MUZAME - Online Music Magazine » რეცენზია

Exit – Female
როგორც ჩანს ეს პერიოდი კარგი პერიოდია ახალი  კარგი მუსიკოსებისთვის ალბომების გამოშვებისთვის.

დღეიდან შეგიძლიათ შეაფასოთ Exit–ის სადებიუტო ალბომი მოისმინოთ Urban Waves Records–ზე.

exit, იგივე ლუკა ნაკაშიძე მუზამემ 2010 წელს, ალტერვიჟენ ნიუქამერებზე აღმოაჩინა. შეგიძლიათ ნახოთ მაშინდელი ინტერვიუც.

მისი პრიველი ალბომის გადმოწერა კი შეგიძლიათ როგორც სრულიად უფასოდ, ასევე თქვენთვის სასურველი თანხის ფასად. უბრალოდ, თანხის გადახდის სურვილის ქონის შემთხვევაში თქვენ მიხვდებით, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც paypal ცოცხალი თავით არ შემოდის და ამიტომ, ალბომის უფასოდ გადმოწერა მოგიწევთ. ამისთვის კი უნდა დაელოთ გადმოსაწერ ლინკს თქვენს მეილზე.

ჯაზ სერიები დაიწყო
19 თებერვალს ჯაზ სერიების პირველი სერიის ფარგლებში საქსაფონისტი ჯოშუა რედმანი  ტრიოსთან ერთად ესტუმრა თბილისს და თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტი გამართა.

შემდეგ კონცერტებს “ისტერნ პრომოუშენი” მარტსა და აპრილში შესთავაზებს ჯაზის მოყვარულებს. ჯაზ სერიების ფარგლებში 20 მარტს  ჯონ პიზარელის კვარტეტი, აპრილში კი  ფრედ უესლისა და The New JB Horns-ი დაუკრავს თბილისში.

რაც შეეხება ჯოშუა რედმანს და მის ტრიოს, რომელმაც ევროპული ტურნე 19 თებერვლის კონცერტით დაასრულეს და ახლა ამერიკულ ტურნეს წამოიწყებენ, მართლაც არაჩვეულებრივი კონცერტი შესთავაზეს მაყურებელს. ჯოშუა სრულიად ამართლებს იმ ზედსართავს, რომელსაც მასთან მიმართებაში მუსიკალური კრიტიკოსები და მსმენელები იყენებენ. მუსიკოსი მართლაც  საოცრად ქარიზმატულია და არაჩვეულებრივად ახერხებს თავისი ოსტატობისა და ქარიზმის ისე შერწყმას, რომ საბოლოო ჯამში მსმენელები მონუსხოს. ამას ემატება მისი რეპერტუარი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა განწყობის კომპოზიციებისგან შედგება და კონტრასტების ეფექტით გამოწვეული შთაბეჭდილება ორმაგად ძლიერია.

პრინციპში ჯოშუას ეფექტი მარტივად აიხსნება, თუ გავიხსენებთ, რომ ის საკმაოდ დიდი მუსიკოსის ოჯახში გაიზარდა ( მამამისი, დუვი რედმანი ასევე ცნობილი საქსაფონისტი გახლდათ), დედამ კი სულ პატარა ასაკში ბერკლში, ანუ მუსიკის მექაში  მიიყვანა მუსიკის შესასწავლად.

ბავშვობაში შეძენილმა მუსიკალურმა უნარებმა უკვე შემდეგ საშუალება მიცა, ეთანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან, ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი, როი ჰარგრიუ, ბი ბი კინგი, ბრედ მელდაუ, მარკუს მილერი, დაიანა რივზი, მაკკოი ტაინერი და სხვები. პრინციპში თითქმის ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჯაზის ძველი ან ახალი თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. და არა მხოლოდ ჯაზის, ჯოშუას კოლაბორაცია შედგა როლინგ სტოუნზთანაც. გარდა ამისა,  წერს მუსიკას ფილმებისთვის და მართავს კონცერტებს თავისი ქარიზმით უფრო მეტი ადამიანის მოსანუსხად.

ჯაზ სერიების ამბებით იქითა თვეში შევხვდებით, მანამდე კი დაინტერესბულ პირებს შევახსენებ, პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკი საშუალებას გაძლევთ ექსკლუზიური ფასით ისარგებლოთ  TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათებით ბილეთის შეძენისას.

<object width="500" height="284" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/HYeYL1idcQk?version=3&hl=ru_RU" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="500" height="284" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/HYeYL1idcQk?version=3&hl=ru_RU" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

Kanye West – My Beautiful Dark Twisted Fantasy
Artist: Kanye West

Album: My Beautiful Dark Twisted Fantasy

Release Date: November 22, 2010

Label: Roc-A-Fella, Def Jam

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ჯერ კიდევ მაშინ როდესაც Power-ის პრომო გამოჩნდა მოლოდინები Kanye West-ის ახალი ალბომის შესახებ გაიზარდა. აშკარად რაღაცას მნიშვნელოვანს ამზადებდა Kanye. შემდეგ ამ ალბომს Pitchfork-მა უმაღლესი შეფასება დაუწერა, და აშკარა გახდა, რომ Kanye-მ საკამოდ კარგად შეფუთული კომპოზიციებით სავსე დისკი გამოაგდო.

არა მარტო შეფუთვა, ანუ არანჟირება და საუნდის ხარისხი აქვს ამ ალბომს კარგი, ასეთი რომ არ ყოფილიყო ის იქნებოდა გასაკვირი, თვითონ კომპოზიციები მშვენივრად არის აწყობილი, თავიდან ბოლომდე ძლიერი პოპ ალბომია, დასამახსოვრებელი მელოდიებით, კარგი ბითით და მოსასმენი ტექსტებით, სადაც მარტო ნაშობაზე და ცილინდრების რაოდენობაზე არ არის საუბარი.  მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება აქაც ბევრი რამ არის საინტერესო, სულ, რომ არაფერი იყოს სხვა King Crimsonის სემპლი რად ღირს Power-ში, მაგრამ ამის გარდა Kid Cudi, Bon Iver, John Legend და სხვები ჰყავს მოწვეული ალბომში,რაც ყოველთვის კარგად მუშაობს და კომპოზიციები საინტერესო გამოდის. მოკლედ ყველა ინგრიდიენტი ჩაყარა Kanye-მ ერთ დისკში.

<object width="460" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/L53gjP-TtGE?fs=1&hl=en_US"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/L53gjP-TtGE?fs=1&hl=en_US" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="460" height="344"></embed></object>

ყველაზე შთამბეჭდავი მაინც Power გამოვიდა, რაღაცით Gorillaz-ის ძველ კომპოზიციებს მახსენებს, პირველი ალბომიდან, ბევრი სტილი, ემოცია, საინტერესო სემპლები და კარგი იდეები ერთად, რომ იყო ხოლმე არეული. ზუსტად ასეთი სიმღერაა – ყველანაირად სრული, თან აქტუალური ტექსტით. საერთოდ მთელ “My Beautiful Dark Twisted Fantasy”-ზე შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი, აქტუალური და სოციალურ პრობლემებზე დაწერილი ტექსტებით სავსე დისკია.

Hell Of A Life ძლიერ როკენროლურ რიFზე დაწერილი სიმღერაა, ისევ და ისევ კარგი მელოდიით და მისამღერი Black Sabbath-ის Iron Man-საც მიაგავს. ასეთივე საინტერესო სიმღერებია Monster, Devil In A New Dress, So Appalled.

Kanye-მ ალბათ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოპ ალბომი ჩაწერა. უამრავი განსხვავებული პოპ, როკ და ჰიპ-ჰოპ ტენდენცია ნიჭიერად და გემოვნებით არის გაერთიანებული ყოველ კომპოზიციაში და მთელ ალბომში. ცუდი სიმღერა ამ დისკზე უბრალოდ არ არის.

http://kanyewest.com/

The New York Art Quartet – Old Stuff
Artist: The New York Art Quartet

Album: Old Stuff

Release Date: January 2010

Label: Cuneiform Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

1964 წელს ორმა ბუმბერაზმა ადამიანმა ჯაზის სამყაროში, გადაწყვიტეს შეემქნათ კოლექტივი, რომელმაც შემდეგში რევოლუცია მოახდინა Free Jazz-ის განვითარებაში და მის ოქროს ხანის დაწყებაში. ეს ორი ადამიანი იყო: John Tchicai ალტო-საქსოფონისტი და Roswell Rudd, რომელიც ითვლება პირველ Free-Jazz ტრომბონისტად. ამის შემდეგ ბასისტად Don Moore და დრამერად Milford Graves აიყვანეს. ზემოთ რევოლუცია ტყუილად არ მიხსენებია, რადგან ეს ბენდი მონაწილეა იმ ოთხ დღიანი ფესტივალის, რომელიც ბილი დიქსონის ორგანიზებით მოეწყო და შემდეგში ცნობილი გახდა სახელით “October Revolution In Jazz”(ოქტომბრის რევოლუცია ჯაზში). დიქსონზე და საერთოდ ამ მოძრაობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯობია მხოლოდ ერთი ფრაზით შემოვიფარგლოთ, რომელიც ჟურნალისტმა ბილ შუმეიკერმა თქვა: ” სავარაუდოდ ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და საზრიანი ოთხდღიანი კონცერტების სერია ჯაზის ერაში, რომელიც გახდა ოქროს ხანის დასაწყისი do-it-yourself ჯაზ კულტურის ამერიკაში”. ამ სიტყვებს ვეთანხმები იმდენად, რამდენსაც ჩემი გონება და ინტელექტი წვდება იმ პერიოდზე. თუმცა ეს სხვა თემის საკითხია და ჯობია ისევ ჯგუფს და ამ ალბომს დავუბრუნდე.

ბენდმა 1964 წელს ჩაწერა ერთი ალბომი ESP-Disk – სთვის, შემდეგ კი Tchicai-მ გადაწყვიტა თავის სამშობლოში, დანიაში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი და ჯგუფის მოღვაწეობა. ბენდიდან კი მხოლოდ Rudd-მა მოახერხა მას გაყოლოდა. ამის გამო კი მოუხდათ ახალი ბასისტის და დრამერის მიწვევა, რაც დანიელმა Finn von Eyben-მა და სამხრეთ-აფრიკელმა Louis Moholo-მ აიღეს საკუთარ თავზე და დიდი წარმატებითაც გამოუვიდათ, რადგან სწორედ მათი ნამოღვაწარი გვესმის ამ ალბომში. ალბათ დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს ალბომი ზუსტად 45 წლის წინ კოპენჰაგენში ჩაიწერა. თუმცა ეს სტუდიური ჩანაწერი არ არის, ტრეკების ბოლოს გარკვევით ისმის აპლოდისმენტების ხმა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საუნდის ხარისხი მაღალ დონეზეა.

ეს ჩანაწერი შემთხვევით აღმოაჩინა მწერალმა ჯეისონ ვაისმა, რომელიც ალბომის პროდიუსერადაც გვევლინება და ერთი მცირე ესეც მიუძღვნა ჯგუფს. მოდით ახლა უფრო ახლოს გავიცნოთ თვითონ ალბომი. ტრეკი პირველი, Rosmosis ერთი დიდი ზოოპარკის 15 წუთიანი აღლუმია, მაიმუნები დრამებზე ზიან, ჟირაფები ბასს ეჭიდავებიან  და სპილოები ტრომბონებს აწვალებენ, ლომები კი მხოლოდ დირიჟორობას ჯერდებიან.პირველი 5 წუთი ნამდვილი ზეიმია, რაღაც დიდი სიხარულის აღნიშვნა(ან თუნდაც უბედურების), საქსოფონის და ტრომბონის გახარებულ-გალაღებული სოლო-რიტმები ისე ავსებენ და აერთიანებენ მთლიანად NYAQ-ის მუსიკას, რომ არ შეიძლება თავი ჯუნგლებში არ იგრძნო. აი მეორე ტრეკი სულ სხვა საქმეა, გულწრფელად რომ ვთქვა, მაინც და მაინც არ მომწონს, ისევ ის 15 წუთიანი მირჩევნია 6 წუთიანს, მაგრამ ამასაც თავისი ყური სჭირდება და აბოსულუტურად ჩამჯდარია ალბომის სპეციფიკაში. საუკეთესო ტრეკი მაინც Old Stuff-ია, ალბათ ამიტომაც შეარჩიეს ალბომის სახელად. რაღაც დაუმთავრებელი მელოდია აქვს, ასაკვიატებელი და საშინლად მაგონებს Franceso Balilla Pratella-ს la guerra-ს, რომელიც ზუსტად იგივე სტრუქტურითაა შედგენილი და იმ კვანძის გაუხსნელობაზეა, რომელიც დასაწყისში ასე მაგრამ იკვრება.

თუ გინდათ მიკერძოებაში ჩამითვალეთ, მაგრამ ამ ბებრუხანარუდის ტრომბონის ხმა ალბომში ყველაფერს მირჩევნია, დავიღალე ამ გაცვეთილი სიტყვების ტყაპა-ტყუპით, მაგრამ მართლა ღრმა საუნდი აქვს, სულის მბორგავი(?), ცოტა უხეშიც, თუმცა არანაირი ინტიმი,ეროტიკა და მსგავსი “ადამიანური” არაფერი არ იგრძნობა, რა თქმა უნდა ჩემი აზრით. ისე არ გამომივიდეს, თითქოს, სხვა მუსიკოსებს ხაზი გადავუსვი, რა თქმა უნდა, ისინიც უმაღლეს დონეზე არიან, თუნდაც პირველ ტრეკში, ბასს ისეთი რითმი მიყავს შეიძლება შარვალიც დაასველო, ან Eyben-ის და Moholo-ს სოლოები რად ღირს, მაგრამ ამათზე ხოტბის შესასხმელად ნერვები აღარ მყოფნის. ასევე მოჰოლოზეც შეიძლება ერთი-ორი სიტყვის ჩაგდებაც, მაგრამ ჯობია მომავლისთვის გადავდოთ. თუმცა ერთი ფაქტი დამავიწყდა და მინდა, რომ არ გამომრჩეს. Amiri Baraka იგივე LeRoi Jones ამერიკელი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი თანამშრომლობდა ამ ჯგუფთან და რამდენიმე კომპოზიციაზე რეჩიტატივიც დაადო, მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ ყველაზე ცნობილი Black Dada Nihilismus, რომელიც შესანიშნავი ლექსია და მუსიკაც უხდება, თან პლიუს ავტორი კითხულობს.

New York Art Quartet / Amiri Baraka – Black Dada Nihilismus

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="480" height="25" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/98oK6zZXmQw?fs=1&hl=en_US" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="480" height="25" src="http://www.youtube.com/v/98oK6zZXmQw?fs=1&hl=en_US" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

Rezo Glonti – Street Risen Wire
რეზო სრულიად შემთხვევით პოლონურ ლეიბლზე ვიპოვე, მოვუსმინე და მხოლოდ აღფრთოვანების შემდეგ გავარკვიე, რომ პოლონურ ლეიბლამდე ის ჩემ საყვარელ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა, ფოტო და მუსიკალურ პროქტებს ახორციელებდა, სხვადასხვა დროს დაინტერესებული იყო იაპონური კინემატოგრაფიით, ქართული ურბანული გარემოთი, ოკეანეში მოგზაურობდა და ირაკლი შონიასთანაც თანამშრომლობდა. სხვა ქართველ შემსრულებელთან არასოდეს უთანამშრომლია, ირაკლისთან კი სამომავლოდაც გეგმავს კოლაბორაციას. დიდი ხნის მეგობრები არიან და ბუნებრივია.

იაპონური კინემატოგრაფია შემთხვევით არ მიხსენებია, ლეიბლზე, სადაც რეზო აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვაჩინე, ეწერა, რომ ამ ალბომზე მუშაობისას ის სწორედ იაპონური კინემატოგრაფიით იყო ინსპირირებული. თვითონ კი ამბობს:

“ინსპირაციის რამე კონკრეტული წყარო არ მაქვს, ახალი მუსიკის გაკეთების სურვილი შეიძლება რაიმე ხმამ, ჟღერადობამ, ადამიანმა გამიჩინოს, ან უბრალოდ დავჯდე და დავიწყო ახალი კომპოზიციის კეთება.

იაპონური კულტურა და თვითონ იაპონია ზოგადად მაინტერესებს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა არ მოუხდენია ჩემს მუსიკაზე, უბრალოდ დროის რაღაც ნაწილი გატაცებული ვიყავი რამდენიმე იაპონელი რეჟისორის შემოქმედებით და დავიწყე ფიქრი, მე თვითონ როგორ მუსიკას შევქმნიდი მსგავსი სტრუქტურის მქონე ფილმებისთვის და ეს აისახა “Street Risen Wire”-ში.”

რაც შეეხება ალბომს და პოლონურ ლეიბლს, სადაც რეზო სრულიად  შემთხვევით ვიპოვე: “Street Risen Wire”-ში  შესული კომპოზიციები 2010 წელს საზღვაო მოგზაურობის დროს დავწერე, როდესაც დავბრუნდი Audiotong-ს გავუგზავნე დემო ვერსია, ისინი დაინტერესდნენ და ასე შედგა კოოლაბორაცია ჩვენს შორის.” Audiotong-ი გარდა იმისა, რომ მუსიკის პროდაქშენით არის დაკავებული, აწყობს სხვადასხვა ივენთებს, პერფორმანსებს და ლექციებს, ყავდათ მიწვეული ისეთი არტისტები, როგორებიც არიან. Phill Niblock, Tetuzi Akiyam, Lawrence English და მრავალი სხვა. ასევე აქვთ განხორციელებული საერთო პროექტი მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ ჟურნალთან “The Wire Magazine” სახელწოდებით – “Exploratory Music From Poland”

მე ვფიქრობ, რომ ჩემი აღფრთოვანების მთავარი მიზეზი რეზოს ნამუშევრების მოსმენის შემდეგ შენში დარჩენილი სიმშვიდე და ზღვისპირა ქალაქის სიყვარულია, სადაც რეზო ცხოვრობს, თვითონ კი ამბობს, რომ:

“სიმშვიდე არის ჩემი ერთ-ერთი მდგომარეობა, განწყობა, მაგრამ ეს მუდმივად ცვალებადი პროცესია, ასევე ხდება ჩემ მუსიკაში. ყოველი კომპოზიცია კონკრეტული განწყობის ფიქსაციაა, რომელიც სულ იცვლება და შეიძლება აღარც განმეორდეს. ზოგადად ჩემი მუსიკალური სპექტრი ძალიან ეკლექტურია და რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობაზე არ ვარ კონცენტრირებული.

ვფიქრობ, ჩემი მუსიკის ჟღერადობა არ არის პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობ, ისიც არ ვიცი, როგორი ჟღერადობა ექნებოდა, სხვა ქალაქში რომ მეცხოვრა, ჩემი მუსიკა უფრო ჩემ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ ქალაქზე, ან ქვეყანაზე, სადაც მე ვცხოვრობ. მაგრამ ისიც არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ქალაქმა შემიქმნას თავისებური განწყობა და ეს ჩემ შემოქმედებაში აისახოს.”

თავისი მუსიკით რამე კონკრეტულ ამბებს არ ყვება, საკუთარი თავის ფიქსაციის გზაა მუსიკა და მერე უკვე ყველაფერი მსმენელზეა დამოკიდებული, როგორ ინტერპრეტაციას მიცემს ფიქსირებული რეზოს ბგერებს.

Rezo Glonti at Last.fm

Rezo Glonti – “Street Risen Wire”

Diamond Rings – Special Affection
Artist: Diamond Rings

Album: Special Affections

Release Date: October 25, 2010

Label: Caroline Third Party

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

პატარა გოგონები მათზე ოცნებობენ, დიდ ბიჭებს მათი ეშინიათ, კანადელი John O’Regan –ისთვის კი ბრილიანტის ბეჭდები სოლო პროექტის სახელია, რომელიც მისთვის საერთაშორისო წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

2009 წელს, მაშინ როცა მისი პირველი home-made ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტში ბევრს მოეწონა, ბევრმაც იხალისა, თუმცა სერიოზულად არავის აღუქვამს ეს ამბავი. ვიდეოს მალევე მოაყოლა Show Me Your Stuff (EP), რამაც ცხადი გახადა რომ ეს ბიჭი რაღაცას გვიპირებდა.

მუზამეს ამერიკულმა ანალოგმა – ფიტჩფორკმა ჯერ კიდევ ზაფხულში გვითხრა, რომ Diamond Rings–ისთვის თვალი უნდა გვედევნებინა და მათ, ვინც დაუჯერა არ გამორჩენიათ ოქტომბრის ბოლო კვირაში მისი სადებიუტო ალბომის Special Affections გამოსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ John O–ს მუსიკალური და ცხოვრებისეული გავლენები პირდაპირი გაგებით სახეზე აწერია, ყველასთვის მოულოდნელად მისი ნამუშევარი მარტო გეი–კომუნისა და Lady gaga–ს პაროდიების მოყვარულთათვის არ აღმოჩნდა გემრიელი.

ალბომის პირველი ტრეკის მოსმენის შემდეგ ეთბაშად ქრება გლამურული როკის და თრეში–ელექტრო ბითების მოლოდინი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მაკავებდა ალბომიდან რაც შეიძლება შორს. Play By Heart–ის სივრცითი სინთეზატორი და  მინორული აკუსტიკური პიანო ძალიან მელანქოლიურ განწყობას ქმნის, თუმცა ეს ყველაფერი არაფერია John O–ს ბარიტონის გარეშე, რომელიც  Matt Berninger went solo– შეგრძნებას ტოვებს. Wait & See–დან ყველაფერი იცვლება. გიტარის დისტორშენი არავის აუჟღერებია ამაზე მსუბუქად. სიმღერასთან ერთად თუ მის ვიდეოსაც უყურებთ, შესაძლოა ყველაზე ტოლერანტი ერის შვილმაც კი არ შეიწყნაროთ Diamond Rings–ი მუსიკის წინააღმდეგ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულისთვის. (გაფრთხილება : ეს პუნქტი მის ყველა ვიდეოზე ვრცელდება)

სიმღერების უმეტესი ნაწილი ალბომის ხასიათში ბოლომდე ჯდება, როგორც ინსტრუმენტალურად, ისე ლირიცისტულად. მუსიკა იაფფასიანია, არანჟირებისა და ყველანაირი ფროდაქშენის გარეშე. სტრუქტურულად ალბომის ათივე ტრეკი ერთმანეთს ჰგავს და არავინ გაგამტყუნებთ თუ ათივეს მიყოლებით გადაახტებით პირველი რამდენიმე წამის შემდეგ. თუმცა Diamond Rings–ის ყველაზე ძვირფასი ნაწილი საკმაოდ კანონზომიერადაა მოთავსებული სიმღერების შუა ნაწილში, ადვილად აკვიატებადი მისამღერების სახით. თქვენ კი უკვე არგუმენტი გიჩნდებათ თუ რატომ დააჭირეთ გამეორების ღილაკს.

It’s Not My Party ალბომის დასახურად მშვენიერი ტრეკი იქნებოდა. სინთ–პოპ მელოდიასა და ტრადიციულად არშემდგარი ურთიერთობების თემატიკის ტექსტს რაღაც ალოგიკურის დასასრულამდე მივყავართ, თუმცა სადა ვბანაობთ!!! ალბომის ბოლო, მეათე ტრეკი შემსრულებლის მეიჯორ სინგლია. “I’ve been bad and mean to you, but you right my wrongs. I do try, you know I love to sing all Yr songs”– აღიარებს John O’Regan–ი და მის მიმართ გაჩენილ ყველანაირ წყენას ერთბაშად გავიწყებს, თუმცა ეს მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ბიჭს კალათბურთი და ელასტიკების ტარება, ისევე როგორც Joy Division და Lady gaga შეუძლია ერთდროულად უყვარდეს.

01  Play By Heart

02  Wait And See

03  On Our Own

04  You And Me

05  Give It Up

06  Pre-Owned Heart

07  Something Else

08  You Oughta Know

09  It’s Not My Party

10  All Yr Songs

Robyn – Body Talk
Artist: Robyn

Album: Body Talk

Release Date: November 22, 2010

Label: Konichiwa Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

იმ დღეს ალტერვიზიაზე გახლდით – გავერთე ძალიან. კარგი, შესაძლოა ძალიან არა, მაგრამ გავერთე, განსაკუთრებით იმით, რომ ქართველების გართობა არ გამოგვდის კარგად. ტომ ნოვი სცენაზე უკვე ოფლიანი გამოვიდა, თუმცა სასახლეში შემორჩენილებს წარბიც კი არ ათამაშებიათ პაპსა ჰიტების გაგონებისას, რომელიც დიჯეიმ ასე მრავლად ააჟღერა. Swedish House Mafia–ზე ინსტინქტურად ხტუნვა დავიწყე და მალევე მივხვდი, თუ როგორ ამოვხტი კიდეც კონტექსტიდან. ვაღიარებ – მეც მირევია პაპსავიკის გენები. ჰოდა როგორც ყველა ღირსეულ პაპსავიკს, ფესვები მეც შვედეთში მექნება გამდგარი. აქ შეგიძლიათ შემედავოთ და დამანახოთ მწარე სიმართლე, რომ არც მე მყოლია შვედი წინაპარი და არც ნიუქამერებს, თორემ ორივენი ბევრად უკეთესები ვიქნებოდით, ვეჭვობ.

მეტისმეტად ცხადი შესავლის შემდეგ ალბათ ყველა მიხვდებოდით, რომ დიახ, მე შვედი პოპ–შემსრულებლის, რობინის ალბომის რეცენზიას ვწერ.

2005 წლის შემდეგ რობინის შესახებ ჭორიც კი არავის სმენია, ასე რომ წარმოიდგინეთ, რა მოულოდნელი იქნებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის არა ერთ, ან ორ, არამედ სამ ალბომს, სახელად Body Talk, გამოუშვებდა 2010 წლის მეორე ნახევარში. მათგან პირველი ნაწილის რელიზი ივნისში შესდგა და გაინდიებულ მსმენელებს მოუბრუნა გული პოპისკენ. მე კიდევ დავძენდი, რომ საკმაოდ სამართლიანადაც. რვა სიმღერისგან შემდგარი EP ექსპერიმენტალური dance-pop–ის ძალიან კარგი მაგალითია. სიმღერების უმეტესობა ბითზე ორიენტირებულია და მონოტონური ვოკალი მათ აკვიატებადს ხდის. რაც მთავარია, შეგიძლიათ თავისუფლად აყვეთ სიმღერას და გეგონოთ, რომ თქვენზე უკეთ მხოლოდ რობინი შეძლებდა მის  შესრულებას.

Body Talk–ის მეორე ნაწილი გაყიდვაში სექტემბრის პირველ კვირას გამოჩნდა და დაუდო დასაბამი გაუთავებელ არგუმენტირებულ კამათს, თუ ტრილოგიის რომელი ნაწილი იყო უფრო ძლიერი. თუ პირველ ნაწილში დუეტის სახით ნორვეგიულ Röyksopp–თან კოლაბორაცია შევიდა, მეორეში ეს ფუნქცია Snoop Dogg–თან ერთად ჩაწერილმა U Should Know Better აიღო საკუთარ თავზე. რობინმა გადაწყვიტა ამჯერად მელოდია ყოფილიყო სეკვენსირებული, შესაბამისად ვოკალი მრავალფეროვანი. შედეგი – უცვლელი. We Danced To The Beat…

<object width="460" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/ketX6HITIDU?fs=1&hl=en_US"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/ketX6HITIDU?fs=1&hl=en_US" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="460" height="344"></embed></object>

რობინი ჭკვიანი ქალია, საკუთარი სიმღერებიც შვილებივით უყვარს და იმისთვის რომ კამათისთვის ბოლო მოეღო, პირველი Body Talk–ის ხუთ სიმღერას დაამატა მეორე Body Talk–ის ხუთი და ზედ კიდევ ხუთი ახალი, მესამე, მაგრამ ამჯერად სრულ ალბომსაც Body Talk უწოდა და გამოშვების თარიღად 22 ნოემბერიც ჩანიშნა.

ალბომის პრომოუშენის ფარგლებში რობინმა რიგით მეორე სინგლის, Hang With Me, აკუსტიკური ვერსია შეასრულა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე ახალგაზრდულ ტელე–დრამაში Gossip Girl. თქმაც აღარ უნდა ალბათ, თუ რა ძალის ხელისკვრაა არტისტისთვის, რომელსაც ალბომის გაყიდვა უნდა.

აქვეა ალბომის ტრეკლისტი და ვიმედოვნებ, რომ რელიზამდე ფესტივალებზე dancing on my own აღარ მომიწევს – არაა კარგი გამოცდილება.

01 Dancing on My Own

02 Fembot

03 Don’t Fucking Tell Me What to Do

04 Indestructible

05 Time Machine

06 Love Kills

07 Hang With Me

08 Call Your Girlfriend

09 None of Dem [ft. Röyksopp]

10 We Dance to the Beat

11 U Should Know Better [ft. Snoop Dogg]

12 Dancehall Queen

13 Get Myself Together

14 In My Eyes

15 Stars 4-Ever

Robyn – Official website

Robyn at Last.fm

Tamaryn – The Waves
Artist: Tamaryn

Album: The Waves

Release Date: September 18, 2010

Label: Mexican Summer

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ხომ იცით იგავი მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობის შესახებ? არასრული იგავია. სინამდვილეში, მაიმუნების მსგავსად, ზოგიერთ დათვს თავადაც მოუნდა ადამიანად ევოლუცირება (პოლარულებს ეს იდეა არ მოეწონათ). ვინ ექაჩებოდა – არ ვიცი. დიდი სულელი სულიერები კი არიან.

ჰოდა, ეცადნენ, ეცადნენ, იმდენი იწვალეს, რომ თავიდან კლანჭები ფრჩხილებად გადაექცათ და ერთ დღესაც ადამიანის სხეულში აღმოჩნდნენ. ძალიან ცოტა რამით გამოირჩეოდნენ მაიმუნყოფილებისგან (რომ არ ჩავთვალოთ ერთი-ორი გარეგნული ნიშანი, ისედაც ცხადი რომააა და მე რომ  ხსენება არ მინდა :დ), თუმცა დროთა განმავლობაში ცერა თითის პირში ტაკებაც კი ნუნების კვნეტით შეიცვალა და განსხვავება შეუმჩნეველი გახდა.

ერთადერთი ნიუანსი, რაც დათვყოფილებს ყიდის, ზამთრის შიში და სიცივის სიძულვილია. თითოეული დათვყოფილი სხვადასხვანაირად ხვდება ყინვას: – ზოგიერთი შემოდგომაზევე ცდილობს შეეგუოს იმას, რომ მალე დილიდან საღამომდე გარეთ ვერ იპორწიალებს და ლუდს ისეთი სიამოვნებით ვეღარ დალევს; ზოგიერთი სახლში იკეტება; ზოგიერთი კი თბილ ან სევდიან (aka ჩქარები და ნელები) ალბომებს იმარაგებს და ყოველდღე ყრის უკვდავ ფოლდერში ‘movusmino’.

The Waves ალბომის ის სახელწოდებაა, ამ უკანასკნელს ძალიან რომ უნდა მოეწონოს საზაფხულო მოგონებების გამო. თუმცა “ეს ის არ არის, რასაც დათვყოფილი ფიქრობს”.

ალბომი საზაფხულო განწყობით სულაც არ გამოირჩევა. პირიქით, საკმაოდ მძიმე, მსუყე და ცივი ემოციებითაა სავსე. უნდა იჯდე და ემო-ბლოგებს კითხულობდე Tamaryn-ის ფონზე. მაგრამ მაინც კარგი გოგოა თამარა. ახალი ზელანდიიდანაა. ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს და თანამშრომლობს პროდიუსერ Rex John Shelverton-თან.

The Waves დუეტის პირველი ნამუშევარია, რომელიც 14 სექტემბერს გამოვიდა. შეიძლება, ისეთი ვერაა, როგორიც 2010 წელს გამოსული რამდენიმე ძალიან კარგი ალბომი, მაგრამ ლასთზე მხოლოდ 15 151 მსმენელს ნამდვილად არ იმსახურებს. Tamaryn-ის ჩურჩულნარევი მიმზიდველი ხმა, როცკული გიტარა, shoegaze-ური საუნდები და ცოოტა გოთიკური განწყობა მუსიკის მოყვარულ მაიმუნყოფილებსაც გაიტაცებთ, 9 ტრეკი არ ეყოფათ და 2-3ჯერ მაინც დაატრიალებენ ალბომს.

ბოლო ტრეკის (Mild Confusion) შთაგონება ფსიქიატრიულში მუშაობის გამოცდილებააო. ეს არ ვიცი, მაგრამ The Cure-ის და Cocteau Twins-ის  სმენამ აშკარა გავლენა მოახდინა ამ shoegaze, new wave, experimental, gothic rock ალბომზე, რომელიც საკმაოდ ატმოსფერული და მყუდროა ყველგან -  ქუჩაში, სახლში, მარტო ყოფნისას და სხვებთან ერთადაც. სიცივეში – უფრო მეტად.

მართალია, ლირიკები არსად იშოვება, მაგრამ, სამაგიეროდ, Tamaryn სიმღერების ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს და ჩემს საყვარელ ტრეკს ვიდეოსაც უკეთებს. იმდენად იშვიათად აქვთ ეს ბედნიერება ჩემს საყვარელ ტრეკებს, რომ მაიფეისზე ამ სასწაულის დანახვისთანავე მაიასათიანისებური გულჩვილობა დამეუფლა.

<object width="460" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/dlRUEEhGJV4?fs=1&hl=en_US"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/dlRUEEhGJV4?fs=1&hl=en_US" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="460" height="344"></embed></object>

მოკლედ, დათვყოფილი recommends :up:

Tamaryn on Myspace

Tamaryn at Last.fm

First Aid Kit – Ghost Town
Artist: First Aid Kit

Single: Ghost Town

Release Date: September 28, 2010

Label: Wichita Recordings

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

I see the animals run past me… თავში მიტრიალებდა, როცა ელიტარული რესტორნის ძვირადღირებულ ნიჟარაში ფეხს ვიბანდი. I see the animals run past me … ისევ თავში მიტრიალებდა, როცა იაფფასიანი ხელსაწმენდით ფეხს ვიმშრალებდი, მერე ხის ლამაზ და ძვირადღირებულ კალათაში ამ ხელსახოცს დავცქეროდი და ვფიქრობდი, ნეტა ვინ გაიწმენდს ხელებს და პირს ამ ხელსახოცით გარეცხვის შემდეგ მეთქი.  იქნებ ისევ მე მომიწიოს,  რესტორნის რომელიმე “ბატონ ომოჩის” ერგოს ჩემი ფეხგანაწმენდი ხელსახოცი. ეხლა ვფიქრობ, რა კარგია მუსიკის აზრზე რომ არ არიან  და არც მუზამეს. გადასარევია, მხოლოდ იმიტომ, რომ  ამასაც ვერასოდეს წაიკითხავს.

I see the animals run past me… რესტორნის საპირფარეშოში დავცქეროდი სვირინგს ჩამს ფეხზე და ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ აღიქვამს ყველა სულიერი კოღოს ნაკბენებად  ან გამონაყარად, მაშინ, როცა მე ასე მონდომებით მოვიხატე ფეხი.

I see the animals run past me… თუ გზაზე მართლა სინგერივით გადადიხარ, ხშირად გაქვს მომენტები როცა გგონია, მანქანა გარტყამს: – რამდენიმე წამში მთელი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები თვალწინ გაგირბენს. ზუსტად ასეთი სისწრაფით და ხანგრძლივობით ამომიტივტივდა ყველაფერი თავში ამ ჯგუფზე, მათ სიმღერებსა  და მოგონებებზე ჯგუფთან და თითოეულ სიმღერასთან დაკავშირებით.

I see the animals run past me…  გამახსენდა და დავფიქრდი იმაზე რომ Jagadamba, You Might ჩემი საყვარელი ტრეკია First Aid Kit-ის შემოქმედებიდან და კიდევ ის, რომ გოგოებმა ახალი სინგლი გამოუშვეს სექტემბერში, რომელიც ორ ტრეკს შეიცავს Ghost Town-ს და When I Grow Up-ს.

ჯგუფის წევრები შვედი დები არიან, ფოლკ მუსიკის მოყვარულებისთვის მისწრებაა პირდაპირ. ამათი და Taxi Taxi!-ის მერე მგონია, რომ ყველა შვედი მდედრი, რომელსაც და ჰყავს, მუსიკის კეთებისთვისაა დაბადებული. ჯერაც თინეიჯერები არიან და კიდევ რამდენიმე წელს იქნებიან, მიუხედავად იმისა რომ პირველი EP 2008 წელს გამოუშვეს ანუ სულ მთლად ბავშვებმა და წარმატებით მოაღწიეს 2010 წლამდე და 11-მდეც თითქმის.

ესეც Ghost Town ის ვიდეო, მოჩვენებებზე რა გითხრათ მარა ვიდეოს შემყურე ყოველ წამს ველოდები  სამ ძუნძგლიან, ზოლიან პიჟამაში გამოწყობილ კაცს   კადრში, რომლებმაც აუცილებლად უნდა იმღერონ –  In constant sorrow through his days…

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="460" height="344" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/2BKUjnyf8uY?fs=1&hl=en_US" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="460" height="344" src="http://www.youtube.com/v/2BKUjnyf8uY?fs=1&hl=en_US" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

Kings of Leon – Come Around Sundown
Artist: Kings of Leon

Album: Come Around Sundown

Release Date: October 15, 2010

Label: RCA

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ყველას უყვარს ზღვა. თოვლიც ბევრს უყვარს, მაგრამ ზღვა უფრო. უბრალოდ, ყველას სხვადასხვა რამე უყვარს ზღვის: -  ზოგს იახტები იზიდავს, ზოგს პალმები, ზოგს – მზის ჩასვლა, ზოგს – გრძელი და გაშლილი თმები. გემოვნების ამბავია. ზოგიერთებისთვის საერთოდ, ნეტარება ზღვა და Kings of Leon-ია ერთად.

ვინ იცის, 1999 წლიდან მოყოლებული,  რამდენი გული დაუხანჯლავს აშშ-ს ცხელი სამხრეთელი მოტკეცილშარვლიანი სიმპათიური ბიჭების კოლექტივს. სამი ძმისა და ერთი ბიძაშვილისაგან დაკომპლექტებული ბენდის ცხოვრებაშიც ბევრი რამ მოხდა ამასობაში. პირველ რიგში ის, რომ ბიჭები გაიზარდნენ და დედა გრძელი თმის ტარებას აღარ უშლით. მერე ის, რომ მათი მეოთხე ალბომი – 2007 წლის Only By The Night 6 მილიონიანი ტირაჟით  გაიყიდა და ფანები საქართველოშიც მოუმრავლა. ამ ყველაფერს მოყვა  გიტარისტი მეთიუს თვალშისაცემი გასუქება და საბოლოოდ, წლევანდელი, რიგით მეხუთე და ოდნავ კოჭლი ალბომი.

როგორც გაირკვა, ჯგუფის წევრებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ ალბომის სათაური მეტად ღრმა შინაარსის მატარებელია. არავინ უწყის, ვინმეს უხმობენ ბიჭები მზის ჩასვლის ჟამს მოსასვლელად, თუ თავად მზის ჩასვლას მოუწოდებენ, რომ მალე მოახლოვდეს. მოკლედ, ძალიან ჩახლართული საქმეა. არამარტო სათაური, ალბომის შიგთავსიც არანაკლებ ჩახლართული და დამაინტრიგებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმი ნამდვილად გამოირჩევა გამოკვეთილი და სახასიათო სულით, ეს სული ცოტა ბებერია და 70-იანი წლების ამბებს დაახლოებით იმ პათოსით მოგვაგონებს, რა აღტკინებითაც ღიპიანი ბიძები მისტირიან 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენას. ალბომის გარეკანიც მსგავს შთაბეჭდილებას ტოვებს – მზიანი წარსული, ერთი სახალხო პალმისა და უკიდეგანო ზღვის გახუნებული კადრით. გარდა ამისა, შუა ოქტომბერში ამ ზაფხულურ-სამხრეთული დისკის გამოშვება მისი მოსმენის გარეშეც კი ერთობ ნოსტლგიურად ჟღერს .

პრინციპში, ოუფენერი “The End” უდავოდ ძლიერი ტრეკია და ძველი მძლავრი Sex On Fire-ისეულ Kings of Leon-საც  მოგვაგონებს. დიდ იმედებსაც გაგვიჩენს, რომ მომდევნო 43 წუთს სიამტკილობაში გავატარებთ ლეონის ბიჭებთან ერთად. მაგრამ ჰოი ამაოებავ, და ეს იმედები მეორე  ტრეკზევე იმსხვრევა, საიდანაცალბომის  ნამდვილად რადიაციული ნაწილი  იწყება, რომელიც  ცოტა AC/DC, ცოტა U2 და ცოტა კიდევ wannabe Kings of Leon-ის მანერით განაგრძობს იმედების გაცრუებას. მართლაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს KOL-ის ბიჭები KOL-ის ბიჭები არ არიან და უბრალოდ, ძალიან მოუნდომებიათ მათი მიბაძვა.

ძნელია, ერთი მოსმენით მოიწონო ეს ალბომი, რომელშიც გლამურულ-სექსუალური ვოკალისა და გულისმკვლელი ბასის გარდა, ფაქტიურად, არაფერია მსუყე. მიუხედავად ამისა, ალბომს ნამდვილად აქვს ნათელი წერტილები თუნდაც ტიპური ქანთრი სიმღერის არაჩვეულებრივი არანჟირების და დახვეწილ სიმღერად ქცევისა თუ, შეიძლება U2-ს მსგავსი, მაგრამ მაინც გემრიელი ინსტრუმენტული ნაწილების სახით.

ჩემი ფავორიტი მაინც “The Face” არის. ცეცხლი და ტემპი აკლია თითქოს, რიტმიც წაიმელანქოლიურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მანამ, სანამ Caleb Followill თავისი ვერბალური სათქმელის გადმოლაგებით დაიღლება და სიმღერის განვითარებას ინსტრუმენტებს მიანდობს. აი, მაშინ უკვე ხვდები, რომ მტვრიან (თუ როგორიც არის) ნიუ-იორკს დაუყოვნებლივ გაცვლიდი ჩახუთულ (თუ როგორიც არის) ტენესიზე, ისე ეფექტურად დაგაბა თუ შეგაბა ამ ტრეკმა.

If you give up New York,

I’ll give you Tennessee,

The only place to be!

ერთი სიტყვით, ესაა ალბომი, რომლის შედარებაც KOL-ის წინა ალბომებთან კატეგორიულად არაა რეკომენდებული და რომელიც თავისთავად წარმოადგენს ცხელ და მზიან და ჟღრიალა 47 წუთს. ყოველ მორიგ მოსმენას კიდევ მორიგი ცხელი, მზიანი და ჟღრიალა 47 წუთი მოსდევს. ნამდვილად არ უნდა იყოს ურიგო საქმე.

ხო, და თუ ზღვა დაჟინებით არ გიყვართ და მაინც თოვლი გირჩევნიათ, მაშინ ამ ალბომით უკმაყოფილება მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალეთ.

Kings of Leon – Official Website

Kings of Leon at Last.fm