July16
ავტორი: Buda Brikoleri
ბენდის ბოლო ალბომმა “High Violet” National-ზე კი არ გამაჭედვინა, არამედ დამავიწყა ყველა სხვა მუსიკოსი ქვეყანაზე. ავი ძაღლივითაა – თუ ამ ჯგუფს არ ვუსმენ, სიჩუმეში ვზივარ.
რა იცოდნენ 1999 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული ჯგუფის წევრებმა, ასე რო დამემართებოდა. დადიოდნენ თავისთვის კოლეჯში ძმები აარონ და ბრაის დესნერები და სკოტ და ბრაიან დევენდორფები. მანამდე, 1991 წლიდან, მეთიუ ბერნინგერი ჩალიჩობდა რაღაცეებს თავისთვის.
განვაგრძოთ კითხვა
კატეგორია: ინტერვიუ, კვირის სიახლე, სიახლე
June1
ავტორი: ნასტასია არაბული
სტია იგივე ნათია სართანიაა. პიანისტი იყო, მერე “ელექტრონავტი” გახდა, კლასიკური მუსიკის ელემენტები დღემდე ისმის მის ტრეკებში. მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს, აი, ისეთს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის. არც ისე ხშირად ჩნდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით მიზეზი აქვს, მერე გააქტიურებას გვპირდება. აგვისტოში მეორე შვილი ეყოლება და მერე უფრო ინტენსიურად დავიწყებ მუსიკალურ ცხოვრებასო.
განვაგრძოთ კითხვა
კატეგორია: MuZic TeeVee, ინტერვიუ, კვირის სიახლე, სიახლე
May30
ავტორი: ნასტასია არაბული
თავიდან მარტო ზურა იყო და სარეპეტიციოში სხვადასხვა ხალხთან ერთად უკრავდა. მერე იმ ხალხიდან რამდენიმესთან ერთად ჯგუფის გაკეთება გადაწყვიტა. ჯერ Jam-ების დაკვრით ვარჯიშობდნენ, ჩამოყალიბების პროცესში ორი სხვადასხვა შემადგენლობა იყო, მერე მიხვდნენ, რომ მუსიკას, რომელსაც იქ აკეთებდნენ, ზუსტად ის ოთხი კაცი ჭირდებოდა, რომელსაც ახლა ჯგუფი “Sour skin” ქვია.
“ჩვენ აღარ შევიცვლებით. თუ შევიცვალეთ, მერე ჯგუფის არსებობას აზრი აღარ ექნება. ეს ჩვენი მუსიკაა და სხვა ასე ვერ გააკეთებს. დრამერი შევიცვალეთ ახლახანს, ახალი დრამერი გვყვავს, მაგრამ დრამი ზოგადად ისეთია, ადვილად ხდება ხოლმე ჯგუფთან შეთავსება და ჩვენიდან რომელიმე რომ წავიდეს, აზრი აღარ ექნება ჯგუფის არსებობას, ისეთ მუსიკას ვეღარ დავუკრავთ. რასაც ახლა Sour Skin უკრავს.”
განვაგრძოთ კითხვა
კატეგორია: ინტერვიუ, კვირის სიახლე
April22
ავტორი: ნასტასია არაბული
თავიდან ცალ-ცალკე აკეთებდნენ მუსიკას. ტეტე ,, The Neverland”- ში უკრავდა, გაჩა კი ,,Vietnam Radio’’-ში. მერე შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთის მუსიკალური ხედვა მოიწონეს და ერთად გადაწყვიტეს მუსიკის კეთება. 2007 წლიდან ერთად უკრავენ ბენდში, რომელსაც ,,Me And My Monkey’’ ქვია. ხშირად ჩნდება კითხვები, რომელია მე და რომელი მაიმუნი, ან საერთოდ რა შუაშია მაიმუნი მუსიკასთან.
მაიმუნი, რა თქმა უნდა, არც ერთია. ერთი სანდრო ჩინჩალაძეა და მეორე გაჩა ბაქრაძე, მაიმუნი კი სანდროს პროცესორზე მიკრული სტიკერია, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა, სანამ ისინი ერთად დაიწყებდნენ მუსიკის კეთებას.
განვაგრძოთ კითხვა
კატეგორია: ინტერვიუ, კვირის სიახლე