MUZAME - Online Music Magazine » პუბლიკაციები

Big Labels Killed My Baby
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ღრმად ინტელექტუალური ევროპული ჯაზ ლეიბლები ჭამენ ახალგაზრდა მუსიკოსების ორიგინალურობას და რაღაც ერთფეროვან მელანქოლიურ-სენტიმენტალურ ჟელედ აქცევენ ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედებას. ჯერ იყო და ECM-მა დაიყვანა ყველაფერი უხმაურო სიჩუმემდე და ახლა მგონი ისევ გერმანულივე ACT ჩაეწერა ECM-ს შვილობილებში. თუმცა ACT ლეიბლზე ბევრი კარგი მუსიკოსი იწერება ხოლმე, მაგალითად სვენსონის ტრიო ცხოვრობდა მაგ ლეიბლზე, იმედისმომცემი და ექსტრავაგანტული [em] მუშაობდა მანდვე. სვენსონს ვერაფერი დააკლეს, ზედმეტად ორიგინალური იყო და მართლაც ახალი ტალღა წამოიწყო ევროპაში, თან კიდევ დროზე გაასწრო საიქიოში, მაგრამ აი [em]-ის მესამე ალბომი რაღაც ამ ნისლის ჟელეს მიმართულებას იჭერს და არ მომწონს ეს ტენდენცია. აი კიდევ Yaron Herman Trio-მ ჩაწერა ახალი დისკი, ახალი შემადგენლობით და ესენიც ევროპული დაბერებული ღრმადინტელექტუალური ჟელეს სტილში გადაეშვნენ. ახალგაზრდებო, თავში ჩაარტყით დიდ ლეიბლებს სანამ შეუჭამიხართ, რატომ აჩაგვრინებთ თავს, მომავალი თქვენია!

ორიათასიანებში ჯაზის განვითარების ახალი გვერდი გადაიშალა და ჯაზმა თვალები გაახილა იმ ღრმა ძილის შემდეგ რომელსაც ჯერ სამოცდაათიანები და შემდეგ რითმენდბლუზურ, ტრაკისსაქიცინო funky ოთხმოციანები ერქვა. ამ პერიოდში ჯაზი მართლაც კარგავდა თითქოს თავის ფუნქციას და ისეთი ტიპები როგორ კიტ ჯარეტია ჯაზის ვითომდა ახალ, ღრმად ინტელექტუალურ ტალღას ქმნიდნენ, არადა ეს ყველაფერი ჟელე იყო. აი რაღაც ხუთი-ათი წელია რაც ჯაზმა ამოისუნთქა, თვალები გაახილა და თითქმის სამდეკადიანი ძილის შემდეგ დამშეული დაერია ყველაფერს რაც საინტერესო მოხდა ამ სამი დეკადის განმავლობაში – როკენროლი, პოპი, ელექტრონული მუსიკა, ალტერნატივა, კიდევ ათასი ოხრობა შეჭამა, გაერთიანდა ჯაზის ტრადიციებთან და პოსტმოდერნი  დაარქვა.

პოსტმოდერნი ერთის მხრივ, არაფრისმთქმელი და მეორეს მხრივ, უსაზღვრო თავისუფლების მატარებელია. ჩარჩოების განსაზღვრა ამ ჟანრში შეუძლებელია, მაგრამ მის ჩარჩოებში შეუძლებლის კეთებაც შესაძლებელია. ეს გამოღვიძება ალბათ სადღაც ოთხმოცდაათიანების შუაში დაიწყო, მაგრამ ახალი პოსტმოდერნის ტალღა, ახალგაზრდა, ენერგიული სისხლი ჯაზმა ბებერი ევროპიდან მიიღო. იქ, ამერიკაში ეს გამოღვიძება რთულად შესამჩნევი იყო რადგან სხვადასხვა ორთოდოქსი ჯაზისტები, მაგალითად ვინტონ მარსალისი, მაილს დევისის შეცდომებით შეშინებულები, თავდაუზოგავად ებრძოდნენ ჯაზის სუფთა სისხლის აღრევას სხვა ჟანრებთან, რაც საერთო ჯამში ძალიან მოსაწყენია. მაგრამ ახალგაზრდა ამერიკული ჯაზიც მაილსის შეცდომებს არ გაჰყვა და სრულიად ახალი, საინტერსო მუსიკის შექმნა დაიწყო, ისევ და ისევ ტრადიციებთან ერთად. Brad Mehldau, The Bad Plus, Chistian Scott, Happy Apple ეს სულ რამოდენიმეა იმ შემსრულებლებიდან, რომლებიც ახალი, გამოღვიძებული ჯაზის ტალღას წარმოადგენენ ოკეანეს მიღმა.

ახლა რა ხდება აქეთ, ოკეანეს გადმოღმა, სადაც ჯაზის ტრადიციები არა სისხლიდან და ფოლკლორიდან, არამედ სულ სხვანაირი ინტელექტუალური მოტივებიდან მოდის.

ევროპული ჯაზი სრულიად დამოუკიდებელი იყო ყოველთვის, მაშინაც კი როდესაც ჯაზი მუსიკალური ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. აქ ჯაზს სხვანაირად აფასებდნენ, სხვანაირად უდგებოდნენ. ამერიკელები მაინც ნეანდერტალელების შთაბეჭდილებას ტოვებენ გემოვნების საკითხებში და თუ ვინმე იქ ვერ ფასდებოდა სათანადოდ, ევროპაში  ამ დაუფასებლობას ნამდვილად აუნაზღაურებდნენ. პოლონეთში Tomasz Stańko იყო, შვედური სასწაული Jan Johansson იყო, გერმანიაში Heinz Sauer აგრძელებს გაუგებარი ავანგარდის ქადაგებას. მთლიანობაში ევროპა უფრო ავანგარდისკენ იხრებოდა, უფრო ღრმად ინტელექტუალური სიღრმეებისკენ მიიწევს, რადგან ბებერია და ბებერი კულტურა უკვე მიჩლუნგებულია ცოცხალი ემოციებისადმი, რომელბიც ამერიკაში ისევ დუღს.

და აი რა ხდება: თუ ამერიკა თავის ემოციურობიდან თანდათან მარტივ სილაღეში იღვრება, ევროპა თავიდან ახალი ცოცხალი ემოციით იწყებს და შემდეგ ნელ-ნელა ჟელედ იქცევა, რომელიც სრულიად მომაბეზრებელი და უხასიათოა. ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ორივე ქვეყანაში ეს უმსგავსო ტრადიცია მუსიკალური ბიზნესის ჩამოყალიბებულია და არა თვითონ მუსიკოსების. ამერიკაში უნდათ ყველაფერი გააბრენდონ და გაყიდონ, ევროპაში კი ცდილობენ ბრენდი გაყიდვადუანრიანობასთან ერთად  ღრმად ინტელექტუალურიც იყოს.

თავიდან დასმული შეკითხვა ისევ ღიად რჩება. ვინ კლავს ევროპულ ჯაზში ემოციას – ღრმადინტელექტულაური ჟელე ლეიბლები, თუ თვითონ ევროპაა უკვე ჟელედ გადაქცეული და ხანდახან თუ გაიფართხალებს, ისიც აგონიაში?

მე მაინც ლეიბლებს ვაბრალებ ამ ტენდენციას, რადგან ასეთი შემთხვევები უკვე მრავლადაა, ბევრი ჯაზ ბენდი ცოცხალი და საინტერესო მუსიკიდან მიდის ნისლისფერ-მელანქოლიაში და ეს ნამდვილად ვიღაცის გავლენით ხდება. ლეიბლებს მართავენ ჟელედან გმოძერწილი ტიპები, რომლებსაც საკმაოდ მკაცრი შეხედულება აქვთ ჯაზის სტილისტიკაზე. გამოდის, ევროპა ინტელექტუალურ ჟელე ჯაზში საკუთარ თავს კეტავს, მაშინ,  როცა გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.

Eurovision სპორტის ახალი სახეობა
წლის განმავლობაში არის ერთი დღესასწაული, რომელიც მეორდება უკვე აი უკვე ნახევარ სააუკუნეზე მეტია. ამ დღესასწაულის აზრი გამოიხატება იმაში, რომ დედამიწის ერთი კონტინენტის მოსახლეობა ერთ საღამოს რიტუალურად იკრიბება თავსი „გასამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ და უყურებს იმას რასაც რეალობასთან იმდენივე კავშირი აქვს რამდენიც პროფესორ ჩარლზ იქსავიერს და ქართველი ან მოდით გულახდილად ვთქვათ და ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოსვლებს.

„გასამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ დამსხდარი მაყურებლები გადიდებული თვალებით და აჩქარებული პულსით უყურებენ „მუსიკალურ შეჯიბრებას“, რომელსაც რაღაც გაუგებარი, მეტაფიზიკური მნიშვნელობა გააჩნია მათთვის. ამ „მუსიკალური შეჯიბრის“ მნიშვნელობა რამოდენიმე დღეში ქრება, იმის შემდეგ რაც „გასამხიარულებელი აკვარიუმების“ მაყურებლები რამოდენიმეჯერ გაიმეორებენ რიტუალურ მისალმებას: „გაიგე ევროვიზიაში ვინ მოიგო?“ და პასუხად მიიღებენ: „ჩაწყობილია ეგ ყველაფერი, სხვებმა უფრო მაგრად იმღერეს.“

ახლა ცოტა გემრიელი ფაქტები. ევროვიზია დაიწყო შვეიცარიაში, 1956 წელს როგორც რადიოგადაცემა. მაგრამ რადიოსტუდიაში ტელეკამერები მიიტანეს და ევროვიზია „გასამხიარულებელ აკვარიუმებში“ აღმოჩნდა. იმ წელს გაიმარჯვა ვინმე ლიზ ასიამ და მის შემდეგ ეს „მუსიკალური შეჯიბრი“ გადაიქცა ტრადიციულად. შესაბამისად ნახევარი საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორია დაუგროვდა, ცვლილებებით კონკურსის განაწესში და ა.შ. ყველაზე ძალიან ამ ისტორიაში მომწონს ის თუ როგორ ცდილობდნენ კონკურსის ავტორები ხან ორკესტრი მიებათ „მუსიკალური შეჯიბრისთვის“ ხან დაეშვათ მინუს ფონოგრამმა, მაგრამ ისე, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ფონოგრამაში უკრავს სცენაზე ყოფილიყო აუცილებლად და ბოლოს დროის დასაზოგად გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ მინუს ფონოგრამა საკმარისია, მთავარია „მუსიკოსებმა“ იმღერონ, მაშინაც კი თუ ტექნიკური პრობლემების გამო ფონოგრამმა გამოირთვება. როგორ აღრმავებს წლების განმავლობაში ევროვიზია მუსიკასთან კავშირს ხომ ამჩნევთ?

აი იმ 1956 წლით დაწყებული დღემდე არანაირ რეალურ, აქტუალურ მუსიკალურ მიმართულებასთან კავშირი ევროვიზიას არ ჰქონია. ანუ სიტყვა „მუსიკა“ აქ უბრალოდ ზედმეტია. აი მაგალითად 1967 წელს „მუსიკალურ შეჯიბრებაში“ გაიმარჯვა ინგლისელმა მომღერალმა სენდი შოუმ აი ამ სიმღერით  (Puppet On A String). ძალიან გთხოვთ ლინკს მიაჭირეთ და დააფასეთ ამ მუსიკალური შედევრის ღირებულება, ჯერ მარტო ვოკალი და ეს განუმეორებელი „ააააააა“ რად ღირს. მერე მუსიკა, რომელიც ამ ყველაფერს ფონად ადევს? რა რითმიკაა, რა კომპოზიციური გადაწყვეტა, რა ჰარმონიები. სიმებიანი ინსტრუმენტები, რომ შემოდის იმ ადგილას, რა ამაღლებული გრძნობა მეუფლება ხოლმე. სასწაული პირდაპირ. და გახსოვდეთ ეს იმ წელს ხდება როცა ბითლზმა sgt. pepper გამოუშვა. არის იქ კარგი სიმღერები, მე მგონი. საერთოდ რა ხდებოდა მაშინ რეალურ სამყაროში, ევროვიზიის მეტაფიზიკას მოყვეტილ რეალობაში, გაიხსენეთ, ძალიან გთხოვთ. ეს 1967 ის წელია როცა  Pink Floyd-მა პირველი ალბომი ჩაწერა და ჯიმი ჰენდრიქსის ორი დისკი გამოდის. გავაგრძელოთ  –  1984 წელი შვედური ჯგუფი Herreys  სიმღერით “Diggi-Loo Diggi-Ley”. …  მე ვერ გაგწირავთ, ამის მოსმენას ვერ გაიძულებთ, თუ გინდათ დაგუგლეთ, უბრალოდ სახელი “Diggi-Loo Diggi-Ley” მგონი უკვე საკმარისად ბევრზე მეტყველებს. და ბოლოს, 2008 წელი, ჩემი საყვარელი მარგალიტი – დიმა ბილანი, სიმღერით “Believe”.

არა სწორად გამიგეთ მე კი არ ვითხოვ, რომ იქ სცენაზე მაინც და მაინც Sigur Ros გამოჰყავდეთ, ან სერგეი შნუროვი, ან Duffy, ან ემი ვაინჰაუსი. არა, საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ დიმა ბილანი? დიმა ბილანი? დი-მა ბი-ლა-ნი? რა კავშირი აქვს დიმა ბილანს მუიკასთან საერთოდ? ხომ შეიძლება, რომ მოთხოვნები ამაღლდეს და “Diggi-Loo Diggi-Ley” საკმარისი არ იყოს პრიველი ადგილის მისაღებად. ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ირიბად მაინც დაუკავშირდეს მუსიკას. ელტონ ჯონის და სტინგის დონეს რომ მიაღწიოს მაინც, მიუახლოვდეს, მუხლამდე მისწვდეს მათ დონეს. ასეთ შემთხვევაში არც „გამამხიარულებელ აკვარიუმებთან“ მჯომი მაყურებლები დარჩებიან ნაწყენები და არც ჩვენ, ვისაც სიტყვა „მუსიკა“ ცოტა სხვა კონტექსტში გვესმისის (არა”Diggi-Loo Diggi-Ley” კონტექსტში). არ შეიძლება?

მაგრამ „მუსიკალური შეჯიბრი“ ისედაც ბევრ მაყურებელს აგროვებს „გამამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ. მათი სამუშაო დღით დაღლილი მზერა ტკბება სცენაზე მოხტუნავე დიმა ბილანის ცქერით და ევროვიზიაც თავის წესებით მიედინება – მინუს ფონოგრამას არაუშავს, მათავარია იმღერონ. მგონი ის დროა პლიუს ფონოგრამას არაუშავს მთავარია იცეკვონ წესი შემოიღონ, არა? მგონი კარგი იქნება. შემდეგ ავიღოთ უბრალოდ და სიტყვა „მუსიკალური“ შევცვალოთ ევროვიზიის განმარტებაში და გადავაქციოთ ევროვიზია „სპორტულ შეჯიბრებად“, თუ გნებავთ ოლიმპიურ სპორტის სახეობებშიც შეიტანეთ, თუ ეს სპონსორებს გაახარებს და ორგანიზატორებს მეტ ფულს მოუტანს ჩვენც არ შეგეწინააღმდეგებით. დაე იყოს ასე, დაე იყოს ევროვიზია არა მუსიკალური არამედ სპორტული შეჯიბრება, მიიღოს ოლიმპიური სპორტის სახეობის სახელწოდება, დაე დაწესდეს ეს და იყოს ასე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ოღონდაც მუსიკას ნუ უკავშირებთ ამ ყველაფერს, თორე გული მტკივა როცა მესმის „მუსიკოსმა“ დიმა ბილანმა გაიმარჯვა „მუსიკალურ შეჯიბრ“ ევროვიზიაში.

ფსევდომუსიკმრავალფეროვნება
რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში ჰქონდათ კონცერტი, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები იქნებიან და კუს ტბაზე კონცერტს გამართავენ, 24 მაისს სპორტის სასახლეში ფონდ  “იავნანას” საქველმოქმედო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას სხვა შემსრულებლებთან ერთად, 26 მაისს ზუგდიდში იქნებიან  ასევე  სხვა შემსრულებლებთან ერთად  და აქციით “მუსიკა ათავისუფლებს” დევნილებისადმი  გამოხატავენ მხარდაჭერას, მერე ალბათ კიდევ ერთ ფილმს გააფორმებენ მუსიკალურად და საქართველოში კაცი არ დარჩება მათ სიმღერებზე გული არ უფანცქალებდეს და მათ მუსიკას  გულანთებული არ ჰყვებოდეს.

მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ხართ ინფიცირებული მათი ვირუსით და ზემოთ ჩამოთვლილი  ივენთები არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ ლაპარაკია ჯგუფ “მგზავრებზე” რომლებზეც არასოდეს არ დავწერდი და მით უმეტეს მუზამეზე, რომ არა მათი თვალშისაცემი პოპულარობა, რაც  პირდაპირ მეტყველებს ქართველი პუბლიკის უგემოვნობაზე.  ერთი უგემოვნო ჯგუფი ბევრად უფრო ასატანია, მაგრამ მთელი ერის უგემოვნობაზე უკვე უნდა წერო, როცა მუსიკალური ჟურნალისტი ხარ.

არადა, აქ სულ ეგრე ხდება, ვინც ოდნავ მაინც რამე ღირებულს აკეთებს, იმას მარტო მეგობრები უსმენენ, შედარებით უფრო ჭკვიანები და პოპულარობისკენ ავად მიდრეკილები კი აიღებენ ფოლკს, პოპს, რამდენიმე ინსტრუმენტს და მეგობარს და ყველანაირი სმენის, გემოვნების, საშემსრულებლო უნარების და სინდისის ქენჯნის გარეშე ხდებიან  პოპულარული  მუსიკოსები.

პრინციპში სინდისი არც უნდა   ქენჯნიდნეთ, ისინი ხომ ყველა მეგობრობამ გააერთიანა და ამიტომაც არიან უთვალავნი, ერს კიდევ უყვარს ასეთი მეგობრული, კაი ბიჭები. იმდენად ემოციურები რომ არიან, რომ მელოდია სადღაც გაურბით და ტექსტები ავიწყდებათ. მერე  რა, სამაგიეროდ, გულიანად მღერიან. სამაგიეროდ მათ სიმღერებს ყველა ადვილად იმახსოვრებს და ყველას უყვარს.

ის, რომ კარგი და გულიანი ადამიანი ხარ, ძალიან კარგია, ისიც რომ ბევრი მეგობრები გყავს და იმათთან ერთად სიმღერა გიყვარს და ისიც, რომ გინდა როდესმე შენი მეგობრების გარდა სხვებმაც მოგისმინონ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მუსიკოსობაზე და ჯგუფის შექმნაზე გქოდენს ამბიცია. და მერე ყველა დააჯერო, რომ შენ მარტო კარგი ადამიანი კი არა, კარგი მუსიკოსი ხარ.

მუსიკოსი მასის მოთხოვნებს არ უნდა ასრულებდეს, არ უნდა ფიქრობდეს, რომ რასაც იმღერებს, იმას მოუსმენენ და რომ სავსე ფილარმონია უკვე ბედნიერებაა. კარგი მუსიკოსობა მსმენელის გემოვნებას ამაღლებაზე ზრუნვას ნიშნავს, თუნდაც უფრო მცირე, მაგრამ გემოვნებიანი პუბლიკის აღფრთოვანებას და იმაზე ზრუნვას, რომ რამდენიმე თვეში შენი მუსიკა მორიგ ხრინგალად არ იქცეს. ხრინგალი ისედაც ბევრი გვაქვს.

როცა ახალგაზრდა ხარ, როცა ბევრს უყვარხარ და როცა გინდა რამე შექმნა, მაშინ უნდა იზრუნო შენი თავის გაუმჯობესებაზე, თორემ  “ივერია” და  “ოთხი გია” გახდები წლების შემდეგ და მერე ვეღარაფერს შეცვლი შენ რეალობაში. მერე მათსავით თვითკმაყოფილი ხრინგალების შემქმნელი იქნები და მოთმინებით მოგიწევს უყურო, როგორ აღარ ახსოვს აღარავის შენი როდესღაც პოპულარული სიმღერები და როგორ დადიან ახლა სხვები შენ გზაზე.

თუ მანამდე ლოდინი დაგეზარება, აგერ დერვიშებს გადახედე, ეგენიც იმავე კონტექსტში მოიაზრებიან, სადაც შენ. სპონტანურად იდეა მოუვიდათ, თან ფორმულა “კრეატივის” წევრები არიან და შესაბამისად კრეატიულები. უკვე სამი ვიდეო რგოლიც დაამზადეს. მერე რა რომ სულ სულიკოს დატრიალებენ თავს, სამაგიეროდ, გონიათ, ძველი თემის წინ წამოწევით მენტალურ რევოლუციას მოაწყობენ და თავიანთი ნამუშევრებით ადამიანებს მრავალჟამიერ სიყვარულისკენ მოუწოდებენ.

არა, ადამიანებო, არ გვინდა ეგეთი მრავალჟამიერ მეგობრობა, სიყვარული და მუსიკა. დაანებეთ თავი იმ ჩვენ მართლა ღირებულ ფოლკლორსაც და ცადეთ, იქნებ შეგიძლიათ რამე ფასეულის შექმნა, ან იქნებ ჯობია, კარგ და კრეატიულ ადამიანებად დარჩეთ, ვიდრე მსგავსი წერილების და საუბრების მთავარი გმირები.

აგერ, 26-ში თქვენთან ერთად Jane  Birkin-ი იმღერებს და ნახავთ, რა კარგია, როცა წლების შემდეგ აღარც ისეთი ლამაზი ხარ და აღარც ისეთი მიმზიდველი, მაგრამ მაინც, შენთვის შორეულ და არაფრისმთქმელ ქვეყანაში ვიღაცეებს ისევ უნდათ შენი მოსმენა.

17 აპრილი – მუსიკალური ჟურნალების დღე
17 აპრილს მსოფლიოს ნორმალურ ქვეყნებში მუსიკალური ჟურნალების დღეს აღნიშნავენ ადამიანები.  ყველაზე ლეგენდარული მუსიკოსები ლეგენდარულ ჩანაწერებს აკეთებენ სპეციალურად ამ დღისთვის, ხმის ჩამწერი სტუდიები საქველმოქმედო აქციებს აწყობენ  და ზოგადად, ადამიანებს წელიწადში ერთხელ უხარიათ, რომ არსებობს მუსიკალური ჟურნალები.

ჩვენ ქვეყანაში მარტო სიყვარულის და გლოვის დღეები აღინიშნება და კიდევ, ბევრნაირი ახალი წელი. მუსიკა ყველას უყვარს და ჟურნალი ყვითელი უნდა იყოს, ან ,,ცხელი შოკოლადი”.

გამომდინარე იქიდან, რომ   სპეციალურად დღევანდელი დღისთვის  ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებდი  ცოცხალი მუსიკალური ცხოვრებით  და ერთმანეთზე საინტერესო პერიოდული გამოცემებით, ვერც ლეგენდარულ მუსიკოსებს   გამოვიგონებდით ლეგენდარული ჩანაწერების გასაკეთებლად, გადავწყვიტე, სპეციალურად ამ დღისთვის  მუზამეზე იმ ადამიანებთან გამეკეთებინა ინტერვიუ, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურებად ითვლებიან მუსიკალურ ჟურნალებთან მიმართებაში.

ბუნებრივია, ინტერვიუები ნელ-ნელა დაიდება და ამასობაში კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიგებს და დაიმახსოვრებს, რომ  არსებობს მუსიკალური ჟურნალების დღე და  ჩვენ,  მუზამე

მოკლედ, ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე, რომელიც  ჟურნალ “ოზონის” რედაქტორი იყო  რამდენიმე თვის განმავლობაში.

“მუზამე”: ოზონი იყო პირველი ქართული ჟურნალი, რომელიც მხოლოდ მუსიკაზე იყო, რომლის გამოსვლასაც ბევრი ადამიანი ელოდებოდა, და რომელზეც ერთი შეხედვით მკითხველის დაკვეთა იყო. მაგრამ ჟურნალი სულ რამდენიმე თვეში დაიხურა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართულ სივრცეში მუსიკალური ჟურნალი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს.

ნ.ნ. შეკითხვაში რამდენიმე შესწორებას შევიტან. ოზონი პირველი მუსიკალური ჟურნალი არ ყოფილა, მანამდე იყო რამდენიმე მცდელობა, თუმცა პირველი პრიალა ჟურნალი იყო მუსიკაზე და მგონია, რომ ყველაზე კარგი. ჟურნალი რამდენიმე თვეში არ დახურულა, ჩემი რედაქტორობით, თუ სწორად მახსოვს, 5 თვე გამოდიოდა და მერე კიდევ კარგა ერთი წელი. მუსიკალური ჟურნალის გამოშვება სხვა ჟურნალებისგან პრინციპულად არ განსხვავდება – საინტერესო უნდა იყოს, რეკლამა იშოვო და რამდენიმე ათასი ცალი გაყიდო.

არსებობს თუ არა მუსიკალური გამოცემა, რომლითაც ნიკო ნერგაძე ინტერესდება, რომლის აზრიც აინტერესებს თუნდაც რაიმე ახალი ალბომის შეფასებისას, და რომლის ანალოგსაც სიამოვნებით გააკეთებდი.

მუსიკალურ ჟურნალებს ახლა ნაკლებად ვკითხულობ, უფრო ინტერნეტში. თავის დროზე Q მიყვარდა განსაკუთრებით, კიდევ უფრო ადრე Rolling Stone-ს ვკითხულობდი, ვიდრე სულ არ დაკარგავდა სახეს (მეოცე საუკუნე იყო ჯერ კიდევ. 21-ში თითქმის აღარ იკითხება). საიტებიდან სიახლეებს ან pitchfork-ზე ვნახულობ, თუმცა კი უკიდურესად სნობური საიტია, მაგრამ animal collective-ზე გადარევას თუ მოვაშორებთ ბევრი კარგი ჯგუფის შესახებ ვიგებ. და კიდევ metacritic-ზე ვუყურებ ხოლმე ვინ რა როგორ შეაფასა.

როგორ ფიქრობ, რა არის დღევანდელი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის კრიზისული მდგომარეობის მთავარი მიზეზი?

ძალიან გამიჭირდება ერთი მიზეზის გამოყოფა. მიზეზების მთელი თაიგულია და ყველა ალბათ არც ვიცი. ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, საინტერესო მუსიკალური სცენის არარსებობაა. ანუ რაღაცნაირი სივცრის, სადაც ტიპები შეიკრიბებიან და ერთმანეთს შთააგონებენ და ასე შემდეგ. ცარიელ ადგილას რთულია რამის გაკეთებია. კიდევ, რა თქმა უნდა ის, რომ დისკებს მსოფლიოში აღარავინ ყიდულობს, აქ ისედაც არავინ ყიდულობდა და ფულის შოვნა მუსიკოსობით რთულია

მე და ალბათ სხვებსაც ახსოვს შენი “აღმოჩენები”: “შუშის პეპელა”, ვიკი ქრისტესაშვილი, პლანის კლანი…

რეალურად, იქმნება დღეს საქართველოში მუსიკა, რომელსაც ღირებულად მიიჩნევ?

კაი ერთი წელია საინტერესო არარაფერი მომისმენია. ისე, ღირებული არ ვიცი, მაგრამ მომწონს თუ არა იმით ვარკვევ, რამდენად პლეიერში ვწერ ხოლმე მუსიკას. ამ კრიტერიუმით, ჩემი ნებით ვუსმენ ხოლმე 33ა-ს, აუტსაიდერს და მაჩაიძის რამდენიმეს (ზოგი ერასტისაა, ზოგი ნიკაკოის). კიდევ, რა თქმა უნდა, “შუშის პეპლის” ახალ ალბომს. სამწუხაროა, რომ ჯგუფი დაიშალა…

როგორ შეაფასებდი დღეს “ოზონს”. რაა მიზეზი იმისა, რომ დღემდე წერენ ჟურნალის სპეიზზე, აღადგინეთ ჟურნალიო და რა შეცდომები გქონდათ, რასაც ახლა რომ აკეთებდე,აღარ დაუშვებდი.

დღემდე იმიტომ წერენ სპეისზე რომ კარგი ჟურნალი იყო. ჩემი რედაქტორობის დროს შეცდომები ბევრი მქონდა, ძირითადად იმით გამოწვეული რომ რედაქტორობას არ ვიყავი მიჩვეული და შიდა მენეჯმენტი მიჭირდა. დღეს ეგ მეტ-ნაკლებად ვისწავლე, პლეიბოიში… სერგის დროს რა პრობლემები იყო არ ვიცი.

როგორც ამ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და გამოცდილი ჟურნალისტი, რა რჩევებს მისცემდი “მუზამეს”?

მადლობა კომპლიმენტისთვის. ასე, ზოგადად, რჩევების მიცემა გამიჭირდება. ცოტა ენას კი გავალაითებდი თვენს ადგილას რომ ვიყო

პ.ს.  ხოო, მუზამესთვის კეთილი და მეგობრული რჩევების მიცემა მარტო ნიკოს არა,  ყველას შეგიძლიათ.

ჯ.art.ი ანუ спасение утопающих
როდესაც შარშან, თებერვალში ჯ.art.ის იდეა გამიჩნდა ყველაფერი თითქოს ძალიან ადვილი იყო – მიდიხარ ჯგუფთან, უყენებ მიკროფონს, რთავ კამერას და დანარჩენი თავისით ხდება – მუსიკოსები გიყვებიან, რომ საქართველოში საზოგადოება პოლიტიზირებულია, მუსიკა არავის ჭირდება, სარეპეტიციოები არ გვაქვს, ინსტრუმენტები არ გვაქვს და საერთოდაც მაგრები ვართ ამდენს, რომ ვახერხებთ, მაგრამ, როდესაც ცოტა უფრო მეტად დავფიქრდით და სიტუაციას სხვადასხვა კუთხიდან შევხედეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა.

სულხან-საბაში ჯ.art.ი ესეა განმართებული:  „ჯ.art.ი არის პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკის შესახებ და ქართული ალტერნატიული მუსიკისათვის.“ განმარტება მოკლეა, და მრავლისმთქმელი, უფრო კონკრეტულად კი ჯ.art.ი არის პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ ბასკი ასათიანი და მე (სანდრო გვარჯალაძე), პროექტი ეს ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის  Theodor-Heuss-Kolleg-ის ფარგლებში, მისია და მიზანი ამ პროექტის არის თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის მხარდაჭერა და წარდგენა საზოგადოებისთვის. ანუ ერთგვარი awareness უნდა გაზარდოს ამ პროექტმა ქართული მუსიკისადმი, აქ თბილისში და იქ – ინტერნეტში. პროექტი დაიყო სამ ნაწილად – ცენტრალური ნაწილია დოკუმენტური ფილმი ქართული ახალგაზრდა ალტერნატივის შესახებ – „ჯ.art.ი“ და მისი ორი მხარდამჭერი ნაწილია რადიოგადაცემა და ქუჩის კონცერტი (Street Jam).

იდეა საყვარელია და სიმპათიური, ვერაფერს იტყვი. იდეის შემდეგ უკვე გიწევს ღრმად ჩაიხედო მასში – ანუ რა არის ალტერნატიული მუსიკა დღეს, რას ნიშნავს awareness უნდა გაზარდოს და საერთოდ რა უჭირთ ამ თბილისელ მუსიკოსებს ესეთი?

ალტერნატიული მუსიკა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ჯ.art.ისთვის, მოიცავს ყველაფერს რაც ახალი, ექსპერიმენტალური და შეძლების და გვარად არამეინსტრიმულია დღეს საქართველოში. რა არის მეინსტრიმული ეს უკვე სხვა საკითხია, საკმაოდ რთული როგორც თბილისისთვის ისე მთლი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით თბილისისთვის. ანუ მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბთ ჯ.art.ისთვის საინტერესო ალტერნატივა მოიცავს ახალგაზრდა ჯგუფებს, დიჯეებს, მუსიკოსებს, რომლებიც ჯერ მეტ-ნაკლებად სარდაფში არიან და მეტ-ნაკლებად უცნობები არიან.

Awareness-ის გაზრდა ნიშნავს ინტერესის გაზრდას საზოგადოებაში, და მიუხედავად იმისა, რომ „ჯ.art.ი“ ზღვაში წევთი იქნება, ის მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების „ზღვა“ ჭიქას ვერ გაავსებს და ყოველი წვეთი იქ დათვლილია.

და მივადექით იმ ყველაზე საინტერესო შეკითხვას, რომელმაც მაიძულა ეს სტატია გამეკეთბინა – რა უჭირთ დღეს ქართველ მუსიკოსებს საერთოდ?

დამწყები მუსიკოსი, რომელიც როკენროლს უკრავს (ან ელექტრონიკას, ესეც უკვე როკენროლია ამ ციფრული თაობის აბა რა არი) იწყებს აბსოლიუტური ნოლიდან. თუ დრამერია ქვაბზე უკრავს და თუ გიტარისტია ფანდურზე. ბებია არ წაგიყვანს მუსიკალურში იმისთვის, რომ ჯონი როტენი გახდე, შენ თვითონ უნდა მოკლა ბებია მოპარო პენსია და იყიდო Gretsch-ის გიტარა[i]. იმის შემდეგ რაც გიტარას იყიდით , მასზე დაკვრას სწავლობთ და ასე შემდეგ სანამ პირველ კონცერტამდე არ მივა საქმე, სადაც ძაან ბანძათ დაუკრავთ, რადგან პირველია. რამოდენიმე გამოცვლილი დრამერის და ბანძი კონცერტის შემდეგ უკვე დგება საკითხი საით უნდა წავიდეს მუსიკოსი – გააგრძელოს დაკვრა თუ დაბრუნდეს ნეიროქირურგიაში. თუ მუსიკამ გადასწონა იცოდეთ, რომ სირთულეები არასოდეს დამთავრდება.

იმისითვის ვინც როკენროლის დაკვრას იწყებს სარდაფში სირთულეები გრძელდება დიდხანს და ერთი მეორეზე უარესი ხდება. თავიდანვე გასაგებია, რომ მუსიკოსი დგას მარტო მთელი სამყაროს წინააღმდეგ და მან მარტომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ის რაც უნდა გააკეთოს – ისწავლოს დაკვრა, დაწეროს სიმღერა, დაუკრას სიმღერა, დაუკრას სიმღერა უფრო კარგად, გამოსცეს სიმღერა.

თითქოს გასაგებია.

საქართველოში დღეს მუსიკალური ინდუსტრია უბრალოდ არ არსებობს. კოსმოსში იკარგებიან ჯგუფები, რომლებიც ალბომის გამოცემას ახერხებენ, და იმავე კოსმოსში იკარგებიან პოპ შემსრულებლები, რომლებსაც ან ტელევიზია ქმნის ან რომელიმე ბიზნესმენი. ერთნიც და მეორენიც მას შემდეგ მიდიან კოსმოსში რაც მატერიალურ ხელშეწყობას კარგავენ, არადა კონცერტებზე ხალხი თითქოს დადიოდა და ალბომებიც თითქოს გაიყიდა (პაპარაცი აიღეთ ბატონო, ლექსო გაიხსენეთ, „ჯეოსტარის“ ვარსკვლავები რატომ აღარ ჩანან მას შემდეგ რაც „გასტარდებიან“), მაგრამ ხელშეწყობა მაინც ჭირდებათ იმისთვის, რომ იარესებონ (?). ანუ პატარა გამონათებები არსებობს, მაგრამ ყველაფერს ისევ სიცარიელე შთანთქავს და რეალურად ინდუსტრია არ იქმნება – რატომ გეკითხებით მე თქვენ რატომ?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია უბრალოდ ვერ დაეტევა, არასოდეს იქნება იმდენი მსმენელი, რომ ალბომების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალით კარგი სტუდიის გაკეთება და კარგი ალბმების ჩაწერა შეძლოს მუსიკოსმა, ეს პირველი მიზეზია და კი, კარგი მიზეზია, მაგრამ…

მახსოვს წლების წინ, „იმედის“ ეთერში იყო ესეთი გადაცემა „რე-აქცია“. სიუჟეტი დაახლოებით ასეთი იყო – მოჰყავდათ სტუმრების ორი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ და აჩხუბებდნენ პირველ სისხლამდე. როცა სისხლი გამოჩნდებოდა ინგა გრიგოლია მატერიალიზდებოდა სტუმრებს შორის და იწყებდა მათ გაშველებას. მომდევნო გადაცემაში ყველაფერი მეორედებოდა, უბრალოდ სტუმრების სხვა ჯგუფებს არჩევდნენ. სიუჟეტი მარტივია, მაგრამ ბრძოლა წესების გარეშე ყოველთვის ყველაზე რეიტინგული სანახაობა იყო ხოლმე, შესაბამისად გადაცემასაც ყველა უყურებდა. მოკლედ, ერთხელ „რე-აქციაში“ სტუმრად ჰყავდათ ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც დიდხანს და თავდადებით ამტკიცებდა, რომ ქართველ მუსიკოსებს და ხელოვანებს ზოგადად, ხელისულება უნდა დაეხმაროს მატერიალურად, უნდა დაგეგმოს კონცერტები თურმე, უნდა დაპატიჟოს მუსიკოსები, მიუერთოს გიტარები და უთხრას დაუკარით ოქროებოო.

რატომ? რატომ უნდა დაეხმაროს მუსიკოსს ვინმე და მით უმეტეს ხელისუფლება? ჯერ ერთი ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს და მეორე – ეს წუწუნი არასოდეს უნდა დამთავრდეს? ზეციური მადლის და ოქროსკბილებიანი კეთილი ბიძის მოლოდინი, რომელიც ყველაფერს გაგიკეთბთ არ უნდა დამთავრდეს? თუ მუსიკოსი დამოუკიდებელია, თუ ის ქმნის რაღაცას ახალს და აქვს თავისი მიზანი, როგორიც არ უნდა იყოს ეს მიზანი, რატომ უნდა ელოდოს ფერიას, რომელიც 12 საათამდე ვირთხებს ცხენებად გადააქცევს, როცა შეუძლია თვითონ მიაღწიოს ყველაფერს.

იმ „რე-აქციის“ შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დამოკიდებულება ხშირად იგივეა. ჩვენ ველით მესიას, რომელიც დაგვეხმარება, რომელიც აგვიშენებს სცენებს, რომელიც გვაჩუქებს ინსტრუმენტებს, ჩაგვიწერს ალბომებს, დაგიკერავს იმ წითელთმიან გოგს ერთი წელია დალაპარაკებას, რომ ვერ უბედავ. და მაშინ როცა მოვა მესია, მოვა ყველაფერი.

მესიების თეორია არ ამართლებს და ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს. ის ვინც из грязи в князи ხვდება ჯერ ერთი წარმატებას ვერ აფასებს და მეორე – არ იცის როგორ იმუშაოს.

პროფესიონალური გარემო მუსიკოსისთვის, რომ არ არსებობს ფაქტია. არც ხმის რეჟისორები არიან და არც აპარატურა არის ნორმალური. საერთოდ მთელი მუსიკალური ინდუსტრია ნოლზეა და  კლუბებიც არ არსებობს სადაც (როკ) მუსიკოსს შეუძლია დაუკრას (სულ ერთი ცალია), მაგრამ ვინ უნდა შექმას გარემო არ ვიცი. ალბათ მორფიუსმა ან გენდოლფმა. თუ საქმე გაჭირდა საურონს და დართ ვეიდერსაც შეგვიძლია მივმართოთ, არც ეგაა პრობლემა.

კარგია ყველაფერი რაც კეთდება, დაწყებული „ჯეოსტარით“ დამთავრებული „ოზონით“, „ელექტრონავტითა“ და “Tbilisi Open Air“-ით, მაგრამ თუ რეალურად ჯგუფების წარმატებულობაზე ან ინდუსტრიის დაძვრაზეა საუბარი ეს დიდი კონცერტები, ფესტივალები, პროექტები ისეთივე პატარა წვეთია ზღვაში როგორც „ჯ.art.ი“.  ლოლიტების წარმატება ან Starpost-ის შექმნა რეალურად უფრო დიდი ნაბიჯია ვიდრე ეს ფესტივალები, კონცერტები და ეს სტატია.

ის ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც დილიდან დაღამებამდე გიტარაზე უკრავდა მარტოა მთელი სამყაროს წინააღმდეგ და თბილისში ის მარტოა უსასრულოდ ბევრი პრობლემის წინაშე. საკონცერტო სცენებით დაწყებული ხმის რეჟისორებით დამთავრებული არაფერი დახვდება მუსიკოსს და ყოველი კონცერტი წამება იქნება. მაგრამ გადარჩენის ძებნა სადღაც გარეთ შეუძლებელია, არ უნდა ელოდოს არავინ, რომ ვიღაც – ქვეყნის პრეზიდენტი, ან კეთილი ელფები გადაარჩენს მას. დაფასდება და წინ წავა მხოლოდ ის ვინც აკეთბს თავის მუსიკას და აკეთბს მას კარგად, ყველაზე კარგად. აქ მხოლოდ დაკვრის ტექნიკურ სრულყოფილება საკმარისი არ არის, ჯგუფი, მუსიკოსი ყველანაირად უნდა ცდილობდეს მსმენელამდე თავისი მუსიკა ბოლომდე დახვეწილი და მაქსიმალურად ზუსტი მიიტანოს. მესიის და გადარჩენის ლოდინი კარგს არაფერს მოიტანს.

მოკლედ: спасение утопающих дело рук самих утопающих.

გააკეთე მუსიკა, გააკეთე მუსიკა კარგად, დაუთმე მთელი შენი დრო მუსიკის დახვეწას და მიიტანე მსმენელამდე ნებისმიერი საშუალებით, რომელიც გაქვს და არ გაქვს. დღევანდელ სამყაროში მსმენელის პოვნა შეიძლება ყველგან, საქართველოთი სცენა არ მთავრდება, მთავარია ყველაფერი იყოს მსმენელამდე ეფექტურად მიტანილი. შენ თვითონ უნდა იპოვო ფული გიტარის საყიდლად და იპოვო მეგობარი საზღვარგარეთ, რომელიც კონცერტს ჩაგატარებინებს.

მუსიკოსებისთვის სირთულეების შემქმნელი ობიექტური მიზეზები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს, როგორც ყველა სირთულისთვის საქართველოში. მიზეზები მხოლოდ სუბიექტურია და სიტუაცია არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარის ყურადღებას არავინ უთმობს მუსიკას, არ არის ენერგია, ინტერესი და dedication საქმისათვის.

ეს ენერგია იშვიათად თუ ჩნდება ქართველ მუსიკოსებს შორის და იშვიათად ახერხებს ვინმე იცხოვროს თავისი მუსიკით და შესაბამისად გვაქვს დღეს ის რაც გვაქვს – ჯ.art.ი, მუსიკა, ხელოვნება, რომელიც არსებობს, პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ვერსად ვითარდება.

ბოლოს მინდა დიდი მდლობა გადავუხადო ჯ.art.ის ინტერვიუებისთვის სერგი გვარჯალაძეს, Me And My Monkey-s, ვახო ბაბუნაშვილს. ამ inspiring ინერვიუების გარეშე ამ სტატიას ვერ გავაკეთებდი

http://jartiblog.blogspot.com/

http://www.youtube.com/watch?v=clEtuA6TXJU

[i] აქ უტრირებას აქვს ადგილი, ბებიის მოკვლა სრულიად დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით და რეალურ ცხოვრებაში ეს არ უნდა გააკეთოთ. არც აქვს ბებიის მოკვლას აზრი, რადგან მისი პენსიით Gretsch-ს კი არა კარგ სიმებს ვერ იყიდით.

Brad Mehldau – Highway Rider
Artist: Brad Mehldau

Album: Highway Rider

Release Date: 16 March, 2010

Label: Nonesuch Records

შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10

ბრედ მელდაუ თანამედროვე ჯაზის სამყაროში ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად  იქცა. ამერიკულ ჯაზში მუსიკოსი ყოველთვის ტრადიციის და კლასიკური ჯაზის  (ა)ჩრდილებით იქნება შემოსაზღვრული, მას ყოველთვის მიაძახებენ – “კარგი ხარ  ბიჭო, მაგრამ მე მახსოვს მონკი როგორ უკრავდა და შენ ახლოსაც ვერ მიხვალ  მასთან.” შესაბამისად რთულია დაიმკვიდრო ადგილი ჯაზში. სოლო კარიერის  დაწყებამდე სხვადასხვა ბენდში უნდა იმუშაო, სხვადასხვა მუსკოსებთან  დააგროვო გამოცდილება. ერთი წარმატებული და საინტერესო ალბომით შორს ვერ  წახვალ, არაფერს მოგცემს. რამოდენიმე მსმენელი გამოგიჩნდება, შეიძლება  „იმედისმომცემი“ მუსიკოსის სტატუსს გაარტყა კიდეც, მაგრამ “მნიშვნელოვანი  ფიგურა” ეს უკვე სხვა სტატუსია, მოინდომე, დაიხვეწე, იმუშავე და რა იცი ერთ  დღესაც შეიძლება ვიღაცამ დაწეროს Jazz Times-მა, ან Allaboutjazz-მა,  ეს ბიჭი (ან გოგო, თუ გოგო ხარ) “მნიშვნელოვანი ფიგურააო”.

მელდაუს განვითარება, როგორ მუსიკოსის, პირველი ალბომიდან მოყოლებული ახალ “Highway Rider”-ამდე შეიძლება კარგად დაინახოთ. ყოველ ალბომში, ყოველ კონცერტსა თუ პროექტში ეს მუსიკოსი კონკრეტულ მიზანს ისახავს, კონკრეტულ კონცეფციას ეძებს, რომლის ბოლომდე მიყვანა და დახვეწა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მელდაუ განსხვავებულია სოლო ალბომებში, განსხვავებულია ტრიოსთან მუშაბისას და ახალი მიდგომა აქვს თითქმის ყოველი დისკისადმი. ორიგინალური კომპოზიციებით აწყობილი “Elegiac Cycle”, “Places”  და “House On The Hill” სრულიად განსხვავეული დისკებია. “Elegiac Cycle” ერთიანი კონცეპტი სადაც მელოდია ბრუნდება და კომპოზიციები თითქოს წრეში ბრუნავს სრულიად განსხვავდება ენერგიული და ბითით სავსე “House On The Hill”-ისაგან.

ვრცელი ორკესტრული ნამუშევარის შექმნა დიდი ხანია უკვე პიანისტის მიზანი იყო. ალბომის სადაც ჯაზ ტრიო და მელდაუს კლასუკური მუსიკისადმი სიყვარული გაერთიანდებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მისთვის. თავის სოლო ნამუშევებში მელდაუ ყოველთვის აკეთებდა აქცენტს კლასიკური მუსიკიდან მომავალ ფესვებზე, ჩაიკოვსკის და ბეთჰოვენის გავლენაზე, მაგრამ ტრიოსთან ერთად და უფრო მეტი ორკესტრთან ერთად ასეთი ნამუშევრის ჩაწერა აქამდე არ გაუბედავს.

“Highway Rider”-ზე სამუშაოდ მელდაუმ ისევ მიმართა Jon Brion-ს რომელთან ერთადაც მან ალბომ “Largo”-ზე იმუშავა. “Largo”-შიც მელდაუ ორკესტრულ არანჟირებას იყენებს, თუმცა ალბომში შესულია ძირითადად ქავერ ვერსიები სხვადასხვა პოპ/როკ შემსრულებლების სიმღერებზე და ამ დისკს არც ერთიანი კონცეპტი აქვს – გარდა ჟღერადობისა ამ კომპოზიციებს არაფერი ერთიანებს. “Highway Rider”-ს, რომელიც მართლაც რომ საუნდტრეკივით ჟღერს არარსებული ფილმისთვის, უკვე სრული, ერთიანი კონცეფცია გააჩნია, რომელიც მელდაუმ კარგად აღწერა ალბომის ბუკლეტში – “Highway Rider is a journey – a journey far away from home, and then the return home. Some of that journey is made in solitude and some of it is made with others.” ამ მოგზაურობაში ყვლა კომპოზიცია თავის როლს ასრულებს, განსაკუთრებულ მომენტს ან ემოციას აღწერს.

ალბომის გახსნა “John Boy” ფორტეპიანოს ცოცხალი რიტმით იწყება, რომელსაც ფონად Matt Chamberlain-ის პერკუსია მისდევს. შემდეგ შემოდის ორკესტრი ჩასაბერი ინსტრუმენტებით. “John Boy” შეუდარებელი ინტროა ასეთი დისკისთვის, რადგან ალბომის ჟღერადობა მთელ თავის მრავალფეროვნებაში კარგად არის გაერთიანებული ამ ლაღ და ცოცხალ კომპოზიციაში, რომელიც განგაწყობთ მთელი ალბომის მოსასმენად. შემდეგი კომპოზიცია “Don’t Be Sad” უკვე მელანქოლიური და დაბალი ტემპის მქონე ტრეკია, სადაც პირველად ჩნდება სიმებიანი ორკესტრი და საქსაფონისტი Joshua Redman, რომელიც ლამაზ მელოდიას ხატავს ორკესტრის და მელდაუს როიალის ფონზე.

პირველი დისკის მეუთე ტრეკი “The Falcon Will Fly Again” ჩემი ერთერთი უსაყვარლესი კომპოზიციაა ამ ალბომიდან, ისევ ცოცხალი ფორტეპიანოთი გახსნილი სიმღერა რედმანთან და ჩემბერლინთან ერთად კრეფს ტემპს, ივსება. თვითონ მელდაუ უკრავს მშვნეიერ სოლოს ამ კომპოზიციაში – ლამაზად ახერხებს რთულ რითმთან ერთად მელოდიური იმპროვიზაცია გაავრცოს და შემდეგ ისევ დაუბრუნდეს მთავარ თემას. შემდეგ რედმანის სოლო იწყება, ისიც ცოცხალია დახვეწილი და მოკლე, წყვეტილი ნოტებით აწყობილი. ყველაზე ძალიან კი ის მიყვარს რაც ხუთ წუთსა და ორმოცდაორ წამზე ხდება „The Falcon Will Fly Again“-ში – რითმი წყდება, და პაუზის შემდეგ ახალი რითმი იწყება ახალი მელოდიით, რომელსაც შემდეგ სიმღერით ჰყვებიან მუსიკოსები სტუდიაში. ძალიან ლამაზი და სიცოცხლით სავსე კომპოზიცია გამოვიდა, სიცილი და შეძახილები ბოლოს უფრო ნათელს ხდის იმას, რომ სტუდიაში მუსიკოსები, რომლებიც ასეთ „სერიოზულ და პარტიტურებიან“ მუსიკას უკრავენ თვითონ დიდ სიამოვნებას იღებენ იმისაგან რასაც აკეთებენ.

ერთი პირველი დისკის მეექვსე ტრეკზეც ვიტყვი და შემდეგ მეორე დისკზე გადავალ, თორე დაგღალეთ ამ დეტალური აღწერებით მგონი. კომპოზიციაში „Now You Must Climb Alone“ მელდაუ რიხარდ შტრაუსისეულ მიდგომას იყენებს ორკესტრისადმი, როცა ყოველი ინსტრუმენტი ცალკე უკრავს თავის პარტიას და  ყველა ეს პარტია ერთობლივად ედება ერთმანეთს რაც უჩვეულო, საინტერესო ჟღერადობას ქმნის. ტრადიციული ორკესტრული მიდგომა ასეთია –  სიმებიანი ინსტრუმენტები ძირითადად სექციებად არის დაყოფილი და ყოველი სექცია ერთსა და იმავე პარტიას უკრავს. აი ამის თქმა მინდოდა.

მეორე დისკიდან ერთ კომპოზიციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – “Into The City”, სადაც არავითარი რედმანი, არანაირი ორკესტრი და არანაირი შტრაუსი არ უკრავს. ეს ძლიერი რიFული კომპოზიციაა ტრიოსთვის, სადაც მელდაუ როგორც ყოველთვის როგორღაც ახერხებს მარცხენა ხელით დაუკრას იმდენი, რასაც ბევრი ორი ხელით ვერ უკრავს და Jeff Ballard-ი Larry Grenadier-თან ერთად სოცრებებს აკეთბს.

ალბომი მრავალფეროვანია და ამავდროულად ერთიანი. საუნდი “Highway Rider”-ში უფრო ნათელი და სუფთაა ვიდრე „Largo“-ში. ყველა აქცენტი სწორად არის დასმული, კარგად ისმის ორკესტრიც, რედმანიც, მელდაუც და საერთოდ ყველა მუსიკოსი. რთულია ასეთი ჩახლართული კონცეპტის და არანჟირების მქონე ალბომი იყოს დაწერილი და ჩაწერილი ისე, რომ მსმენელისთვის არ გახდეს ბუნდოვანი, მაგრამ მელდაუმ ეს მოახერხა.

ინტერვიუში ალბომისთვის მუსიკოსი ამბობს, რომ მუშაობა ალბომზე მას აიძულა იმან, რომ ეს არ არის მისი ჩვეული სამუშაო, რასაც ყოველთვის აკეთებდა და ამიტომაც საინტერესოა. “It’s so exciting to write something and have it in your head and then hear if for the first time being played by these magnificent players. It’s really an emotional experience. I’m still reeling from it.” – Brad Mehldau.

“Highway Rider”-ით მელდაუმ გამოწვევა გაუკეთა საკუთარ თავს, შეძლებდა თუ არა ჩაეწერა ასეთი დახვეწლი დისკი, ეყოფოდა თუ არა გამოცდილება და შემოქმედებითი ნიჭი. მელდაუმ ეს შეძლო. “Highway Rider” ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში, ალბომი, რომელიც ახალ გვერდს ხსნის მუსიკოსის ბიოგრაფიაში.

tracklist:

1.01    John Boy    3:11

1.02    Don’t Be Sad    8:35

1.03    At the Tollbooth    1:06

1.04    Highway Rider    7:42

1.05    The Falcon Will Fly Again    8:17

1.06    Now You Must Climb Alone    4:06

1.07    Walking the Peak    8:00

2.01    We’ll Cross the River Together    12:23

2.02    Capriccio    5:16

2.03    Sky Turning Grey (For Elliott Smith)    6:20

2.04    Into the City    7:34

2.05    Old West    8:24

2.06    Come with Me    6:15

2.07    Always Departing    6:21

2.08    Always Returning    9:52

3.01    Bonus Download: Highway Rider (commentary & demo)    9:34

http://www.bradmehldau.com/content/storybook/index.html

http://www.bradmehldau.com/

შვედური ჯაზის ტრილოგია: Esbjörn Svensson
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ჯაზი ახალგაზრდაა. ერთი საუკუნე არც ისე დიდი პერიოდია, მაგრამ საუკუნეც არეული შეხვდა ჯაზს. ეს მუსიკა ორიგინალური, ყველაფრისგან განსხვავებული დაიბადა და აღმოჩნდა, რომ მას დიდი ენერგია აქვს – საკმარისი იმისთვის, რომ ბევრი რამ შეცვალოს თავის ირგვლივ, მოახდინოს გავლენა სამყაროზე. რა თქმა უნდა მან სხვებისგანაც ბევრი ისწავლა – თეთრმა მუსიკამ შეცვალა ჯაზი – დახვეწა და სრულჰყო, შესაბამისად თეთრი მუსიკაც გაჯაზდა, უფრო თავისუფალი და მრავალფეროვანი გახდა, ბლუზის ელემენტები მიიღო. თავისი არსებობის პერიოდში ჯაზი ხშირად იცვლიდა მიმართლებას, ხდებოდა რადიკალურად ახალი ინოვაციური.

თავისი არსებობის პერიოდში ეს მუსიკა ყოველთვის ანელებდა განვითარებას, ჩერდებოდა, იცვლიდა მიმართულებას და ხშირად სიახლეებს მოკლებული თანამედროვეობას სცდებოდა. ალბათ ზუსტად ასეთი იყო ჯაზი 80იანების დასასრულს და 90იანების დასაწყისში. ამ დროს ჯაზ-როკმა და ფიუჟენმა თავი ამოწურა, გახდა არასინტერესო მსმენელისთვის. ტრადიციული, კლასიკური ჯაზი ყოველთვის კარგი იქნება, მაგრამ სიახლეები იქ ცოტაა. ყოველთვის გვეოლება კიტ ჯარეტი, რომელიც გრძელი და ლამაზი იმპროვიზაციებით ახსებს დისკებს, მაგრამ ესეც უფრო თვითმყოფადი ავანგარდია, ვიდრე აქტუალური სიახლე.

1993 წელს ჩამოაყალიბა Esbjörn Svensson-მა თავისი ტრიო და ამავე წელს გამოვიდა ტრიოს პირველი ალბომი When Everyone Has Gone. ინდივიდუალური, მელოდიური საუნდი ჯგუფს თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ მათი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. 1999 წელს მეხუთე ალბომის From Gagarin’s Point of View გამოსვლის შემდეგ „მსოფლიო ტური“ ორად-ორი კონცერტით შემოიფარგლებოდა. შვედური ტრიო ჰამბურგის ერთერთი სასტუმროს ბარში აღმოაჩინა Burkhard Hopper-მა, რომელიც შემდეგში მათი მენეჯერი გახდა.

ადამიანს რომელიც 1993 წელს 29 წლისაა უკვე ზედმეტად ბევრი რამ აქვს მოსმენილი, იმისათვის რომ უკან მიუბრუნდეს ჩარლი პარკერს. 60იანები უკვე რამოდენიმე თაობამ გამოიარა. სამმა დეკადამ სრულად შეცვალა მსოფლიო, ხალის მსოფმხედველობა და შესაბამისად მუსიკალური გემოვნება. კარგია თუ შენ ისევ ჩარლი პარკერს უკრავ, გემოვნებიანია და სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ეს ახალი მუსიკა არ არის. Esbjörn Svensson Trio-ს მუსიკა არის ამ სამი დეკადის შემდეგ შექმნილი ჯაზი, რომელშიც ისმის გავლენები, როგორც როკენროლიდან, ასევე ელექტრონული მუსიკიდა. e.s.t. უკრავდა დღევანდელ, ახალ ჯაზს, ჯაზს რომელიც დღეს ცოცხლობს და არა ჯაზს რომელიც იყო.

Esbjörn Svensson-მა თავის ტრიოსთან ერთად მოახერხა დაეჭირა ის საუნდი, რომელიც უკვე მომწიფებული იყო და თითქმის ჰაერში ტრიალებდა. ამ ჟღერადობამ შექმნა ჯაზში ახალი ტალღა, რომელსაც თავისთავად ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი და ჯგუფი მოჰყვა. e.s.t.-ს არ გამოუგონებია რაღაც ახალი მუსიკა, ეს არ იყო უსასრულო ძიება ექსპერიმენტებში, რომელსაც ძირითადად უბრალოდ არსად მიჰყავს მუსიკოსი, ამ ტრიომ მოახერხა უბრალოდ დაეჭირა ეპოქის სული და გაეჯაზებინა ის.

ელექტრონული ეფექტებით და როკული რითმებით e.s.t. ხშირად უკრავს, როგორც როკ ჯგუფი. ალბომები აწყობილია არაჯაზურად, მკვეთრად გამოხატული ერთგვარი სიმღერული წყობით კომპოზიციებში, წინ წამოწეული მელოდიით, რომელიც მისამღერივით მეორდება, რამოდენიმეჯერ. მაგრამ ცოცხლად e.s.t. სულ სხვანაირად ჟღერს – ეს ნამდვილი ცოცხალი ჯაზია, ენერგიული და იმპროვიზაციით სავსე.

2006 წლის ალბომმა Tuesday Wonderland ტრიოს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. ამ პერიოდში e.s.t.-მ სრულად მოახერხა გაეღწია სკანდინავიიდან და გამხდარიყო მსოფლიო მნიშვნელობის ჯგუფი. დიდ მნიშვნელობა აქვს ევროპული ჯგუფისთვის როცა ის წარმატებას ამერიკაში, ჯაზის სამშობლოში აღწევს.

Esbjörn Svensson-მა თავის ტრიოსთან ერთად ჯაზი შეცვალ, გამოაღვიძა, გააახალგაზრდავა და წლები ჩამობერტყა. დღეს e.s.t.-ს გავლენა ყველგანაა. 2008 წლის 14 ივნისს Esbjörn Svensson 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. არავინ იცის კიდევ რამდენად მოახერხებდა  ეს მუსიკოსი ჯაზის გაშლას. ტრიოს ბოლო სამი ალბომი სავსეა სიახლეებით და ახალი ჟღერადობის ძიებით. ყოველ შემთხვევაში Esbjörn Svensson-ის შემდეგ ჯაზი თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა.

http://www.est-music.com/

შვედური ჯაზის ტრილოგია: Jan Johansson
მოწყენილი უამინდობისგან გადავწყვიტე მუზამესთვის გამეკეთებინა შვედური ჯაზის ტრილოგია.

შვედური ჯაზის ტრილოგია იქნება სამი სტატია სამ შვედ ჯაზისტზე სხვადასხვა ეპოქიდან. შევეცადე ამერჩია თითქოს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მუსიკოსები, რომლებზე წერაც საინტერესო იქნებოდა და შესაბამისად კითხვაც.

შვედეთი ძირითადად პორნოფილმებით არის განთქმული. ვიკინგურ სიუჟეტეზე დადგმული სცენები ნებისმიერი ქვეყნის მაყურებელს უჩქარებენ გულის რითმს. ეს ყველაფერი დაახლოებით ასე გამოიყურება – მაღალი ქერათმიანი რაინდი შემოდის ოთახში თავისი ცეცხლმოკიდებული ხმლით და მის წინ იისფერ ზეწრებიან სასთუმალზე ტუჩებგაბერილი და მკერდმოშიშვლებული ქერა ქალია მიჯაჭვული, რომელიც ამ საშინელ ციხეში უკვე რამოდენიმე თვეა ჩაკეტილი. შემდეგ ალბათ გასაგებია, რომ რაინდი გოგონას გადაარჩენს და გოგონაც ვალში არ დარჩება.

ვიკინგური სიუჟეტები საერთოდ მოსვენებას არ აძლევს ამ ქვეყანას და შვედური პორნოგრაფიიდან ვიკინგებმა შვედურ მეტალში გადმოინაცვლეს, რომელიც უსაზღვროდ ბევრია სკანდინავიაში. მაგრამ არის ხალხი ვისაც ზანგების მუსიკა მოსწონს, და ეს ხალხი არც ისე ცოტაა.

საერთოდ, ვიკინგების და მიუხედავად, ჯაზი სკანდინავიაში მნიშვნელოვანი რამ არის. პოლონეთში, შვედეთში, ისლანდიაში საკმაოდ საინტერესო ფორმა მიიღო ამ ზანგური ბლუზიდან განვითარებულმა მუსიკამ. დღესაც ექსპერიმენტები და ახალგაზრდა მუსიკოსები ამ ჟანრში უამრავია, ძიება და მუსიკის ფარგლების გაშლა არ მთავრდება. ჯაზური ტალღა სკანდინავიაში დღეს და გუშინ დაწყებული არ არის, 30იანი 40იანი წლებიდანვე აიდგა ფეხი სკანდინავიურმა ჯაზმა და მალევე იპოვა მსმენელიც. ჯერ სკანდინავიაში და მერე უკვე მთელს მსოფილოში (დიდი მადლობა ინტერნეტს და mp3 ფორმატს, რომლებმაც ცხოვრება ასე აუტანლად გაგვიმარტივეს). 40იანი წლების შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად 60იანებამდე მივიდა და ბუნებრივია მთელს კონტინენტზე როკენროლი გამეფდა, რომლის ხმები ინგლისიდან შვედეთადე დარწმუნებული ვარ კარგად აღწევდნენ.  იმ დროს როცა The Beatles და The Rolling Stones იწყებდნენ ალბომების გამოშვებას, მაშინ როცა ჯაზი თავის სამშობლოშივე იცვლებოდა, ხდებოდა გაუგებარი, აგრესიული და უფრო მეტ მუსიკალურ ჟანრს იერთებდა, მიემართებოდა ბოპიდან Free ჯაზისაკენ, ხდებოდა სულ უფრო და უფრო ავანგარდული, მომთხოვნი ის ძიებაში მალე ფიუჟენამდე მივიდოდა, შვედეთში მელოტმა პიანისტმა Jan Johanssonმა გადაწყვიტა ჩაეწერა მუსიკა, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იქნებოდა ამ ყველანაირი გაგებით რევოლუციურ ტენდენციებს და შვედურ ფოლკზე აწყობილი მელოდიებით წერდა EPებს, რომლებიც შემდეგ ერთ ალბომში გაერთიანდა სახელწოდებით „Jazz på svenska“ (ჯაზი შვედურად).

Jan Johansson, რომელიც თითქმის უცნობია სკანდინავიის გარეთ და უბრალოდ ინფორმაციის მოძიებაც კი რთულია მასზე, დღესაც გავლენიანი და მნიშვნელოვანი პიანისტია შვედეთსა და მთლს სკანდინავიაში, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შექმნა ახალი მიმართულება. შვედური ფოლკის თავიდან აღმოჩენით მან მოახერხა ჯაზი გაეცოცხლებინა შვედეთისთვის. ეს მუსიკა აღარ იყო იმპორტი ოკენეს გადაღმა ქვეყნიდან, რომლის დაკვრა მხოლოდ ისე შეიძლება როგორც არმსტრონგი და გილესპი უკრავენ იქ – ემიგრანტების აშენებულ ქვეყანაში; ჯაზი გახდა შვედური, აქტუალური. თვითონ იოჰანსონი თავის მუსიკა სხვანაირად უყურებდა: „მე უბრალოდ მინდოდა საშუალება მიმეცა მსმენელისთვის, მოესმინათ ეს მელოდიები. თუ მე ამას არ გავაკეთებდი ეს მუსიკა ისევ დარჩებოდა ბიბლიოთეკების დამტვერილ თაროებზე – იქ სადაც მე ვიპოვე ის.“ „მე დავინტერესდი შვედური ფოლკით იმიტომ, რომ ეს მუსიკა ჯაზის ელემენტებს მომაგონებდა. ფოლკში დანახულმა ბლუზურმა ნოტებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მელოდიასთან ერთად ამ სიმღერებში ძლიერი რითმი ცოცხლობდა, შეგეძლო უბრალოდ დაგეკრა ეს მელოდიები. არ მინდოდა მათი რამენაირად გადაკეთება.“

„Jazz på svenska“ თბილი სიმშვიდით სავსე ნაზი მელოდიების ნაკრებია.მიუხედავად იმისა, რომ იოჰანსონი სკანდინავიის ფარგლებს გაერთ ნაკლებადაა ცნობილი და მისი სხვა ალბომების მოპოვება ძალიან რთულია „Jazz på svenska“ შვედური ჯაზის ბესტსელლერია.

„Jazz på svenska“ – ს შემდეგ, უკვე რუსული ფოლკის გავლენით, იან იოჰანსონმა ჩაწერა ალბომი „Jazz på Ryska“. ამ დისკის ჟღერადობა განსხვავდება წინა ალბომისგან, მოწვეულია მეტი მუსიკოსი, დამატებულია დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები და მუსიკაც განსხვავებულია თავის ტემპით და ხასიათით, მიუხედავად იმისა, რომ იოჰანსონი ინარჩუნებს თავის ნაზ ჟღერადობას და ერიდება ზედმეტობებს დაკვრისას.

ბოლო ალბომი, როლემიც იოჰანსონმა ჩაწერა ეს იყო რადიოშოუს ფონებად დაწერილი 46 კომპოზიცია . დისკის, რომელიც მოგვიანებით გამოიცა სახელწოდებით – Musik Genom Fyra Sekler (მუსიკის ოთხი საუკუნე) ჩაწერიდან ერთ თვეში, 1968 წლის ნოემბერში, 37 წლის იან იოჰანსონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

http://www.janjohansson.org/

It Might Get Loud
Muzame-ზე რატომღაც არაფერი დაწერილა დევის გუგენჰაიმის It Might Get Loud-ის შესახებ, არადა ამ ფილმს მუსიკასთან ასე თუ ისე კავშირი აქვს, თან არსებობს ხალხი, რომელიც ამ ფილმს დიდ და საინტერესო მოვლენად მიიჩნევს, მგონი სულ ორნი არიან, მაგრამ ფაქტია რომ არსებობენ. ფილმი ჯერ კიდევ შარშან გამოვიდა, აპრილში და აი ამ ერთი წლის წინანდელი სიახლის შესახებ ვწერ მე დღეს მუზამესთვის.

ეპიკური კამათი  ფარფლები მოერევიან თუ ზეპელინები ამ უკანასკნელი ჯგუფის გამარჯვებით დასრულდა, ეს მგონი მას შემდეგ მოხდ არაც რიჩი ბლეკმორი უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა და ველურ კატებთან სექსით დაკავებული ხანდახან ამაზრზენ ალბომებს უშვებს. თუმცა არც ჯიმი პეიჯს ჩაუწერია რამე საინტერესო აი უკვე 30 წელია. ეს მუსიკოსი კარგი მაგალითია პატარა ბავშვების დასაშინებლად – ბავშვებო ჰეროინი იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილს.

გარდა იმისა, რომ ოცდამმერთე საუკუნეში ყველა მიხვდა, რომ ზეპელინი მოერია ფარფლებს, აშკარა გახდა ისიც, რომ როკი გიტარისტების საკუთრება აღარ არის და ნებისმიერ ლეპტოპიან პიდარასტს შეუძლია აკეთოს მუსიკა და შემდეგ ამას როკენროლი დაარქვას ან პოსტ მიამატოს წინ, ან ტრიპ, ან ინდი ან ლათინური i, ყველამ იცის, რომ თუ სიტყვას წინ i უწერია ეს ნიშნავს, რომ ეს რაღაც ახალი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ყველაფრისადმი ტოლერანტული პროდუქტია, რომელსაც მაღალი სოციალური თვითშეგნება გააჩნია. მოკლედ მეოცე საუკუნის როკენროლი iRock-n-Roll-ია, უსასრულოდ პიდარასტული და ამაზრზენად ecofriendly.

ამ მეტროსექსუალურ სამყაროში ვიღაც იდიოტმა (Davis Guggenheim), გადაწყვიტა გადაეღო ფილმი გიტარისტ როკერ ტიპებზე, რომლებიც ხმამაღლა უკრავენ და ისევ აჟღრიალებენ თავიანთ გიტარებს. It Might Get Loud დოკუმენტალური ფილმია სამ გიტარისტზე – Led Zeppelin-ის Jimmy Page-ზე, U2-ს The Edge-სა და White Stripes-ის Jack White-ზე. არ ვიცი სადა ბანაობს დევის გუგენჰაიმი, მაგრამ მეტროსექსუალობისგან აშკარად შორსაა, ვინმემ Sigur Ros-ის დისკი უყიდეთ თორე დაიღუპა კაცი.

ფილმი მუსიკოსებზე და მუსიკაზეა, სამი გიტარისტი საუბრობს თავის დამოკიდებულებაზე მუსიკისადმი და იხსენებს თავის ნამუშევრებს. ცოტა show off-ში კი გადასდით, მაგრამ ვაპატიოთ, ამდენი უშრომიათ, ამდენი კარგი მუსიკა დაუწერიათ, ეხლა ცოტა თავიც დაიფასონ.

ჯიმი პეიჯი უბრალო რარიტეტია, მოსიარულე ანტიკვარიატი, რომელსაც ძველი თემების დაკვრა შეუძლია ისევ და ხანდახან სცენაზე გამოდის чтоб тряхнуть стариной.

The Edge ექსპერიმენტატორი ტიპია, რომლის მუსიკა ეფექტების გარეშე, უბრალოდ ხრიალია.

Jack White ახალგაზრდა იდიოტია, რომელიც გაუგებარ დროს გაუგებარ მუსიკას უკრავს გაუგებრად და გაუგებარია ვისთვის.

ფილმიც მთლიანად თითქოს სამი ერთმანეთში გადახლართული ნაწილისგან არის შემდგარი და სამ წამყვან ფერშია შეღბილი. ყოველ მუსიკოსს თავისი სტილი აქვს და თავისი ისტორია, რომელიც განსაკუთრებულ ფორმაშია მოწოდებული. ახერხებ უფრო ღრმად ჩაიხედო მუსიკოსების კარიერაში, შემოქმედებაში, სტილსა და ინდივიდუალობაში.

Jimmy Page იხსენებს იმ ლამაზ და კეთილ დროს როცა მუსიკა თავისუფლებას ნიშნავდა და როცა მუსიკოსები იმდენად თავისუფლები იყვნენ, რომ შეეძლოთ ერთ ღამეს უბრალოდ შემთვევით საკუთარ ნარწყევში გაგუდულიყვნენ. იხსენებს, როგორ იწერებოდა ჯგუფის ალბომები, როგორ იკვრებოდა მუსიკა ცოცხლად. The Edge თავის პედლებს აჩვენებს მაყურებელს და ამაყობს იმით, რომ კონცერტის დროს ერთსა და იმავე ეფექტს ორჯერ არ იყენებს. Jack White კიდევ რატომღაც ამაყობს იმით, რომ მეტროსექსუალურ ოცდამმეერთე საუკუნეში, სადაც ყველაფერი ძაან მოწესრიგებული და ecofriendly არის ის უკრავს ბლუზს, მუსიკას რომელიც ყველას ფეხზე კიდია და ეკოლოგიური  კატასტროფაა.

საბოლოოდ It Might Get Loud რაღაც ნოსტალგიურ ტალღაზე გაწყობს და შეიძლება წახვიდე ზეპელინის რომელიმე საყვარელი ალბომი ჩართო და გაიხსენო – თურმე რა კარგად ჟღერს ეს ჯგუფი. გახსენდება, რომ ცხოვრებას რაღაც მუღამი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება ხანდახან მაინც მუსიკა ვინამპის მაგივრად უბრალოდ CD-დან მოუსმინო, როგორც ძველ დროს აკეთბდნენ ჩვენი წინაპრები შოთა, თამარი, ილია…. გახსენდება საიდან მოდიხარ და ვისი გორისა ხარ, გინა ღვინით სავსე ჭიქით ხელში კეთილი სიყვა თქვა და თვალზე ცრემლი მოგადგეს ისევ და იქნებ ერიკ კლაპტონის Cream გაგახსენდეს კიდეც. ცოტა ამოისუნთქო და შემდეგ ისევ დაუბრუნდე პიდარასტულ რეალობას სადაც ყველა გულისამრევად კორექტულია, iროკენროლშიკები საკუთარ ნარწყევში აღარ იგუდებიან და მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 87 წელია.

და ბოლოს, იმისთვის რომ ეს სტატიაც ცოტა eco-friendly იყოს მინდა შეგახსენოთ რომ მსოფლიოში სულ რაღაც 1000 პანდაა დარჩენილი და რამეს თუ არ ვიღონებთ ეს საყვარელი ცხოველები უბრალოდ გადაშენება. დაფიქრდით სანამ დროა, დაფიქრდით…

the Bird and the Bee
the Bird and the Bee არის ინდი როკ/სინთ-პოპ დუეტი ლოს ანჯელესიდან, რომელიც შედგება –  Inara George (ვოკალი, “the Bird”) და პროდუსერ – Greg Kurstin (კლავიში, the Bee). “Ray Guns Are Not  Just A Future” – არის მათი ახალი ალბომი (2009 წლის), ამ ორმა პიროვნებამ ერთმანეთის კარგად გაცნობის შემდეგ, ჯაზის დიდი ზეგავლენით გადაცყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ელექტრო-პოპ და ბოსა ნოვას პროექტი. მათი მუსიკა ასახავს ტკბილ, ფსიქოდელიურ მზიან და ზარმაც დღეს.

3 წლის განმავლობაში გრეგის სახლში, საღამოობით ისინი სულ მუშაობდნენ მუსიკაზე, შეიდძლება ითქვას ამით გაჰყავდათ დრო… იყო თუ არა მათი ესეთი შრომა ხალხის დასანახად გათვალისწინებული? ამაზე მათ არასდროს უფიქრიათ, ისინი მუშაობდნენ თავის მუსიკაზე მხოლოდ სიამოვნების მისაღებად – რეალური მიზნის გარეშე, რომ ესიამოვნათ და ამ შემოქმედებაში “ემოგზაურათ”…

http://www.thebirdandthebee.com/

http://www.myspace.com/thebirdandthebee/