სოფი ვილი ამბობს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც, ფარული და განსაკუთრებული რასაც ჩვენში ბავშვობიდან ვატარებთ და ზუსტად ასეთი ბავშვობიდან თანმხლები სიზმრის ინსპირაციაა მისი ალბომი დედა თევზზე.
სოფი იმასაც ამბობს, რომ ბავშვობაში ხშირად ესიზმრებოდა ლურჯი თევზი, რომლამდე მიღწევასაც ცდილობდა სიზმრებში და რომელიც რაღაცატომ მისთვის მის საუკეთესო მეგობართან, საკუთარ დედასთან ასოცირდებოდა.
ამ ამბების მერე ცხადია, რატომ გამოიყურება ალბომის ქავერი ასე ლურჯად და საიდან მოდის ალბომის სახელი.
ალბომში შესული 10 სიმღერა შეგიძლიათ თავისუფლად მოისმინოთ, გადმოწეროთ და დაინტერესებულ პირებს გაუზიაროთ.
და აქვე ვიდეო, სადაც სოფი თვითონ წარადგენს ალბომს. ისე კი, მის facebook–ის ფეიჯზე გამოქვეყნებულ ინფოს თუ ვენდობით, ალბომის პრეზენტაცია მარტში თბილისში იგეგმება.



Albomshi 11 simgheraa. Da ara 10.