Angus And Julia Stone – Down The Way

Artist: Angus And Julia Stone
Album: Down The Way
Release Date: 12.03.2010
Label: Nettwerk

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

მთელი ბავშვობა მინდოდა რომ ჩემზე დიდი ძმა მყოლოდა. თან ისე, ახირებულად, რომ არ ვიცი რად მინდოდა, მაგრამ  ვიცი მაინც ძალიან რომ მინდოდა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ რეალურ რამეებზე უნდა იოცნებო და  უფროს ძმაზე ოცნება შევწყვიტე.  ორი თვის წინ ავსტრალიელი ანგუსისა და იულიას/ჯულიას  მეორე ალბომის დეგუსტაციისას მივხვდი, რატომ მინდოდა მთელი ბავშვობა უფროსი ძმა.

როცა იულია/ჯულია ხარ და შენ ძმას ანგუსი ქვია, მაშინ შეგიძლია მუსიკაზე კი არ წერო, მუსიკა წერო. მაშინ შეგიძლია ისე იმღერო, როგორც 9 წლის ნაწნავებიანმა და მოფრიალეკაბიანმა, ჭორფლიანმა გოგონამ, ახლახანს რომ გაიღვიძა და მინდორში გარბის ძაღლთან ერთად.   შეგიძლია შენი მუსიკა ისე ჟღერდეს, როგორც ტალღების ხმა ავსტრალიის სანაპიროებზე და ზღვის სუნსაც კი იგრძნობენ შენი მსმენელები.  შეგიძლია შენ ძმას დაუმტკიცო, რომ კარგი მუსიკის კეთბა სულაც არ არის ძნელი და რომ ყველაფერი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლით დაიწყო. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში  კი შენ ახალ ალბომს ათასობით ადამიანი თავისით დაელოდება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

ზოგადად ყველაფერი ძალიან  ლოგიკურად მოხდა ამ და-ძმის ცხოვრებაში. ბავშვობაში მამას ჰყავდა ბენდი, რომელთან ერთადაც ქავერებს ასრულებდა ახლომახლო ბარებში, მერე ესენი გაიზარდნენ და მიხვდნენ, რომ მუსიკა, რომელიც მთელი ბავშვობა ესმოდათ, უკვე დაწერილი იყო, თანაც სხვების მიერ და მამა მაგარი მუსიკოსი კი არა, უბრალოდ, ქავერების რიგირთი შემსრულებელი იყო. მერე უილია/ჯულია საყვირზე დაკვრას ასწავლიდა ბავშვებს და თავისუფალ დროს გიტარაზე ერთად უკრავდნენ და-ძმა.

მერე ადგილობრივ ფესტივალზე დაუკრეს და პირველი  EP ჩაწერეს იდეალურად შესაფერისი სახელით: “Chocolate And Cigarettes” და მიხვდნენ რომ ხალხის გულის მოგების რესურსი ქონდათ. მეორე EP-ის  ”A Heart Full Of Wine”-ის პრეზენტაცია უკვე ლონდონში, სულ სხვა ფესტივალზე მოაწყვეს და მიხვდნენ რომ უკვე ალბომის დროც დამდგარიყო. ” A Book like This” 2007 წელს გამოვიდა და ახლა უკვე ამბობენ, რომ მასში ისეთი სიმღერებიც არის შესული, რომლების ალბომის გამოშვების მერე აღარასოდეს შეუსრულებიათ, ამიტომ მეორე ალბომის შემადგენლობა მაქსიმალურად გაფილტრულია და 23 სიმღერიდან მხოლოდ 14 საუკეთესო შეიტანეს, იმათგან ჩემი ფავორიტი მეშვიდეა, იმიტომ რომ მართალია.

და საერთოდ, მე მგონია რომ ეს ალბომი და ზოგადად ეს მუსიკა გოგოებისთვის უფროა განკუთვნილი ვიდრე ბიჭებისთვის და რომ ნებისმიერი ბიჭი იტყვის, ღმერთო ჩემო, რა ფოლკის და ინდის ნაზავი, ყველაზე ქალური მუსიკააო. მართალიც იქნება.

და ბოლოს, აუცილებლად ესტუმრეთ მათ საიტს, უბრალოდ შედევრია :)

angusandjuliastone.com

3 კომენტარი

  1. სანდრო გვარჯალაძე ამბობს:

    ღმერთო ჩემო, რა ფოლკის და ინდის ნაზავი

    )))) ise kaia, magram martlac rom ღმერთო ჩემო, რა ფოლკის და ინდის ნაზავი kait ra

  2. qobala ამბობს:

    1 kviraa martoamat vusmen.. dzaan magaria (nu bevria eseti jgufebi) magram mainc dzaan momwons :>

  3. nastasia ამბობს:

    qobala
    ki, egetebi arian, mec ro vipove, sashinlad amovicheme. mgoni kai aura aqvt da gabamen :D

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress