‘სიახლე’ კატეგორიის არქივი

Catch The Clouds-ის ახალი ტრეკს, რომელიც განწყობით ზაფხულისგან ძალიან შორს დგას მსმენელიც თავის სამყაროში მიჰყავს, მიუხედავად იმისა რომ გარეთ მზე და სიცხეა.

განვაგრძოთ კითხვა

ბენდის ბოლო ალბომმა “High Violet” National-ზე კი არ გამაჭედვინა, არამედ დამავიწყა ყველა სხვა მუსიკოსი ქვეყანაზე. ავი ძაღლივითაა – თუ ამ ჯგუფს არ ვუსმენ, სიჩუმეში ვზივარ.

რა იცოდნენ 1999 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული ჯგუფის წევრებმა, ასე რო დამემართებოდა. დადიოდნენ თავისთვის კოლეჯში ძმები აარონ და ბრაის დესნერები და სკოტ და ბრაიან დევენდორფები. მანამდე, 1991 წლიდან, მეთიუ ბერნინგერი ჩალიჩობდა რაღაცეებს თავისთვის.

განვაგრძოთ კითხვა

როდესმე გიფიქრიათ რომ მაშინ, როცა ცუდად იყავით, საქმე არაფერი გქონდათ და მთელ თბილისში საშინლად მკვდარი გარემო იყო, დაკვრას დაიწყებდით და ჩინელ გოგონებზე, რობოტებზე და სიზმრებზე ტვინში არსებულ ბაზისს ტრეკებად აქცევდით?
როდესმე გიფიქრიათ რომ მუსიკა კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა ისევე, როგორც ცეკვა ტრანსში ჩავარდნის, და საერთოდ, კარნავალი და ომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს?
ან ის, რომ გრანჟის და მეტალის დამკვრელი ფარჩილა, ყველა ჟანრში ბედის მცდელი გრინჩი და არალეგალი კოსმონავტი ზომბი ვაკეში, ერთ პაწაწუნა სტადიონზე ნახევრად დაფუშული ბურთით ფეხბურთს ითამაშებდნენ?

თუ პირველ ორ კითხვაზე პასუხი არაა, მაშინ თქვენ ნამდვილად ვერასოდეს შექმნით ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ერქმევა. სამაგიეროდ თქვენ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ინტერვიუ ჯგუფთან, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ქვია.
თუ მესამე კითხვაზე თქვენი პასუხი არაა, მაშინ თქვენ არ ხართ ნასტასია მუზამედან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ ინტერვიუ უნდა წაიკითხოთ, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ჰქვია.

არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივია:

განვაგრძოთ კითხვა

მუზამე, რომელიც ქრონიკულად ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მუსიკალური სიახლეები, გთავაზობთ MAMM-ის ახალ ტრეკს, რომელზეც გაჩასთან და ტეტესთან ერთად ამიკომაც იმუშავა.

განვაგრძოთ კითხვა

Artist: Angus And Julia Stone
Album: Down The Way
Release Date: 12.03.2010
Label: Nettwerk

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

მთელი ბავშვობა მინდოდა რომ ჩემზე დიდი ძმა მყოლოდა. თან ისე, ახირებულად, რომ არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ  ვიცი მაინც ძალიან რომ მინდოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ რეალურ რამეებზე უნდა იოცნებო და  უფროს ძმაზე ოცნება შევწყვიტე.  ორი თვის წინ ავსტრალიელი ანგუსისა და იულიას/ჯულიას  მეორე ალბომის დეგუსტაციისას მივხვდი, რატომ მინდოდა მთელი ბავშვობა უფროსი ძმა.

განვაგრძოთ კითხვა

სიუჟეტის ავტორები: დათო აბრამიშვილი, გოგა გობელაშვილი

თუ თქვენ სასტიკად მძიმე მუსიკის მოყვარული ხართ და გამუდმებით წუწუნებთ, რომ რამე კარგ კონცერტზე გინდათ წასვლა, თბილისში კი  მხოლოდ ბონი ემი და მგზავრები მართავენ კონცერტებს, მაშინ  შეგიძლიათ ფართოდ გაიღიმოთ და 16 ივნისამდე დარჩენილი დღეების დათვლა დაიწყოთ.

თუ თქვენ სასტიკად მძიმე მუსიკის მოყვარული არ ხართ და უბრალოდ წუწუნებთ, რომ თბილისში მარტო მგზავრები და ბონი ემი მართავენ კონცერტებს, მაშინ დღების დათვლას ნუ მოყვებით, 16 ივნისი თქვენთვის ზუსტად ისეთივე დღე იქნება, როგორც ყველა დანარჩენი ივნისის ან თებერვლის დღე.

მათთვის, ვინც გადაწყვიტა იცოდეს, რა ხდება 16 ივნისს და რატომ უნდა გადაწყვიტოთ გიყვარდეთ თუ არა სასტიკად მძიმე მუსიკა:

განვაგრძოთ კითხვა

არ ვიცი, ვინ როგორ გეგმავს თავის ზაფხულს და ვინ რა მუსიკას უსმენს მაშინ, როდესაც თბილისში გაჩერება  უკვე ზაფხულის პირველსავე დღეებში აუტანელი ხდება.

სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ზაფხულის პირველსავე  აუტანლად დასიცხულ დღეებში იდეალურია, როცა ფიქრობ, რომ სულ რაღაც თვენახევარში შეგიძლია რამდენიმე დღით მაინც დაივიწყო ყველაფერი ნეგატიური, წახვიდე ბათუმში და ხან ზღვას უსმინო, ხან ჯაზს.

მოკლედ, 15-დან – 18 ივლისამდე ბათუმში  ჯაზ ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მთლად სტივ ვანდერი არ ჩამოდის და მოარული ჭორები მხოლოდ ჭორები აღმოჩნდა, მაგრამ ფესტივალის პროგრამა სტივის გარეშეც საინტერესოდ გამოიყურება:

განვაგრძოთ კითხვა

გიფიქრიათ თუ არა, რამდენი ნორმალური კონცერტი ჩატარებულა უკანასკნელი თუნდაც 3 წლის მანძილზე საქართველოში, ქართული ბენდების მონაწილეობით? კონცერტი, სადაც ხმაც ნორმალური იქნება, ბენდებიც, ამინდიც და გარემოც არაჯურღმულური და სუფთაჰაერული. თუ გიფიქრიათ, ალბათ, დაითვლიდით კიდეც და თუ დაითვლიდით, იმასაც აღმოაჩენდით, რომ ეს რიცხვი ათის ფარგლებში თავისუფლად თავსდება.

მერე მოგიწევდათ იმაზე დაფიქრებაც, ამ ათიდან რამდენ ასეთ კონცერტს დასწრებიხართ(ან შესწრებიხართ) თქვენ. გაშლიდით ათივე თითს(დროებით შეწყვეტდით კლავიატურაზე რახუნს) და დაიწყებდით თითების თითო-თითოდ მოკეცვას. და სწორედ მაშინ, როდესაც რიცხვის სიმცირის გამო სასოწარკვეთას მიეცემოდით, ნეტში ახალი აფიშა გამოჩნდებოდა. თქვენც ‘გასაკეთებელი კიდევ ბევრია’ განწყობით თასმებს შეიკრავდით, სახლში ‘დღეს გვიან მოვალს’ იტყოდით და კარს მიაჯახუნებდით.

განვაგრძოთ კითხვა

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.