როდესმე გიფიქრიათ რომ მაშინ, როცა ცუდად იყავით, საქმე არაფერი გქონდათ და მთელ თბილისში საშინლად მკვდარი გარემო იყო, დაკვრას დაიწყებდით და ჩინელ გოგონებზე, რობოტებზე და სიზმრებზე ტვინში არსებულ ბაზისს ტრეკებად აქცევდით?
როდესმე გიფიქრიათ რომ მუსიკა კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა ისევე, როგორც ცეკვა ტრანსში ჩავარდნის, და საერთოდ, კარნავალი და ომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს?
ან ის, რომ გრანჟის და მეტალის დამკვრელი ფარჩილა, ყველა ჟანრში ბედის მცდელი გრინჩი და არალეგალი კოსმონავტი ზომბი ვაკეში, ერთ პაწაწუნა სტადიონზე ნახევრად დაფუშული ბურთით ფეხბურთს ითამაშებდნენ?
თუ პირველ ორ კითხვაზე პასუხი არაა, მაშინ თქვენ ნამდვილად ვერასოდეს შექმნით ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ერქმევა. სამაგიეროდ თქვენ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ინტერვიუ ჯგუფთან, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ქვია.
თუ მესამე კითხვაზე თქვენი პასუხი არაა, მაშინ თქვენ არ ხართ ნასტასია მუზამედან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ ინტერვიუ უნდა წაიკითხოთ, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ჯგუფს, რომელსაც კუნგ ფუ ჯანქი ჰქვია.
არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივია:
“მე და ზომბი მივდიოდით ერთად, გული გვქონდა ცუდად, ვიყიდეთ ქინძის ვალიუმი და ასე შეიქმნა KFJ”
ფარჩილა რუსთავი ორის დილის ეთერში

ზომბი: ერთად ვიყავით ცუდად, ერთად დავდიოდით. ფარჩილა გრანჟს უკრავდა, თაზო ექსპერიმენტალს და მე მოპანკო რაღაცას. საშინელი, მძიმე პერიოდი იყო, ყველა სვამდა, ყველა ცუდად იყო, მე და ფარჩილაც ერთად ვიყავით ცუდად. ერთხელ ღამე ვიჯექით ვიღაცის სახლში, თან ისეთში, საფერფლეც რომ არ გვქონდა და კვერცხის ნაჭუჭებში ვაფერფლებდით.
მაშინ დავწერეთ პირველი სიმღერა. მაშინ გვინდოდა რომ რაღაც ახალი გაგვეკეთებინა, ახალი ვირუსული მუსიკა.
მერე მე და ბაჯამ მოვიფიქრეთ, რომ ახალი ჯგუფი გაგვეკეთებინა, მთელი ღამე ვუკრავდით იმ პირველ ვეშს.
თავიდან ისეთი იყო, ჩვეულებრივი ღამის პროექტივით, მეორე დღეს რომ ქრება და ბევრჯერ რომ გაგვიკეთებია.
მაგრამ მერე თაზოს ვუთხარით, თაზო მაშინ სახლის ლაივებს აკეთებდა, ლაივი ხანდახან ფესტივალი ხდებოდა და რამდენიმე დღე
გრძელდებოდა. პირველად მეც თაზოს სახლში დავუკარი.
თაზო: თავიდან კუნგ ფუს რომ მოვუსმინე მოპანკო სული მაინც ქონდა, მერე ორი პროგრამა გვქონდა საერთოდ, პირველი ნაწილი ლაივი, მერე ჩანაწერები.
მერე ამიკო გამოჩნდა, ეგეც ცუდად იყო, მოდიოდა და ჩვენ მუსიკას რეპავდა.
ზურა: მერე ორკესტრივით ჩამოვყალიბდით, 6 ვიყავით და თაზოს სულ კლოუნის ქუდი ეფარა. ორკესტრი ქაოტური იყო. კარნავალი - ბნელი და “ჟუდკი” .
ზოგადად, კარნავალის სული მაგარია, კარნავალი და ომი საერთოდაც ერთმანეთს გავს. მაგ ორი მოვლენის დროს ირღვევა მარტო ყველა წესი, ყველა შაბლონი და ყველა სოციალური ინსტიტუტი “არასწორად” მუშაობს, ასეთი დროებითი ჯადოსნური თავისუფლების პერიოდი თვითტესტიც არის, უფრო სწორად მაგ დროს უკეთ ხვდები რა გინდა, ვინ ხარ და რას აკეთებ. კუნგ ფუს მგონი სულ ქონდა კარნავალის, ზეიმის და ფერადი ეფექტების სული.
მანამ სანამ ცუდი პერიოდი დადგებოდა და ზომბი და ფარჩილა ქინძის ვალიუმს იყიდდენ, თაზო კი სახლის ლაივების კეთებას დაიწყებდა:
ფარჩილა: მეტალს ვუკრავდი 99 -იდან, მერე დისჰარმონიის დაკვრა მოგვინდა და აშლილი გიტარებით ვუკრავდით, მერე ზოგი გალოთდა, ზოგმა დაიკიდა. მე ”ვიეტნამ რადიოში” გადავედი. ”ვიეტნამ რადიოს” მერე ”ტელესკოპი” გაიჩითა. იქ კაი ხანს ვუკრავდი, მერე თაზო გავიცანი საგიჟეთში კონცერტზე.
გრინჩი: ბავშვობიდან, სადღაც 12 წლიდან რომ დავიწყე, მეტალის გარდა ყველა მუსიკალური მიმდინარეობა მოვიარე. თავიდან ვრეპავდი “დიდ და ცნობილ” რეპერებთან ერთად, მერე რეგეიზე გადავედი, კოტე კალანდაძესათან ერთად დავუკარი იამაიკის დამოუკიდებლობის საღამოზე, მერე პეტერბურგში წავედი და იქ ნოიზის და ექსპერიმენტალის კეთება დავიწყე. კუნგ ფუ კიდევ იმიტომაა კარგი, რომ, ყველა იმ მიმართულებიდან ელემენტების შემოტანა შეგიძლია, რაც აქამდე გიკეთებია.
არტ-ჯგუფი [ELY] რომლის ნაწილიცაა KFJ:
ზომბი: ლაბორატორია ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბეთ. რაღაც ფართი იყო და იქ აღმოვჩნდით ხალხი, ვინც სხვადასხვა არტს აკეთებდა. შემდეგ გადავწყვიტეთ არტ ჯგუფი გაგვეკეთებინა, ოღონდ ისეთი, რვაფეხა არტ ჯგუფი, რომელიც ბევრ მიმართულებას გააერთიანებდა და ყველა სფეროში შეაღწევდა .
გვაქვს ლეიბლიც, რომელსაც სოკო მუსიკას ვეძახით. გვინდა რომ რამე “ახალი ევრაზიული მიმდინარეობები” შეიქმნას,რამე ახალი გამოჩნდეს. რა თქმა უნდა ლეიბლიც ნახევრად ხუმრობით არის გაკეთებული, საერთოდ, ყველა ექსპერიმენტი ნახევრად ხუმრობით უნდა იყოს გაკეთებული. კუნგ ფუც ეგეთია.
ჩვენ ვფიქრობთ რომ რასაც ხალხს სთავაზობ, ის შენზეც უნდა მოქმედებს.
ჩვენ როცა მუსიკის კეთება დავიწყეთ, გადარჩენის გზის ძებნა იყო. შესაბამისად, ხალხსაც ის უნდა შეთავაზო, რამაც შენ გადაგარჩინა, რაც მოქმედებს. ჩვენ გვიყვარს ცეკვა და ვფიქრობთ რომ ცეკვა ტრანში

ჩავარდნის და შენი თავის გამოხატვის, სოციალური შაბლონების რღვევის და რევოლუციის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ ვაკეთებთ ისეთ მუსიკას, რაზეც ჩვენც სიამოვნებით ვიცეკვებდით.
ლაივზე, როცა ვუკრავ ხოლმე, არასოდეს არ ვფიქრობ, რომ მე ახლა გავალ და დავუკრავ ხალხისთვის, და მე სცენაზე ვიქნები და ისინი ქვემოდან მოისმენენ. მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ახლა ჩვენ დავუკრავთ და ყველა ერთად ვიცეკვებთ და გავერთობით, გავთავისუფლდებით.
და საერთოდ, ჩაწერაც ლაივს უნდა გავდეს.
იმაზე, რასაც უკრავენ და იმაზე, რასაც უნდათ ისმენდნენ:
ზომბი: ლეიბლზე , რომელსაც სოკომუსიკას ვეძახით. გვინდა რომ რამე ევრაზიული ახალი მიმდინარეობები შეიქმნას, რამე ახალი გამოჩნდეს.
მე ვფიქრობ რომ საქართველოში რომ სუფთა ბრიტ პოპს უკრავ, კარგია, მაგრამ, არაბუნებრივია როგორც სექს პისტოლზ პაკისტანში. ამიტომ გვინდა, თითქოს ახალი მიმართულებები მოვიგონოთ, ნახევრადხუმრობით. გავერთოთ.
ისე, ლეიბლზე ბევრი სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსია და შიგადაშიგ პერფომანსებიც ტარდება ხოლმე. მუსიკაში ზოგადად სტილებით არ უნდა შეიზღუდო, სტილებს შორის ზოგადად განსხვავება არის ის, ვინ როგორ აორგანიზებს საუნდებს.
მთელი მუსიკა საუნდებისგან შედგება ჰომ? და მუსიკალურ სტილებს შორის გნასხვავება არის – საუნდების შერჩევა და ამ საუნდების ორგანიზების მეთოდები.
ასეთი განსხვავბებია აღმოსავლურ და დასავლურ მუსიკას შორისაც.
ჩვენ ვცდილობთ ამ ჩამოყალიბებულ ფორმებს შიგნით მოვიგონოთ ახალი მინითამაშები საუნდებით.
ანუ აქ პრინციპში ექსპერიმენტის პროცესი უფრო საინტერესოა ვიდრე შედეგი, რომელიც შეიძლება ან იყოს ან არა.
გრინჩი: კუნგ ფუ-ში ძებნა სულ მიდის, მე ვერ ვიტყვი და არც ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ნაპოვნი გვაქვს, მაგრამ ვიცით რომ ის, იმას, რასაც ვუსმენთ და გვიყვარს, იმის გადმოკოპირებას არ ვაკეთებთ და ვცდილობთ “ევრაზიული პოპი” შევქმნათ.
მცდელობა რო გავაკეთოთ ისეთი პერფორმანსები და თუნდაც სა-ევროვიზიო პოპი რომლებსაც სადღაც სიღრმეში მაინც ეტყობა საბჭოთა ხრუშოვკები, მაოძედუნის ტომეულები, პოსტსაბჭოთა დრაგსები და ვარდები, რობოტების და რაკეტების სიყვარული :]
ზომბი: ზუსტად მაგ მიზნით, ვცდილობთ გრამატიკული შეცდომებიც კი არ გავასწოროთ ტექსტებში.
მე და ანას გვქონდა შარშან იდეა გაგვეკეთებინა რაღაც ჟურნალი თანამედროვე არტის შესახებ, სადაც ბოლო გვერდზე იქნებოდა წარწერა: ყველა ტექსტი დაწერილია ლოკალურ აბორიგენულ ენებზე და მხოლოდ შემდეგ არის თარგმნილი ინგლისურად Google translate-ის დახმარებით, და ყველა ესსე ჟურნალში ასეთი სახით უნდა დაწერილიყო.
გრინჩი: ძალიან მიუღებელია საქართველოში ტენდენციური მუსიკის კეთება, ისეთის, რასაც ათასობით ჯგუფი აკეთებს ევროპასა და ამერიკაში. როცა ასეთ მუსიკას აკეთებ, რაც არ უნდა კარგად აკეთებდე, შენ თავს იზღუდავ მარტო აქაური სივრცით. რამე ისეთი უნდა აკეთო, რასაც შენი ხელწერა და სტილი ერქმევა, რომ გარეთაც გახვიდე.
ზოგადად მსოფლიოში რთულია რამე ახალი შეთავაზო სამყაროს, ისიც ძნელია, რომ ის აკეთო, რაც უკვე გაკეთებულია.
მთავარის იპოვო სტიმული, რომ რამე ახალი ეძებო.
კუნგ ფუს გარდა კიდევ სხვა პროექტებიც მაქვს, იგივე ნოიზ მუსიკა, რომელსაც სულ ვეკეთებ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება.
ფარჩილა: მთავარია, როცა მუსიკას წერ რამე ისეთი დაიჭირო, ბგერა ან სტიმული, რომ მერე იმ ერთ წერტილზე აეწყო.
და მნიშვნელოვანია იცოდე, რა უნდათ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც უკრავ. ჩვენ აქ ყველამ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ.
Chinese Girl by Kung Fu Junkie
პ.ს.
მე არ ვიცი რა ხდება კოსმოსში ან როგორები არიან ჩინელი გოგოები, მაგრამ ვიცი, რომ, კუნგ ფუ ჩემთვის ზუსტად ის ჯგუფია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ათიასჯერ გადაღეჭილ სიბრძნეებს, რომ მთავარია, რამის გაკეთება გინდოდეს და შეგეძლოს და იმას აუცილებლად გააკეთებ. რომ მრავალფეროვნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენაა და რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე იმაზე, რასაც ახლა აკეთებ, ძებნის პროცესი არასოდეს მთავრება.






მაგარი კუტუზე მკიდია ჯგუფია
ამათი FTV ეხაც მახსოვს
ზომბს რა საყვარელი ტელეღიპუცი ჰყავს <3
ხო მარი
ელექტრონავტებზე ზომბი და ეგ ტელეღიპუცა ერთად დახტოდნენ <3
მთავარია, რამის გაკეთება გინდოდეს და შეგეძლოს და იმას აუცილებლად გააკეთებ. რომ მრავალფეროვნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენაა და რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე იმაზე, რასაც ახლა აკეთებ, ძებნის პროცესი არასოდეს მთავრება. amas cotas tu gadaaketeb – makes sense
me magrad momcomns es jgupi da sxvis azris dediko ra
:P
უიმე, ნასწია, თრმე ვინები ყოფილან :დ როგორ არ ვიცი ესენი. როგორ არ მითხარი :დ კარგია. ახლა ვუსმენ და რაღაც პონტში გამისწორდა ))
magari jgufia yvelanair kritikas udzlebs
))