‘ახალი რელიზები’ კატეგორიის არქივი

Artist: Okinawa Lifestyle
EP: Lazy Friend You Move So Fast
Release Date: 25 July, 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

We have stayed in the future

გიგიმ და დათომ ულვაშები მოუშვეს და მერე ახალი EP-იც გამოუშვეს(როგორ გავრითმე :დ) და მერე ეს EP უფასოდ გვაჩუქეს (მაგრამ არა ისე, როგორც ბიძიებს ჩუქნიან ხოლმე ქუჩაში სახელებს “ლამაზი გოგონები”)

last.fm-ზე შაუთებს ვკითხულობდი გუშინ, მას შემდეგ რაც მივხვდი რო უკვე გაჭედილი მქონდა ამ EP-ზე, და ერთი, მგონი ამერიკელი, სიტყვით გამოდიოდა ესენი “იტყუილებიან” ოკინავადან არ არიანო და მერე ვიღაცამ (ის სადური იყო აღარ მახსოვს)  “who cares”-ო მიწერა, მთავარია მაგრები არიანო.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: The Morning Benders
Album: Big Echo
Release Date: March 9, 2010
Label: Rough Trade Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბუნდოვნად მახსოვს, მამაჩემი როგორი აღტაცებით მიხსნიდა, თუ რა მაგარი ნაწარმოები იყო რაველის ბოლერო. განსაკუთრებით ინსტრუმენტების შესვლა მოსწონდა – ნელ-ნელა, თითო-თითოდ. მაგრამ მე მაშინ ბრიტნი სპირსის აუოზბორნთუმეიქიუჰეფიზე უფრო მბურძგლავდა.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Catch The Clouds
Album: Nobody At Home
Release Date: 06 June 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ცნობილი ფაქტია რომ ბეთხო Play Paranoid-ის პროდუსერი იყო და მათთან ერთად ალბომზე მუშაობდა შარშან, მაგრამ მისი და გიორგი არზიანის ღია პროექტის, Catch The Clouds-ის შესახებ ბევრმა არ იცის. ნეტში მგონი რამოდენიმე სიმღერა იყო გავრცელებული და რამოდენიმე ტრეკიც სპეისიდან შეგეძლოთ მოგესმინათ. დღეს ინტერნეტ ალბომი Nobody at home გამოქვეყნდა.

განვაგრძოთ კითხვა

Through The WindowArtist: SayCeT
Album: Through The Window
Release Date: 22 March, 2010
Label: MVS Records

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2010 წელთან ერთად ეს ალბომი აუცილებლად გამახსენდება, არა იმიტომ, რომ ადვილი და სასიამოვნო მოსასმენია, არც იმიტომ, რომ ვოკალი ესე ძალიან უხდება ელექტრონიკას, არამედ სუნით, სუნით, რომელიც ოთახში ყოველი მოსმენის დროს იგრძნობა.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Keith Jarrett And Charlie Haden
Album: Jasmine
Release Date: 12 May 2010
Label: ECM

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბავშვობაში ყველას გვიფიქრია, ნეტა როგორი იქნება ფილმი სადაც სილვესტერ სტალონე, ბრუს უილისი, დოლფ ლუნგრენი, კალიფორნიის აწ გუბერ(ტერმი)ნატორი და ჯეტ ლი ბოროტებას ერთად ებრძვიან? სილვესტერ სტალონემ ეს მითი რეალობად აქცია. მსგავსი ეპიკური შერკინებები დიდი იშვიათობაა, და ძირითადად დიდი ნაგავი გამოდის ამ გრანდიოზული წამოწყებებიდან, მაგრამ ფილმს დაველოდოთ. გაუგებარი მოლოდინი გამიჩნდა როცა დავინახე კიტ ჯარეტის და ჩარლი ჰეიდენის ერთობლივი ალბომი. წარმოიდგინეთ ერთ მხარეს ჯაზის მონუმენტური ქანდაკება, კიტ ჯარეტი და მეორე მხარეს ჩარლი ჰეიდენი, კონტრაბასისტი რომელიც Free Jazz-ის ფესვებთან იდგა. საინტერესოა არა? მიმიქარავს სტალონე.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Okinawa Lifestyle
Album: Naha
Release Date: 12 March, 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10

ის ჭორები, რომ Okinawa Lifestyle უცხოპლანეტელების პროექტია და მათ გონებას შორეული პლანეტიდან მართავენ ტყუილია. თუ Levan-ს თუ შემოარევერსებთ და შეანელებთ უოთერგეითის ჩანაწერიდან დაკარგულ თვრამეტნახევარ წუთსაც ვერ გაიგებთ, კენედის სიკვდილთანაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ ჯგუფს და ექიმი ჰაუსის სიუჟეტებს დათო ნამდვილად არ წერს, თუმცა გიგი წერს თუ არა ზუსტად არც მე ვიცი.

განვაგრძოთ კითხვა

დღეს გამოქვეყნდა Okinawa Lifestyle-ის ახალი ინტერნეტ ალბომი Naha

ალბომის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ჯგუფის  ბლოგიდან http://okinawalifestyle.blogspot.com

Okinawa Lifestyle არის დათო დათუნაშვილი და გიგი ჯიქია

DOWNLOAD

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Brad Mehldau
Album: Highway Rider
Release Date: 16 March, 2010
Label: Nonesuch Records

შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10

ბრედ მელდაუ თანამედროვე ჯაზის სამყაროში ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. ამერიკულ ჯაზში მუსიკოსი ყოველთვის ტრადიციის და კლასიკური ჯაზის (ა)ჩრდილებით იქნება შემოსაზღვრული, მას ყოველთვის მიაძახებენ – “კარგი ხარ ბიჭო, მაგრამ მე მახსოვს მონკი როგორ უკრავდა და შენ ახლოსაც ვერ მიხვალ მასთან.” შესაბამისად რთულია დაიმკვიდრო ადგილი ჯაზში. სოლო კარიერის დაწყებამდე სხვადასხვა ბენდში უნდა იმუშაო, სხვადასხვა მუსკოსებთან დააგროვო გამოცდილება. ერთი წარმატებული და საინტერესო ალბომით შორს ვერ წახვალ, არაფერს მოგცემს. რამოდენიმე მსმენელი გამოგიჩნდება, შეიძლება „იმედისმომცემი“ მუსიკოსის სტატუსს გაარტყა კიდეც, მაგრამ “მნიშვნელოვანი ფიგურა” ეს უკვე სხვა სტატუსია, მოინდომე, დაიხვეწე, იმუშავე და რა იცი ერთ დღესაც შეიძლება ვიღაცამ დაწეროს Jazz Times-მა, ან Allaboutjazz-მა, ეს ბიჭი (ან გოგო, თუ გოგო ხარ) “მნიშვნელოვანი ფიგურააო”.

განვაგრძოთ კითხვა

Tbilisi alter/vision-ისთვის მზადება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო და  2009 წლის ოქტომბერში  ჯერ შესარჩევი  showcase გაიმართა, სადაც 23 ჯგუფი მონაწილეობდა, მათგან შერჩეულმა 12-მა ( Ketrine&Me, The Georgians,  Mirror Illusion
Me and My Monkey,   პორნოპოეზია, Defenders of Tanelorn,  ABC, Georgian Version,The Forest, Vitamin, Rema,  Sanda) კი 25  ოქტომბერს სპორტის სასახლეში კონცერტი გამართეს.

სწორედ  მათგან 8 ჯგუფი იქნება 14 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში,  ფესტივალი Tbilisi/alter/vision  -ის ფარგლებში გამართულ  კონცერტზე-Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers, სადაც ახალბედა ჯგუფებთან ერთად 8 ქართველი ვარსკვლავიც მიიღებს მონაწილეობას ( მართალია სადაოა,მონაწილე ვარსკვლავთა ვარსკვლავობის საკითხი, მაგრამ მაინც ).

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Massive Attack
Album: Heligoland
Release Date: February 8, 2010
Label: Virgin

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

8 თებერვალს ბრისტოლურმა დუომ Massive Attack რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი Heligoland გამუშვა. ინტერნეტში არ დარჩა მუსიკასთან დაკავშირებული საიტი რომელზეც ამ ალბომზე არ დაწერილა. ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, უბრალოდ  გადავწყვიტე რომ ეს ხმაური ჩაივლიდა და მერე მომეყოლა, რას ვფიქრობ მასზე.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.