MUZAME - Online Music Magazine » სიახლე

ჯონ პიცარელის კვარტეტი თბილისში
20 მარტს თბილისი ივენთჰოლში ჯაზსერიების ფარგლებში ჯონ პიცარელის კვარტეტი უკრავდა. ჯაზსერიები თებერვალში ჯოშუა რედმანის კონცერტით გაიხსნა და წინ ჯაზის მოყვარულებს კიდევ ორი კონცერტი ელით.

ჯაზ­სე­რი­ის შემ­დე­გი კონ­ცერ­ტი  ფრედ უეს­ლი­სა და The New JB Horns-ის მონაწილეობით 24 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა, 21 მა­ისს  კი Robert Glasper Experiment-ი დაასრულებს ჯაზის საგაზაფხულო სეზონს.

რაც შეეხება პიცარელის, ის  კლასიკური ამერიკული პოპის განსაკუთრებულ შემსრულებლად უკვე დიდი ხნის აღიარეს. შესაბამისად, ივენთ ჰოლში  შეკრებილ ქართველ მსმენელს საშუალება მიეცა მოესმინა ბოსა ნოვასა და სვინგის ელემენტებით შეზავებული  კლასიკად ქცეული კომპოზიციები.

<object width="480" height="360" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/7B6cCkBfVDw?version=3&hl=ru_RU" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="480" height="360" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/7B6cCkBfVDw?version=3&hl=ru_RU" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

ლეგენდარულმა გიტარისტმა საღამო ნათ კინგ კოლის  I love you for sentimental reasons-ით გახსნა, რამდენიმე კომპოზიციის შემდეგ “ბითლზის” რეპერტუარს გადაწვდა და ასე, კონცერტის დასრულებამდე უკვე ყველასთვის ცხადი იყო, ვის კონცერტზე იმყოფებოდნენ, რა კაცია პიცარელი, ვინ მოახდინა მის მუსიკაზე გავლენა და ვისთან თანამშრომლობდა განსაკუთრებით წარმატებულად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ვან­დელ ჯაზ­სე­რი­ას TBC Status წარ­მო­ად­გენს. ყვე­ლა კონ­ცერ­ტ­ზე და­სას­წ­რე­ბი ბი­ლე­თის ფა­სი 50 ლა­რია, თუმ­ცა TBC PrimeCard, TBC Status და TBC Platinum ბა­რა­თე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სი მოქ­მე­დებს.

Teen Spirit
კოტე კალანდაძემ, ჯერ რომ Nebo CCCR-ში უკრავდა, მერე Lady Heroin-ში, ბოლო პერიოდში იშვიათზე იშვიათად რო ჩნდება კონცერტებზე, მაგრამ მაინც ყველას რომ გვახსოვს, იმიტომ რომ თავის დროზე ეფექტურად მღეროდა, “ეტა გეტოო”, ახლა 90-იანი წლების ამბებზე ასევე ეფექტური ფილმი გადაიღო.

<object width="560" height="315" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/oANVy41cL5M?version=3&hl=ru_RU" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="560" height="315" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/oANVy41cL5M?version=3&hl=ru_RU" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

ფილმში ძველი ამბები დღევანდელ თბილისშია გადმოტანილი და ამბებზე მნიშვნელოვანი ის მუსიკაა, რომელიც ეკრანიდან გესმის. ეგრეა, მუსიკოსად რომ დაიბადები, მერე ერთი ფილმით რეჟისორი ვერ გახდები. თუმცა, ფილმი აუცილებლად სანახავია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქართული მუსიკისა და კინოს მიმართ რაიმე ოდნავი ინტერესი მაინც გააჩნია.

<object width="560" height="315" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/qNSW9Q_dpWE?version=3&hl=ru_RU" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="560" height="315" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/qNSW9Q_dpWE?version=3&hl=ru_RU" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

კოტეს მუსიკის გარდა, იქვეა წერილი, ნატუკა ნაცვლიშვილი და მთელი რიგი ნაცნობი სახეები

ფილმის გვერდი Facebook-ზე

ფილმის ბლოგი

Angus Stone – Broken Brights
ავსტრალიური ოჯახური დუეტის, ანგუსისა და ჯულია/იულია სტოუნების  ერთობლივი ნამუშევრების ხანა სავარაუდოდ მხოლოდ ისტორიას შემორჩება, როგორც ამ ორი ადამიანის მუსიკალური ცხოვრების ადრეული პერიოდი. ახლა ისინი ცალ–ცალკე წერენ მუსიკას, ცალ–ცაკლე უშვებენ ახალ რელიზებს და ალბომებს. პრინციპში ლოგიკურია. გაიზარდნენ, ხალხმა გაიცნო, შეიყვარა, ტურნე ქონათ, ფესტივალებზე დაუკრეს, ბარემ მეტი დამოუკიდებლობაც, რატომაც არა.

იულია/ჯულიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან ძმაზე ადრე დაიწყო დამოუკიდებელი მუსიკის კეთება.

ანგუსიც დაფიქრდა და 2012 წელს ახალი ალბომის გამოშვებას შეგვპირდება.

ეს კი პირველი სატესტო ჩანაწერია მომავალი ალბომიდან.

<object width="560" height="315" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/s0gJPPDa1ro?version=3&hl=en_US" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="560" height="315" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/s0gJPPDa1ro?version=3&hl=en_US" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

კარგი ბიჭია ანგუსი, უბრალოდ, მიუხედავად იმისა, მარტო მღერის, დასთან ერთად, ძველ სიმღერას თუ ახალს, სულ ერთნაირ განწყობას გიტოვებს. ეს განწყობა კი იმის მიხედვით, მისადმი სიმპატიით ხართ განმსჭვალული თუ არა, შეგიძლიათ დააბრალოთ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ სტილს, ან მოსაწყენ ერთფეროვნებას. მე მაგალითად, მიყვარს და სიამოვნებით დაველოდები მის ახალ ალბომს, რომელიც შეიძლება მართლაც მოსაწყენად ერთფეროვანი აღმოჩნდეს. ვინ იცის.

ოფიციალური საიტი

Facebook-ის გვერდი

Exit – Female
როგორც ჩანს ეს პერიოდი კარგი პერიოდია ახალი  კარგი მუსიკოსებისთვის ალბომების გამოშვებისთვის.

დღეიდან შეგიძლიათ შეაფასოთ Exit–ის სადებიუტო ალბომი მოისმინოთ Urban Waves Records–ზე.

exit, იგივე ლუკა ნაკაშიძე მუზამემ 2010 წელს, ალტერვიჟენ ნიუქამერებზე აღმოაჩინა. შეგიძლიათ ნახოთ მაშინდელი ინტერვიუც.

მისი პრიველი ალბომის გადმოწერა კი შეგიძლიათ როგორც სრულიად უფასოდ, ასევე თქვენთვის სასურველი თანხის ფასად. უბრალოდ, თანხის გადახდის სურვილის ქონის შემთხვევაში თქვენ მიხვდებით, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც paypal ცოცხალი თავით არ შემოდის და ამიტომ, ალბომის უფასოდ გადმოწერა მოგიწევთ. ამისთვის კი უნდა დაელოთ გადმოსაწერ ლინკს თქვენს მეილზე.

ჯაზ სერიები დაიწყო
19 თებერვალს ჯაზ სერიების პირველი სერიის ფარგლებში საქსაფონისტი ჯოშუა რედმანი  ტრიოსთან ერთად ესტუმრა თბილისს და თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტი გამართა.

შემდეგ კონცერტებს “ისტერნ პრომოუშენი” მარტსა და აპრილში შესთავაზებს ჯაზის მოყვარულებს. ჯაზ სერიების ფარგლებში 20 მარტს  ჯონ პიზარელის კვარტეტი, აპრილში კი  ფრედ უესლისა და The New JB Horns-ი დაუკრავს თბილისში.

რაც შეეხება ჯოშუა რედმანს და მის ტრიოს, რომელმაც ევროპული ტურნე 19 თებერვლის კონცერტით დაასრულეს და ახლა ამერიკულ ტურნეს წამოიწყებენ, მართლაც არაჩვეულებრივი კონცერტი შესთავაზეს მაყურებელს. ჯოშუა სრულიად ამართლებს იმ ზედსართავს, რომელსაც მასთან მიმართებაში მუსიკალური კრიტიკოსები და მსმენელები იყენებენ. მუსიკოსი მართლაც  საოცრად ქარიზმატულია და არაჩვეულებრივად ახერხებს თავისი ოსტატობისა და ქარიზმის ისე შერწყმას, რომ საბოლოო ჯამში მსმენელები მონუსხოს. ამას ემატება მისი რეპერტუარი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა განწყობის კომპოზიციებისგან შედგება და კონტრასტების ეფექტით გამოწვეული შთაბეჭდილება ორმაგად ძლიერია.

პრინციპში ჯოშუას ეფექტი მარტივად აიხსნება, თუ გავიხსენებთ, რომ ის საკმაოდ დიდი მუსიკოსის ოჯახში გაიზარდა ( მამამისი, დუვი რედმანი ასევე ცნობილი საქსაფონისტი გახლდათ), დედამ კი სულ პატარა ასაკში ბერკლში, ანუ მუსიკის მექაში  მიიყვანა მუსიკის შესასწავლად.

ბავშვობაში შეძენილმა მუსიკალურმა უნარებმა უკვე შემდეგ საშუალება მიცა, ეთანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან, ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი, როი ჰარგრიუ, ბი ბი კინგი, ბრედ მელდაუ, მარკუს მილერი, დაიანა რივზი, მაკკოი ტაინერი და სხვები. პრინციპში თითქმის ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჯაზის ძველი ან ახალი თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. და არა მხოლოდ ჯაზის, ჯოშუას კოლაბორაცია შედგა როლინგ სტოუნზთანაც. გარდა ამისა,  წერს მუსიკას ფილმებისთვის და მართავს კონცერტებს თავისი ქარიზმით უფრო მეტი ადამიანის მოსანუსხად.

ჯაზ სერიების ამბებით იქითა თვეში შევხვდებით, მანამდე კი დაინტერესბულ პირებს შევახსენებ, პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკი საშუალებას გაძლევთ ექსკლუზიური ფასით ისარგებლოთ  TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათებით ბილეთის შეძენისას.

<object width="500" height="284" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/HYeYL1idcQk?version=3&hl=ru_RU" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="500" height="284" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/HYeYL1idcQk?version=3&hl=ru_RU" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

Modern Art+Electro Days
11–12 ნოემბერს თბილისში Modern Art+Electro დღეები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალენდარზე შეგიძლიათ ახლავე აღნიშნოთ, რომ პარასკევ საღამოს გრატო პასაჟში  მიდიხართ, შაბათს კი CAFÉ-GALLERY–ში, მერე კი მეგობრებს უთხრათ მოუყვეთ, რატომ აღნიშნეთ ეს ორი დღე კალენდარზე.

Modern Art+Electro Days–ს ფარგლებში შეგეძლებათ მოისმინოთ ქართველი და არაქართველი ელექტრო მუსიკოსები, რომლებიც მუსიკასთან ერთად ვიზუალური არტით გაფორმებულ სანახაობას გვპირდებიან. თანამედროვე არტისა და მუსიკის დღეებს ნიკაკოი, იგივე ნიკა მაჩაიძე გახსნის სწორედ ვიდეო შოუს თანხლებით. ამავე დღეს დაუკრავს ჟორჟიკაც, რომელსაც  მიხაელ შვანენი, ანუ  beachcoma ჩაანაცვლებს, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, საკუთარი ლეიბლები აქვს და ტექნო მუსიკის მოყვარულების გულთა მფლობელია.

<object width="420" height="315" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/ozdrnbql0AI?version=3&hl=en_GB&rel=0" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="420" height="315" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/ozdrnbql0AI?version=3&hl=en_GB&rel=0" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

ამავე დღეს დაუკრავს გერმანელი მელოდიური ტექნო მუსიკოსიMichaela Dippel, იგივე  ადა, რომელიც  მუსიკის კრიტიკოსების და მელომანების ყურადღებას ერთნაირად იქცევს მას შემდეგ, რაც  2004 წელს მისი სადებიუტო ალბომი, ‘Blondie’-ი გამოვიდა გაყიდვაში, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა და მასზე წერდნენ ისეთი მსხვილი გამოცემები როგორებიც არიან: New york times, Pitchfork (ამ უკანასკნელმა ‘Blondie’ 8.6 ქულითაც კი შეაფასა), მან წელს რიგით მეორე ალბომი ‘Meine Zarten Pfoten’ გამოსცა DJ Koze-ს ლეიბლ Pampa-ზე.

<object width="420" height="315" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/t-_TkOYPX4I?version=3&hl=en_GB&rel=0" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="420" height="315" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/t-_TkOYPX4I?version=3&hl=en_GB&rel=0" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

იმისათვის, რომ პარასკევი  და შაბათი საღამო მუსიკისა და ვიზუალური არტის მოყვარულებმა ნამდვილად Modern Art+Electro Days–ზე გაატაროთ,  მოტივატორად გთავაზობთ ივენთებზე მოწვეული არტისტების ნამუშევრებს.

<object width="100%" height="81" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F9002518" /><embed width="100%" height="81" type="application/x-shockwave-flash" src="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F9002518" allowscriptaccess="always" /> </object> Beachcoma – Pizzafight by Beachcoma

<object width="100%" height="81" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F2033710" /><embed width="100%" height="81" type="application/x-shockwave-flash" src="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F2033710" allowscriptaccess="always" /> </object> Jorjick – Lift 011 by jorjick

ივენთის შესახებ სხვა ინფო

ZurGi Live
ZurGi  პირველი ქართული ჯგუფია, რომელიც ნეტში შეიქმნა. ანუ, შეიძლება ითქვას, ჯგუფის წევრები, ზურა და გიო პირველი ქართველი მუსიკოსები არიან, რომლებმაც თანამედროვე ტექნოლოგიები  და სოციალური ქსელების შესაძლებლობები ყველაზე პრაქტიკულად გამოიყენეს და ამავე  თანამედროვე ტექნოლოგიებისგან შესუსტებულ/დარღვეული საზღვრები გაანულეს.

წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც მეთოდი: –ზურა თბილისიდან წერს მუსიკას, უგზავნის ჰააგაში გიორგის, გიორგი იქიდან ამატებს მუსიკას თავის დეტალებს და მერე სოციალურ ქსელებში ჩვენ ვუსმენთ დისტანციურად შექმნილ მუსიკას იმდენად კარგად ფუნქციონირებს, რომ ბენდის ანგარიშზე უკვე არის 3 იპი.

ბოლო პერიოდში ზურგის თავს დატრიალებული მოვლენებიდან ყველა საინტერესო არის ის, რომ პირველი ქარტული ნეტ ბენდი უკვე აღარ არის ნეტ ბენდი და მათ დისტანციის გარეშე უკვე ერთად შეუძლიათ მუსიკის კეთება, იმიტომ რომ გიორგი მარი უკვე თბილისშია. მანამდე კი ზურა იყო ჰააგაში და ჩვენ უკვე გაგვაჩნია მათი ერთობლივი Homelive–ის ჩანაწერები.

<object width="480" height="360" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/6gdvdpea904?version=3&hl=ru_RU&rel=0" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="480" height="360" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/6gdvdpea904?version=3&hl=ru_RU&rel=0" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

<object width="480" height="360" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/OGfN2dAWBO8?version=3&hl=ru_RU&rel=0" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="480" height="360" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/OGfN2dAWBO8?version=3&hl=ru_RU&rel=0" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

<object width="480" height="360" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/rkPNhYCTLDk?version=3&hl=ru_RU&rel=0" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed width="480" height="360" type="application/x-shockwave-flash" src="http://www.youtube.com/v/rkPNhYCTLDk?version=3&hl=ru_RU&rel=0" allowFullScreen="true" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" /></object>

უახლოეს მომავალში კი ჯგუფი კონცერტს თბილისში გეგმავს. ამიტომ, ყველას, ვისაც ჯერ არ მოუსმენია და ზეპირად არ უსწავლია მათი სიმღერები, ვისაც ზურგის გაგონებაზე სხვა ასოციაციები აქვს და ვინც ამბობს, რომ თბილისში კარგი მუსიკის მოსმენა რთულია, კეთილი რჩევა ჩვენგან: ახლავე მოისმინეთ ყველა ჩანაწერი და დაელოდეთ ლაივს.

http://soundcloud.com/zurgi

http://www.last.fm/music/ZurGi

http://www.youtube.com/user/ZurGiOfficial

MODERN MUSIC FESTIVAL
თბილისი საფესტივალო ქალაქი ნამდვილად არ არის და თუ ერთ თვეში ორი მუსიკალური ფესტივალი ტარდება, უკვე გაქვს სიხარულის საბაბი. ოფენ ეარი დამთავრდა, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი იწყება. მშვენიერი ამბავია.

მით უმეტეს, თუ იცი, რომ ორგანიზატორი ის  ჯგუფია, რომელმაც ჯერ კიდევ  90-იან წლებში ორი  იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი ფესტივალი მოაწყო, რომ მთელი მაშინდელი ქართული მუსიკალური სამყარო გააერთიანა, ახალი სახეები იპოვა, ძველებს მსმენელთან ურთიერთობის საშუალება მისცა და კარგი ფესტივალის პრეცედენტი შექმნა, ახლა კი შენი ცხელი დღეების ბოლოს მუსიკალურ საღამოებს გთავაზობს და  თანამედროვე მუსიკის ფესტივალს აწყობს, გიხარია.

ლირიული გადახვევა მათთვის, ვისაც ასაკი, მეხსიერების ხანგრძლივობა  და მელომანობის სტაჟი პირველი წინადადების ახსნის საშუალებას არ აძლევს:

1995 წელს გაიმართა ფესტივალი “ხელები”

1996 წელს ვაკის პარკში გაიმართა ერთკვირიანი ფესტივალი “ მარგარიტა”

ორივე მათგანის ორგანიზატორი იყო ჯგუფი “სანდა”.

ამ ფესტივალების მონაწილეების და მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენზე უფროს, მელომან და ხანგრძლივი მეხსიერების მქონე ადამიანებს, ვინაიდან ისინი უკვე გასული 90-იანების კუთვნილებაა, მე კი მხოლოდ ახალი ამბები მინდა მოგიყვეთ.

ლირიული გადახვევა დამთავრებულია.

20-დან 26 ივნისამდე, ათონელის თეატრში, 25-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის, სტილისა და გამოცდილების მქონე ბენდი “თანამედროვე მუსიკის ფესტივალის”  ფარგლებში კონცერტებს გამართავენ. Shusha, Play paranoid, The pulse, kanudos, The Sticklers, Radioactive, Pink pantera, Inner Voice, Kibatono, Katrine & Me, The sanda, Ani pavliashvili and Sound vision, Outsider და ა.შ,  თემატურად არიან განაწილებული თითოეული დღის საკონცერტო პროგრამაზე.  თავად ფესტივალი ყველანაირი პოლიტიკურ-სოციალური თემატიკისგან თავისუფალია და მხოლოდ  მუსიკოსების და თანამედროვე მუსიკის მხარდასაჭერად ტარდება.

ცოტნე ჩიქობავა – “ play paranoid ”

“საქართველოში არც თუ ისე ხშირად ტარდება ზოგადად კონცერტები და ფესტივალები. მუსიკოსს დიდი არჩევანის საშუალებაც არ აქვს. კი არის ფესტივალები,  სადაც გასვლას აზრიც არ აქვს, თუნდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ დღეს 15 ჯგუფი გამოდის და სრული ილუზიაა ასეთ ფესტზე რაიმე საუნდის დაყენება. ჯგუფსაც არანაირი feedback არ აქვს.

სოლო კონცერტების ჩატარება კი შეიძლება, მაგრამ რამდენი სოლო კონცერტი შეიძლება ჩაატაროს ბენდმა წელიწადში? რამდენიმე ან არც ერთი?

საკმაოდ ღრმა და რთული თემაა, ბნელით მოცული მექანიზმია.

ამ ფესტივალს  რაც შეეხება,  ჩვენი დრამერისგან, აჩიკოსგან გავიგეთ, რომელმაც გვითხრა, რომ  კაი “ზვუკუ” და აპარატურა იქნებოდა, რამაც მაშინვე დაგვაინტერესა. გვაინტერესებს, რა არის “ძალიან მაგარი ზვუკი” მგონი ეს ფესტის დევიზადაც იქცა. რა თქმა უნდა გვიხარია რო გამოვდივართ, დიდი ხანია ლაივი არ გვქნია, რაღაც მიზეზების გამო.  ახლა ვემზადებით და საკმაოდ დიდი და განახლებული პროგრამით ვაპირებთ წარვდგეთ მაყურებლის წინაშე, ვნახოთ რა იქნება.”

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრად მეტმა ჯგუფმა გამოხატა, თუმცა სივრცე და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები მეტის საშუალებას არ იძლეოდა.

გიორგი ქიტიძე  - radioactiv

“მეგობრისგან გავიგე ფესტივალის შესახებ.  მივედით და ჩვენდა სასიხარულოდ ძალიან დადებითად შეაფასეს ორგანიზატორებმა ჩვენი მუსიკა. პირველად მოგვეცა დიდი სტიმული,  გამოცდილი მუსიკოსებისგან რომ  ვისმენდით ქებას. ახლა ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ფესტივალზე კარგად დავუკრათ. აქამდე მხოლოდ პატარა კლუბებში ვუკრავდით ხოლმე. დანარჩენ დროს სულ სარეპეტიციოებში ვართ და ვწერთ “ვეშებს”. იმდენად კონცერტებზე გამოსვლაზე არ გვაქვს აქცენტი, ჯერ შემოქმედებითი მხარე გვაქვს მისახედი.

ერთი წელია რაც ვუკრავთ, რაღაც ალტერნატივის, ბრიტანული როკისა და ინდის საზავია, ბოლო დროს ელექტრონიკის სინთეზსაც ვუკეთებთ ხოლმე. ეს ჯგუფის შემადგენლობაზეც აისახა. თავიდან კლასიკური შემადგენლბა ვიყავით, დრამერი, გიტარისტი, ვოკალი და ბასი. ახლა დჯ-იც დავიმატეთ სწორედ ელექტრო ელემენტებითვის. “

პროგნოზი იმისა,  აღმოჩნდება თუ არა ეს ფესტივალიც მონაწილეთა წარმატების სასტარტო ადგილად, მის ჩატარებამდე და პრინციპში მერეც, ძნელი სათქმელია. თბილისი არ არის საფესტივალო ქალაქი და არც მუსიკალური ინდუსტრიაა დიდად განვითარებული, რაც არის, ისიც კლანურია და წინასწარ იცი, ვინ სად რას შეიძლება უკრავდეს. მუსიკოსის განვითარებისთვის კი მთავარი აუდიტორია და ხშირი კონცერტებია.

სამომავლოდ ფესტივალის ჩატარება წელიწადში 2ჯერ იგეგმება, გაზაფხულის ბოლოს თბილისში და გვიან შემოდგომით ქუთაისში , რაც სავარაუდოდ კარგი საშუალება იქნება რეგიონებში მყოფი მუსიკალური ბენდების პოპულარიზაციისთვის.

Landmark – Compass
მოისმინეთ ნაწყვეტები და გადმოწერეთ სიმღერა Compass ჯგუფის მომავალი სინგლიდან

<object width="100%" height="81"><param name="movie" value="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F12409206" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="100%" height="81" src="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F12409206" allowscriptaccess="always"></embed></object> Snippets from the upcoming double single by wearelandmark

<object width="100%" height="81"><param name="movie" value="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F12659397" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="100%" height="81" src="http://player.soundcloud.com/player.swf?url=http%3A%2F%2Fapi.soundcloud.com%2Ftracks%2F12659397" allowscriptaccess="always"></embed></object> Landmark – Compass by wearelandmark

Download: mp3, FLAC

ტანია მარია, ანუ Bravo Records-ი გახსნილია
17 მარტს,  კომპანია “Bravo Records”-ის გახსნასთან დაკავშირებით, ტანია მარიამ კონცერტი გამართა. ეს მისთვის საქართველოში გამართული მეოთხე კონცერტი იყო.

ტანიამ სარეცხი გაფინა, თმები იქვე, სვეტას სალონში შეისწორა, ზარდახშიდან ახალგაზრდობისდროინდელი საყურეები ამოიღო, ახალ წელს საჩუქრად მიღებული სუნამო იპკურა, გასაღების ორჯერ გადატრიალებით კარი ჩაკეტა და პირველივე ცარიელი ტაქსიში ჩაჯდა.

ტანიამ მძღოლს უთხრა სამ ლარად ფილარმონიათანო, ღვედი გაიკეთა, საათს დახედა და დასარტყამზე რომ ენერგიული ბიჭი ჰყავს ბენდში, იმას დაურეკა, სად ხართო. იმან, მოვედით უკვე, გელოდებითო.

ტანიამ შედით თქვენ და დალაგდით, მეც  2 წუთში მოვალო.

ტაქსისმა, 2 წუთში კი მიხვალ ქალბატონო, მაგრამ მას შემდეგ, შენ რომ ბოლოს დაადექი ფილარმონიის გზას, ბენზინი გაძვირდა და ბავშვები წელს ერთხელაც კი ვერ ავიყვანე გუდაურშიო, წუწუნი წამოიწყო.

ტანიამ იფიქრა, –  კონცერტის წინ მოწუწუნე ტაქსისტიღა მაკლდა, ისედაც მთელი დღე იმას ვფიქრობ, სიმღერები რა თანმიმდევრობით დავაწყო  და იმ ბიჭის ჩართვა ამ საქმეში კაი იდეა იქნება თუ არა, ქალს აღარ ვგავარ უკვეო.

ტანიამ ტაქსისტს ყურადღება არ მიაქცია, სამი ლარი მონეტებით გადაუხადა და არც კი დაემშვიდობა.

ეგ არაფერი, ტანია, რამდენიმე წუთში შენ სცენაზე იქნები, ტაქსისტი კი  სულ ბუზღუნით იქნება დაკავებული.  მას ტაშს არავინ დაუკრავს, არც იმას ეტყვიან, ეს რა  სასიამოვნოდ მხიარული ბრძანდებიო და არც იმას, ამ შენი ფრიალა, ყვავილებიანი კაბით ისედაც მოსული  გაზაფხული უკეთ შეგვაგრძნობინეო.

ეგ არაფერი,  ტანია, შენ ახლადდაფუძნებული ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნის პატივი გაქვს, მთელი ფილარმონია გელოდება და წინასწარი რეკლამა-ანონსი თვით ნინი ბადურაშვილმა გაგიკეთა

ეგ არაფერი,  ტანია, შენ აქ უკვე შინაური ხარ, იმდენად შინაური, რომ მე, მაგალითად,  მგონია, აქვე სამგორში ცხოვრობ, კონცერტის წინ სარეცხს ფენ და თმებს სვეტასთან ივარცხნი.  არადა, ამხელა ჯაზ შემსრულებელი ხარ,  ყველა მეორეს უყვარხარ, ყველა მესამე შენ რომელიმე კონცერტზე მაინც უსათუოდ არის ნამყოფი და ყველა მეოთზე დაქალოშკებთან ჭეშმარიტი მწუხარებით თვლის ყოველ ჯერზე იმ მიზეზებს, რის გამოც შენს კონცერტზე ვერ მოვიდა.

ეგ არაფერი, ტანია, შენ აქ უკვე იმდენად შინაური ხარ, რომ შეგიძლია შეგვახსენო სცენიდან, რომ კარგი ხალხი ვართ და კარგი მუსიკა გვაქვს, შეგიძლია, გვითხრა, რომ კონცერტებზე მხიარულებაა საჭირო და ისიც კი შეგიძლია, შენი საკუთარი ბენდის წევრები რამდენიმე წუთით ქართველი გიტარისტით ჩაანაცვლო. ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე.

ეგ კი არა, ისიც კი შეგიძლია, მთელი კონცერტის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე  მიაქციო ყურადღება, არ იფიქრო იმაზე, რომ ყბადაღებული ჰიტებით კონცერტის დაწყება რამდენად კარგი იდეაა, ”Bésame Mucho“-ს  აბორიგენები რადოი ფორტუნას ეთერშიც მოისმენენ, შენგან იქნებ რამე სხვა უნდათ?

ხოოდა, ვინაიდან შენ ამდენი რამე შეგიძლია და ასეთი კარგი ხარ, შევწყვეტ შენთან ლაპარაკს და იმ ხალხს ვეტყვი, ვისაც აინტერესებს რა მოხდა 17 მარტს ფილარმონიაში, რომ: კონცერტი, რომელიც “Bravo Records”-ის გახსნის აღსანიშნავად ჩატარდა,  იმაზე დუნედ ჩატარდა, ვინმე ალბათ ვიდრე ელოდა. ტანიას მაყურებლების არსებობა მხოლოდ შიგადაშიგ ახსენდებოდა. მაყურებელიც დიდად არ განიცდიდა, ბრაზილიური ტემპერამენტის მაგივრად ემოციების დეფიციტი რომ დახვდა. ეგ არაფერიო, იფიქრეს ალბათ. ვინც არ იფიქრა, კონცერტის დამთავრებამდე დატოვა დარბაზი და ივენთის სპონსორების მიერ შემოტავაზებული  ღვინითა და ლუდით ჩაანაცვლა ბრაზიულიელი მომღერალი.

კონცერტზე ტანიას ბენდის გარდა დაუკრა, ქართველმა შემსულებელმა გია ფეიქრიშვილმა, რომელიც მე მაგალითად, მაგთი კლუბიდან მახსოვდა. კონცერტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბისის შემდეგ შესრულებული სიმღერა აღმოჩნდა. რამდენიმე წუთით ყველა მიხვდა, რომ სცენაზე სამხრეთელი ტემპერამენტიანი ქალი სამგორელი მარია არ იყო.

კითხვა, რომელიც კონცერტამდეც მაწუხებდა, კონცერტის შემდეგაც უპახუხოდა დარჩა.  კიდევ ვის ჩამოყვანას აპირებს ”Bravo Records”-სი უახლოეს პერიოდში ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ტანია მათთან ითანამშრომლებს და “Bravo Records”  კი მუსიკალური ბიზნეს კომპანიაა და აერთიანებს ხმის ჩამწერ სტუდიას, მუსიკალურ გამომცემლობას, ხმის ჩამწერ კომპანიას (Record Label) და აპირებს მუსიკოსების კარიერის მენეჯმენტისა და საავტორო უფლებების მართვის მიმართულებით მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.