‘რეცენზია’ კატეგორიის არქივი

Artist: Okinawa Lifestyle
Album: Naha
Release Date: 12 March, 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10

ის ჭორები, რომ Okinawa Lifestyle უცხოპლანეტელების პროექტია და მათ გონებას შორეული პლანეტიდან მართავენ ტყუილია. თუ Levan-ს თუ შემოარევერსებთ და შეანელებთ უოთერგეითის ჩანაწერიდან დაკარგულ თვრამეტნახევარ წუთსაც ვერ გაიგებთ, კენედის სიკვდილთანაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ ჯგუფს და ექიმი ჰაუსის სიუჟეტებს დათო ნამდვილად არ წერს, თუმცა გიგი წერს თუ არა ზუსტად არც მე ვიცი.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Brad Mehldau
Album: Highway Rider
Release Date: 16 March, 2010
Label: Nonesuch Records

შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10

ბრედ მელდაუ თანამედროვე ჯაზის სამყაროში ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. ამერიკულ ჯაზში მუსიკოსი ყოველთვის ტრადიციის და კლასიკური ჯაზის (ა)ჩრდილებით იქნება შემოსაზღვრული, მას ყოველთვის მიაძახებენ – “კარგი ხარ ბიჭო, მაგრამ მე მახსოვს მონკი როგორ უკრავდა და შენ ახლოსაც ვერ მიხვალ მასთან.” შესაბამისად რთულია დაიმკვიდრო ადგილი ჯაზში. სოლო კარიერის დაწყებამდე სხვადასხვა ბენდში უნდა იმუშაო, სხვადასხვა მუსკოსებთან დააგროვო გამოცდილება. ერთი წარმატებული და საინტერესო ალბომით შორს ვერ წახვალ, არაფერს მოგცემს. რამოდენიმე მსმენელი გამოგიჩნდება, შეიძლება „იმედისმომცემი“ მუსიკოსის სტატუსს გაარტყა კიდეც, მაგრამ “მნიშვნელოვანი ფიგურა” ეს უკვე სხვა სტატუსია, მოინდომე, დაიხვეწე, იმუშავე და რა იცი ერთ დღესაც შეიძლება ვიღაცამ დაწეროს Jazz Times-მა, ან Allaboutjazz-მა, ეს ბიჭი (ან გოგო, თუ გოგო ხარ) “მნიშვნელოვანი ფიგურააო”.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Black Rebel Motorcycle Club
Album: Beat The Devils Tattoo
Release Date: November 23, 2009
Label: Abstract Dragon

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ეს კალიფორნიული ჯგუფი მუსიკალურ ასპარეზზე 2001 წელს გამოჩნდა, როდესაც მათი პირველი სტუდიური ალბომი გამოვიდა. მათ მოიხსენიებდნენ strokes-ის, franz ferdinand-ის და სხვა ცნობილი ბენდების გვერდით. ეს ჯგუფები 2000 წლების თანამედროვე როკის მხსნელებად იყვნენ მოხსენიებულნი.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Tom Waits
Album: Glitter And Doom Live
Release Date: November 23, 2009
Label: ANTI

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ასაკი ტომ ვეიტსს ალბათ ყველაზე ნაკლებად ეხება. რამდენი წლის არის ადამიანი, რომელიც Rain Dogs-ში, Big Time-ში, ან თუნდაც Mule Variations-ში მღერის? ამ ხმას და ამ უცნაურ მთხრობელს, რომელიც თავის ჯადოსნურ სამყაროში მიგათრევთ ასაკი უბრალოდ არ აქვს, თივითონაც იმ არარეალური სამყაროდანაა თითქოს, რომელზეც მღერის.

ერთადერთი რაც ასაკთან ერთად შეიძლება ვეიტსს დაეკარგა ეს ენერგიაა, მაგრამ Glitter And Doom-ში მას ენერგია ნამდვილად არ აკლია. და საერთოდაც არ ეტყობა ამ კაცს არაფერი დაბერებული პენსიონერისა. ტერი გილიამის ახალ ფილმში ეშმაკის როლს ასულებს, 2008 წლის ზაფხულში მსოფილო ტურს აწყობს და კონცერტებზე ჩაწერილი მასალით ორდისკიან ალბომს უშვებს. ცოცხალი და აქტიურია. Glitter And Doom მრავალფეროვანი, ლამაზი და სრულად ტომ ვეიტსური ალბომი გამოვიდა. თავისუფალი იმპროვიზაციით და ენერგიით სავსე.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Polysics
Album: We Ate the Machine
Release Date: September, 2008
Label: Myspace Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

დღეს მოგიყვებით ჯგუფზე Polysics რომელიც თანამედროვე იაპონური როკ მუსიკის ანუ j-rock-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიმაჩნია. სახელი სინთეზატორ Korg Polysix-დან მოდის. ბენდი 1997 წლიდან ტოკიოში მოღვაწეობს და შარშან უკვე მეათე სტუდიური ალბომი Absolute Polysics, წელს კი შემოქმედების საუკეთესო ნაწილის კრებული Bestoisu!!!! გამოუშვა.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Massive Attack
Album: Heligoland
Release Date: February 8, 2010
Label: Virgin

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

8 თებერვალს ბრისტოლურმა დუომ Massive Attack რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი Heligoland გამუშვა. ინტერნეტში არ დარჩა მუსიკასთან დაკავშირებული საიტი რომელზეც ამ ალბომზე არ დაწერილა. ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, უბრალოდ  გადავწყვიტე რომ ეს ხმაური ჩაივლიდა და მერე მომეყოლა, რას ვფიქრობ მასზე.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Solveig Slettahjell
Album: Tarpan Season
Release Date:  January 22, 2010
Label: Universal Music

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9  10

ვინმემ იცის რატომ ყავთ ნორვეგიელებს ასეთი თბილი და ტკბილი მომღერალი ქალები?
იმიტომ, რომ ნორვეგიაში ძალიან, ძალიან ცივა, ზამთარი ჩვენზე დიდხანს გრძელდება და  განწყობის შენარჩუნებას სავარაუდოდ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება. ერთ-ერთს უკვე იცნობთ, ახლა კი გაიცანით,  ეს  Solveig Slettahjell-ია, მთელი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში  მუსიკას  უკავშირდება, პასტორის შვილი ეკლესიის გუნდში სამი წლიდან გალობდა, მერე ცოტა გაიზარდა და პიანინოზე უკრავდა, მერე მუსიკა პროფესიად გადაექცა და 1998 წელს პირველად ბენდთან ერთად დაიწყო სიმღერა, ხელი ექსპერიმენტებს  და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობას მიყო.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Surfer Blood
Album: Astro Coast
Release Date:  January 19, 2010
Label: Kanine Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 

ახლა მოდაშია, ძირითადად ამერიკულ თანამედროვე როკ სცენაზე, 60-ების პოპის(beach boys) და 90-ების ინდი-როკ ჯგუფების(Pavement, Weezer) მიბაძვა. ამ ხერხს ბევრი მოღვაწე ბენდი მიმართავს. თუ ეს კარგად გამოგდის, მაშინ ძალიან წარმატებული ხარ.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Tocotronic
Album: Schall und Wahn
Release Date:  22.01.2010
Label: Vertigo Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 

როკ ჯგუფის ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე ჩარტებში წამყვან პოზიციებზე ექცევა ამას რაღაც განსაკუთრებული ჟღერადობის გამო არ იმსახურებს – აქ უბრალოდ მოლოდინის და სავაჭრო ნიშნის ეფექტი მოქმედებს. Tocotronic საკამოდ გავლენიანი ჯგუფია დღევანდელი გერმანურ როკ სცენაზე, და მათ ახალ ალბომს მსმენელი 3 წელი ელოდა.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Patrick Kelleher
Album: You Look Cold
Release Date:  June 19, 2009
Label: Osaka

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

You Look Cold – 24 წლის ირლანდიელი მუსიკოსის Patrick Kelleher-ის სადებიუტო ალბომია, რომელიც თავიდან მხოლოდ დუბლინის ვიწრო წრეებში იყო ცნობილი და ამ რელიზის წყალობით ჩვენს ჟურნალამდეც მოღწია.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.