გერმანია კარგი ქვეყანაა. იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურად აქტიური, მოტივირებული და მარტივად შთაგონებადი ცალუჯრედიანი რობოტების საზოგადოებაა – ყველაფერი მაგ სახელმწიფოს საზღვრების კედლებს შიგნით კარგად არის. რამდენი კარგი რამ გვაქვს გერმანიიდან, ჯერ მარტო მეორადი გერმანული ავტომობილები, რომ არ ყოფილიყო დღეს ყველანი ისევ „ლადების“ საჭეებთან ვისხდებოდით, ან საქართველოს მთავრობას იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების სიმრავლის გამო მარჯვენასაჭიანი მოძრაობის დაწესება მოუწევდა. წარმოიდგინეთ რამხელა ხლაფორთს ავცდით და ყველაფერი გერმანიის დახმარებით.
არცერთ ქვეყანას არ ჰყავს ალბათ იმდენი მწერალი, პოეტი და კომპოზიტორი როგორც გერმანიას. ამ ერთფეროვანი ბიურგერების საზოგადოებაში საუკუნეში ათეულობით ასოციალური და არაორდინალური არტისტული ნატურა იბადებოდა: აბსოლუტურად ყრუ კომპოზიტორი; ბიუროკრატი, რომელიც ბიუროკრატიას აღწერდა როგორც გაუგებარ და უაზრო ციხეს; ქვეყნის ლიდერი, რომელიც თავისი სახელმწიფოს ყველაზე მდიდარ და წარჩინებულ ფენას, რომელიც საუკუნეების მანძილზე თავისი შრომით ქვეყანას ამდიდრებდა, ღუმელებში წვამდა. მერე თქვით გერმანელებს იუმორის გრძნობა არ აქვთო.
გერმანია ალბათ ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც ჯაზს ყურადღებას მთავრობა აქცევდა და მფარველობდა. რა თმა უნდა кто платит тот и музыку заказывает და გებელსის ჯაზი ფაშისტური პროპაგანდა იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – government was swinging.
თანამედროვე გერმანული ჯაზი აქამდე რაღაც ან ზედმეტად გაუგებარი ([em]), ან კიდევ უფრო გაუგებარი (Michael Wollny/Heinz Sauer) მუსიკა მეგონა. სიცოცხლეს მოკლებული და ხელოვნურობამდე ინტელექტუალური ჟღერადობა ჯაზისგან შორს მიდის, რაღაც კლასიკური მუსიკისკენ იხრება, უფრო ავანგარდია ვიდრე ის რაც ჯაზი უნდა იყოს – ცოცხალი იმპროვიზაცია და კონკრეტულ წამს დაჭერილი ემოცია.
ტრიო BraffOesterRohrer ( Malcolm Braff [piano] Baenz Oester [bass] Samuel Rohrer [drums] ) ძაან გაუგებარი ტიპებისგან შედგება. პიანისტი ბრაზილიიდან ჰყავთ, ბასისტი შვეიცარიიდან, დრამერი გერმანიიდან და ყველანი ერთად მუსიკას აკეთებენ, თან თითიდან გამოწოვილს კი არა – ნაღდს, ცოცხალს, ჯიგრულს, თნამედროვეს. ბითლების Norwegian Wood იმდენად ლამაზი ჰარმონიებით არის სავსე და იმხელა სივრცეა იმპროვიზაციისთვის და ვარიაციებისთვის, რომ ამ სიმღერიდან ყველას თვითონ შეუძლია რაღაც ახალი გამოძერწოს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ – დამიკარი Norwegian Wood და გეტყვი ვინ ხარ შენ. ჰერბი ჰენკოკი ამ სიმღერას აბანძებს (ეგეთია ჰერბის ბუნება) Malcolm Braff კი ამ სიმღერიდან ცოცხალ, ლამის საცეკვაო კომპოზიციას აკეთებს.
მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს ენერგიული და ცოცხალი მუსიკოსები ერთი წამით მაინც სუსტ და სასაცილო მუსიკას აკეთებენ, ან ექსპერიმენტებს ერიდებიან. სტუდიურ ალბომში 25 წუ
თიანი კომპოზიცია მგონი ექსპერიმენტებისგან თავის არიდება არ უნდა იყოს, და საერთოდაც დიდი სიამოვნებით ეშვებიან გრძელ და დაუსრულებელ იმპროვიზაციებში, რომლებსაც შენც მათთან ერთად დიდი სიამოვნებით მიჰყვები და ბოლოს ფიქრობ კიდევ ერთხელ ხომ არ მოვუსმინო მათ ალბომს ან სადმე კიდევ ერთი დისკი ხომ არ იშოვებაო.
დისკი არ იშოვება, დისკი რა, ციფრული Fაილი არ იშოვება, ერთი ალბომი ძლივს ამოვქექე და მერე ძლივს გადმოვწერე. რაც ყველაზე უცნაურია არც არანაირი ინფორმაცია არის სადმე ინტერნეტში. სპეისი და ვებგვერდი თუ აქვთ მგონი არც იციან ჯგუფის წევრებმა (არც მენეჯერებმა და საერთოდ მე დავგუგლე ალბათ პირველად).
დღევანდელ მომძლავრებულ როკ-ჯაზ ტალღაში ეს ტრიო ალბათ ერთერთი გამორჩეულია, რომელიც უკრავს ისევ როგორც ჯაზ ტრიო – აკეთებს გრძელ გაუგებარ იმპროვიზაციებს იმათთვის ვისაც ჯაზი უყვარს. თვითონ Malcolm Braff რაღაცით Thelonious Monk-საც მახსენებს, მასსავით უცნაურად გამოიყურება და რატმოღაც იმპროვიზაციებიც ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ მონკისეული წყვეტილი აკორდები ბრაFს არ აქვს.
Braff-იც Oester-იც და Rohrer-იც ცალცალკე საკმაოდ საინტერესო და გამოცდილი მუსიკოსია და ეს სამი მუსიკოსი ერთად მშვენიერ ჯაზს აკეთებს.
(გუგლში როცა ასო ბგერა m-ს ჩაწერთ, სისტემა ავტომატურად ყველაზე ხშირად ჩაწერილ ვარიანტებს გიგდებთ – ამ შემთხვევაში ეს megan fox იყო. ყველა ლამაზ ქალებს ეძებს ინტერნეტში და მე წვერებიანი ბიძების სურათებს რატომ ვაგროვებ? არ უსმინოთ ჯაზს, ლამაზი ქალები ეძებეთ cherchez la femme)
http://www.youtube.com/watch?v=hYN7u5_HA6M – ნახეთ გამოგადგებათ
www.myspace.com/braffoesterrohrer





სანდრიიიიიკ
მომწონს