Artist: Kanye West
Album: My Beautiful Dark Twisted Fantasy
Release Date: November 22, 2010
Label: Roc-A-Fella, Def Jam
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ჯერ კიდევ მაშინ როდესაც Power-ის პრომო გამოჩნდა მოლოდინები Kanye West-ის ახალი ალბომის შესახებ გაიზარდა. აშკარად რაღაცას მნიშვნელოვანს ამზადებდა Kanye. შემდეგ ამ ალბომს Pitchfork-მა უმაღლესი შეფასება დაუწერა, და აშკარა გახდა, რომ Kanye-მ საკამოდ კარგად შეფუთული კომპოზიციებით სავსე დისკი გამოაგდო.
არა მარტო შეფუთვა, ანუ არანჟირება და საუნდის ხარისხი აქვს ამ ალბომს კარგი, ასეთი რომ არ ყოფილიყო ის იქნებოდა გასაკვირი, თვითონ კომპოზიციები მშვენივრად არის აწყობილი, თავიდან ბოლომდე ძლიერი პოპ ალბომია, დასამახსოვრებელი მელოდიებით, კარგი ბითით და მოსასმენი ტექსტებით, სადაც მარტო ნაშობაზე და ცილინდრების რაოდენობაზე არ არის საუბარი. მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება აქაც ბევრი რამ არის საინტერესო, სულ, რომ არაფერი იყოს სხვა King Crimsonის სემპლი რად ღირს Power-ში, მაგრამ ამის გარდა Kid Cudi, Bon Iver, John Legend და სხვები ჰყავს მოწვეული ალბომში,რაც ყოველთვის კარგად მუშაობს და კომპოზიციები საინტერესო გამოდის. მოკლედ ყველა ინგრიდიენტი ჩაყარა Kanye-მ ერთ დისკში.
ყველაზე შთამბეჭდავი მაინც Power გამოვიდა, რაღაცით Gorillaz-ის ძველ კომპოზიციებს მახსენებს, პირველი ალბომიდან, ბევრი სტილი, ემოცია, საინტერესო სემპლები და კარგი იდეები ერთად, რომ იყო ხოლმე არეული. ზუსტად ასეთი სიმღერაა – ყველანაირად სრული, თან აქტუალური ტექსტით. საერთოდ მთელ “My Beautiful Dark Twisted Fantasy”-ზე შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი, აქტუალური და სოციალურ პრობლემებზე დაწერილი ტექსტებით სავსე დისკია.
Hell Of A Life ძლიერ როკენროლურ რიFზე დაწერილი სიმღერაა, ისევ და ისევ კარგი მელოდიით და მისამღერი Black Sabbath-ის Iron Man-საც მიაგავს. ასეთივე საინტერესო სიმღერებია Monster, Devil In A New Dress, So Appalled.
Kanye-მ ალბათ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოპ ალბომი ჩაწერა. უამრავი განსხვავებული პოპ, როკ და ჰიპ-ჰოპ ტენდენცია ნიჭიერად და გემოვნებით არის გაერთიანებული ყოველ კომპოზიციაში და მთელ ალბომში. ცუდი სიმღერა ამ დისკზე უბრალოდ არ არის.




komentaris gareshe
vaime sandro 10/10 da jandaba shen… rac ar unda iyos mainc…
sheidzleba 10iani albomi ar iyos, magram tundac imis gamo girs umaglesi qulis dawera , rom vigaca daainteresos da mousminos , imitom rom magari albomia blin , tan dzalian …
kargit ra…3 simghera kargi tu aqvs kargi albomia?rihannas dautseros 10/10 pitchforkma igives ityodit, kargi piari da sheputva plus im dros cxovrob roca erti meoreze uaress alboms ushvebs da ukve mcireti kmayopili xar…muzamem cota damoukideblad rom iazrovnos kargi iqneba,torem am statiashi ucxouridan gadmotargmnil zhurnals daemsgavsa.
ucxouri pilmebi qartulad kide aravis evaseba mgzavrebis mimdevrebis garda…
მეც აღფრთოვანებული ვარ ალბომით! მთელი “ლასტ.ეფემი” ამ კაცს უსმენს და “ბითლზებსა” და “რედიოჰედს” მოსდევს პოპულარული მომღერლების ლისტში.
მეც აღფრთოვანებული ვარ ალბომით! მთელი “ლასტ.ეფემი” ამ კაცს უსმენს და “ბითლზებსა” და “რედიოჰედს” მოსდევს პოპულარული მომღერლების ლისტში.
vaime sandro 10/10 da jandaba shen… rac ar unda iyos mainc…
@Jessica – aba 10/10 vis davuwerot xolme bethovens?
პიჩფორკმა დადო რედიოჰედის ახალი ალბომის რევიუ, გზა ხსნილი გაქვთ
) ეჭვი მაქვს 7-8-დე იმერყევებთ :დდდდ
10 / 10 მაინც გადამეტებულად მიმაჩნია ამ ალბომისთვის.