Artist: Interpol
Album: Interpol
Release Date: September 07, 2010
Label: Matador/Soft Limit
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ველოდეთ, ველოდეთ და დღეს ოფიციალურად გამოვიდა გაყიდვაში Interpol-ის 2010 წლის ალბომი Interpol. არ ვიცი ვისთვის იქნება დღეს ეს დისკი სიახლე, რადგან უკვე ბილბო ბეგინსსაც და Tweety-საც აქვთ ამ ალბომის არალეგალური კოპია ჩაგდებული აიპოდში და მგონი კაცი არ დარჩენილა ვისაც ეს ალბომი არ მოუსმენია. ყველა ისე ელოდა ამ დისკის გამოსვლას, რომ საშინელი ხარისხით გამოჩენილ ვებრიპსაც კი გადაბმულად უსმენდნენ დღეების განმავლობაში, ალბათ ასე მოუთმენლად ბევრ დისკს არ ელიან.
Interpol – ის პრობლემა თავიდანვე, ანუ Turn On The Bright Lights-ის ჩაწერის შედეგ იყო ის, რომ ყოველი შემდგომი ალბომი ძალიან კარგი გამოდიდოდა უბრალოდ „Turn On The Bright Lights“ ვერ იყო რა. ასეთი ალბომებია Antics და Our Love To Admire, ორივე დისკი შესანიშნავია, მაგრამ ისეთი ვერ არის როგორც პირველია. ამ პირველი ალბომის აჩრდილის დევნას ეს ჯგუფი ოდესმე თუ მოეშვებოდა არ მეგონა, მაგრამ მგონი მოეშვნენ. Interpol-ის 2010 წლის დისკი, სახელად Interpol (რა ორიგინალური სახელია), თითქოს სხვანაირად სუნთქავს და სხვა მიმართულებითაა წასული. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ უცდიათ კიდევ ერთხელ დაეკოპირებინათ საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ ჩაეწერათ ალბომი, რომელიც კარგი იქნებოდა, მაგრამ მთლათ Turn On The Bight Lights ვერ იქნებოდა. აი მეორე ტრეკში მაგალითად რა ორიგინალური ბექ ვოკალია – Ohh, la, la, la! Ooh, la, la, la! საიდან მოიტანეს?
Interpol ყველას თავისი ხასიათისთვის უყვარს, ბნელი და ნისლიანი განწყობისთვის. პირველი მომსმენით ერთი ტრეკის მეორესგან გარჩევა შეუძლებელი თითქოს, მაგრამ პირველი მოსმენა Interpol-ის ალბომებისთვის საკმარისი არასოდეს არის, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი ერთხელაც მოუსმინო პოლ ბენკსის ხმას, შემდეგ კიდევ ერთხელ და ბოლოს ხვდები, რომ უკვე რამოდენიმე კვირაა სხვა სიმღერებს ახტები შენს iPod-ში სანამ „Stella Was A Diver“ არ დაიწყება.
Interpol ითრევს.
ახლა საკითხავი ის არის თუ სად მიიყვანა ბენდი მცდელობამ გაეკეთებინათ რაღაც რაც “… certainly doesn’t sound like anything we’ve ever done before.” [Paul Banks]. ორკესტრის დამატებამ უბრალოდ მოსაწყენი გახადა ყველაფერი, ორკესტრი Interpol-ს ისევე სჭირდება, როგორც პლასტიკური ქირურგია მეგან ფოქსს. რატომ? ისედაც კარგი იყო. მშვენიერ სივრცეს ქმნიდა ბასი და გიტარა, რა საჭირო იყო ვიოლინოები? კიდევ ერთი რაც საშინლად გამაღიზიანებელია – მისამღერი Barricade-ში – “Keep Us Away, Keep Us Away”. რა არის ეს? სელინ დიონის დამშვიდობება შეყვარებულთან? კარგით რა…
საერთო ჯამში ალბომი ბევჯერ უნდა მოისმინო, როგორც Interpol – ის ყველა ალბომი, მაგრამ ეჭვი მეპარება 2010 წლის დისკში ისეთივე საინტერესო სიმღერები აღმოაჩინოთ როგორებიც სხვბა დისკებშია. კარგი სიმღერებიც კი (Memory Serves (ჯანდაბას იდიოტური ბექვოკალი, მაინც კარგი სიმღერაა), Lights) უბრალოდ დროის შესავსებ კომპოზიციებად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული წინა ალბომებში და ახლოს ვერ მივა ვერც Evil-თან და ვერც Obstacle 1-თან.
ყველას მაინც გვიყვარს Interpol, უბრალოდ ამ ჯგუფის მოსმენა ბოლო ალბომით არ უნდა დაიწყო, Turn On The Bright Lights ჯობია მოისმინო. Interpol დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს მოეწონება, რომელიც პოლ ბენკსის ხმის გარეშე ვერ იძინებს, დანარჩენები ამ დისკის გარეშეც მშვიდად დაიძინებენ.
Tracklist
01] Success
02] Memory Serves
03] Summer Well
04] Lights
05] Barricade
06] Always Malaise (The Man I Am)
07] Safe Without
08] Try It On
09] All Of The Ways
10] The Undoing




ისეთი რეცენზია იყო, მთლიანად დამეკარგა სურვილი მოსმენის…
ხო კიდო, “ჯართის” ვერ მანახებ სადმე, როგორმე, როდისმე ?
აჰმ, ჯართისა რა გითხრა. არ ვიცი.
კაი..
სამწუხაროა.. ;((
Success,memory serves,barricade,without da ori shedarebit naklebad mosatsyeni trecki…lights da summer well dzalian cudi simgherebia :/
“ამ პირველი ალბომის აჩრდილის დევნას ეს ჯგუფი ოდესმე თუ მოეშვებოდა არ მეგონა, მაგრამ მგონი მოეშვნენ”
ალბომის შეფასებაში თქვენს კომპეტენციაში არ ვერევი, რა თქმა უნდა, მაგრამ “პირველი აჩრდილის დევნას” მესამე ალბომში რომ მოეშვნენ, ეგეთი უნდა. ორკესტრიც მესამე ალბომიდან მოდის. ეს უკანასკნელი ალბომი სწორედ მესამე ალბომის გზის გაგრძელებაა, ოღონდ ბევრად უკეთესედ გამოუვიდათ, ვიდრე ფაქტიურად უვარგის მესამე ალბომში.
კიდევ, არ მესმის, როგორ გამოგრჩათ “ინტერპოლის” გამხსნელი ტრეკი, ჩემი აზრით, ერთერთი საუკეთესო ალბომში
ჩემი პრეტენზია ამ ალბომთან დაკავშირებით ისაა, რომ ბენქსი ძალიან ბევრს მღერის – ბექვოკალებით და დამატებებით დატვირთულია მუსიკალურად უბრალოდ შესანიშნავი კომპოზიციები.
მომწონს ის, რომ მთელი ალბომი ნარატივია, პირველიდან უკანასკნელ ტრეკამდე ერთი ამბავი ხდება, ვითარდება. სიმღერების ერთმანეთისგან განურჩევლობაზე (თუნდაც პირველი მოსმენით) გამეცინა, მაგრამ ალბათ ეს სუბიექტურია.
მე ბოლო ალბომი ანიქს–ზე მეტადაც მიყვარს, მესამე ალბომზე რომ აღარაფერი ვთქვა.