ZurGi პირველი ქართული ჯგუფია, რომელიც ნეტში შეიქმნა. ანუ, შეიძლება ითქვას, ჯგუფის წევრები, ზურა და გიო პირველი ქართველი მუსიკოსები არიან, რომლებმაც თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური ქსელების შესაძლებლობები ყველაზე პრაქტიკულად გამოიყენეს და ამავე თანამედროვე ტექნოლოგიებისგან შესუსტებულ/დარღვეული საზღვრები გაანულეს.
წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც მეთოდი: –ზურა თბილისიდან წერს მუსიკას, უგზავნის ჰააგაში გიორგის, გიორგი იქიდან ამატებს მუსიკას თავის დეტალებს და მერე სოციალურ ქსელებში ჩვენ ვუსმენთ დისტანციურად შექმნილ მუსიკას იმდენად კარგად ფუნქციონირებს, რომ ბენდის ანგარიშზე უკვე არის 3 იპი.
ბოლო პერიოდში ზურგის თავს დატრიალებული მოვლენებიდან ყველა საინტერესო არის ის, რომ პირველი ქარტული ნეტ ბენდი უკვე აღარ არის ნეტ ბენდი და მათ დისტანციის გარეშე უკვე ერთად შეუძლიათ მუსიკის კეთება, იმიტომ რომ გიორგი მარი უკვე თბილისშია. მანამდე კი ზურა იყო ჰააგაში და ჩვენ უკვე გაგვაჩნია მათი ერთობლივი Homelive–ის ჩანაწერები.
უახლოეს მომავალში კი ჯგუფი კონცერტს თბილისში გეგმავს. ამიტომ, ყველას, ვისაც ჯერ არ მოუსმენია და ზეპირად არ უსწავლია მათი სიმღერები, ვისაც ზურგის გაგონებაზე სხვა ასოციაციები აქვს და ვინც ამბობს, რომ თბილისში კარგი მუსიკის მოსმენა რთულია, კეთილი რჩევა ჩვენგან: ახლავე მოისმინეთ ყველა ჩანაწერი და დაელოდეთ ლაივს.
http://www.last.fm/music/ZurGi
http://www.youtube.com/user/ZurGiOfficial




ძააააააან მაგარია :-O
)))
დიდი ხანია ესე არ მომწონებია მუსიკა