“ზურგი”

ალბათ იცით რომ  არსებობს  ეგეთი ჯგუფი,  Mutual Friends . 2009 წელს შეიქმნა, რამდენიმე კონცერტზე დაუკრა და ერთი გადასარევი სიმღერა ქონდათ –  help me.

ზურა და გიორგი მშობლიურ ინგლისურ ენაზე მღერიან დაგვეხმარეთ, კარგი ბიჭები ვართო და ის-ის არის კეთილგანწყობილი ხდები და გინდა რომ ყველაფერს მოუსმინო, რასაც დაუკრავენ და მერე დაიჯერო რომ ნამდვილად კარგი ბიჭები არიან, უცბად ახსენდებათ რომ ქართველები არიან და  გადასახადების გაუქმებას, უფასო ბედნიერებას და ა.შ. “პრელესტებს” გვთავაზობენ. მერე ისევ მღერიან და ასე.

მოკლედ, გადასარევი ამბავია.

ის სიმღერა არჩევნების დროს ჩაიწერა და აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მას შემდეგ ბევრი დრო არ  გასულა, მაგრამ, იმდენი კი გავიდა, რომ Mutual  Friends-ი თითქმის დაიშალა და მისმა  წევრებმა სულ სხვა პროექტებზე დაიწყეს  მუშაობა.

“ზურგი” ზურას პროექტია, უფრო სწორად ზურას და გიორგი მარის  პროექტი. ამბობენ, გიორგი მარი ძალიან მაგარი გიტარისტია, ასეთივე songwriter-ი და მისი სახელი ბავშვმაც კი იცისო.   რატომ არ ეცოდინება,  ”STR!NG”-იდან დაწყებული, ბაკურ  ბურდულთან, რობი კუხიანიძესთან,   სალომე კორკოტაშვილთან და კიდევ სხვა მრავალთან ერთად უკრავდა. ახლა ჰააგაშია და იქიდან წერს ზურასთან ერთად იმ მუსიკას, რასაც  ”ზურგი” ქვია.

ზურა  თბილისშია და ამბობს, რომ:  “თავიდან  ვითომ ერთი ჩანაწერი გვინდოდა გაგვეკეთებინა. მერე შევყევით და შევყევით.  რასაკვირველია, უკეთესი იქნება, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ ასეც მშვენივრად ვმუშაობთ. თუმცა ორივეს  live-ის მუღამი გვაქვს.”

“ზურგის”  ლაივის  ”მუღამი”  მეც მაქვს, კაცმა რომ თქვას.

ნუ, მარტო “ზურგის” არა, ზოგადად ბევრი კარგი ქართული ჯგუფის კარგი ლაივის.

https://www.reverbnation.com/zurgi

3 კომენტარი

  1. [-_-] ამბობს:

    ძალიან კარგი…
    მივესალმები ახალ პროექტს და წარმატებებს გისურვებთ!

  2. Irinka ამბობს:

    gavgijdi imdenad magrebi arian. martla.

  3. leo ამბობს:

    tavisuplad sheidzlba iqtvas yvela standarts akmayofileben da arafrit ar chamouvardebian dasavlet evropel da amerikel momgerlebs tu ar uswreben kidec

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress