Bear In Heaven – 2003 წელს დაარსდა ბრუკლინში Jon Philpot-ის მიერ. მათი მუსიკა psychedelic-ის, electronic-ისა და krautrock-ის ნაზავს წარმოადგენს. ბოლო 1 თვეა რაც ამ ჯგუფის პოპულარობა დღითი დღე იზრდება. 2 კვირის წინ ABC-მაც გააკეთა რეპორტაჟი მათი ბოლო ალბომის “Beast Rest Forth Mouth” შესახებ. უფრო ადრე კი ჩემი ყურადღება მიიპყრო სიმღერით “Wholehearted Mess”, ამის შემდეგ მთელ ალბომსაც გავეცანი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. შემდეგნ მოვისნიმე მათი წინა ნამუშევრები, მათი ყველა ალბომი განსხვავებულია, ჟღერადობით, ხმებით, სტილით მოკლედ ყველაფრით, მაგრამ “Beast Rest Forth Mouth” ყველასაგან გამოირჩევა და ალბათ ამიტომაც დაიმსახურა ასეთი ყურადღება.
ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩაგვწერა ონლაინ-ინტერვიუ ჯგუფის ვოკალისტთან Jon Philpot-თან…
გამარჯობა Jon!
MUZAME: უცნაურია თქვენთვის ქართულ ინტერნეტ-ჟურნალთან ინტერვიუ?
ეს არ არის უცნაური, ეს ამაღელვებელია, თან ეს არის ჩვენი პირველი ინტერვიუ ა.შ.შ.-ს გარეთ.
MUZAME: ვინ არიან თქვენი ფავორიტი თანამედროვე ჯგუფები და რომელი ალბომები მოგეწონათ 2009 წელს?
Jon Philpot: ჩემი ფავორიტი თანამედროვე ჯგუფების სია ძალიან გრძელია ამიტომ მხოლოდ რამოდენიმეს დავასახელებ. ესენია: Washed Out, The Tony Castles, Memory Cassette, Many Mansions და Martial Canterel. ხოლო 2009 წლის ალბომებიდან გამოვყოფდი Girls. მე მქონდა შანსი მენახა მათი პირველი გამოსხვლა ნიუ-ორკის თურნეს დროს, ეს იყო პატარა შოუ, ამ ნამდვილად მთვრვალმა გოგომ კინაღამ მონიტორი მოარტყა დრამერს როცა გონებას კარგავდა. მე ვიცოდი, რომ ნამდვილად განსაკუთრებული ჯგუფი იყო და მათი ალობომის გამოსვლის დღე ჩავინიშნე. ასევე შესანიშნავი იყო Animal Collective-ის Merriweather Post Pavilion და Flaming Lips-ის Embryonic. ჩემმა მეგობარმა David მომცა თავისი ჩანაწერი, რომელიც ჩაწერა Doug McCombs (Tortoise). უკვე რამდენიმე დღეა რაც მას ვუსმენ განუწყვეტლივ, თქვენც ნახეთ – Sycamore by David Daniell and Douglas McCombs
MUZAME: ვინ იქონია გავლენა თქვენს მუსიკაზე?
Jon Philpot: მათი სიაც ძალიან გრძელია… ბავშვობაში მიყვარდა Prince. თინეიჯერობისას Bad Brains და Spacemen 3-ს, ასევე მნიშვნელოვანი იყო My Bloody Valentine და Fugazi-ი. შემდეგ კი მიმართულება შევიცვალე და noise-ის, minimalism-ის, Scott Walker-ის მოსმენა დავიწყე. მე ვმუშაობდი დამხმარედ ლეიბლში სახელად “Table of the Elements”. ხალხმა ამ ლეიბლში მანახა მუსიკალური სამყარო ფართო ხედით. მე გავიგე Tony Conrad, The Velvet Underground, Lee Perry, King Tubby-ის შესახებ და შევხვდი ჩემს კარგ მეგობარს Need Windham. Need-მა და მე ჩამოვაყალიბეთ ელექტრო-აკუსტიკური ბენდი Presocratics. Need-სგან ბევრი ვისწავლე, ის შესანიშნავ mixtape-ებს და ეს mixtape-ბი სავსე იყო dub-ით. ამერიკული პრიმიტიული მუსიკა და “badass” (ქართ. ჯიგრული) როკი მაგარია. და იცი რატომ? მე ისევ მიყვარს Prince.
MUZAME: ბოლო ფილმი რომელიც ნახე? აღგვიწერე ემოციები ფილმის შემდეგ? და შეიძლება ფილმა იქონიოს გავლენა მუსიკაზე?
Jon Philpot: ბოლო ფილმი რომელიც ვნახე იყო Robert Bresson-ის Mouchette. ფილმის შემდეგ გახარებული ვიყავი, რომ ვნახე Bresson-ის კიდევ ერთი ფილმი. კი შეიძლება ფილმა იქონიოს გავლენა მუსიკაზე, შეიძლება გაუთვიცნობიერებლად. მათ ორივეს აქვთ ტემპი და ტონი. იცი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მუსიკას, რომელზე გავლენა იქონია David Croenberg-ის მილმა “The Brood”. ის შეიძლება უცნაური და მაგარი იყოს.
MUZAME: პირველ ალბომში თქვენ ითანამშრომლეთ მრავალ არტისტთან, მოგვიყევი როგორი იყო. აპირებთ იგივეს გაკეთებას შემდეგი ალბმოის ჩაწერისას?
Jon Philpot: შესანიშნავია სხვა ხალთან მუშაობა. სასიამონოა, როცა შენი მეგობრების ტალანტი ახდენს შენზე შთაბეჭდილებას. ვფიქობ, რომ შემდეგ ალბომზე კიდევ იქნება ბევრი ახალი ადამიანი. არ მინდა ამის დასრულება.
MUZAME: თქვენი ბოლო ალბომი შესანიშნავია, ახალი ხმა, ახალი ჟღერადობა. როგორ ფიქრობ შეძლებ გაარკვირვო შენი ფანები შემდეგი ალბომით?
Jon Philpot: თუ გავრეპავ ალბათ ეს გააკვირვებს მათ.
MUZAME: მუსიკით საკმარის ფულს შოულობთ თუ სხვაგანაც გიწევთ მუშაობა?
Jon Philpot: საქმეები ჯერ ისე კარგად ვერ არის. ახლა არ მაქვს სამუშაო, მაგრამ ალბათ მალე ვიპოვნი. ჩვენ ყველა ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ჩვენს მიდრეკილებას მუსიკისადმი. ნიუ-ორკში ქირა ძვირია. ალბათ ერთ დღეს ყველაფერს დავაბალანსებთ, ეს შესანიშნავი იქნება.
MUZAME: შეგიძლია რამე ურჩიოთ ქართულ ბენდებს, როგორ მიაღწიონ წარმატებას?
Jon Philpot: გააკეთეთ მუსიკა გულით და არა ის მუსიკა, რომელიც გგონიათ, რომ პოპულარული იქნება. ისე ჯობია ეგ კითხვა უფრო წარმატებული ბენდებს დაუსვა, ჩვენ ჯერ კიდევ მთელი ძალით ვშრომობთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
MUZAME: როგორ ფიქრობთ? თანამედროვე სამყაროში, ნიჭს და შესრულების ინდივიდუალურ მანერას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს? თუ გარეგნობას და იმას თუ ვინ არის შენი პროდიუსერი?
Jon Philpot: მე გავაკეთე მთელი საპროდიუსერო საქმე ჯგუფისთვის და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კარგი მელოდია და შესანიშნავი ბითიც ძალიან მნიშვნელოვანია.
MUZAME: როდისთვის გეგმავთ მსოფლიო ტურნეს და რომელი ქვეყნებს მოინახულებთ?
Jon Philpot: მე ვფიქრობ, ეს იმაზეა დამოკიდებული როდის გაიყიდება ჩვენი ალბომი სხვა ქვეყნებში, ახლა ის მხოლოდ ა.შ.შ.-ს ფარგლებში იყიდება. ჩვენ სიამოვნებით დავუკრავთ საქართველოში თუ დაგვიტოვებდით თქვენს სახლებში
MUZAME: და ბოლოს, თქვენი აზრით როგორი იქნება მუსიკალური სტილი 10 წლის შემდეგ? შეიცვლება?
Jon Philpot: უდავოდ შეიცვლება. იმედია, მე იქ კოსმოსური სკაფანდრი მეცმევა და გონების ძალით კონცერტებზე ვიფრენ.
გმადლობთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!!!





გიო ბიჭო მიწერე მაგათ რო დავტოვებთ,,და ვაჭმევთ კიდეც!!!
საინტერესო ტიპები არიან. კაი influene აქვთ
ალბომს უნდა მოვუსმინო
=]]]=]]]=]]] უეჭველი სადღაც არ დაიტოვეს და ………:)))):P:P:P