რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა ჯგუფმა Keane ახალი EP-ის გამოსვლის შესახებ განაცხადა. EP სახელად “The Night Train” 2010 წლის 10 მაისს გამოვა და მასში 8 სიმღერა შევა, რომლებიც როგორც ჯგუფის წევრებმა განაცხადეს “Perfect Symmetry”-ის მსოფლიო ტურნეს დროს ჩაიწერა. EP-ის სახელიც ტურის დროს საყვარელი გადაადგილების საშუალებიდან მოდის.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯგუფმა 2 სიმღერა “Stop For A Minute” და “Looking Back” ჩაწერა სომალური წარმოშობის კანადელ რეპერთან K’Naan-თან და ასევე იაპონ პოპ მომღერალ MC Tigarah-თან, ამ ფაქტზე კი ჯგუფის სოლისტმა ტომ ჩაპლინმა განაცხადა, რომ ეს სიმღერები Keane-ს სხვა მხრიდან წარუდგენს მსმენელს.
Keane-ის ახალი EP
http://www.google.com/url?sa=t&source=web&ct=res&cd=10&ved=0CDgQFjAJ&url=http%3A%2F%2Fwww.myspace.com%2Fkeane&ei=oiUUS5LHOdP8_Aa5ou3jBA&usg=AFQjCNGYoTp1WrtZz7sGZKK4S5eKqTfKBg&sig2=kp7HboIGCMteyPvjPoGuqg



ვგიჟდები ამ ჯგუფზე :love: