6 და 7 აგვისტოს ბათუმის ბულვარში როკ ფესტივალი გაიმართება, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში Kung Fu Jankie, Little Snail Danse, Okinawa Lifestyle, Mirror Illusion, Bek Bekson & Atina, The Benedicts, Monapiane, გიგა რეხვიაშვილი, რობი კუხიანიძე, Freak show, Dog Weather, The Sticklers და Indigo მონაწილეობენ .
მონაწილეთა შორის იყო პორნოეპოეზიაც, რომელიც გარკვეული პრობლებემის გამო ფესტივალზე აღარ დაუკრავს. სამაგიეროდ, ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ sour skin- ი დაუკრავს, რომელზაც აფიშაზე ვერა, მხოლოდ ბულვარში იხილავთ. წინა წლებთან შედარებით ნაკლებია უცხოური ბენდებიც. გარდა ამისა, ჩემთვის მაგალითად ცოტა არ იყოს უცნაურია, Okinava Lifestyle – და მაგალითად, რობი კუხიანიძის ერთ აფიშაზე ნახვა.
ფესტივალის ორგანიზატორი, ლევან წულუკიძე, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი მონაწილეცაა, ამბობს, რომ : “წელს okinawa lifestyle გამოდის, კარგია ძალიან, კარგი ვიბრაციები, ზღვის სურნელით გაჟღენთილი მათი – ’Black Sea Shark’-ი დაუმეგობრდა Black Sea Charlie Moses-ის დელფინს, და რატომაც არა, მშვენიერია. მაგალითად მე ვერ ვიტან როკ ტრადიციებს, ამიტომაც არის ჩემი ფესტივალის ტიტულში ხაზგასმით როკი და ამ დროს ვხედავთ არა როკს, არამედ ინტეგრირებულს მას უცხო ჟანრებთან, რადგან მისი დამოუკიდებლად განვითარება ჩემთვის წარმოუდგენელია ჩარჩოებიდან გამომდინარე… და როდესაც ერთმანეთის გვერდით უკრავენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები, ძალაუნებურად ჩემი სურვილია იქ ყოფილიყო ელექტრონიკა და მე ვფიქრობ, რომ ამ ახლა უკვე გადმონაშთ, საკრალურ სიტყვას შეუძლია შეიძინოს თავისი ახალი ფორმა, ენერგია და მოიპოვოს ფართო არეალი… ქართულ ვერსიაში, კონცეფცია ეგ არის.
ექსპერიმენტალური და ელექტრონული მუსიკა და მასში მოღვაწე აქტიური შემოქმედებითი ჯგუფები და ასევე პანკ, ალტერნატივ ბენდები, ანდერგრაუნდ ნიშნით გამორჩეული მუსიკოსები და + ინდუსტრიალ ნოიზ კოლექტივებიც ჩემი სტიქია და მაგარი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ ასეთი ბენდები. “
თავისთავად ის, რომ ფესტივალი რეგულარულად ტარდება უკვე 5 წლის განმავლობაში, კარგი ფაქტია და გარდა იმისა, რომ ზაფხულის თუნდაც ორი დღის კარგად დაგეგმვა შეგიძლია, ჩემთვის პირადად, კარგი გასართობია წინა წლების აფიშებისთვის თვალის გადავლება და ბოლო წლების მუსიკალური და არამუსიკალური ამბების გახსენება.
ასე მაგალითად, 2006 წელი: ლადო ბურდული, სტრინგი, თეთრი ალუბლის მურაბა, Young Goergian Lolitaz, Heбo CCCR, Vitamin.
2009 : Blondub Sexy Sound, Nimb, Goran Gora, Neбo CCCR, Outsider, წერილი, ნიჟარა, მონოპლანი, სპანდერა და კომპარტია.
2008 წელი: აგვისტოს მოვლენების გათვალისწინებით ფესტივალის მაგივრად აქციები ჩატარდა.
ისევ 2009 წელი: ფესტივალის სლოგანია: “სიყვარული ომის ნაცვლად”.
2010 წლის ფესტივალის სლოგანი: “Art as crime; crime as art”.
გარდა აფიშების თვალიერებისა და საკუთარი დასკვნების გამოტანისა ბოლო პერიოდის მუსიკალურ და არამუსიკალურ ამბებზე, საინტერესოა, ვინ იყო ორგანიზატორებისთვის ყველაზე რეზონანსული 5 წლის განმავლობაში.
ლევან წულუკიძე: “ყველა განვლილი ფესტივალი საინტერესო იყო ამ მხრივ! აქ უფრო კარგად იხსნებიან ჯგუფები, ქალაქ ბათუმის პროდასავლურ მდებარეობას თავისი წვლილი შეაქვს ამაში თუ არ ვცდები : ). უპირველესად ეს იყო Young Georgian Lolitaz, ასე ვთქვათ პირველი მერცხლები ახალი ტალღის მომასწავებისა, რომლებიც ბათუმის სულ პირველ როკ ფესტივალზე წარდგნენ და ძალიან მაგრადაც, სხვათაშორის მეამაყება, რომ სწორედ ამ გამრღვევი ბათუმური ტალღა ჯგუფების შესახებ, როგორიცაა Nijara, Pornography, Beqa & Atina და + ის ჯგუფები, ვინც იყვნენ თბილისიდან ფესტივალზე, – მე და ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა გია დიასამიძემ ფილმი გადავიღეთ, რომელიც ასახავს ამ პირველი ფესტივალის პერიპეტიებს და ის სპეციალურად ვაჩვენეთ შარშანდელ როკ ფესტივალზე, დიდ ეკრანზე და ეს იყო ემოციებით აღსავსე სანახაობა მუსიკის მოყვარულთათვის. რომანტიული ატმოსფერო და ამასთანავე მოულოდნელი რამ, ვინაიდან ასეთ სიურპრიზს არავინ არ ელოდებოდა.
მომდევნო ფესტივალებსაც ყავდა თავიანთი გმირები და შარშან ეს კუნგ ფუ ჯანკი იყო, რომელიც ფესტივალის საუკეთესო ჯგუფად დასახელდა. სიმპატიებით ვარ მათ მიმართ განწყობილი, ეხმაურებიან თანამედროვეობას და ეს ბრწყინვალე რამეა. ვნახოთ თუ ვინ მოიპოვებს ამ ტიტულს წელს, საინტერესოა არა? “
ბუნებრივია საინტერესოა. ჩემთვის ეგ კი არა, აფიშების თვალიერებაც კი საინტერესოა.
ამიტომ, 6 და 7 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში საღამოს 7იდან, Art Wave რიგით მეხუთე როკ ფესტივალს წარმოგიდგენთ, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.
მუზამე ფესტივალის ამბებს პოსტფაქტუმაც აუცილებლად მოგიყვებათ.




ისე მშვენივრად გიწერია ლამისაა გადავიფიქრო არწამოსვლა ^_^
პორნოპოეზია რატომ აღარ დაუკრავს? სათაურში გამოვიტანე თან
და მერე ეჭვი აღარასოდეს შემეპარება, რომ არაჩვეულებრივი ვარ
კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, მაგრამ რომ არ გამოდიან, ეგ ნამდვილად ვიცი :ს
magari bandebia , LSD ar momewona didad
შენ ისედაც არაჩვეულებრივი ხარ საყვარელო. ^^
mivesalmebi rok musikis janris yvela moyvaruls! me TviTon ,,rokeri” gaxlavarT, Cveni jgufi arc ise didi xania rac arsebobs, daaxloebiT, 4 Tve ramodenime simRerac gvaqvs, ZiriTadad altermetivas vukravT, Tumca ramodenime pankis JanrSic gvaqvs dawerili. samwuxarod, aravin ar gvyavs, rimelic ,,mogvxedavda” amisaTvis garkveuli popularulobacaa saWiro Cemi azriT, ramodenime rCevas xom ver momcemdiT amasTan dakavSirebiT?
BULL SHIT!!!!!!
BULL SHIT da magito
ise ramodenime video chanaxate ro daidos cudi ar iqneboda chemi azrit, tu amis shesadzlebloba iqneba ra tqma unda…
მოხედვის რა გითხრათ და ჩანაწერები მომასმენინე და თუ რამე საინტერესოს აკეთბთ, მუზამე დაწერს თქვენზე და ეგ ცოტა და ცუდი არ არის ^^
რის ვიდეო ჩანახატს გულისხმობდი?
ფესტივალისას თუ გულისხმობ, აუცილებლად დაიდება : )
ki festivali vigulisxme!
vecdebi mogawodo!
gadavigebt bolo bolo da mogawvdi