ბენდის ბოლო ალბომმა “High Violet” National-ზე კი არ გამაჭედვინა, არამედ დამავიწყა ყველა სხვა მუსიკოსი ქვეყანაზე. ავი ძაღლივითაა – თუ ამ ჯგუფს არ ვუსმენ, სიჩუმეში ვზივარ.
რა იცოდნენ 1999 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული ჯგუფის წევრებმა, ასე რო დამემართებოდა. დადიოდნენ თავისთვის კოლეჯში ძმები აარონ და ბრაის დესნერები და სკოტ და ბრაიან დევენდორფები. მანამდე, 1991 წლიდან, მეთიუ ბერნინგერი ჩალიჩობდა რაღაცეებს თავისთვის.
როდესმე გიფიქრიათ რომ მაშინ, როცა ცუდად იყავით, საქმე არაფერი გქონდათ და მთელ თბილისში საშინლად მკვდარი გარემო იყო, დაკვრას დაიწყებდით და ჩინელ გოგონებზე, რობოტებზე და სიზმრებზე ტვინში არსებულ ბაზისს ტრეკებად აქცევდით?
როდესმე გიფიქრიათ რომ მუსიკა კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა ისევე, როგორც ცეკვა ტრანსში ჩავარდნის, და საერთოდ, კარნავალი და ომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს?
ან ის, რომ გრანჟის და მეტალის დამკვრელი ფარჩილა, ყველა ჟანრში ბედის მცდელი გრინჩი და არალეგალი კოსმონავტი ზომბი ვაკეში, ერთ პაწაწუნა სტადიონზე ნახევრად დაფუშული ბურთით ფეხბურთს ითამაშებდნენ?
თუ პირველ ორ კითხვაზე პასუხი არაა, მაშინ თქვენ ნამდვილად ვერასოდეს შექმნით ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ერქმევა. სამაგიეროდ თქვენ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ინტერვიუ ჯგუფთან, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ქვია.
თუ მესამე კითხვაზე თქვენი პასუხი არაა, მაშინ თქვენ არ ხართ ნასტასია მუზამედან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ ინტერვიუ უნდა წაიკითხოთ, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ჰქვია.
სტია იგივე ნათია სართანიაა. პიანისტი იყო, მერე “ელექტრონავტი” გახდა, კლასიკური მუსიკის ელემენტები დღემდე ისმის მის ტრეკებში. მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს, აი, ისეთს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის. არც ისე ხშირად ჩნდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით მიზეზი აქვს, მერე გააქტიურებას გვპირდება. აგვისტოში მეორე შვილი ეყოლება და მერე უფრო ინტენსიურად დავიწყებ მუსიკალურ ცხოვრებასო.
თავიდან მარტო ზურა იყო და სარეპეტიციოში სხვადასხვა ხალხთან ერთად უკრავდა. მერე იმ ხალხიდან რამდენიმესთან ერთად ჯგუფის გაკეთება გადაწყვიტა. ჯერ Jam-ების დაკვრით ვარჯიშობდნენ, ჩამოყალიბების პროცესში ორი სხვადასხვა შემადგენლობა იყო, მერე მიხვდნენ, რომ მუსიკას, რომელსაც იქ აკეთებდნენ, ზუსტად ის ოთხი კაცი ჭირდებოდა, რომელსაც ახლა ჯგუფი “Sour skin” ქვია.
“ჩვენ აღარ შევიცვლებით. თუ შევიცვალეთ, მერე ჯგუფის არსებობას აზრი აღარ ექნება. ეს ჩვენი მუსიკაა და სხვა ასე ვერ გააკეთებს. დრამერი შევიცვალეთ ახლახანს, ახალი დრამერი გვყვავს, მაგრამ დრამი ზოგადად ისეთია, ადვილად ხდება ხოლმე ჯგუფთან შეთავსება და ჩვენიდან რომელიმე რომ წავიდეს, აზრი აღარ ექნება ჯგუფის არსებობას, ისეთ მუსიკას ვეღარ დავუკრავთ. რასაც ახლა Sour Skin უკრავს.”
სერგისთან ინტერვიუს გაკეთებას თითქმის იმდენივე ხანია, რაც ვგეგმავ, რაც მუზამე არსებობს. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მუსიკაზე სასაუბროდ ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური ადამიანია. ამას დაემატა მუსიკალური ჟურნალების დღე და ელექტრონავტების დაჯილდოების ცერემონიალი და მივხვდი, რომ გეგმების შედგენის მაგივრად, კითხვები უნდა მომეფიქრებინა და სერგისთვის მიმემართა. ვფიქრობ, ინტერვიუ, თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდება.
როგორი იყო ოზონზე მუშაობის პროცესი? რის მიხედვით ირჩეოდა რუბრიკები, სტატიები, თემატიკა?
“ოზონის” იყო ჟურნალი, რომელსაც ალბათ ყველა მელომანი კითხულობდა, მუზამეზე ერთმა დაგვიწერა, თვეში ერთხელ გადმომაქვს ძველი ნომრები და ვათვალიერებო.
შენი, როგორც რედაქტორის აზრით, რა იყო ის მთავარი მისია, რაც ჟურნალმა შეასრულა?
როგორც ყველა ჩვეულებრივ ჟურნალს, მისია ქონდა ის, რომ რაც შეიძლება მასშტაბურ მკითხველზე გავსულიყავით. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმ პერიოდისთვის არაფერი მსგავსი სახის გამოცემა არ არსებობდა.
თავიდან ცალ-ცალკე აკეთებდნენ მუსიკას. ტეტე ,, The Neverland”-ში უკრავდა, გაჩა კი ,,Vietnam Radio’’-ში. მერე შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთის მუსიკალური ხედვა მოიწონეს და ერთად გადაწყვიტეს მუსიკის კეთება. 2007 წლიდან ერთად უკრავენ ბენდში, რომელსაც ,,Me And My Monkey’’ ქვია. ხშირად ჩნდება კითხვები, რომელია მე და რომელი მაიმუნი, ან საერთოდ რა შუაშია მაიმუნი მუსიკასთან.
მაიმუნი, რა თქმა უნდა, არც ერთია. ერთი სანდრო ჩინჩალაძეა და მეორე გაჩა ბაქრაძე, მაიმუნი კი სანდროს პროცესორზე მიკრული სტიკერია, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა, სანამ ისინი ერთად დაიწყებდნენ მუსიკის კეთებას.
17 აპრილს მსოფლიოს ნორმალურ ქვეყნებში მუსიკალური ჟურნალების დღეს აღნიშნავენ ადამიანები. ყველაზე ლეგენდარული მუსიკოსები ლეგენდარულ ჩანაწერებს აკეთებენ სპეციალურად ამ დღისთვის, ხმის ჩამწერი სტუდიები საქველმოქმედო აქციებს აწყობენ და ზოგადად, ადამიანებს წელიწადში ერთხელ უხარიათ, რომ არსებობს მუსიკალური ჟურნალები.
ჩვენ ქვეყანაში მარტო სიყვარულის და გლოვის დღეები აღინიშნება და კიდევ, ბევრნაირი ახალი წელი. მუსიკა ყველას უყვარს და ჟურნალი ყვითელი უნდა იყოს, ან ,,ცხელი შოკოლადი”.
გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ნორმალურ ქვეყანას ვერ ავაშენებდი ცოცხალი მუსიკალური ცხოვრებით და ერთმანეთზე საინტერესო პერიოდული გამოცემებით, ვერც ლეგენდარულ მუსიკოსებს გამოვიგონებდით ლეგენდარული ჩანაწერების გასაკეთებლად, გადავწყვიტე, სპეციალურად ამ დღისთვის მუზამეზე იმ ადამიანებთან გამეკეთებინა ინტერვიუ, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურებად ითვლებიან მუსიკალურ ჟურნალებთან მიმართებაში.
სალომე კორკოტაშვილი, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა ქონდა, მსმენელს და აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ბევრი გეგმები აქვს და მის კონცერტებს პაუზის შემდეგაც იმდენივე ხალხი ესწრება, რამდენიც თავიდან, გამოჩენისას.
ორი დღის წინ მაგთი კლუბში ქონდა კონცერტი, დღეს კი კლუბ 33ა-ს ამფითეატრში.
მუზამეს ექსკლუზიური ინტერვიუ და ფოტორეპორტაჟი ამფიტეატრში გამართულიკონცერტიდან:
Beach House, ცნობილი ამერიკული Dream Pop დუეტი, წარმოშობით ბალტიმორიდან არის. მათი სადებიუტო ალბომი “Beach House” 2006 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჯგუფის პოპულარობა საგრძნობლად იზრდება. შარშან ჩაწერილმა მეორე ალბომმა, რომელსაც “Devotion” ჰქვია, ალექსს და ვიქტორიას უფრო მეტი წარმატება მოუტანა. MGMT-ისა და Grizzly Bear-ის წევრები მათ საყვარელ ჯგუფად სწორედ Beach House-ს ასახელებენ და საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაც აქვთ მათთან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი 2010 წელს, კერძოდ 26 იანვარს, ახალ ალბომს უშვებს. მას სახელად “Teen Dream” ჰქვია და CD-სთან ერთად DVD-იც მოჰყვება. “Norway” – სადებიუტო სინგლი ალბომიდან უკვე უფასოდაც განთავსდა ჯგუფის ვებ-საიტზე.