როგორც ჩანს ეს პერიოდი კარგი პერიოდია ახალი კარგი მუსიკოსებისთვის ალბომების გამოშვებისთვის.
დღეიდან შეგიძლიათ შეაფასოთ Exit–ის სადებიუტო ალბომი მოისმინოთ Urban Waves Records–ზე.
exit, იგივე ლუკა ნაკაშიძე მუზამემ 2010 წელს, ალტერვიჟენ ნიუქამერებზე აღმოაჩინა. შეგიძლიათ ნახოთ მაშინდელი ინტერვიუც.
მისი პრიველი ალბომის გადმოწერა კი შეგიძლიათ როგორც სრულიად უფასოდ, ასევე თქვენთვის სასურველი თანხის ფასად. უბრალოდ, თანხის გადახდის სურვილის ქონის შემთხვევაში თქვენ მიხვდებით, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც paypal ცოცხალი თავით არ შემოდის და ამიტომ, ალბომის უფასოდ გადმოწერა მოგიწევთ. ამისთვის კი უნდა დაელოთ გადმოსაწერ ლინკს თქვენს მეილზე.



