ბენდის ბოლო ალბომმა “High Violet” National-ზე კი არ გამაჭედვინა, არამედ დამავიწყა ყველა სხვა მუსიკოსი ქვეყანაზე. ავი ძაღლივითაა – თუ ამ ჯგუფს არ ვუსმენ, სიჩუმეში ვზივარ.
რა იცოდნენ 1999 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული ჯგუფის წევრებმა, ასე რო დამემართებოდა. დადიოდნენ თავისთვის კოლეჯში ძმები აარონ და ბრაის დესნერები და სკოტ და ბრაიან დევენდორფები. მანამდე, 1991 წლიდან, მეთიუ ბერნინგერი ჩალიჩობდა რაღაცეებს თავისთვის.
მერე იყო პირველი ალბომი, 2001 წელს. მერე მეორე – Sad Songs for Dirty Lovers. დანარჩენს თვითონ დაითვლით. ნუ, რაღა დანარჩენს, ერთი უნდა გამოვტოვო, იმიტომ, რომ მეოთხემ უკვე ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ჯგუფს. Boxer-ის პირველი ტრეკი(Fake Empire) ჩემი პირველი სიყვარულია - მეგობარმა მაჩვენა გენიალური ლაივი ლეტერმანის შოუდან.
ახლა ტურნეზე არიან – დღეს ბრიტანეთში ჰქონდათ კონცერტი, ზეგ პორტუგალიაში მიდიან. ჰოდა ასე დეკემბრამდე. მერე ალბათ სხვა რამესაც დააპირებენ. არადა, რა იქნებოდა პირველი დეკემბრის ბედნიერი ღამე National-თან ერთად! შუა ლონდონში…
ორი რამე მინდა – 1. დავესწრო National-ის ლაივს; 2. სარეპეტიციოში გავყვე ვოკალისტს(!) და დღე და ღამე ვუსმინო ბგერის დამუშავებას და მსგავს მოსაწყენ რამეებს. მინდა, ვკითხო მეთიუს, როგორ ახერხებს, რომ ძალიან დიდ მაზოლებზე მაჭერს ფეხს წარბშეუხრელად და მკაცრად, თავისი ბრწყინვალე ლირიკებით და სექსუალური ხმით. მინდა ვუთხრა, რო მეც ვარსებობ მათ სიმღერებში და დანარჩენი ბანალობები.
ჰოდა, ერთ დღესაც, უთხარიო, ჩამჩურჩულა მუზამემ და მაცდურად ამიწია წარბი. ბრაიან დევენდორფმა, სადაა მეთი და კაი ცხოვრება, მარტო მე ვარ აქ და მოდეთ, მე მკითხეთო. არადა ბრაიანი არ წერს ლირიკებს… დრამსთიქებს არიგებს კონცერტის შემდეგ ![]()

Muzame: ტრადიციულად, ჩვენი პირველი შეკითხვა ასეთია: როგორია გქონდეს ინტერვიუ ქართულ ონლაინ მუსიკალურ ჟურნალთან?
Bryan Devendorf: “ქართული ონლაინ მუსიკალური ჟურნალი” – ამით ყველაფერი ნათქვამია…
Muzame: თქვენ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გამოუშვით. რომელ სხვა ჯგუფებს დაასახელებთ, როგორც 2010 წლის საუკეთესოებს?
Bryan Devendorf: არ ვიცი. ძირითადად, წარსულში ვარ ჩარჩენილი. ახლებიდან მომწონს Beach House-ის Teen Dream. Atlas Sound-ის Logos. მაგრამ, მგონი, ეს გასული წლის ალბომებია. მომწონს Wild Beasts (და მათი სიმღერა “That Fun Powder Plot”). გენიალურია ახალი Radio Dept. ერთ-ერთი ფავორიტია XX-იც.
Muzame: ახლა მსოფლიო ტური გაქვთ. როგორ ატარებთ ტურში ყოფნისას დროსკონცერტიდან კონცერტამდე?
Bryan Devendorf: თავისუფალ დროს ძირითადად ერთად ვართ. წვეულებებს ვაწყობთ და ძალიან კარგად ვერთობით, ხანდახან ორმოცი ადამიანი ერთად. ახლა ვნახე Grateful Dead-ის(1960-იანი წლების ამერიკული როკ-ბენდი) არქივი ევროპის 1972 წლის ტურის წიგნაკიდან, სადაც 41 კაციანი ფართის დეტალები იყო აღწერილი. ძალიან მაგარი იყო.
Muzame: გახდა თუ არა შენთვის ტურებზე სიარული უფრო მეტად მიმზიდველი წლების განმავლობაში?
Bryan Devendorf: ვერ ვიტყვი, რომ უფრო მიმზიდველი გახდა. შესაძლოა, უფრო მეტად კომფორტული, ვიდრე იყო. მაგალითად, ახლა დავიქირავით დრამ-ტექი, რომლებიც იზრუნებენ დრამსეტის აწყობაზე, გახურებაზე, დაშლაზე. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავისვენო როგორც შოუს დაწყებამდე, ასე შოუს შემდეგ.
Muzame: თქვენ გამოუშვით 5 სტუდიური ალბომი და 2 EP. არსებობს თუ არა National-ის ისეთი ალბომი, რომელიც, შენი აზრით, უკეთეს შეფასებას იმსახურებდა როგორც კრიტიკოსებისგან, ასე ფანებისგან, ვიდრე მიიღო?
Bryan Devendorf: გაგვიმართლა, რომ გავიზარდეთ და წარმატებას მივაღწიეთ იმ ალბომებით, რაც შევქმენით – ფაქტობრივად, ერთი და იმავე სირობის კეთებით და იმის ყურებით, თუ როგორ გავიდა წლები. ბოლო ორ ტრეკს თუ არ ჩავთვლით, ჩემი აზრით, Cherry Tree EP მართლა ძალიან მაგარია.
Muzame: იცი თუ არა ისეთი ბენდები, რომლებსაც თქვენი გავლენა აქვთ?
Bryan Devendorf: ახლა არ მახსენდება. საერთოდ, არსებობენ ასეთი ბენდები?
Muzame: თანამედროვე ბენდებს წარსული მუსიკის დიდი გავლენა აქვთ, თუმცა თქვენი მუსიკა გამონაკლისია.
Bryan Devendorf: ხანდახან ვიყენებ ისეთი ბენდების ნიუ-უეივ ბითებს, როგორიცაა New Order, თუმცა, მგონი, ეს შემოქმედებაში დიდად თვალშისაცემი არაა.
Muzame: გაქვს თუ არა კარგი კონცერტის ჩატარების საიდუმლო რეცეპტი?
Bryan Devendorf: ერთი რუტინულ მოქმედებას ვასრულებ ხოლმე – ვვარჯიშობ “საკაკუნო დაფაზე” ესაა რვაკუთხა მაგარი რეზინის დაფა, რომელიც შექმნილია დრამერებისთვის, როგორც ყალბი დრამი.
Muzame: შეგიძლია დაასახელო თქვენი საუკეთესო კონცერტი და გვითხრა რატომ იყო ის საუკეთესო?
Bryan Devendorf: მმ. ვერ ვიხსენებ. ახლახანს დავუკარით ლიონში, 2000 წლის წინანდელ რომაულ ამფითეატრში. მართლა გასაოცარი ადგილია.
Muzame: ფიქრობ თუ არა, რომ მუსიკოსად დაიბადე? ანუ შეიძლება თუ არა, რომ რაღაც დროის შემდეგ დაგჭირდეს სხვა სამუშაო?
Bryan Devendorf: ამაზე აბრაამ ლინკოლნის ციტატით გიპასუხებ -
The best thing about the future is that it comes only one day at a time.




eh mainc ar chans es iseti tipi, drumstickebi ro daarigos :s
thumbs up for Atlas Sound
dzaan magrebi arian, da sxvatashoris 2005 tlis albomi alligatorits nagdad araaa high violetze naklebi
me boxer miyvars yvelaze dzaan
ახლა ვნახე Grateful Dead-ის(1960-იანი წლების ამერიკული როკ-ბენდი)
ra kacia ro gvixsnis taann…su mainteresebda mag jgufze
ბილეთი მაქვს ნაყიდი მათ სანახავად, სპეციალურად ამ კონცერტისთვის მივდივარ ლონდონში.