პოსტის თეგები ‘Album’

Artist: Interpol
Album: Interpol
Release Date: September 07, 2010
Label: Matador/Soft Limit

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ველოდეთ, ველოდეთ და დღეს ოფიციალურად გამოვიდა გაყიდვაში Interpol-ის 2010 წლის ალბომი Interpol. არ ვიცი ვისთვის იქნება დღეს ეს დისკი სიახლე, რადგან უკვე ბილბო ბეგინსსაც და Tweety-საც აქვთ ამ ალბომის არალეგალური კოპია ჩაგდებული აიპოდში და მგონი კაცი არ დარჩენილა ვისაც ეს ალბომი არ მოუსმენია. ყველა ისე ელოდა ამ დისკის გამოსვლას, რომ საშინელი ხარისხით გამოჩენილ ვებრიპსაც კი გადაბმულად უსმენდნენ დღეების განმავლობაში, ალბათ ასე მოუთმენლად ბევრ დისკს არ ელიან.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Keith Jarrett And Charlie Haden
Album: Jasmine
Release Date: 12 May 2010
Label: ECM

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბავშვობაში ყველას გვიფიქრია, ნეტა როგორი იქნება ფილმი სადაც სილვესტერ სტალონე, ბრუს უილისი, დოლფ ლუნგრენი, კალიფორნიის აწ გუბერ(ტერმი)ნატორი და ჯეტ ლი ბოროტებას ერთად ებრძვიან? სილვესტერ სტალონემ ეს მითი რეალობად აქცია. მსგავსი ეპიკური შერკინებები დიდი იშვიათობაა, და ძირითადად დიდი ნაგავი გამოდის ამ გრანდიოზული წამოწყებებიდან, მაგრამ ფილმს დაველოდოთ. გაუგებარი მოლოდინი გამიჩნდა როცა დავინახე კიტ ჯარეტის და ჩარლი ჰეიდენის ერთობლივი ალბომი. წარმოიდგინეთ ერთ მხარეს ჯაზის მონუმენტური ქანდაკება, კიტ ჯარეტი და მეორე მხარეს ჩარლი ჰეიდენი, კონტრაბასისტი რომელიც Free Jazz-ის ფესვებთან იდგა. საინტერესოა არა? მიმიქარავს სტალონე.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Okinawa Lifestyle
Album: Naha
Release Date: 12 March, 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10

ის ჭორები, რომ Okinawa Lifestyle უცხოპლანეტელების პროექტია და მათ გონებას შორეული პლანეტიდან მართავენ ტყუილია. თუ Levan-ს თუ შემოარევერსებთ და შეანელებთ უოთერგეითის ჩანაწერიდან დაკარგულ თვრამეტნახევარ წუთსაც ვერ გაიგებთ, კენედის სიკვდილთანაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ ჯგუფს და ექიმი ჰაუსის სიუჟეტებს დათო ნამდვილად არ წერს, თუმცა გიგი წერს თუ არა ზუსტად არც მე ვიცი.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Tom Waits
Album: Glitter And Doom Live
Release Date: November 23, 2009
Label: ANTI

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ასაკი ტომ ვეიტსს ალბათ ყველაზე ნაკლებად ეხება. რამდენი წლის არის ადამიანი, რომელიც Rain Dogs-ში, Big Time-ში, ან თუნდაც Mule Variations-ში მღერის? ამ ხმას და ამ უცნაურ მთხრობელს, რომელიც თავის ჯადოსნურ სამყაროში მიგათრევთ ასაკი უბრალოდ არ აქვს, თივითონაც იმ არარეალური სამყაროდანაა თითქოს, რომელზეც მღერის.

ერთადერთი რაც ასაკთან ერთად შეიძლება ვეიტსს დაეკარგა ეს ენერგიაა, მაგრამ Glitter And Doom-ში მას ენერგია ნამდვილად არ აკლია. და საერთოდაც არ ეტყობა ამ კაცს არაფერი დაბერებული პენსიონერისა. ტერი გილიამის ახალ ფილმში ეშმაკის როლს ასულებს, 2008 წლის ზაფხულში მსოფილო ტურს აწყობს და კონცერტებზე ჩაწერილი მასალით ორდისკიან ალბომს უშვებს. ცოცხალი და აქტიურია. Glitter And Doom მრავალფეროვანი, ლამაზი და სრულად ტომ ვეიტსური ალბომი გამოვიდა. თავისუფალი იმპროვიზაციით და ენერგიით სავსე.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Tocotronic
Album: Schall und Wahn
Release Date:  22.01.2010
Label: Vertigo Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 

როკ ჯგუფის ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე ჩარტებში წამყვან პოზიციებზე ექცევა ამას რაღაც განსაკუთრებული ჟღერადობის გამო არ იმსახურებს – აქ უბრალოდ მოლოდინის და სავაჭრო ნიშნის ეფექტი მოქმედებს. Tocotronic საკამოდ გავლენიანი ჯგუფია დღევანდელი გერმანურ როკ სცენაზე, და მათ ახალ ალბომს მსმენელი 3 წელი ელოდა.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Bob Dylan
Album: “Here Comes Santa Claus”
Release Date: 13.10.09
Label: Columbia
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბობ დილანმა თავისი ბოლო,საშობაო სიმღერების ალბომი შობამდე ცოტა ადრე,ოქტომბერში გამოუშვა.ეს წელს მომღერლის მეორე ალბომია.როცა პირველად გავიგე ამ სიახლის შესახებ,ვიფიქრე,რომ ბობი არ  ბერდება,ის უბრალოდ სულ ხმაჩახლეჩილი,მხიარული და არაორდინალური ბიჭი იქნება,რომელიც მზად არის,სისულელეები აკეთოს.

განვაგრძოთ კითხვა

vastnessArtist: Reid Anderson
Album: The Vastness Of Space
Release Date: somewhere in 2000
Label: Fresh Sound New Talent
შეფასება: 1 2 3 4 5 6 78 9 10

ძირითადად რეცენზიები ახალ ალბომებზე იწერება;  უფრო კარგია თუ რომელიმე კარგად ნაცნობი და საყვარელი მუსიკოსის ახალ ალბომზე გაარტყავ რეცენზიას. ეს ალბათ არც ისე უცნაურია – ძირითადად ყველას აინტერესებს სიახლეები, ყველა ეძებს სიახლეებს და ყველა ელის შენგან სიახლეებს. ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა რეცენზია ძველ დისკზე, თან ისეთი შემსრულებლის ალბომზე, რომელიც საყვარალების სიაში ბევრს არ ეყოლება.

განვაგრძოთ კითხვა

A Love Supreme - John Coltrane - Descontexto

45 წლის წინ, 1964 წლის 9 დეკემბერს დაახლოებით საღამოს 7 საათზე ჯონ კოლტრეინმა თავისი Chevy რუდი ვან გელდერის ხმისჩამწერ სტუდიასთან გააჩერა ნიუ ჯერსიში, იმ საღამოს მას A Love Supreme უნდა ჩაეწერა.

განვაგრძოთ კითხვა

arcadefire_hiკანადური როკ-ჯგუფი Arcade Fire ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება, თუმცა გამოშვების თარიღი ჯერ დაკონკრეტებული არაა. თავდაპირველი განცხადებით ნამუშევარი დღის სინათლეს 2010 წლის მაისში იხილავდა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით კი ის 2010 წლის მეორე ნახევარში გამოვა, რასაც წინ ალბომიდან რამდენიმე სინგლის გამოშვებას წაუმძღვარებენ. საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება მათ მომდევნო ტურნესთან დაკავშირებითაც. ჯგუფის მენეჯერის განცხადებით ჯერჯერობით მათ ტურნე  დაგეგმილი არ აქვთ, თუმცა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ საპრომოუტერო კომპანიასთან და 2010 წლის ზაფხულში Arcade Fire რამდენიმე ფესტივალის ჰედლაინერი იქნება აშშ-ში. შეგახსენებთ რომ ჯგუფის მეორე  (და ჯერჯერობით ბოლო) ალბომმა Neon Bible დაიკავა ტოპ 5 ადგილები კანადის, აშშ-ს, ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნებში.

keith jarrett testamentArtist: Keith Jarrett
Album: Testament
Release Date: 05 November 2009
Label: ECM
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 910

მანძილი რომელსაც პიანისტი სცენაზე კულისებიდან ინსტრუმენტამდე გადის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია კონცერტისათვის. ამ რამდენიმე წამში ჯაზისტი ხვდება რას დაუკრავს ამ საღამოს, როგორი იქნება მისი იმპროვიზაცია, როგორ დარბაზშია, რას მისცემს ის ამ დარბაზს და რას მიიღებს თვითონ დარბაზისგან.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.