რეზო სრულიად შემთხვევით პოლონურ ლეიბლზე ვიპოვე, მოვუსმინე და მხოლოდ აღფრთოვანების შემდეგ გავარკვიე, რომ პოლონურ ლეიბლამდე ის ჩემ საყვარელ ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა, ფოტო და მუსიკალურ პროქტებს ახორციელებდა, სხვადასხვა დროს დაინტერესებული იყო იაპონური კინემატოგრაფიით, ქართული ურბანული გარემოთი, ოკეანეში მოგზაურობდა და ირაკლი შონიასთანაც თანამშრომლობდა. სხვა ქართველ შემსრულებელთან არასოდეს უთანამშრომლია, ირაკლისთან კი სამომავლოდაც გეგმავს კოლაბორაციას. დიდი ხნის მეგობრები არიან და ბუნებრივია.
იაპონური კინემატოგრაფია შემთხვევით არ მიხსენებია, ლეიბლზე, სადაც რეზო აბსოლუტურად შემთხვევით აღმოვაჩინე, ეწერა, რომ ამ ალბომზე მუშაობისას ის სწორედ იაპონური კინემატოგრაფიით იყო ინსპირირებული. თვითონ კი ამბობს:
“ინსპირაციის რამე კონკრეტული წყარო არ მაქვს, ახალი მუსიკის გაკეთების სურვილი შეიძლება რაიმე ხმამ, ჟღერადობამ, ადამიანმა გამიჩინოს, ან უბრალოდ დავჯდე და დავიწყო ახალი კომპოზიციის კეთება.
იაპონური კულტურა და თვითონ იაპონია ზოგადად მაინტერესებს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა არ მოუხდენია ჩემს მუსიკაზე, უბრალოდ დროის რაღაც ნაწილი გატაცებული ვიყავი რამდენიმე იაპონელი რეჟისორის შემოქმედებით და დავიწყე ფიქრი, მე თვითონ როგორ მუსიკას შევქმნიდი მსგავსი სტრუქტურის მქონე ფილმებისთვის და ეს აისახა “Street Risen Wire”-ში.”
რაც შეეხება ალბომს და პოლონურ ლეიბლს, სადაც რეზო სრულიად შემთხვევით ვიპოვე: “Street Risen Wire”-ში შესული კომპოზიციები 2010 წელს საზღვაო მოგზაურობის დროს დავწერე, როდესაც დავბრუნდი Audiotong-ს გავუგზავნე დემო ვერსია, ისინი დაინტერესდნენ და ასე შედგა კოოლაბორაცია ჩვენს შორის.” Audiotong-ი გარდა იმისა, რომ მუსიკის პროდაქშენით არის დაკავებული, აწყობს სხვადასხვა ივენთებს, პერფორმანსებს და ლექციებს, ყავდათ მიწვეული ისეთი არტისტები, როგორებიც არიან. Phill Niblock, Tetuzi Akiyam, Lawrence English და მრავალი სხვა. ასევე აქვთ განხორციელებული საერთო პროექტი მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ ჟურნალთან “The Wire Magazine” სახელწოდებით – “Exploratory Music From Poland”
მე ვფიქრობ, რომ ჩემი აღფრთოვანების მთავარი მიზეზი რეზოს ნამუშევრების მოსმენის შემდეგ შენში დარჩენილი სიმშვიდე და ზღვისპირა ქალაქის სიყვარულია, სადაც რეზო ცხოვრობს, თვითონ კი ამბობს, რომ:
“სიმშვიდე არის ჩემი ერთ-ერთი მდგომარეობა, განწყობა, მაგრამ ეს მუდმივად ცვალებადი პროცესია, ასევე ხდება ჩემ მუსიკაში. ყოველი კომპოზიცია კონკრეტული განწყობის ფიქსაციაა, რომელიც სულ იცვლება და შეიძლება აღარც განმეორდეს. ზოგადად ჩემი მუსიკალური სპექტრი ძალიან ეკლექტურია და რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობაზე არ ვარ კონცენტრირებული.
ვფიქრობ, ჩემი მუსიკის ჟღერადობა არ არის პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობ, ისიც არ ვიცი, როგორი ჟღერადობა ექნებოდა, სხვა ქალაქში რომ მეცხოვრა, ჩემი მუსიკა უფრო ჩემ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ ქალაქზე, ან ქვეყანაზე, სადაც მე ვცხოვრობ. მაგრამ ისიც არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ქალაქმა შემიქმნას თავისებური განწყობა და ეს ჩემ შემოქმედებაში აისახოს.”
თავისი მუსიკით რამე კონკრეტულ ამბებს არ ყვება, საკუთარი თავის ფიქსაციის გზაა მუსიკა და მერე უკვე ყველაფერი მსმენელზეა დამოკიდებული, როგორ ინტერპრეტაციას მიცემს ფიქსირებული რეზოს ბგერებს.
Rezo Glonti at Last.fm
Rezo Glonti – “Street Risen Wire”




es release “street risen wire” dzn kargia,tqveni iniciativac momcons: axalgazrda musikosebs ukavshirdebit da matze cert, magram vfiqrob ceris manera, tviton textis struqturis acyobis tavisebureba da principebi yvela variantshi shesacvlelia, ara adeqvaturad mimachnia roca raime axali albumis recenzias cer da texts tan urtav musikosis dzvel namushevars.
all the best
A.
pirevlad mesmis es tipi, dzz magari musiikaa, grma da xarisxiani. gansakutrebit spy @ momecona. pirvel comentars nacilobriv davetanxmebi, cota damabnia im trekma, ulbomidan megona. tan ar uxdeba dzz gansxvavebuli stilisaa.
april
ალბათ მართალია ის, რაც შენ დაწერე, მაგრამ როცა ადამიანზე პირველად წერ და გინდა, მასზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდო შენ მკითხველებს, მაშინ ჩემი აზრით გამართლებულია ძველი ნამუშევრების ჩართვაც.
სხვა თუ არაფერი, საინტერესოა რას აკეთებდა ეს ადამიანი ადრე, რას აკეთებს მარტო და რას სხვებთან ერთად…
ანუ, მე ვთვლი, რომ დამატებითი ინფოები, ტრეკები და ა.შ. სასარგებლო უფროა, ვიდრე ხელისშემშლელი და მაგ პრიონციპიდან ამოსვლის შედეგად აღმოჩნდა ძველი ტრეკი აქ.
ტაკს .
http://www.33recordings.com/
ai aq aris kidev sxva dzveli release, ki ra tqmunda infos micodeba kargia da es linkebis saxit sheidlzba, ubralod textshi im trekis chartva romelic im albumtan kavshirshi ar aris romelzec cer vfiqrob ar aris scori midgoma.
all the best
A.
არ ვიცოდი ამ კაცის არსებობა. კარგი მუსიკა აქვს, ქართველი alva noto-ა.. :O =))