ. ფესტივალის მეორე დღე გახსნა The Jazz Crusaders-მა ჰიუსტონიდან, ტექასის შტატი. ეს იყო ნამდვილ ამერიკულ ბლუზზე აწყობილი ჯაზური იმპროვიზაცია: ერთის მხრივ მარტივი და ლაკონური და მეორეს მხრივ -  უსასრულო შესაძლებლობების მიმცემი მუსიკოსებისათვის, როცა რამოდენიმე ტაქტზე აწყობილი იმპროვიზაცია შეიძლება არასოდეს დამთავრდეს და თემა არ ამოიწუროს. ჯო სემპლის და ვეინ ჰენდერსონის თავისუფალ, შეთამაშებულ დაკვრაზე აწყობილმა შესრულებამ ძველი ამერიკული ბლუზის  ნოსტალგია გააღვიძა ჩემში.

ეს იყო მუსიკა იმ დროიდან, როდესაც ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივი იყო და ბლუზის დასაკრავად უბრალოდ რამოდენიმე მეგობარი იკრიბებოდა ხოლმე საღამოობით.

დღესაც, როდესაც ჯაზი ისევ გამუდმებულ ექსპერიმენტებში და ახალი ფორმების ძიებაშია, ჯაზის ჯვაროსნები დინოზავრების მუსიკას უკრავენ, უბრალო ამერიკელების ფოლკლორს.

შემდეგი ეპოქის მუსიკოსი რომელმაც წლევანდელ ჯაზ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა მაკკოი ტაინერი იყო. ბიბოპის, პოსტბოპისა და ავანგარდის თაობის მუსიკოსი, რომელიც ამ ჟანრების ფესვებთან იდგა და რომლის კონცერტიც მოულოდნელი იმედგაცრუება აღმოჩნდა. (ტაინერის კონცერტის შესახებ დაწვრილებით აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.)

დაიან რივზის რითმ ენდ ბლუზთან არეული, ვოკალზე აგებული თავისუფალი იმპროვიზაციით დარბაზში ძლიერი და დადებითი ემოცია შექმნა. ასეთივე ემოციური იყო დაიან რივზის გამოსვლაც რასელ მელოუნთან და რომეო ლუბამბოსთან ერთად.

ჯო ზავინულის სინდიკატი მსმენელის წინაშე დაგვიანებით წარსდგა, მაგრამ მათი კონცერტის ლოდინი ნამდვილად ღირდა. ჯგუფი თბილისში გვიან ჩამოვიდა და კონცერტი ბოლომდე დაუბალანსებელი ხმის პირობებში ჩატარდა, მაგრამ ეს თითქმის აღარ იგრძნობოდა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა რამოდენიმე კომპოზიცია შეასრულა.

ყველა ეს შემსრულებელი, ჰედლაინერ  Blues Brothers-თან ერთად, საკმაოდ კარგ და ძლიერ ჯაზს ასრულებს, ყველა განსხვავებულია და ფესტივალიც მრავალფეროვანი გამოვიდა, მაგრამ ჯაზ ფესტივალის ნამდვილი ვარსკვლავი და აღმოჩენა ქართველი მსმენელისათვის კრისტიან სკოტი იყო, მუსიკოსი, რომელმაც ახალი, ცოცხალი და აქტუალური მოიტანა თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალზე. (დაწვრილებით)

კარგია ფესტივალი სადაც ყველაფერია წარმოდგენილი, დინოზავრი მუსიკოსებით დაწყებული ახალგაზრდა, ნიჭიერი ჯაზისტებით დამთავრებული. წლევანდელი ჯაზ ფესტივალი დასამახსოვრებელი და საინტერესოც იყო მრავალფეროვნებასთან ერთად.

http://easternpromotion.com/

Tbilisi Jazz Festival 2010 დღე პირველი
თბილისის ჯაზ ფესტივალი ალბათ საუკეთესო თბილისური ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს რამოდენიმე საღამოს ჯაზით ავსებს.  ამ დღეებში ქალაქი სხვა რითმში იწყებს ცხოვრებას, მუსიკის მოყვარულებში კი კონცერტის მოუთმენელი მოლოდინის უცნაური გრძნობა იღვიძებს, სიხარული იმის გამო, რომ სცენაზე საყვარელ და მოულოდნელ შემსრულებლებს ნახავ.

წლევანდელი ჯაზ ფესტივალი მაკკოი ტაინერმა გახსნა, თუმცა პროგრამის მიხედვით მას პირველი საღამო უნდა დაეხურა, რაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ კვარტეტი კონცერტის პირველ ნაწილში აღმოჩნდა. ტაინერი ავანგარდის საფუძვლებთან მდგარი დინოზავრი ჯაზისტების სიას მიეკუთვნება. თბილისში მის კონცერტს ბევრი ელოდა, რადგან ასეთი მუსიკოსები მართლაც იშვიათობაა ჩვენს ქალაქში.

ჯერ კიდევ კოლტრეინის კვარტეტის დროიდან ტაინერი, ძლიერ რითმულ აკორდებზე აწყობდა თავის შესრულებას. ის რითმ-სექცია სადაც ტაინერი უკრავდა, მოსაწყენი არასოდეს გახდებოდა, ნებისმიერ ძლიერ სოლ(ო)ისტს შეუძლია დაეყრდნოს ტაინერის აკორდებს და თავისი იმპროვიზაცია განავითაროს, როგორც ამას კოლტრეინი აკეთებდა. მაგრამ თვითონ ტაინერის სოლოები არასდროს ვითარდებოდა, არ მიდიოდა ღრმა, რთული ემოციებისკენ, მაკკოი რითმს ვერ ტოვებდა და ჰარმონიასაც არასოდეს ავითარებდა, მისი სოლო უბრალოდ რითმის გაგრძელებაა, კლავიშებზე ქრომატიულ სირბილთან ერთად.  ამავდროულად ტაინერისეული ეს რითმიკა საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავიც არის ხშირად.

ზუსტად ასეთი აღმოჩნდა მაკკოის კონცერტი თბილისის ჯაზ ფესტივალზე.

მკაფიო რითმზე გადაფარებული თბილი ემოცია. ყველა კომპოზიცია – გაუთავებელი და გაუჩერებელი რითმი, ძლიერი და საინტერესო. ტაინერის რითმიკას ემატებოდა Gary Bartz-ის მოგუდულ-თბილი საქსაფონი. ბევრი შთაბეჭდილება მაკკოიმ ვერ დატოვა, ვერც მოტივირებულობას დავაბრალებ, საკმაოდ ცივად შეხვდა მუსიკოსი დარბაზს, კონცერტის შემდეგ კი ბისზე გამოსვლის გარეშე დატოვა დარბაზი, რომელიც მას გულწრფელად ელოდა.

პირველი საღამოს ნამდვილი ვარსკვლავი ქრისტიან სკოტი აღმოჩნდა თავისი კვინტეტით. ჰედლაიერი ტაინერის შემდეგ სცენაზე აღმოჩნდა სრულიად სხვა ჯაზი, სხვა ეპოქის და სხვა ემოციებით დატვირთული. სკოტის კვინტეტის მუსიკა არის ის, რასაც დღეს უკვე თანდათანობით პოსტ-ჯაზი ერქმევა,  ან კიდევ „modern creative jazz“.

ახალი, ექსპრესიული  ჯაზი. მუსიკა რომელიც აერთიანებს ავანგარდულ ჯაზს, ელექტრონულ მუსიკას, როკენროლს და ჰიპ-ჰოპს. დინოზავრი ტაინერის შემდეგ სკოტის კონტრასტი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავი იყო. ახალორლეანელი მესაყვირე, ქრისტიან სკოტი, შარშანდელ ჯაზ ფესტივალზეც უკრავდა მარკუს მილერთან ერთად, მაშინ მაილს დევისის „TUTU“-ს პროექტი იყო წარმოდგენილი, წელს კი სკოტის კვინტეტმა ორიგინალური კომპოზიციები დაუკრა. ეს მუსიკა სავსეა ცოცხალი, ღრმა ემოციით, სოციალური პრობლემებით, აგრესიითა და სიყვარულით. ზუსტად ამ ემოციების შეჯახებაზეა დაწერილი ახალ ალბომში შესული კომპოზიცია „K.K.P.D.“ , რომელიც კონცერტზე შესრულდა და ამ შესრულებისას კარგად ჩანდა სკოტის ემოციური დაძაბულობა დაკვრისას, ყველა ნოტი ზუსტად ნაგრძნობი და გააზრებული მოდიოდა მუსიკოსისგან. ზუსტად ასეთი უნდა იყოს ჯაზი და იმპროვიზაცია.  სკოტის კომპოზიციბი მრავალფეროვანია მისი ჟღერადობა კი ადვილად საცნობია. მთელი კვარტეტი შემდგარია საკმაოდ საინტერესო მუსიკოსებისგან, მუსიკოსები კი ნებისმიერ ბენდში ბევრს წყვეტენ და ბენდი კარგია მაშინ, როდესაც ყოველი მუსიკოსი სათითაოდ ინდივიდუალურია, ეს ფერებს მატებს მუსიკას,  ხასიათს აძლევს იმპროვიზაციას. ზუსტად ასეთია სკოტის კვინტეტი, სადაც ყოველი მუსიკოსი თავის შესაძლებლობების ზღვარზე უკრავს და ამავდროულად უსმენს და იგებს იმას, რასაც სხვები უკრავენ .

ახალგაზრდა მუსიკოსებმა მოახერხეს დინოზავრი ტაინერის დაჩრდილვა. თანამედროვე ჯაზი არსებობს და ის უაღრესად საინტერესოა.

http://easternpromotion.com/

The Bad Plus – Never Stop
Artist: The Bad Plus

Album: Never Stop

Release Date: September 20, 2010

Label: eOne Music

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

The Bad Plus არის ამერიკული ჯაზ ტრიო, პირდაპირ ამერიკიდან, მინეაპოლისიდან, შტატ მინესოტადან. ტრიო შედგება სამი მუსიკოსისგან (რა უცნაურიც არ უნდა იყოს) ეთან აივერსონისაგან (პიანინო), რიდ ანდერსონისგან (კონტრაბასი) და დევიდ კინგისაგან (დასარტყამი ინსტრუმენტები). მათი ახალი, რიგით მეშვიდე, სტუდიური ალბომი გამოქვეყნდა: ავსტრალიაში 2010 წლის 4 სექტემბერს, ამერიკის გაერთიანებულ შტატებში – 14 სექტემბერს და ჩვენთან, ევროპაში – 20 სექტემბერს; ლეიბლზე E1 Music. დისკის სახელწოდებაა “Never Stop”, ჩაიწერა მინეაპოლისში, შტატ მინესოტაში და არის The Bad Plus-ის ყველაზე რთული ალბომი.

The Bad Plus-ის კონცეპცია ორ სიტყვაში რომ ჩამოვაყალიბოთ იქნება “ჯაზი მომავლიდან”. წარსულის ჯაზში ძირითადად ბლუზზე და ფრენკ სინატრას ნამღერ რომანტიულ კომპოზიციებზე იგებოდა იმპროვიზაციები – “მომავლის ჯაზში” იმპროვიზაციები უკვე Nirvana-ს, დევიდ ბოუის და Aphex Twin-ს ეყრდნობა. The Bad Plus-ის წინა ექვსი ალბომი ძირითადად ქავერ ვერსიებითაა გამოტენილი, და ეს ქავერ ვერსიები ტრიოს ყოვლთვის კარგად გამოსდიოდა, მშვენივრად ახერხებენ გააჯაზონ როგორც Aphex Twin ასევე Black Sabbath და Interpol. წინა ალბომი, “For All I Care”, ჩაწერილი ვოკალისტ ვენდი ლიუისთან ერთად, პირადად მე თავიდან ბოლომდე ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ გულისამრევი კრეტინიზმის აპოგეაა და მირჩევნია მთელი ცხოვრება საქართველო-ისრაელის საფეხბურთო მატჩს ვუყურო ვიდრე ეს ალბომი მოვისმინო, რადგან ამ დისკის ჩართვისას ყოველ ჯერზე მოთმინება მხოლოდ იქამდე მყოფნიდა სანამ ეს ავად სახსენებელი ვენდი ლიუისი ხმას ამოიღებდა. მოკლედ ტრიოს გაკვარტეტებამ არ გაამართლა და წლევანდელი ალბომი ისევ ტრიოს ფორმატშია ჩაწერილი, მადლობა ღმერთს.

უფრო მეტიც “Never Stop” მთლიანად ორიგინალურ კომპოზიციებზეა აგებული. მართლაც რომ უფრო საინტერესო უნდა იყოს ასეთი ალბომი და მართლაც, რომ დროა 6 ალბომის შემდეგ ჩაწერო რაღაც რაც არ იქნება ქავერების კორიანტელი, კარგი ქავერების, მაგრამ მაინც. წინა ალბომის ჩავარდნის შემდეგ კი უფრო საინტერესო იყო როგორი გამოვიოდა ახალი დისკი.

და ახალი დისკი გამოვიდა…. როგორ ვთქვა…. მოსასმენი ალბომი გამოვიდა. საქმე ის არის, რომ ყველა წინა ალბომი იყო თავის საქნევი, ან საღიღინო. Semlls Like Teen Spirit როგორც გინდა გააჯაზ-გადმოაჯაზე, მაინც მექანიკურად თავის ქნევას იწყებ. მაგრამ „Never Stop“ ნამდვილად არ არის ასეთი დისკი, თუმცა Bad Plus-ისეული რითმიკა და დინამიკა ნამდვილად არ აკლია, ხმაურიანადვე იწყება დეივ კინგის დაწერილი “The Radio Tower Has A Beating Heart”-ით, რომელიც თავიდან ბოლომდე უბრალოდ ბრახუნია. მაინც უფრო ჩასაჯდომ-მოსასმენ ჯაზ ალბომების კატეგორიას უმიზნებს, ვიდრე თავის საქნევი ქავერ-ჯაზის შედევრს. ალბათ ამის ერთერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ კომპოზიციების უმეტესობა ბასისტის რიდ ანდერსონის დაწერილია (რომელზეც ერთხელ უკვე დავწერე მუზამეზე). ანდერსონის სიმღერები ყოველთვის ვითარდება ძლიერი მელოდიური ჩონჩხის ირგვლივ და შემდეგ უკვე, დამოკიდებული იმაზე თუ რა მუსიკოსების ხელში ვარდება ეს ჩონჩხი, ივსება დეტალებით.

ის რაც ამ ალბომს აკლია არის ის თვალისმომჭრელი, მბრწყინავი, მარტივი მელოდიები, რომლებიც ისედაც ზეპირად გახსოვს, მაგრამ The Bad Plus-ის ჯაზ ვერსიაში მოსმენა უფრო გისწორდება. ანუ ქავერები აკლია, იმისათვის, რომ გახდეს უფრო მარტივი, უფრო პოპისკენ გადაიხაროს. ეს სიმარტივე მხოლოდ ამ გარეგან ბრჭყვიალს აკლებს ალბომს, მაგრამ როგორც მუსიკალური ნამუშევარი არცერთ სხვა დისკს არ ჩამოუვარდება “Never Stop”. უბრალოდ რომ ცოტა რთულია.

„ჯაზი მომავლიდან“ არსად წასულა, ისევ ისმის “Never Stop”,-ში, ყოველ წამს ისმის და სხვანაირად Bad Plus Bad Plus არ იქნებოდა, რომ არა ეს საუნდი. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის საუნდი დამოკიდებული არ იყო შესრულებულ ქავერებზე, აღმოჩნდა, რომ საკუთარ კომპოზიციებსაც ისევე „მომავლურად“ უკრავენ როგორც Flim-ს. ამასთან ერთად დისკი უფრო ასწორებს, რადგან ზედაპირულობა დაკარგა, პირველ მოსმენაზე არ მოდის შენთან, ჩალიჩი უნდა.

რეცენზიებს როგორც წესი იმავე საღამოს ვაცხობ როცა ალბომს მოვუსმენ, თუ რამე განსაკუთრებული ალბომი არ არის რა თქმა უნდა. ასევე ვაპირებდი “Never Stop”-ისთვისაც დამეწერა რეცენზია იმავე საღამოს როცა ხელში ჩავიგდე, მაგრამ უკვე მეათედ ვუსმენ და ახლა ვხვდები, რომ ეს დისკი, მართლაც ერთერთი ყველაზე რთული, ჩახლართული და ღრმა ალბომია, რომლიც გაუკეთებია ამ ტრიოს და უამრავჯერ მოსმენა სჭირდება უბრალოდ იმისათვის, რომ კარგად გაიგო ეს დამტვრეული მელოდიები და აღიქვა აფეთქებული იმპროვიზაციები.

Tracklist:

1. “The Radio Tower Has a Beating Heart” (David King)

2. “Never Stop” (Reid Anderson)

3. “You Are” (Anderson)

4. “My Friend Metatron” (King)

5. “People Like You” (Anderson)

6. “Beryl Loves to Dance” (Anderson)

7. “Snowball” (Anderson)

8. “2 P.M.” (Ethan Iverson)

9. “Bill Hickman at Home” (Iverson)

10. “Super America” (King)

http://www.thebadplus.com/

Keith Jarrett And Charlie Haden – Jasmine
Artist: Keith Jarrett And Charlie Haden

Album: Jasmine

Release Date: 12 May 2010

Label: ECM

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბავშვობაში ყველას გვიფიქრია, ნეტა როგორი იქნება ფილმი სადაც სილვესტერ სტალონე, ბრუს უილისი, დოლფ ლუნგრენი, კალიფორნიის აწ გუბერ(ტერმი)ნატორი და ჯეტ ლი ბოროტებას ერთად ებრძვიან? სილვესტერ სტალონემ ეს მითი რეალობად აქცია. მსგავსი ეპიკური შერკინებები დიდი იშვიათობაა, და ძირითადად დიდი ნაგავი გამოდის ამ გრანდიოზული წამოწყებებიდან, მაგრამ ფილმს დაველოდოთ. გაუგებარი მოლოდინი გამიჩნდა როცა დავინახე კიტ ჯარეტის და ჩარლი ჰეიდენის ერთობლივი ალბომი. წარმოიდგინეთ ერთ მხარეს ჯაზის მონუმენტური ქანდაკება, კიტ ჯარეტი და მეორე მხარეს ჩარლი ჰეიდენი, კონტრაბასისტი რომელიც Free Jazz-ის ფესვებთან იდგა. საინტერესოა არა? მიმიქარავს სტალონე.

დღეს მთელი დღეა თავი მტკივა. აი დილიდან, რომ დაიწყება და საღამომდე არ დამთავრდება ისეთი ტკივილია. გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი. საღამოს ნებისმიერი მცდელობა გონების გამოძრავებისა მჭრელი ტკივილით მთავრდებოდა და სავარძელში მიგდებულიმა გადავწყვიტე მუსიკა მეპოვნა საღამოსთვის. კოლტრეინს ვერ ავიტანდი, რაღაც ნაკლებად საფიქრალი მჭირდებოდა, რაღაც რაც თავს არ ამატკიებდა თავის ავანგარდულ-ინტელექტუალური გადახლართვებით და ოთახის კედლებს თბილად მოეფინებოდა, როგორც ჩამავალი მზის სხვიები.

ულამაზესად მდორე და უმშვენიერესად არაფრისმთქმელი დისკი გამოდგა კიტ ჯარეტის და ჩარლი ჰეიდენის 2010 წლის “Jasmine”. ჯერ რა კიჩული სახელია, თავი რუსთაველზე მეგონა, მეცნიერებათა აკადემიასთან, მზის ჩასვლის და გედების უსასრულო ვარიაცები, რომ იყიდება, მაგრამ სახელი ჯანდაბას, კრეტინული სახელები მოსული პონტია ჯაზში, მთავარია შიგნით რა ხდება თორე სახელს ვინ დაეძებს. მოკლედ ამ ალბომმა ჩემი ატკივებული გონება ვერც ერთხელ ვერ შეაქანა, თავი ისევ მტკიოდა, მუსიკამ მასზე საერთოდ ვერ იმოქმედა. მოსასმენიც არაფერია და რას უნდა ემოქმედა.

აი როგორი ალბომია იცით? თუჩებგაბერილ, ჩერჩეტ გოგონას, რომ მიიყვან სადმე, აი ისეთს ჯემიროქიუვაი რო ევასება და 33ა,  და სიტუაციის გასათბობად ან მთლად უკეთესი ძუძუებზე ხელის წასავლებად მუსიკას, რომ ჩაურთავ. ეს მუსიკა თან შემაწუხებელი არ უნდა იყოს და თან შენს ინტელექტუალურ უპირატესობაში უნდა არწმუნებდეს მსხვერპლს, ისიც მშიერი ხბოს თვალებით მოგაშტერდება და წამწამებს ააპაუჭინებს. იქვე თუ ეტყვი ჩარლი ჰედენი და Free Jazzიო, ჩათვალე ამ ალბომის ფონზე საქმეს ბოლომდე მიიყვან.

ის ჰარმონიული მრავალფეროვნება, რომლითაც ყოველთვის სავსეა ჯარეტის ქავერები, “Jasmine”-ში რატომღაც დაკარგულია, არადა სტანდარტებზე აწყობილი ალბომია. არც ჰეიდენის იმპროვიზაციული თავისუფლება ჩანს აქ, კი აქვს საინტერესო სოლოები, მაგრამ ძირითადად რაღაც ჩაბნელებული ამერიკული რესტორნის ესთეტიკაშია ყველაფერი ჩაკეტილი.

აქა-იქ აღფრთოვანებულ რეცენზიებსაც კი წაიკითხავთ, აქაო და ჯაზის ორი დიდი გენიოსი შეხვდაო და ცუდი როგორ იქნებაო. მაგრამ ეს ალბომი არა იმდენად მელოდიურობის და სიმშვიდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რამდენადაც ბებრული კიჩის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ცოცხალ ემოციურობას და რაღაც ყველასთვის მისაღები ნორმისკენ მიისწრაფის.

ეს ალბომი ალბათ იმათ უფრო გაახარებს ვინც ჯაზი ახლახანს აღმოაჩინა და ყველაფერი მოსწონს პიტერსონით დაწყებული სვენსონით დამთავერებული, მაგრამ იმათთვის ვინც მუსიკალურ მრავალფეროვნებას, ახალ იდეებს, საინტერესო ჰარმონიებსა და ცოცხალი ჯაზურ ემოციას ეძებს “Jasmine” ალბათ ცარიელი და უინტერესო აღმოჩნდება.

﻿Tracklist:

1.  For All We Know

2. Where Can I Go Without You

3. No Moon at All

4. One Day I’ll Fly Away

5. I’m Gonna Laugh You Right Out Of My Life

6. Body and Soul

7. Goodbye

8. Don’t Ever Leave Me

http://www.imdb.com/title/tt1320253/