პოსტის თეგები ‘ფესტივალი’

შარშან, როცა პირველი Open Air-ი ჩატარდა თბილისში, საქართველოში არ ვიყავი და ზუსტად შუა ევროპიდან ვისმენდი ამბებს, რომ ძლივს რაღაც კარგი ტარდება, რომ შაკირას და ტოტო კუტუნიოს მაგივრად ადამიანური ჯგუფები ჩამოიყვანეს და რომ რამდენიმე დღე თბილისმა მუსიკით იცხოვრა. მაშინ ჩემი მეგობრების და სრულიად მელომანების მაგივრად მიხაროდა, რომ ფესტივალების ტრადიცია დაინერგებოდა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაზე წარსულ დროში აღარ მოგვიწევდა ლაპარაკი. კიდევ მიხაროდა, რომ შემდეგ გაზაფხულზე მეც აქ ვიქნებოდი და ამბების მაგივრად მუსიკას მოვუსმენდი.

მერე, ჩამოვედი, ჩემი სიხარული ერს შევაფრქვიე და მითხრეს, რომ ყველაფერი არც ისე საოცნებო იყო, როგორც მე მეგონა, უკეთესი ბენდების ჩამოყვანაც შეიძლებოდა და კიდევ ათასი რამ. მაგრამ ეგ არაფერი, მაგას სულ ეგრე ვამბობთ ხოლმე, რაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ ისევ გავაგრძელე გაზაფხულის ლოდინი და ამ გასაფხულზე უკვე მე დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს. ეგეც არაფერი, მაგას სულ ეგრე ვამბობთ ხოლმე, რაც არ უნდა მოხდეს. მაგრამ მაინც:

განვაგრძოთ კითხვა

13 მაისს კლუბ ,,ტრიუმფში”  ერთდღიანი როკ-ფესტივალი  და ლეგენდარული DEEP PURPLE-ს საუკეთესო ჰიტების საღამო იგეგმება. საღამო საკმაოდ მასშტაბური იქნება გამომდინარე იქიდან ,რომ  მასში მონაწილეობას მიიღებენ როგროც
ქართული,  ასევე აზერბაიჯანული და სომხური ჯგუფები.

კონცერტზე ჯგუფები   საკუთარ კომპოზიციებთან ერთად ლეგენდარული  Deep Purple-ის  ჰიტებსაც   შეასრულებენ. კონცერტი ,,ლოკომოტივ  პრომოუშენის” ორგანიზებით კეთდება. დაუზუსტებელი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ,,ლოკომოტივ პრომოუშენი ”  სამომავლოდ  თბილისში იან გილანის ჩამოყვანას გეგმავს  და ეს კონცერტი ერთგვარი მოსამზადებელი აქცია იქნება.

განვაგრძოთ კითხვა

kasabian ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი Kasabian ცნობილ შოტლანდიურ ფესტივალზე T In The Park ჰედლაინერის სტატუსით გამოვა.  რომელიც 9-11 სექტემბერს გაიმართება.

განვაგრძოთ კითხვა

exit09EXIT Festival მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ფესტივალია. ყველაფერი კი 2000 წელს დაიწყო, როცა სამმა სტუდენტმა მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ მოაწყო მანიფესტაცია. ამ დროს ფესტივალს პოლიტიკური სახე ჰქონდა და იქ შეკრებილი საზოგადოება თავისუფლებისთვის იბრძოდა.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.