Modern Art+Electro Days

11–12 ნოემბერს თბილისში Modern Art+Electro დღეები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალენდარზე შეგიძლიათ ახლავე აღნიშნოთ, რომ პარასკევ საღამოს გრატო პასაჟში  მიდიხართ, შაბათს კი CAFÉ-GALLERY–ში, მერე კი მეგობრებს უთხრათ მოუყვეთ, რატომ აღნიშნეთ ეს ორი დღე კალენდარზე.

Modern Art+Electro Days–ს ფარგლებში შეგეძლებათ მოისმინოთ ქართველი და არაქართველი ელექტრო მუსიკოსები, რომლებიც მუსიკასთან ერთად ვიზუალური არტით გაფორმებულ სანახაობას გვპირდებიან. თანამედროვე არტისა და მუსიკის დღეებს ნიკაკოი, იგივე ნიკა მაჩაიძე გახსნის სწორედ ვიდეო შოუს თანხლებით. ამავე დღეს დაუკრავს ჟორჟიკაც, რომელსაც  მიხაელ შვანენი, ანუ  beachcoma ჩაანაცვლებს, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, საკუთარი ლეიბლები აქვს და ტექნო მუსიკის მოყვარულების გულთა მფლობელია.

ამავე დღეს დაუკრავს გერმანელი მელოდიური ტექნო მუსიკოსიMichaela Dippel, იგივე  ადა, რომელიც  მუსიკის კრიტიკოსების და მელომანების ყურადღებას ერთნაირად იქცევს მას შემდეგ, რაც  2004 წელს მისი სადებიუტო ალბომი, ‘Blondie’-ი გამოვიდა გაყიდვაში, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა და მასზე წერდნენ ისეთი მსხვილი გამოცემები როგორებიც არიან: New york times, Pitchfork (ამ უკანასკნელმა ‘Blondie’ 8.6 ქულითაც კი შეაფასა), მან წელს რიგით მეორე ალბომი ‘Meine Zarten Pfoten’ გამოსცა DJ Koze-ს ლეიბლ Pampa-ზე.

იმისათვის, რომ პარასკევი  და შაბათი საღამო მუსიკისა და ვიზუალური არტის მოყვარულებმა ნამდვილად Modern Art+Electro Days–ზე გაატაროთ,  მოტივატორად გთავაზობთ ივენთებზე მოწვეული არტისტების ნამუშევრებს.
Beachcoma – Pizzafight by Beachcoma

Jorjick – Lift 011 by jorjick 

 

ივენთის შესახებ სხვა ინფო 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress