მუზამე, რომელიც ქრონიკულად ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მუსიკალური სიახლეები, გთავაზობთ MAMM-ის ახალ ტრეკს, რომელზეც გაჩასთან და ტეტესთან ერთად ამიკომაც იმუშავა.
Artist: Angus And Julia Stone
Album: Down The Way
Release Date: 12.03.2010
Label: Nettwerk
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
მთელი ბავშვობა მინდოდა რომ ჩემზე დიდი ძმა მყოლოდა. თან ისე, ახირებულად, რომ არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ ვიცი მაინც ძალიან რომ მინდოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ რეალურ რამეებზე უნდა იოცნებო და უფროს ძმაზე ოცნება შევწყვიტე. ორი თვის წინ ავსტრალიელი ანგუსისა და იულიას/ჯულიას მეორე ალბომის დეგუსტაციისას მივხვდი, რატომ მინდოდა მთელი ბავშვობა უფროსი ძმა.
ნაsTia მაგარი მასტია
სიუჟეტის ავტორები: დათო აბრამიშვილი, გოგა გობელაშვილი
Horse The Band – in Tbilisi
თუ თქვენ სასტიკად მძიმე მუსიკის მოყვარული ხართ და გამუდმებით წუწუნებთ, რომ რამე კარგ კონცერტზე გინდათ წასვლა, თბილისში კი მხოლოდ ბონი ემი და მგზავრები მართავენ კონცერტებს, მაშინ შეგიძლიათ ფართოდ გაიღიმოთ და 16 ივნისამდე დარჩენილი დღეების დათვლა დაიწყოთ.
თუ თქვენ სასტიკად მძიმე მუსიკის მოყვარული არ ხართ და უბრალოდ წუწუნებთ, რომ თბილისში მარტო მგზავრები და ბონი ემი მართავენ კონცერტებს, მაშინ დღების დათვლას ნუ მოყვებით, 16 ივნისი თქვენთვის ზუსტად ისეთივე დღე იქნება, როგორც ყველა დანარჩენი ივნისის ან თებერვლის დღე.
მათთვის, ვინც გადაწყვიტა იცოდეს, რა ხდება 16 ივნისს და რატომ უნდა გადაწყვიტოთ გიყვარდეთ თუ არა სასტიკად მძიმე მუსიკა:
Ariel Pink’s Haunted Graffiti წარმოადგენს ლოს-ანჯელესურ პროექტს, რომლის სულის ჩამდგმელი Ariel Marcus Rosenberg იგივე Ariel Pink-ია . შეგასენებთ, რომ ბენდმა წელს ჩაწერა ალბომი Before Today , რომელიც 4AD ლეიბლის ქვეშ გამოიცა. ეს კი მათი ახალი კლიპია სიმღერაზე “Bright Lit Blue Skies”.
Artist: The Morning Benders
Album: Big Echo
Release Date: March 9, 2010
Label: Rough Trade Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბუნდოვნად მახსოვს, მამაჩემი როგორი აღტაცებით მიხსნიდა, თუ რა მაგარი ნაწარმოები იყო რაველის ბოლერო. განსაკუთრებით ინსტრუმენტების შესვლა მოსწონდა – ნელ-ნელა, თითო-თითოდ. მაგრამ მე მაშინ ბრიტნი სპირსის აუოზბორნთუმეიქიუჰეფიზე უფრო მბურძგლავდა.
Artist: Catch The Clouds
Album: Nobody At Home
Release Date: 06 June 2010
Label: self-released
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ცნობილი ფაქტია რომ ბეთხო Play Paranoid-ის პროდუსერი იყო და მათთან ერთად ალბომზე მუშაობდა შარშან, მაგრამ მისი და გიორგი არზიანის ღია პროექტის, Catch The Clouds-ის შესახებ ბევრმა არ იცის. ნეტში მგონი რამოდენიმე სიმღერა იყო გავრცელებული და რამოდენიმე ტრეკიც სპეისიდან შეგეძლოთ მოგესმინათ. დღეს ინტერნეტ ალბომი Nobody at home გამოქვეყნდა.
Black Sea Jazz Festival
არ ვიცი, ვინ როგორ გეგმავს თავის ზაფხულს და ვინ რა მუსიკას უსმენს მაშინ, როდესაც თბილისში გაჩერება უკვე ზაფხულის პირველსავე დღეებში აუტანელი ხდება.
სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ზაფხულის პირველსავე აუტანლად დასიცხულ დღეებში იდეალურია, როცა ფიქრობ, რომ სულ რაღაც თვენახევარში შეგიძლია რამდენიმე დღით მაინც დაივიწყო ყველაფერი ნეგატიური, წახვიდე ბათუმში და ხან ზღვას უსმინო, ხან ჯაზს.
მოკლედ, 15-დან – 18 ივლისამდე ბათუმში ჯაზ ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მთლად სტივ ვანდერი არ ჩამოდის და მოარული ჭორები მხოლოდ ჭორები აღმოჩნდა, მაგრამ ფესტივალის პროგრამა სტივის გარეშეც საინტერესოდ გამოიყურება:
Free Download Vol.20
გიფიქრიათ თუ არა, რამდენი ნორმალური კონცერტი ჩატარებულა უკანასკნელი თუნდაც 3 წლის მანძილზე საქართველოში, ქართული ბენდების მონაწილეობით? კონცერტი, სადაც ხმაც ნორმალური იქნება, ბენდებიც, ამინდიც და გარემოც არაჯურღმულური და სუფთაჰაერული. თუ გიფიქრიათ, ალბათ, დაითვლიდით კიდეც და თუ დაითვლიდით, იმასაც აღმოაჩენდით, რომ ეს რიცხვი ათის ფარგლებში თავისუფლად თავსდება.
მერე მოგიწევდათ იმაზე დაფიქრებაც, ამ ათიდან რამდენ ასეთ კონცერტს დასწრებიხართ(ან შესწრებიხართ) თქვენ. გაშლიდით ათივე თითს(დროებით შეწყვეტდით კლავიატურაზე რახუნს) და დაიწყებდით თითების თითო-თითოდ მოკეცვას. და სწორედ მაშინ, როდესაც რიცხვის სიმცირის გამო სასოწარკვეთას მიეცემოდით, ნეტში ახალი აფიშა გამოჩნდებოდა. თქვენც ‘გასაკეთებელი კიდევ ბევრია’ განწყობით თასმებს შეიკრავდით, სახლში ‘დღეს გვიან მოვალს’ იტყოდით და კარს მიაჯახუნებდით.

