თუ თქვენ სასტიკად მძიმე მუსიკის მოყვარული ხართ და გამუდმებით წუწუნებთ, რომ რამე კარგ კონცერტზე გინდათ წასვლა, თბილისში კი მხოლოდ ბონი ემი და მგზავრები მართავენ კონცერტებს, მაშინ შეგიძლიათ ფართოდ გაიღიმოთ და 16 ივნისამდე დარჩენილი დღეების დათვლა დაიწყოთ.
თუ თქვენ სასტიკად მძიმე მუსიკის მოყვარული არ ხართ და უბრალოდ წუწუნებთ, რომ თბილისში მარტო მგზავრები და ბონი ემი მართავენ კონცერტებს, მაშინ დღების დათვლას ნუ მოყვებით, 16 ივნისი თქვენთვის ზუსტად ისეთივე დღე იქნება, როგორც ყველა დანარჩენი ივნისის ან თებერვლის დღე.
მათთვის, ვინც გადაწყვიტა იცოდეს, რა ხდება 16 ივნისს და რატომ უნდა გადაწყვიტოთ გიყვარდეთ თუ არა სასტიკად მძიმე მუსიკა:
16 ივნისს, ხორავას თეატრში, (გ.ლეონოძის 11ა) “ლოკომოტივ პრომოუშენი” წარმოგიდგენთ არც მეტს და არც ნაკლებს,
8-ბიტიან მეტალქორის, ე.წ ნინტენდოქორის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავ წარმომადგენელს, ამერიკულ ჯგუფს - Horse The Band!
თუ ჯერ კიდევ არაფერი იცით ამ ჯგუფზე, 16 ივნისამდე საკმარისზე მეტი დროა ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად და აზრის შესაქმნელად, ბილეთის საყიდლადაც პრინციპში, რომელიც 15 ლარი ღირს.
დამატებითი ინფორმაცია:
კონცერტს გაახურებენ:
ANGEL OF DISEASE
DEFENDERS OF TANELORN
PSYCHOMETRIA
DISMORIAL



ესეთი ჯგუფების ჩამოყვანას ერთი მიზეზი აქვს ხოლმე ძირითადად, რომ მერე გავიხსენოთ აი იცი ამ ჯგუფმა თბილისში დაუკრა და ა.შ. და ა.შ
აუ მაისფეისზე მოვუსმინე მუსიკას და მემგონი საცოდავები არიან… ამის ჩამოყვანას ისევ ნანიმ მიმღეროს მირჩევნია..
)
დონე ჯგუფია! მაგრამ ყველასთვის არაა
namdvilad araa core yvelastvis ase rom aravin geqachebat
dzaan magari koncerti iyo kmayopili var!!!!!!