MUZAME - Online Music Magazine » ფესტივალი

ჯაზი – მასობრივი და მასშტაბური
მეხუთე, საიუბილეო  შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ციფრები თავიდანვე შთამბეჭდავი იყო: 200-მდე ქართველი და უცხოელი მონაწილე, 4 სცენა და ჯაზისთვის გამოყოფილი სრული 6 დღე, რომელთა ნაწილი  მასობრი

ვი და უფასო კონცერტებისთვის იყო განკუთვნილი.

ფესტივალის პროგრამა ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც ბათუმური ამინდი და დამსწრე საზოგადოების სამოსელად გამოყენებული ფარჩა აბრეშუმი.  შეგეძლო მოგესმინა როგორც კლასიკური, ინსტრუმენტალური ჯაზისთვის, ასევე ფანკისთვის, რეგეისთვის, პოპ-ბლუზისთვის, სასულიერო მუსიკისა და ელექტრონული ჯაზური ექსპერიმენტებისთვის.მოდით, ამბები რომ უფრო საინტერესო იყოს, შევავსოთ ტესტი. სანამ ამბავს ბოლომდე მოვყვები, გეცოდინებათ ვინ ხართ თქვენ.თქვენ სრულიად არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ იმის შესახებ, გიყვართ თუ არა ჯაზი, უბრალოდ ბათუმელი დამსვენებელი ხართ, ბულვარის გავლით პლიაჟზე მიდიხართ და ერთი სული გაქვთ როდის გაგრილდებით? გაგრილების პერსპეტივა დროში გეწელებათ, იმიტომ რომ ბულვარში თქვენ ხვდებით გადასარევ გერმანელ მუსიკოსებს, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის და თქვენნაირებისთვის ცეკვავენ,მღერიან, ენერგიით გავსებენ, მთელი ინსტრუმენტები ლოკოკინებივით ზურგით დააქვთ და ისე იქცევიან, თითქოს სიცხე არც აწუხებდეთ. გადასარევი ხალხია მოკლედ. თქვენ ჩერდებით, უსმენთ, გიტკბებათ, თვალებით ეძებთ დამსწრე საზოგადოებაში ვინმე ავტორიტეტულს და ეკითხებით სად იგეგმება კიდევ მსგავსი კონცერტი.

იმის მიხედვით რამდენად სწორად შეასჩიეთ ავტორიტეტული ინფორმატორი, თქვენ ინაცვლებთ შემდეგ კატეგორიაში.თუ თქვენ არასწორად შეარჩიეთ ინფორმატორი, მიდიხართ ბულვარში, სადაც უკრავს თბილისის ბიგ ბენდი თაკო გაჩილაძეებთან, ბორის ბედიებთან, მარიკო ებრალიძეეებთან და სხვა ეგეთ ხალხთან ერთად, (მაგ პროგრამას კავკასიის მეორე ჯაზ ფესტივალზე მოვუსმინე და მაშინაც ძლივს გადავიტანე, მეორედ გამოჩენა კი უკვე პრეცედენტის  შექმნა კი არა, აქ ამ სივრცეში თავიანთი ადგილის დაკანონებაა, რასაც მე მაგალითად სიხარულითივ ვერ ვხვდები) და თუ ბედმა გაგიღიმათ და კარგი ინფორმატორი შეგხვდათ, ხვდებით ნებისმიერ სხვა კონცერტზე. ბედის გაღიმება-არგაღიმება ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებების მიხედვით არის განაწილებული. სხვას შეიძლება ასეთი მძლავრი ანტისიმპატია სულაც არ ქონდეს.გიყვართ ჯაზ ფიუჟენი? გადასარევი, მაშინ გეტყვით რომ ფესტივალში მონაწილეობდა გენიალური ამერიკელი გიტარისტის, სტენ­ლი ჯორ­და­ნის ტრიო და ამა­ვე ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბენ­დი Yellowjackets-ი, რომელთაც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილე აქვთ. ისინი ერთსა და იმავე წვიმიან დღეს გამოდიოდნენ და უნდა ითქვას, რომ მუსიკის სიყვარულმა ბევრად აჯობა ბუნებრივ მოვლენებს.  პიაცაზე შეკრებილი მსმენელი თავსხმა წვიმაში ბედნიერი სახეებით უსმენდა.

”ყვითელ ჯაკეტიანების” შემდეგ კი წითელ პერანგში გამოწყობილი სტენლი ჯორდანი და წვიმა ერთად გამოვიდნენ ასპარეზზე და უნდა ითქვას, რომ თუ პროგრამას არ ჩახედავ და არ გაიხსენებ, რომ ეს ბიჭი ამერიკიდან ტრიოსთან ერთად არის ჩამოსული, მისი კომპოზიციების მოსმენისას, არც კი გაგახსენდება რომ სცენაზე მის გარდა კიდევ ვინმე უნდა ავიდეს.იმდენად სრულყოფილი და სავსეა ამ ადამიანის მუსიკა, რომელიც ერთნაირი ოსტატობით უკრავს როგორც გიტარაზე, ასევე კლავიშზე, გგონია, სხვა ინსტრუმენტებმა აქვე, შენ თვალწინ დაკარგეს ფუნქცია, მაგრამ ეფექტი ბუნებრივია მაშინვე იზრდება, როცა  ბასი და დრამი ერევა საქმეში.

ყველაფერი იდეალურად არის მანამ, სანამ, წუხდებით წუხდებით წვიმის გამო და გადაწყვეტთ, რომ წვიმა ძალიან გიშლით ხელს ამ გადასარევი ადამიანების მოსმენაში, მიდიხართ იქვე, საწვიმრის საყიდლად და ერთდროულად დგებით ორი სიურპრიზის წინ: საწვიმრების შეზღუდული რაოდენობა უკვე გაყიდულია და ის,რაც გაიყიდა, სულაც არ ჭირდა სიმბოლური 1 ან ორი ლარი. ასეთ დროს წესით ორგანიზატორებისგან მეტ სიკეთეს ელოდები კაცი გაწუწული ადამიანი.  მაგრამ მხოლოდ ელოდები.

თუ თქვენ კლასიკური ჯაზის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენ გვყვავს გადასარევი ქართველი მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც წელს უკვე მეორედ სტუმრობდა ბათუმის ჯაზ ფესტივალს გაზრდილი შემადგენლობით. შარშანდელი ტრიო წელს სეპსტეტად  იქვა,  ბექას სოლოებიც უფრო ზრდასრული და ნაკლებად ამბიციური იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიჭი სრულიად ამართლებს იმ მოლოდინს, რაც მასთან დაკავშირებით არსებობს.და ვინაიდან ქართველ მუსიკოსებზე ჩამოვარდა სიტყვა, იმასაც გეტყვით, რომ ბექას გარდა ფესტივალში მონაწილეობდა ლე­ვან ჩი­ჩუა და Space Jam, ილუ­შა ცინ­ცა­ძე მეუღლესთან ერთად და ბენდის გარეშე,  ბერკლის სტუდენტის ბა­ჩა მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ჯაზ­კ­ვინ­ტეტი და  T. Blues Mob-ი. ეს უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში მოღვაწეობს, ბათუმში კი მსმენელების წინაშე სრულიად ახალი რეპერტუარით, ანუ 12 ახალი სიმღერით წარსდგა.

თქვენ თანამედროვე ადამიანი ხართ, გიყვართ ექსპერიმენტები და სიამოვნებით უსმენთ ელექტრო მუსიკას? არაჩვეულებრივი. მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ბათუმში რამდენიმე დღის წინ ლიტ­ვური Brassbastardz, ამე­რი­კუ­ლი-ი და ლე­რა გე­ნე­რი­სა და ალექ­სეი პო­პო­ვის პრო­ექ­ტი უკრავდა.  Project Logic ფესტივალის ბოლო დღეებში კლუბ თეიქ ფაივშიც უკრავდა  და პიაცაზეც დაუკრა. მიუხედავად მისი უკიდურესად ხარისხიანი მუსიკისა, პიაცა შეუსაბამო ადგილი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, კლუბში უფრო სასიამოვნოდ ისმინებოდა.

რაც შეეხება ლერა გერნერს,  ლამის ფესტივალის აღმოჩენად ვაღიარე, იშვიათად მინახავს ასეთი ეფექტური ქალი ვოკალისტი, რომელსაც შეუძლია აიყოლიოს პუბლიკა, რომელსაც მისთვის მანამდე არასოდეს მოუსმენია, გაგაკვირვოს  გულწრფელი მადლობებით და კონცერტისას გზადაგზა ლექსები იკითხოს.  მაინცდამაინც სახლში მოსმენას და ინტერესის ისე დაკმაყოფილებას ნუ შეეცდებით, ინტერნეტში საკმაოდ უხარისხო ჩანაწერებია და ოფიციალური საიტიც დიდად ვერ აღგაფრთოვანებთ. თუ სიტყვაზე მენდობით, last.fm–ზე ნახეთ სად აქვს უახლოეს ადგილას კონცერტი და წადით, არ ინანებთ.თუ თქვენ ახირებული ადამიანი ხართ,  რაღაცა ჯერ არნახულის და არგაგონილის მოსმენა გინდათ და ფიქრი იმაზე, რა სხვადასხვანაირი გამოხატვის საშუალებები არსებობს, ლონდონიდან ჩამოსული გოსპელ გუნდი  ზუსტად სათქვენოა. ალბათ ძნელია წარმოსადგენია ქართველისთვის 20 კაციანი ქორო, რომელიც სასულიერო სიმღერებს ისე ასრულებს, ავტომატურად იწყებ ცეკვას და თვითგვემის ნატამალი არ შეგენიშნება. როცა ქართველი მსმენელი ამ ფაქტის წინაშე დადგა, სრულიად პიაცა გაბედნიერდა, გასხივოსნდა და ლონდონელ მუსიკოსებთან ერთად ამღერდა და აცეკვდა. ისე კი, უნდა ითქვას, რომ მათი გამოჩენისას გაკვირვება ჩვეული მოვლენაა, თავის დროზე, როცა ლონდონელი მუსიკოსები პირველ კონცერტებს მართავდნენ, ლამის ვატიკანმა განიხილა, შესაძლებელი იყო თუ არა, საგალობლების სცენაზე გატანა. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა.თქვენ გრანდიოზული შეგრძნებები და თავიდან ბოლომდე მუსიკაში გადაშვება გიყვართ, მაშინ ფესტივალის დახურვაზე საგანგებო სტუმარი, მეისი გრეი ზუსტად თქვენთვის იქნებოდა განკუთვნილი, რომლის ნამდვილად შესაყვარებლად და შესაცნობად სახლში ჩანაწერების მოსმენა საკმარისი არ არის, ეს ქალი ლაივში უნდა ნახო.

ალბათ სწორედ ამიტომ მეისი გრეის კონცერტისთვის იმდენი ბილეთი გაიყიდა, რომ, პიაცაზე სკამების აღება გახდა საჭირო, ყველა რომ დატეულიყო.

იმდენი ენერგია წამოვიდა მსმენელისგან, რომ დამთავრებული კონცერტი სამჯერ განახლდა და ისე თავგამოდებით ყვიროდა განურჩევლად ყველა მის სახელს, რამდენიმე წამის განმავლობაში ისიც კი ვიფიქრე, რაიმე მიტინგზე ხომ არ ვარ და ახალი პრეზიდენტი ხომ არ გვყვავს, მეისიდ წოდებული და ეს ხალხიც მათი მხარდამჭერები ხომ არ არიან თქო,მაგრამ ისევ მეისიმ გამომაფხიზლა, როდესაც დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, კულტურის მინისტრს, მათი სახელები უშეცდომოდ წარმოთქვა და იქვე სახელდახელოდ ნასწავლი რამდენიმე სხვა ქართული სიტყვაც მიაყოლა. პუბლიკით კმაყოფილება მარტო მეისის კი არა, მისი ბენდის წევრებსაც შეენიშნებოდათ. კონცერტის შემდეგ სცენაზევე დარჩნენ და აჟიტირებული ხალხის და პაიცას შთამბეჭდავი ინტერიერის ფონზე სათითაოდ იღებდნენ ფოტოებს.მერე, როცა უკვე ფესტივალი დამთავრდა და კონცერტიდან სახლში მისული ადამიანები სოციალურ ქსელებს სეესიენ, აღმოჩნდა რომ მეისიმ სულაც არ იცოდა, ბათუმი რა ქალაქი იყო, კონცერტის სემდეგ კი დადებითი ემოციები გამოხატავს, მშვენიერი ქალაქია, რას ვერჩოდი, რატომ არ ვიცოდიო. სავარაუდოდ, ფესტივალებზეც ბევრია ეგეთი,თავიდან რომ არ იცის, ფესტივალი რაა და მერე რომ ამბობს, მშვენიერი რამე ყოფილა, აქამდე რატომ არ დავდიოდიო.საერთოდაც, წლევანდელი ფესტივალი იმით იყო გამორჩეული და გადასარევი, რომ უფრო მასშტაბური, ხელმისაწვდომი და სახალხო იყო, მაგრამ არსებობს უცნაური ტენდენციააც, რაც უფრო სახალხო ხდება ფესტივალი, მით მეტია ფარჩა აბრეშუმიანთა ნეტარება. მათ იციან, სად გამომზეურდებიან. მაგრამ ეს სხვა თემაა, რაც შეეხება ბილეთების ხელმისაწვდომობას, ეს საქართველოს ბანკის სპეციალური შემოთავაზებების დამსახურება იყო, რომელიც უკვე მეორე წელია ჯაზ ფესტივალების მხარდამჭერია.ჯაზის მოყვარულებს ისტერნ პრომოუშენი უკვე შემოდგომაზე თბილისის ჯაზ ფესტივალზე გააბედნიერებს, ბათუმი კი სავარაუდოდ უკვე დაცლილია, რადგან დამსვენებლთა უმეტესობა სწორედ ფესტივალისთვის ჩასული სტუმრები იყვნენ. როგორც ამბობენ, ქართველები იმის გამო, რომ შავი ზღვისპირეთი ჯერ კიდევ შორსაა იდეალური საზღვაო კურორტისგან, დასვენებას საზღვრებს გარეთ არჩევენ.

Black Sea Jazz Festival 2011
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმი რამდენიმე დღეში უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.  რაც დრო გადის, ფესტივალის მასშტაბები სულ უფრო იზრდება, ალბათ ვერავინ იფიქრებდა ლამის უკვე  შორეულად ქცეულ 2008 ან 2009 წელს, რომ ბათუმი რომელიმე ზაფხულს 200-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებლით აივსებოდა და ზოგი მათგანი ქუჩებს ცეკვითაც კი შემოივლიდა და ერთი სცენის მაგივრად 4 სცენა დაიდგმებოდა  უკვე ყბადაღებულ პიაცაზე, ევროპის მოედანზე, ბულვარში და კლუბ Take Five-ში. არადა, ფესტივალის ორგანიზატორებს წელს სწორედ ასეთი გეგმები აქვთ მუსიკის მოყვარულებისთვის. მათი გულუხვობა იქამდე მივიდა, რომ დაგეგმილ კონცერტთაგან რამდენიმე სრულიად უფასო იქნება და მასზე მოხვედრა ყველას შეეძლება.

ფესტივალს  მეისი გრეი დახურავს პიაცაზე  გრანდიოზული  კონცერტით 24 ივნისს, მანამდე კი , 19 ივლისიდან საშუალება გვექნება მოვისმინოთ ნაირნაირი შემსრულებლები ნაირნაირი ქვეყნებიდან:  უკ­რა­ი­ნუ­ლი Jazzex Band, ჰოლანდიური - Yuri Honing Wired Paradise, ლიტ­ვური Brassbastardz, სომ­ხუ­რი Reincarnation, ლე­რა გე­ნე­რი­სა და ალექ­სეი პო­პო­ვის პრო­ექ­ტი და ამე­რი­კუ­ლი Project Logic-ი, The London Community Gospel Choir In Concert, სტენ­ლი ჯორ­და­ნის ტრიო და ამა­ვე ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბენ­დი Yellowjackets-ი (რომელთაც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილე აქვთ)  და გერმანული Men in Brass. სწორედ ეს უკანასკნელები გვპირდებიან ქალაქის ქუჩების ცეკვით და მუსიკით ავსებას.

უცხოელი მუსიკოსების გარდა ისევე როგორც წინა წლებში, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი მუსიკოსებიც: ლე­ვან ჩი­ჩუა და Space Jam, ილუ­შა ცინ­ცა­ძის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ბენ­დი, City Life Band, ბა­ჩა მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ჯაზ­კ­ვინ­ტეტი ( ბაჩა ერთ-ერტია იმ ქართველ მუსიკოსთაგან, რომელსაც ბერკლის აკადემიაში სწავლის საშუალება მიეცა ) , T. Blues Mob, ბექა გოჩიაშვილი, რომელიც შარშან ტრიოსთან ერთად სტუმრობდა ფესტივალს, წელს სეპტეტთან ერთად ესტუმრება. სავარაუდოდ საინტერესო იქნება ქართულ აზერბაიჯანული პროექტი - Jazz Factory & ულ­ვია რა­ჰი­მო­ვაც.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე სემენცოვა, რომელიც  საქართველოდან პეტერბურგში სოხუმის დაცემის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის მუსიკალური საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი ჯგუფ Soulmama-თან ერთად ჩამოდის.

“ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის” მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო წარ­მო­ად­გენს, გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი გახ­ლავთ, რომელიც ბარათ  America Exspres-ის  მფლობელებს საშუალებას აძლევს ბილეთების ექსკლუზიური ფასით ისარგებლონ.

MODERN MUSIC FESTIVAL
თბილისი საფესტივალო ქალაქი ნამდვილად არ არის და თუ ერთ თვეში ორი მუსიკალური ფესტივალი ტარდება, უკვე გაქვს სიხარულის საბაბი. ოფენ ეარი დამთავრდა, თანამედროვე მუსიკის ფესტივალი იწყება. მშვენიერი ამბავია.

მით უმეტეს, თუ იცი, რომ ორგანიზატორი ის  ჯგუფია, რომელმაც ჯერ კიდევ  90-იან წლებში ორი  იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანი ფესტივალი მოაწყო, რომ მთელი მაშინდელი ქართული მუსიკალური სამყარო გააერთიანა, ახალი სახეები იპოვა, ძველებს მსმენელთან ურთიერთობის საშუალება მისცა და კარგი ფესტივალის პრეცედენტი შექმნა, ახლა კი შენი ცხელი დღეების ბოლოს მუსიკალურ საღამოებს გთავაზობს და  თანამედროვე მუსიკის ფესტივალს აწყობს, გიხარია.

ლირიული გადახვევა მათთვის, ვისაც ასაკი, მეხსიერების ხანგრძლივობა  და მელომანობის სტაჟი პირველი წინადადების ახსნის საშუალებას არ აძლევს:

1995 წელს გაიმართა ფესტივალი “ხელები”

1996 წელს ვაკის პარკში გაიმართა ერთკვირიანი ფესტივალი “ მარგარიტა”

ორივე მათგანის ორგანიზატორი იყო ჯგუფი “სანდა”.

ამ ფესტივალების მონაწილეების და მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენზე უფროს, მელომან და ხანგრძლივი მეხსიერების მქონე ადამიანებს, ვინაიდან ისინი უკვე გასული 90-იანების კუთვნილებაა, მე კი მხოლოდ ახალი ამბები მინდა მოგიყვეთ.

ლირიული გადახვევა დამთავრებულია.

20-დან 26 ივნისამდე, ათონელის თეატრში, 25-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის, სტილისა და გამოცდილების მქონე ბენდი “თანამედროვე მუსიკის ფესტივალის”  ფარგლებში კონცერტებს გამართავენ. Shusha, Play paranoid, The pulse, kanudos, The Sticklers, Radioactive, Pink pantera, Inner Voice, Kibatono, Katrine & Me, The sanda, Ani pavliashvili and Sound vision, Outsider და ა.შ,  თემატურად არიან განაწილებული თითოეული დღის საკონცერტო პროგრამაზე.  თავად ფესტივალი ყველანაირი პოლიტიკურ-სოციალური თემატიკისგან თავისუფალია და მხოლოდ  მუსიკოსების და თანამედროვე მუსიკის მხარდასაჭერად ტარდება.

ცოტნე ჩიქობავა – “ play paranoid ”

“საქართველოში არც თუ ისე ხშირად ტარდება ზოგადად კონცერტები და ფესტივალები. მუსიკოსს დიდი არჩევანის საშუალებაც არ აქვს. კი არის ფესტივალები,  სადაც გასვლას აზრიც არ აქვს, თუნდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ დღეს 15 ჯგუფი გამოდის და სრული ილუზიაა ასეთ ფესტზე რაიმე საუნდის დაყენება. ჯგუფსაც არანაირი feedback არ აქვს.

სოლო კონცერტების ჩატარება კი შეიძლება, მაგრამ რამდენი სოლო კონცერტი შეიძლება ჩაატაროს ბენდმა წელიწადში? რამდენიმე ან არც ერთი?

საკმაოდ ღრმა და რთული თემაა, ბნელით მოცული მექანიზმია.

ამ ფესტივალს  რაც შეეხება,  ჩვენი დრამერისგან, აჩიკოსგან გავიგეთ, რომელმაც გვითხრა, რომ  კაი “ზვუკუ” და აპარატურა იქნებოდა, რამაც მაშინვე დაგვაინტერესა. გვაინტერესებს, რა არის “ძალიან მაგარი ზვუკი” მგონი ეს ფესტის დევიზადაც იქცა. რა თქმა უნდა გვიხარია რო გამოვდივართ, დიდი ხანია ლაივი არ გვქნია, რაღაც მიზეზების გამო.  ახლა ვემზადებით და საკმაოდ დიდი და განახლებული პროგრამით ვაპირებთ წარვდგეთ მაყურებლის წინაშე, ვნახოთ რა იქნება.”

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრად მეტმა ჯგუფმა გამოხატა, თუმცა სივრცე და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები მეტის საშუალებას არ იძლეოდა.

გიორგი ქიტიძე  - radioactiv

“მეგობრისგან გავიგე ფესტივალის შესახებ.  მივედით და ჩვენდა სასიხარულოდ ძალიან დადებითად შეაფასეს ორგანიზატორებმა ჩვენი მუსიკა. პირველად მოგვეცა დიდი სტიმული,  გამოცდილი მუსიკოსებისგან რომ  ვისმენდით ქებას. ახლა ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ფესტივალზე კარგად დავუკრათ. აქამდე მხოლოდ პატარა კლუბებში ვუკრავდით ხოლმე. დანარჩენ დროს სულ სარეპეტიციოებში ვართ და ვწერთ “ვეშებს”. იმდენად კონცერტებზე გამოსვლაზე არ გვაქვს აქცენტი, ჯერ შემოქმედებითი მხარე გვაქვს მისახედი.

ერთი წელია რაც ვუკრავთ, რაღაც ალტერნატივის, ბრიტანული როკისა და ინდის საზავია, ბოლო დროს ელექტრონიკის სინთეზსაც ვუკეთებთ ხოლმე. ეს ჯგუფის შემადგენლობაზეც აისახა. თავიდან კლასიკური შემადგენლბა ვიყავით, დრამერი, გიტარისტი, ვოკალი და ბასი. ახლა დჯ-იც დავიმატეთ სწორედ ელექტრო ელემენტებითვის. “

პროგნოზი იმისა,  აღმოჩნდება თუ არა ეს ფესტივალიც მონაწილეთა წარმატების სასტარტო ადგილად, მის ჩატარებამდე და პრინციპში მერეც, ძნელი სათქმელია. თბილისი არ არის საფესტივალო ქალაქი და არც მუსიკალური ინდუსტრიაა დიდად განვითარებული, რაც არის, ისიც კლანურია და წინასწარ იცი, ვინ სად რას შეიძლება უკრავდეს. მუსიკოსის განვითარებისთვის კი მთავარი აუდიტორია და ხშირი კონცერტებია.

სამომავლოდ ფესტივალის ჩატარება წელიწადში 2ჯერ იგეგმება, გაზაფხულის ბოლოს თბილისში და გვიან შემოდგომით ქუთაისში , რაც სავარაუდოდ კარგი საშუალება იქნება რეგიონებში მყოფი მუსიკალური ბენდების პოპულარიზაციისთვის.

World Music Festival in Mestia 2010
ფილმი ფესტივალის შესახებ, რომელიც აგვისტოში მესტიაში ჩატარდა.

ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იყო,  მის მთავარ ღირსებას  კი სწორად შერჩეული ადგილი შეადგენდა.

ფესტივალის განმავლობაში, ხუთი დღის მანძილზე, კონცერტებზე დასასწრებად მესტიაში მეზობელი სოფლებიდან ფეხით დადიოდნენ ადამიანები და ბედნიერები იყვნენ, რომ ამდენი ჯგუფი მათთან, ზღვის დონიდან რამდენიღაცა მეტრზე მხოლოდ იმიტომ ამოვიდა, რომ მაინცდამაინც იქ, მესტიაში დაეკრათ.

ფესტივალი მუსიკოსებისთვისაც საინტერესო იყო, დახურვის დღისთვის ერთობლივი ნამუშევრები უნდა შეექმნათ, შესაბამისად, ბალტიისპირულ-ქართულ-სომხური მუსიკალური დიალოგი გარდაუვალი იყო.

ნამდვილი ფესტივალის არსი ზუსტადაც  კულტურული დიალოგი და მის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაა.  იმისთვის, რომ ფესტივალი უფრო მნიშვნელოვანი გახდეს,  სასურველი იქნება, თუ ერთჯერადი არ აღმოჩნდება  და  მომდევნო წლებში სხვადასხვა ადგილებში გაიმართება,  პროგრამას გააფართოვებს და მასშტაბებს გაზრდის.

<object id="flowplayer" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="452" height="380" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="data" value="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" /><param name="flashvars" value="config=http://embed.myvideo.ge/flv_player/flowconfig.php?video_id=1141726.flv" /><param name="allowfullscreen" value="true" /><param name="src" value="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" /><embed id="flowplayer" type="application/x-shockwave-flash" width="452" height="380" src="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" allowfullscreen="true" flashvars="config=http://embed.myvideo.ge/flv_player/flowconfig.php?video_id=1141726.flv" data="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf"></embed></object>

თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალი
ჯაზი თავისი  არსებობის ერთ საუკუნეში საოცრად მრავალფეროვანი გახდა, მიიღო და აითვისა უამრავი სტილი, ჟღერადობა, მუსიკალური ფორმა. შესაბამისად რთულია განსაზღვრო ის, თუ რა არის ჯაზი, რომელი შემსრულებელი უკრავს ჯაზს და რომელი არა, საზღვრები ამ მუსიკაში ჯერ კიდევ ჩარლი პარკერის დროიდან ფართოვდება და იკარგება. საბოლოოდ ის რამაც ნამდვილი ჯაზი უნდა განსაზღვროს მუსიკოსისგან წამოსული იმპროვიზაციაში ჩახლართული ემოციაა.

წლევანდელი ჯაზ ფესტივალი შეეცადა ზუსტად ასეთი ყოფილიყო და ჯაზი ყველა თავისი ფორმით თუ ფერით წარმოედგინა.

ბლუზით დავიწყებ. ფესტივალის მეორე დღე გახსნა The Jazz Crusaders-მა ჰიუსტონიდან, ტექასის შტატი. ეს იყო ნამდვილ ამერიკულ ბლუზზე აწყობილი ჯაზური იმპროვიზაცია: ერთის მხრივ მარტივი და ლაკონური და მეორეს მხრივ -  უსასრულო შესაძლებლობების მიმცემი მუსიკოსებისათვის, როცა რამოდენიმე ტაქტზე აწყობილი იმპროვიზაცია შეიძლება არასოდეს დამთავრდეს და თემა არ ამოიწუროს. ჯო სემპლის და ვეინ ჰენდერსონის თავისუფალ, შეთამაშებულ დაკვრაზე აწყობილმა შესრულებამ ძველი ამერიკული ბლუზის  ნოსტალგია გააღვიძა ჩემში.

ეს იყო მუსიკა იმ დროიდან, როდესაც ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივი იყო და ბლუზის დასაკრავად უბრალოდ რამოდენიმე მეგობარი იკრიბებოდა ხოლმე საღამოობით.

დღესაც, როდესაც ჯაზი ისევ გამუდმებულ ექსპერიმენტებში და ახალი ფორმების ძიებაშია, ჯაზის ჯვაროსნები დინოზავრების მუსიკას უკრავენ, უბრალო ამერიკელების ფოლკლორს.

შემდეგი ეპოქის მუსიკოსი რომელმაც წლევანდელ ჯაზ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა მაკკოი ტაინერი იყო. ბიბოპის, პოსტბოპისა და ავანგარდის თაობის მუსიკოსი, რომელიც ამ ჟანრების ფესვებთან იდგა და რომლის კონცერტიც მოულოდნელი იმედგაცრუება აღმოჩნდა. (ტაინერის კონცერტის შესახებ დაწვრილებით აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ.)

დაიან რივზის რითმ ენდ ბლუზთან არეული, ვოკალზე აგებული თავისუფალი იმპროვიზაციით დარბაზში ძლიერი და დადებითი ემოცია შექმნა. ასეთივე ემოციური იყო დაიან რივზის გამოსვლაც რასელ მელოუნთან და რომეო ლუბამბოსთან ერთად.

ჯო ზავინულის სინდიკატი მსმენელის წინაშე დაგვიანებით წარსდგა, მაგრამ მათი კონცერტის ლოდინი ნამდვილად ღირდა. ჯგუფი თბილისში გვიან ჩამოვიდა და კონცერტი ბოლომდე დაუბალანსებელი ხმის პირობებში ჩატარდა, მაგრამ ეს თითქმის აღარ იგრძნობოდა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა რამოდენიმე კომპოზიცია შეასრულა.

ყველა ეს შემსრულებელი, ჰედლაინერ  Blues Brothers-თან ერთად, საკმაოდ კარგ და ძლიერ ჯაზს ასრულებს, ყველა განსხვავებულია და ფესტივალიც მრავალფეროვანი გამოვიდა, მაგრამ ჯაზ ფესტივალის ნამდვილი ვარსკვლავი და აღმოჩენა ქართველი მსმენელისათვის კრისტიან სკოტი იყო, მუსიკოსი, რომელმაც ახალი, ცოცხალი და აქტუალური მოიტანა თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალზე. (დაწვრილებით)

კარგია ფესტივალი სადაც ყველაფერია წარმოდგენილი, დინოზავრი მუსიკოსებით დაწყებული ახალგაზრდა, ნიჭიერი ჯაზისტებით დამთავრებული. წლევანდელი ჯაზ ფესტივალი დასამახსოვრებელი და საინტერესოც იყო მრავალფეროვნებასთან ერთად.

http://easternpromotion.com/

პოსტ ფესტივალური საკითხავი
მოქმედების ადგილი: ბათუმის ბულვარი ( უფრო კონკრეტულად , ზუსტად ეშმაკის ბორბალის ქვემოთ არსებული ტერიტორია).

მოქმედების დრო: 7-8 აგვისტო (უფრო კონკრეტულად საღამოს 9-დან ვისთვის ღამის 12-1 საათამდე, ვისთვის დილის ასევე 12-1 საათამდე).

მიზეზი: ბათუმის მეხუთე როკ ფესტივალი.

მთავარი მოქმედი გმირები: 15-მდე ბენდი, ყველა ჯურის მაყურებელი, ეშმაკის ბორბალი, ლუდის ბოთლები, პარალონები და რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგი “ზვუკი”.

ყველაზე კულმინაციური მომენტი: კუნგ ფუ ჯანკის გამოსვლისას სცენაზე ატეხილი გაუგებრობა.

ყველაზე მოულოდნელი კრახი: ოკინავამ უარი თქვა გამოსვლაზე კუნგ ფუ ჯანკის გამოსვლის დროს სცენაზე ატეხილი გაუგებრობის და აჟიტირებული მაყურებლის გამო, რომელსაც გადაულახავი სურვილი ქონდა სცენაზე ასვლის და მაინცდამაინც იქ ცეკვის.

ყველაზე ცუდი ფრაზა: “პირველი ჯგუფი ჯერ არ მოსულა, მათი მოსვლისთანავე დავიწყებთ კონცერტს.”

სავარაუდოდ ყველაზე კარგი პერფორმანსი: თეთრ ხალათებში გამოწყობილი მუსიკოსების  ნევროტული გამოსვლა, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი პერფორმანსი სულ რამდენიმე თვის წინ უკვე გააკეთა ჯგუფმა “ჯორჯიანსმა”. შესაბამისად, სავარაუდოდ ყველაზე კარგი პერფორმანსი ყველაზე კარგი პერფორმანსი არ შეიძლება იყოს, როცა იდეის ორიგინალობა ეჭვქვეშ დგება.

ყველაზე ეფექტური გოგოები: Mirror illusion. სამმა გოგომ, რომლებიც ბიჭებზე, ბოროტ ამბებსა და მსგავს თემებზე მოსალოდნელზე დიდხანს მღეროდნენ, რეალურად გამოაცოცხლეს მინდვრებზე მიწოლილი პუბლიკა.

ყველაზე კარგი გამოსვლა: შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ კუნგ ფუ ჯანკმა მიუხედავად ცუდი საუნდისა, ტექნიკური პრობლემებისა და ა.შ. გადასარევად იცის, რა უნდა მოხდეს სცენაზე, როცა ისინი ავლენ.

ნომინაციები პირობითია, მხოლოდ ჩემი შედგენილია და არანაირ საერთაშორისო და კომპეტენტურ ჟიურს მის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, შეიძლიათ განიხილოთ, გაასაჩივროთ ან მათ სამართლიანობაში ეჭვი შეიტანოთ, მაგრამ ჯობია სიტყვაზე მენდოთ.

ზოგადად კი ყველაფერი გაცილებით რთულად  არის, ვიდრე აბარგება, ფესტივალზე ზღვისპირა ქალაქში წაბარგება და ნომინაციების შედგენა.

თუ შენთვის მუსიკა მნიშვნელოვანია, თუ გინდა რომ შენ საკუთარ ქვეყანაში გქონდეს შესაძლებლობა კარგი მუსიკის ლაივში მოსმენის და გინდა შენი ფავორიტი ბენდები მხოლოდ სადღაც შორს, დიდ ბრიტანეთსა და საოცნებო ამერიკაში არ ცხოვრობდნენ, ყველა დაგეგმილი ფესტივალის და კონცერტის წინ გაქვს მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც უკეთეს ივენთზე ამოყოფ თავს, ამჯერად მაინც არ შეექმნებათ მუსიკოსებს პრობლემები და როდესმე ყველაფერი აქაც ისე იქნება, როგორც მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და საოცნებო ამერიკაში.

რეალურად კი იმედები და ოცნებები მხოლოდ არსებობის უფლებას ინარჩუნებენ და არასოდეს ხდებიან.

ორგანიზატორები მწირ ფინანსებსა და უარგის ტექნიკაზე აკეთებენ აქცენტს, მაყურებელი ივენთის კრახსა და მეორე დღის ნაბახუსევზე, მუსიკოსები კი.. ყველაზე შავ დღეში არიან.

თუ შენ დაუკრავ იმ კონცერტებზე, რაც ტარდება, მაშინ აუცილებლად მოგეშლება ნერვები, რომ კარგი ხმა არ დადგა და სანამ უკრავდი, ხალხი სცენაზე ამოდიოდა, დაკვრას არ გაცდიდა, რომ, რომ, რომ…

თუ შენ არ დაუკრავ იმ კონცერტებზე, რომელიც ტარდება, მაშინ  დაკარგავ იმ რამდენიმე მსმენელს, რომელიც მიუხედავად ცუდი “ზვუკისა”, მიუხედავად აუტანელი სიცხისა, შენ მოსასმენად მოვიდა და გელოდება, რომ ძალიან კარგად დაუკრავ, კიდევ უფრო შეუყვარდები, ვიდრე მაშინ უყვარდი, შენ დემო ვერსიებს სახლში, საკუთარ ყურსასმენებში რომ უსმენდა და რომ შენ ამ კონცერტის შემდეგ უფრო მაგარ რამეებს გააკეთებ.

თუ შენ არ გამოხვალ კონცერტებზე, არამხოლოდ  მსმენელს დაკარგავ, ვერ გაიზრდები როგორც მუსიკოსი, ზრდისთვის აუცილებელია გამოცდილების დაგროვება. და თუ შენ არ გაიზრდები როგორც მუსიკოსი, მაშინ ყოველთვის დიდ ბრიტანეთსა და საოცნებო ამერიკაში იცხოვრობენ ჩვენი საყვარელი მუსიკოსები.

ფესტივალში მონაწილე ბენდების აბსოლუტური უმრავლესობა გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიდა, სცენაზე ყოფნა უტკბებოდა და შემდეგ გამომსვლელ ბენდს იმაზე დიდხანს უწევდა ლოდინი, ვიდრე ელოდა. შესაბამისად, ბოლო ბენდებზე მხოლოდ ის რამდენიმე მსმენელი იყო, ვისთვისაც ღირს კონცერტზე გამოსვლა და ვისაც უნდა უფრო მეტად  რომ შეგიყვაროს, ვიდრე მაშინ უყვარდი, სახლში შენ დემო ვერსიებს რომ უსმენდა.

გამოცდილების არმქონე ბენდებისთვის ორმაგად კარგია, როცა ასეთი ფესტები ტარდება, სადაც შეუძლიათ დაუკრან, უბრალოდ სასურველია, გაითვალისწონონ, რომ სცენა სცენაა და როცა სცენაზე ადიხარ, მხოლოდ გამოუცდელობა არ არის საკმარისი მიზეზი ღრმა არაპროფესიონალიზმის გასამართლებლად.

ფესტივალისთვის ჩამოსული მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყველა კონცერტზე დადიან უკვე წლებია.

ფესტივალის გარემო აბსოლუტურად ფესტივალური იყო, გარშემო არსებულ მინდვრებზე ჯგუფ-ჯგუფად შეყრილი ადამიანებით, ბევრი ლუდით, მუსიკასა და საზაფხულო თემებზე დაუმთავრებელი ლაპარაკით და იქვე შეუმჩნევლად გათენებული ღამეებით.

მოკლედ ეგრე.

ალბათ იმედი უნდა დავიტოვოთ რომ შემდეგში ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება, მაინც დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს და დავტკბეთ იმ რუჯით, რაც   კონცერტების დაწყებამდე მივიღეთ.

არადა, ფესტივალი ჩემთვის საკულტო სიტყვაა.

პ.ს.

შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე მალე აუცილებლად დავამატებ პოსტს ფოტო და ვიდეო მასალას.

BATUMI NEW WAVE ROCK FEST
6 და 7 აგვისტოს ბათუმის ბულვარში როკ ფესტივალი გაიმართება, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში   Kung Fu Jankie, Little Snail Danse, Okinawa Lifestyle,  Mirror Illusion, Bek Bekson & Atina, The Benedicts, Monapiane, გიგა რეხვიაშვილი, რობი კუხიანიძე, Freak show, Dog Weather, The Sticklers და Indigo მონაწილეობენ .

მონაწილეთა შორის იყო პორნოეპოეზიაც, რომელიც  გარკვეული პრობლებემის გამო ფესტივალზე აღარ დაუკრავს. სამაგიეროდ,  ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ  sour skin- ი დაუკრავს, რომელზაც აფიშაზე ვერა, მხოლოდ ბულვარში იხილავთ.   წინა წლებთან შედარებით ნაკლებია  უცხოური ბენდებიც.  გარდა ამისა, ჩემთვის მაგალითად ცოტა არ იყოს უცნაურია, Okinava Lifestyle – და  მაგალითად, რობი კუხიანიძის ერთ აფიშაზე ნახვა.

ფესტივალის ორგანიზატორი, ლევან წულუკიძე, რომელიც ამავდროულად  ერთ-ერთი მონაწილეცაა,  ამბობს, რომ :  “წელს  okinawa lifestyle  გამოდის, კარგია ძალიან, კარგი ვიბრაციები, ზღვის სურნელით გაჟღენთილი მათი –  ’Black Sea Shark’-ი  დაუმეგობრდა  Black Sea Charlie Moses-ის დელფინს, და რატომაც არა, მშვენიერია. მაგალითად მე ვერ ვიტან როკ ტრადიციებს, ამიტომაც არის ჩემი ფესტივალის ტიტულში ხაზგასმით როკი და ამ დროს ვხედავთ არა როკს, არამედ ინტეგრირებულს მას უცხო ჟანრებთან, რადგან მისი დამოუკიდებლად განვითარება ჩემთვის წარმოუდგენელია ჩარჩოებიდან გამომდინარე… და როდესაც ერთმანეთის გვერდით უკრავენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები, ძალაუნებურად ჩემი სურვილია იქ ყოფილიყო ელექტრონიკა და მე ვფიქრობ, რომ ამ ახლა უკვე გადმონაშთ, საკრალურ სიტყვას შეუძლია შეიძინოს თავისი ახალი ფორმა, ენერგია და მოიპოვოს ფართო არეალი… ქართულ ვერსიაში, კონცეფცია ეგ არის.

ექსპერიმენტალური და ელექტრონული მუსიკა და მასში მოღვაწე აქტიური შემოქმედებითი ჯგუფები და ასევე პანკ, ალტერნატივ ბენდები, ანდერგრაუნდ ნიშნით გამორჩეული მუსიკოსები და + ინდუსტრიალ ნოიზ კოლექტივებიც ჩემი სტიქია და მაგარი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ ასეთი ბენდები. “

თავისთავად ის, რომ ფესტივალი რეგულარულად ტარდება უკვე 5 წლის განმავლობაში,  კარგი  ფაქტია და გარდა იმისა, რომ ზაფხულის თუნდაც ორი დღის კარგად დაგეგმვა შეგიძლია, ჩემთვის პირადად, კარგი გასართობია   წინა წლების აფიშებისთვის თვალის გადავლება და ბოლო წლების მუსიკალური და არამუსიკალური ამბების გახსენება.

ასე მაგალითად, 2006 წელი: ლადო ბურდული, სტრინგი, თეთრი ალუბლის მურაბა, Young Goergian Lolitaz,  Heбo CCCR, Vitamin.

2009 : Blondub Sexy Sound, Nimb, Goran Gora, Neбo CCCR,  Outsider, წერილი, ნიჟარა, მონოპლანი, სპანდერა და კომპარტია.

2008 წელი: აგვისტოს მოვლენების გათვალისწინებით ფესტივალის მაგივრად აქციები ჩატარდა.

ისევ 2009 წელი: ფესტივალის სლოგანია: “სიყვარული ომის ნაცვლად”.

2010 წლის ფესტივალის სლოგანი: “Art as crime; crime as art”.

გარდა აფიშების თვალიერებისა და საკუთარი დასკვნების გამოტანისა ბოლო პერიოდის მუსიკალურ და არამუსიკალურ ამბებზე, საინტერესოა, ვინ იყო ორგანიზატორებისთვის ყველაზე რეზონანსული 5 წლის განმავლობაში.

ლევან წულუკიძე: “ყველა განვლილი ფესტივალი საინტერესო იყო ამ მხრივ! აქ უფრო კარგად იხსნებიან ჯგუფები, ქალაქ ბათუმის პროდასავლურ მდებარეობას თავისი წვლილი შეაქვს ამაში თუ არ ვცდები : ). უპირველესად ეს იყო Young Georgian Lolitaz, ასე ვთქვათ პირველი მერცხლები ახალი ტალღის მომასწავებისა, რომლებიც ბათუმის სულ პირველ როკ ფესტივალზე წარდგნენ და ძალიან მაგრადაც, სხვათაშორის მეამაყება, რომ სწორედ ამ გამრღვევი ბათუმური ტალღა ჯგუფების შესახებ, როგორიცაა  Nijara, Pornography, Beqa & Atina და  + ის ჯგუფები, ვინც იყვნენ თბილისიდან ფესტივალზე, – მე და ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა გია დიასამიძემ  ფილმი გადავიღეთ, რომელიც ასახავს ამ პირველი ფესტივალის პერიპეტიებს და ის სპეციალურად ვაჩვენეთ შარშანდელ როკ ფესტივალზე, დიდ ეკრანზე და ეს იყო ემოციებით აღსავსე სანახაობა მუსიკის მოყვარულთათვის. რომანტიული ატმოსფერო და ამასთანავე მოულოდნელი რამ, ვინაიდან ასეთ სიურპრიზს არავინ არ ელოდებოდა.

მომდევნო ფესტივალებსაც ყავდა თავიანთი გმირები და შარშან ეს კუნგ ფუ ჯანკი იყო, რომელიც ფესტივალის საუკეთესო ჯგუფად დასახელდა. სიმპატიებით ვარ მათ მიმართ განწყობილი, ეხმაურებიან თანამედროვეობას და ეს ბრწყინვალე რამეა. ვნახოთ თუ ვინ მოიპოვებს ამ ტიტულს წელს, საინტერესოა არა? “

ბუნებრივია საინტერესოა. ჩემთვის ეგ კი არა,  აფიშების თვალიერებაც კი საინტერესოა.

ამიტომ, 6 და 7 აგვისტოს, ბათუმის  ბულვარში საღამოს 7იდან,  Art Wave რიგით მეხუთე როკ ფესტივალს წარმოგიდგენთ, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.

მუზამე  ფესტივალის ამბებს პოსტფაქტუმაც აუცილებლად მოგიყვებათ.

Black Sea Jazz Festival – ნაწილი 3
ფესტივალის მესამე დღე ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის პროგრამაშიც ქართველი შემსრულებლები არ იყვნენ.

საღამო სამგზის გრემის ნომინანტმა ბოსტონელმა გიტარისტმა, მაიკ სტერნმა გახსნა, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან, რენდი ბრეკერთან, დეივ უეკლთან და კრის მინ დოკთან ერთად.  მაიკის დასახასიათებლად ალბათ  საკმარისია მხოლოდ  ის ფაქტი, რომ ის ჯერ  კიდევ  კარიერის დასაწყისში მაილს დევისთან და ჯაკო პასტორიუსთან  ერთად უკრავდა.

საკმარისია იმ მუსიკოსების სახელებიც, რომლებიც მასთან ერთად უკრავდნენ ბათუმში.  მაგალითისთვის რენდი ბეკერი არის ადამიანი, რომელიც ჯაზ სტანდარტებს აწესებს, რომლის საყვირის  ხმა ერთხელ მოსმენის შემდეგ არასოდეს დაგავიწყდება და რომელიც 60-იანი წლებიდან მოყოლებული მხოლოდ გენიალურ შემსრულებლებთან უკრავს.

ქრის მან დოკის დანახვისას შეიძლება სულ დაგავიწყდეს რომ ვირტუოზი ბასისტი არა მხოლოდ ყველაზე სიმპატიური ადამიანია მინიმუმ ფესტივალის მონაწილეთა შორის,  მის ხელში ბასგიტარა განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს, მისი დაკვრის სტილი კი ორიგინალურია და ამერიკული რითმებისა და სკანდინავიური ლირიკული ტრადიციების  უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს. ქრისს ერთნაირად გენიალურად შეუძლია წეროს საუნდტრეკები, გამოუშვას ელექტრონული მუსიკის გავლენით დაწერილი ჯაზმენის ალბომი და დაუკრას თუნდაც მაიკ სტერნთან ერთად ბათუმის კორტებზე.

დეივ უეკლის კი შეგიძლიათ, არც მეტი, არც ნაკლები, კონსულტაციებისთვის მიმართოთ.  ლეგენდარულმა დრამერმა კარგა ხნის წინ გადაწყვიტა ნეგატიური მოვლენებით  გატენილ  სამყაროში თავისი რესურსების გამოყენებით რამე მაინც შეეცვალა სიკეთისკენ და მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესშია, ანუ ტურნეში არ არის, კონსულტაციებს უწევს დაინტერესებულ სტუდენტებსა და მუსიკის მოყვარულებს, ლოკალური პრობლემებისგან თავის ასარიდებლად კი ვიდეო გაკვეთილებს მიმართავს. მოკლედ, თუ თქვენ ხართ მუსიკოსი ან მუსიკით დაინტერესული პირი, გჭირდებათ რაც შეიძლება კვალიფიციური კონსულტაცია და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ის, შეგიძლიათ ეს პირდაპირ დეივისგან მიიღოთ (weckman1@earthlink.net).

თავად სტერნი კი, მე მგონი, ხშირად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენ ხშირად აღმოვჩნდეთ კარგ კონცერტებზე, იმისთვისაც, რომ ქართველმა მუსიკოსებმაც ისწავლონ, როგორ გაყიდონ კიდევ უფრო კარგად თავისი მუსიკა. როგორც მერე მითხრეს, საკუთარი CD-ები პირველად კონცერტის შემდეგ მაილს დევისს  გაუყიდია. მე არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვისაც და ალბათ სხვებისთვისაც აბსოლუტური  მოულოდნელობა იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი მწვანილების გამყიდველი ჩემი უბნელი ბებოსავით რომ აფრიალებდა ხელში დისკებს და ხურდასაც პატიოსნად აბრუნებდა ავტოგრაფთან ერთად.

ასე, რომ, თუ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ წუწუნებთ იმაზე, რომ ოფიციალურ დისკებს აღარავინ აღარ ყიდულობს, შეწყვიტეთ წუწუნი, გამართეთ კონცერტი, კონცერტის ბოლოს გაიღიმეთ და მერწმუნეთ საკმაო რაოდენობის CD-ს აუცილებლად გაყიდით.

სტერნის შემდეგ როი ჰარგიუმ რა ქარცეცხლშიც გაგვხვია სრულიად ერი, ეგ უკვე მოგახსენეთ წინა წერილში. აქ უბრალოდ, კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

დღე მეოთხე

მაშინ როდესაც საფესტივალო პროგრამას გადავხედე, ვიფიქრე, რომ ყველაზე  დიდი სიამოვნებით მასაკელას მოვუსმენდი და ყველაზე მეტად ფესტივალის  დახურვას დაველოდებოდი.

სანამ მე მასაკელას ველოდებოდი, სცენაზე ”ასტროჯორჯოა” იყო.  ”ასტროჯორჯია”  ”ზუმბალენდისა”  და ”ჩვენებურების” ერთობლივი, ახალი  პროექტია, 2009 წელს შეიქმნა და 11 მუსიკოსისგან შედგება. ინსტრუმენტები,  რასაკვირველია ბევრია და მრავალფეროვანი, მუსიკა – ეთნო, ჯაზთან, ბლუზთან,  რეგეისთან, ფანკთან და სხვა მრავალ მიმართულებასთან  შერწყმული. ეს ოფოციალური  ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩემი არაოფიციალური შეფასებით კი  პროექტი რეალურად ახალს არაფერს მოიცავს, ეს ზუსტად ის მუსიკაა, რასაც  ზუმბა წლების განმავლობაში აკეთებდა და რაც უკვე კარგა ხნის წინ შეიყვარა  ამ ჟანრის მსმენელმა. ამ ჟანრის მოყვარულები კორტებზეც მრავლად იყო და  შემსრულებლების მაგივრად მე მეუხერხულებოდა, სცენიდან ახალი რომ არაფერი  ისმოდა. სუბიექტური ემოციაა.

ფესტივალი ძალიან სიმბოლურად დასრულდა სამხრეთ აფრიკელი ვირტუზის,  მასაკელას გამოსვლით. მთელი მისი მუსიკა იმ ადამიანების გამოცდილებას და  სიყვარულს ეფუძნება, რომლებიც შორეულ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ და  რომლებმაც ალბათ ჩვენზე კარგად იციან, რას ქვია თავისუფლება და ბედნიერება,  ტკივილი და დაღლა, გაჭირვება და უბედურება და რომლებიც ჩვენთვის შორეულ  ცხელ აფრიკაში არსებულ რეალობას საღამოობით ერთმანეთს სიმღერით უყვვებიან  კოცონის პირას.

მასაკელაც ასე გვიყვება თავისი მუსიკით უკვე წლების განმავლობაში, როგორ  გაიცნო თავისი ცოლი, როგორ უჭირთ ადამიანებს აფრიკაში,  რა არასწორი იყო  ნელსონ მანდელას წინააღმდეგ გამართული კამპანია, როგორ ხდებოდა ამერიკანიზაცია და კიდევ სხვა ათას ამბავს. სწორედ მანდელას  თანაგრძნობის გამო წლების განმავლობაში ვეღარ ჩადიოდა სამშობლოში და იქ  მხოლოდ 90იანების ბოლოს მოახერხა დაბრუნება.

მანამდე კი, სანამ მანდელა და 90-იანები იქნებოდა, პატარა ჰიუ  ფორტეპიანოზე  უკრავდა და ჯერ კიდევ არაფერი იცოდა  ფილმზე, სადაც პირველად  დაინახა საყვირი. მას შემდეგ კლავიში დაივიწყა, მეზობლისგან ნაჩუქარი  საყვირი აიღო და ჯერ ლონდონში, მერე კი ნიუ-იორკში ხვეწავდა თავის  ოსტატობას.

ადამიანი, რომელიც დღეს უკვე მოსიარულე ლეგენდაა, ერთხელ უკვე იყო  საქართველოში, 1996 წელს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში. არ ვიცი, რას  ყვებოდა მაშინ მასაკელა სცენიდან, მაგრამ ვიცი, რომ ამ ჯერზე ის  საქართველოსა და აფრიკას შორის კავშირზე და აფრიკელ ბავშვებზე ლაპარაკობდა  და ვერაფრით ვერ იგებდა, რატომ არ რთავდნენ კამერებს სცენასთან ახლოს  მდგომი ადამიანები, როცა მარტო მან მინიმუმ 10-ჯერ მიმართა თხოვნით.

მართლა ძნელი გასაგებია.

საბოლოოდ კი, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი ჯაზ  ფესტივალი დამთავრდა. რომ  ფესტივალის პროგრამა კარგად იყო შედგენილი და  მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ჯაზ კონცერტები საქართველოში  პერმანენტულად იმართება, შემთხვევითი შემსრულებლები არ ჩამოყავთ და  რომ  ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე თბილისში სხვა, მაგრამ ისევ ჯაზ ამბები დაიწყება.

რაც უკვე ცნობილია, 27 ოქტომბერს – McCoy Tyner Quartet-ი გამართავს კონცერტს, 28-ში – დაიანა როსი, 30-ში კი არც მეტი, არც ნაკლები – The  Blues Brothers Band.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

Hugh Masakela @ Black Sea Jazz Festival 2010

Black Sea Jazz Festival – ნაწილი 2
ბათუმის მეოთხე ჯაზ ფესტივალის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წინა ფესტივალებისგან მასში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობა იყო.

შესაბამისად, მეორე დღე გიორგი მიქაძის ტრიომ გახსნა. ტრიოს დრამერი ლაშა სხილაძე და ბასისტი ლევან დეისაძე შეადგენენ. ჩემი ფავოროტი სწორედ დრამერის შესრულებული სოლოები იყო. საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი იყო და ჯაზ სტანდარტებისგან, გიორგის კომპოზიციისგან, რომელიც მან რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლისთვის დაწერა და ნოდარ გაბუნიას ერთ-ერთი კომპოზიციის ახლებური, გიორგისეული ვერსიისგან შედგებოდა.

მათთვის, ვინც არ იცის გიორგის შესახებ საინტერესო დეტალები:

გიორგის არასოდეს უსწავლია საქართველოში ჯაზი. მისი მუსიკალური განათლება კლასიკურ მუსიკას მოიცავს.

უჭირს მოიფიქროს რა დარჩება მის ცხოვრებაში, თუ იქიდან მუსიკას მთლიანად გამოვრიცხავთ. სამაგიეროდ იცის, რომ მისი ძალიან სერიოზული გატაცება ავიაციაა და როდესღაც ბოინგიც კი ყავს ნატარები.

იმ შემთხვევაში, მუსიკოსი რომ არ იყოს, არქიტექტორი იქნებოდა. მცდელობები უკვე ჰქონდა და სახლში თავისი გაკეთებული რამდენიმე მაკეტიც აქვს, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორების შეფასების მიხედვით საკმაოდ კარგად არის შესრულებული.

ბათუმის ფესტივალი მისთვის მეორე საქართველოში გამართული ფესტივალია, რომელშიც მონაწილებდა. პირველი გაზაფხულზე გამართული კავკასიის ჯაზ ფესტივალი იყო.

გიორგის თავს არაჩვეულებრივი სიახლეა. 21 აგვისტოს ბერკლის უნივერსტეტში მიდის 4 წლით სასწავლებლად. ბერკლი კი ის უნივერსტეტია, რომელშიც დაახლოებით 4 000 სტუდენტი სწავლობს 238 ძირითად და 291 დამხმარე სპეციალობას. მათი დიდი ნაწილი უცხოელია. სწორედ ბერკლის უნივერსტეტში სწავლობს წინა საღამოს მონაწილე  გენიალური ბექა გოჩიაშვილი, რომელიც გიორგის შეფასებით უკვე ვარსკვლავია. აქვე სწავლობდა  როი ჰარგროუ და კიდევ არაერთი გენიალური მუსიკოსი. შესაბამისად გიორგის ძალიან, ძალიან გაუმართლა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ  მას  არც მეტი, არც ნაკლები, დაიანა ქროლის, ჯო ზავინულისა და კიტ ჯარეტის პედაგოგი, რეი სანტისი  ასწავლის.

კონცერტის შემდეგ ბედნიერი და კმაყოფილი იყო, კონცერტს ნორმალურად აფასებდა და განსაკუთრებით ის უხაროდა, რომ მას და როი ჰარგროუს ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე  სცენაზე მოუწიათ დაკვრა.

აფსოლუტურად სამართლიანადაც.

ჰარგროუ მსმენელის წინაშე ორ საღამოს ორი სხვადასხვა პროექტით წარსდგა და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ  ფესტივალის მონაწილეთა შორის მისი გამოსვლა ყველაზე ემოციური, ყველაზე დამამახსოვრებელი და ყველაზე  იმპროვიზაციული იყო.

16 ივლისს ამერიკელი ჯაზ ლეგენდა კვინტეტთან ერთად წარსდგა, რომლის შემადგენლობაშიც ჯასტინ რობინსონი (ალტოსაქსოფონი), ჯონათან ბატისტი (ფორტეპიანო), ამინ სალიმი (კონტრაბასი), მონტეზ ქოულმანი (დასარტყამი) და თავად ჰარგროუ არიან.

როი უნიკალური ადამიანია, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხული აქვს უკრავდეს ვინმესთან ერთად და მისი არ ესმოდეს. როცა ის ახალ ადამიანებთან ახალი პროექტის კეთებას იწყებს, აუცილებლად მიემგზავრება ტურნეში, რომლის  მთავარი მიზანიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაა. ეს  დამოკიდებულება იმდენად თვალშისაცემია როცა ჰარგროუ სცენაზე დგას, რომ გგონია, კონცერტის ბოლომდე შენც მათი მეგობარი, მათი წევრი გახდები.

მნიშვნელობა არ აქვს რას უკრავს როი, მისი ბგერა ყოველთვის ზუსტია. აუცილებლად გგონია, რომ ზუსტად ახლა, ზუსტად ამ წუთას, როცა ის სცენაზე და შენ სცენასთან ახლოს დგახართ, ის მხიარულ, გამოსაცნობ თამაშს გეთამაშება და შენ უნდა გამოიცნო, როდის ჩამოვა მაყურებლებთან, როდის მოგიყვება რამე ამბავს, რამდენჯერ გამოვა ბისზე და დარჩება თუ არა კონცერტის ბოლომდე ასეთი გულწრფელი და შინაური.

ფესტივალზე მყოფებს გვქონდა ბედნიერება არა მარტო კონცერტის ბოლომდე, ორი დღის განმავლობაში გულწრფელი და გენიალური ჰარგროუს თამაშები გვეთამაშა.

17 -ში, ასევე ლეგენდარული მაიკ სტერნის კონცერტის შემდეგ, როი მეორედ ავიდა სცენაზე. ამჯერად არა კვინტეტთან, არამედ სხვა პროექტ, RH Factor-თან ერთად.

ამ პროექტის წარმატების მთავარი საიდუმლო ჩემი სუბიექტური აზრის თანახმად რენეა, რომელიც უბრალოდ არაჩვეულებრივია, არასუბიექტურად კი არაჩვეულებრივ მუსიკოსთა ერთობლიობა.

დღე მეორე და დღე მესამე ბათუმის კორტებზე სამი ბისით დამთავრდა.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

Roy Hargrove and RH Factor @ Black Sea Jazz Festival 2010

Giorgi Miqadze Trio @ Black Sea Jazz Festival 2010

Black Sea Jazz Festival – ნაწილი 1
ჯაზი ელიტარულია, სნობებს იზიდავს და აერთიანებს, ხალხი პოზის გამო უსმენს და ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიანო, ამბობენ ხოლმე.

შესაბამისად ეს  ფრაზები ალბათ მარტო მე არა, თქვენც არაერთხელ გსმენიათ.

ბათუმის ჯაზ ფესტივალმა კი ეს ფრაზები ოდნავ შეცვალა.

ჯაზი ელიტარული არ არის, მას ყველა უსმენს, ვინც 15 დან 19-მდე ბათუმში, ტენისის კორტებზე მოხვდა. იქ პუბლიკა მეტად ჭრელი და საინტერესო იყო. ჭრელ პუბლიკაში ბუნებრივია ისეთებიც მრავლად მოიპოვებოდნენ, ვისთვისაც სასმელის ბოთლების და კოქტეილის ჭიქების პირდაპირ სცენაზე დაწყობა ჩვეულებრივი ჩვევაა და ისინი არასოდეს იფიქრებენ, რომ თუნდაც კორტებზე, ცივილურმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მოძებნოს ურნა, რომელსაც სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს, თუ არა ნაგვის ათვისება.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მუსიკას ხედავდნენ, ისმენდნენ, იწოვდნენ და ირგვლივ მოსეირნე საზოგადოების კაბების ფრიალი სულ არ ანაღვლებდათ. კაბების მოფრიალეები კი მშვენიერი კასტაა, ახარებს გულსა კაცისასა და ნაგავს ძირითადად ურნაში ყრის. სიამოვნებით ცეკვავს და როგორც წესი, ბედნიერად გამოიყურება. ჯაზი არამხოლოდ სნობებს იზიდავს. საერთოდაც, ჩვენ ყველა რაღაც დოზით მაინც სნობები ვართ და ჩვენი მიზიდულობები გვაქვს. ვინ სნობს ჯაზი იზიდავს და ვინ სნობს ალმადოვარის ფილმები ან შანელის მოდის სახლის კაბები. ან ყველაფერი ერთად. შედეგი ერთია: ჩვენ რაღაც დოზით ყველა სნობები ვართ. ალბათ იმიტომ ვლაპარაკობთ ამდენს სნობიზმზე.

ჯაზს პოზის გამო არ უსმენენ, პოზის გამო დადიან ჯაზ კონცერტებზე. თან ახლა ზაფხულია, თბილისში ცხელა, არაფერი არ ხდება და რატომაც არა, ბათუმი მშვენიერი ადგილია. მით უმეტეს ფესტივალის დროს. შენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა აქაა, მუსიკა სასიამოვნოა და ჯაზ კონცერტები საქართველოში ყოველთვის ორგანიზებულია, ყოველთვის კარგად შერჩეული და ყოველთვის ლეგენდარული შემსრულებლები ჩამოყავთ. რატომაც არ უნდა წახვიდე.

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები რომ არ არიან, ეგ უკვე ბავშვმაც კი იცის. მე კი ჩემის მხრივ გეტყვით, რომ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე თითქმის თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, რასაც მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენ ქვეყანაშიც არიან მაღალი დონის შემსრულებლები. მით უმეტეს მაშინ, როცა ფესტივალის მონაწილე ქართველები ჯერ ძალიან ახალგაზრდები და იმედისმომცემად ზრდადები არიან. გადასარევია.

მოკლედ ასე, ფესტივალი, რომელიც უკვე დასრულებულია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აერთიანდებდა ბექა გოჩიაშვილის ტრიოს, ბრენდ ნიუ ჰევისს, გიორგი მიქაძის ტრიოს, როი ჰარგროუს კვინტეტს, როი ჰარგროუს მეორე პროექტს – RH  Factor-ს, მაიკლ სტერნის ბენდს, ზუმბასა და “ჩვენებურების” ახალ პროექტს “ასტროჯორჯიას” და ჰიუ მასაკელას ბენდით. შესაბამისად, ფიუჟენ, ეისიდ, ეთნო და კლასიკურ ჯაზს.

დღე პირველი

ფესტივალი ყველაზე პატარა მონაწილემ, ბექა გოჩიაშვილმა გახსნა. კონცერტის დაწყებამდე  ბექა ამბობდა, რომ თავისუფალ და “ჯაზურ” განწყობაზე იყო, მრავალფეროვან პროგრამას შემოგვთავაზებდა და პროგრამა არ იქნებოდა მხოლოდ მისი კომპოზიციებისგან შემდგარი. მოხარული იყო, რომ საქართველოში გამართულ ფესტივალში მონაწილეობის პირველი პრეცედენტი იმ საღამოს შეიქმნებოდა.

პროგრამა მართლაც მრავალფეროვანი იყო, ბექა გენიალური. მართალია, როცა ამბობს, რომ ბენდის წევრებთან ასაკობრივი სხვაობა და ნაკლები  გამოცდილება დისკომფორტს არ უქმნის. ბასისტი  ბენ უილიამსი და დრამერი რიჩი ბარშაი ბექასთან ერთად იდეალურ კოლექტივია.

ბექა ჯერ 14 წლისაა, ჯულიარდის ხელოვნების აკადემიაში სწავლობს და საკუთარი  ტრიო ყავს.  საქართველოში სექტემბრამდე რჩება,  კიტ ჯარეტთან ერთად დაკვრაზე ოცნებობს და როგორც მეორე დღეს გიორგი მიქაძემ თქვა, პრინციპში უკვე ვარსკვლავია.

მაგრამ ფესტივალის გახსნას მხოლოდ ვარსკვლავები და გენიალური მუსიკა არ ყოფნის. მას ზუსტად ის ჭირდებოდა, რასაც BRAND NEW HEAVIES ქვია. ფესტივალის მონაწილეთა შორის ყველაზე ჭრელი, ყველაზე ენერგიული ეისიდ ბენდი ზუსტად ზედგამოჭრილი აღმოჩნდა.

როდესაც სამსახურში მენეჯერმა მკითხა, მასაკელას უფრო მეტად რატომ ელოდები, როცა მონაწილეებს შორის ბრიტანული ეისიდ ჯაზის მამები (და დედაც პრინციპში) არიანო, ძალიან დამეზარა იმის მოყოლა, რომ ჩემთვის ცეკვა სიამოვნება არ არის და როცა გარშემომყოფების უმეტესობა ბედნიერებისგან ხტუნავს და ყვირის, მე თავს არარეალიზებულად ვგრძნობ და არარეალიზებულობის ნიადაგზე ავი ფიქრები მომდის თავში. ამიტომ მხოლოდ ის  ვუთხარი, რომ ისინი 80-იანი წლების შემდეგ დიდად არ შეცვლილან და უბრალოდ, ბედმა გაუღიმათ, რომ ჯაზს უკრავენ.

ჯაზი თავისთავად  ემოციები, იმპროვიზაცია და მრავალფეროვნებაა და ამიტომ უსმენენ ადამიანები ბედნიერად 80-იანებიდან დღემდეთქო. მე კიდევ ბედნიერი ადამიანი კი არა, პრეტენზიული ბუზღუნა ვარ და მასაკელა უფრო მიყვარს. თან ადრე მაგათთან ჯეი ქეი რომ იყო მისული, ბენდში აყვანაზე უარი უთხრეს და ეგრე მარტივად შეიქმნა Jamiroquai.

მერე მივხვდი, რომ ავი ფიქრები ვადაზე ადრე შემომესიენ და ადამიანებს სრული უფლება აქვთ იყვნენ ბედნიერები, იცეკვონ იმდენი, რამდენიც უნდათ და უყვარდეთ ის, რაც უნდათ. უბრალოდ, 15-ში საღამოს,  კიდევ ერთხელ შემიპყრო ავმა ფიქრებმა, რომ სცენასთან არსებული პუბლიკისთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, ვინ უკრავდა და როდის გამოუშვეს მათ ბოლო ალბომი, მთავარი იყო,  ჯაზ ფესტივალის პირველი დღე სასიამოვნო აღმოჩნდა.

სასიამოვნო დღის ლოგიკური დასასრული ბევრი ინტერვიუ, უფრო მეტი ფოტო, სცენაზე შემოწყობილი ცარიელი ბოთლები და კოქტეილის ჭიქები და ბედნიერი ადამიანები იყო.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

Beka Gochiashvili @ Black Sea Jazz Festival 2010

Brand New Heavies @ Black Sea Jazz Festival 2010