Black Sea Jazz Festival 2011

Black Sea Jazz Festival

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ბათუმი რამდენიმე დღეში უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.  რაც დრო გადის, ფესტივალის მასშტაბები სულ უფრო იზრდება, ალბათ ვერავინ იფიქრებდა ლამის უკვე  შორეულად ქცეულ 2008 ან 2009 წელს, რომ ბათუმი რომელიმე ზაფხულს 200-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებლით აივსებოდა და ზოგი მათგანი ქუჩებს ცეკვითაც კი შემოივლიდა და ერთი სცენის მაგივრად 4 სცენა დაიდგმებოდა  უკვე ყბადაღებულ პიაცაზე, ევროპის მოედანზე, ბულვარში და კლუბ Take Five-ში. არადა, ფესტივალის ორგანიზატორებს წელს სწორედ ასეთი გეგმები აქვთ მუსიკის მოყვარულებისთვის. მათი გულუხვობა იქამდე მივიდა, რომ დაგეგმილ კონცერტთაგან რამდენიმე სრულიად უფასო იქნება და მასზე მოხვედრა ყველას შეეძლება.

ფესტივალს  მეისი გრეი დახურავს პიაცაზე  გრანდიოზული  კონცერტით 24 ივნისს, მანამდე კი , 19 ივლისიდან საშუალება გვექნება მოვისმინოთ ნაირნაირი შემსრულებლები ნაირნაირი ქვეყნებიდან:  უკ­რა­ი­ნუ­ლი Jazzex Band, ჰოლანდიური - Yuri Honing Wired Paradise, ლიტ­ვური Brassbastardz, სომ­ხუ­რი Reincarnation, ლე­რა გე­ნე­რი­სა და ალექ­სეი პო­პო­ვის პრო­ექ­ტი და ამე­რი­კუ­ლი Project Logic-ი, The London Community Gospel Choir In Concert, სტენ­ლი ჯორ­და­ნის ტრიო და ამა­ვე ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბენ­დი Yellowjackets-ი (რომელთაც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილე აქვთ)  და გერმანული Men in Brass. სწორედ ეს უკანასკნელები გვპირდებიან ქალაქის ქუჩების ცეკვით და მუსიკით ავსებას.

უცხოელი მუსიკოსების გარდა ისევე როგორც წინა წლებში, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი მუსიკოსებიც: ლე­ვან ჩი­ჩუა და Space Jam, ილუ­შა ცინ­ცა­ძის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ბენ­დი, City Life Band, ბა­ჩა მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ჯაზ­კ­ვინ­ტეტი ( ბაჩა ერთ-ერტია იმ ქართველ მუსიკოსთაგან, რომელსაც ბერკლის აკადემიაში სწავლის საშუალება მიეცა ) , T. Blues Mob, ბექა გოჩიაშვილი, რომელიც შარშან ტრიოსთან ერთად სტუმრობდა ფესტივალს, წელს სეპტეტთან ერთად ესტუმრება. სავარაუდოდ საინტერესო იქნება ქართულ აზერბაიჯანული პროექტი - Jazz Factory & ულ­ვია რა­ჰი­მო­ვაც.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე სემენცოვა, რომელიც  საქართველოდან პეტერბურგში სოხუმის დაცემის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის მუსიკალური საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი ჯგუფ Soulmama-თან ერთად ჩამოდის.

“ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის” მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო წარ­მო­ად­გენს, გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი გახ­ლავთ, რომელიც ბარათ  America Exspres-ის  მფლობელებს საშუალებას აძლევს ბილეთების ექსკლუზიური ფასით ისარგებლონ.

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress