Catch The Clouds – Nobody At Home

Artist: Catch The Clouds
Album: Nobody At Home
Release Date: 06 June 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ცნობილი ფაქტია რომ ბეთხო Play Paranoid-ის პროდუსერი იყო და მათთან ერთად ალბომზე მუშაობდა შარშან, მაგრამ მისი და გიორგი არზიანის ღია პროექტის, Catch The Clouds-ის შესახებ ბევრმა არ იცის. ნეტში მგონი რამოდენიმე სიმღერა იყო გავრცელებული და რამოდენიმე ტრეკიც სპეისიდან შეგეძლოთ მოგესმინათ. დღეს ინტერნეტ ალბომი Nobody at home გამოქვეყნდა.

Catch The Clouds’ის ტრეკებზე პირველი შთაბეჭდილება ყველასგან სპონტანურად წამოყვირებული „ეს მართლა ქართველები არიან?“ იყო. პროდიუსინგის მხრივ ალბათ მართლაც ერთერთი საუკეთესოა რაც მომისმენია ქართველი მუსიკოსებისგან და ამ სიმღერების ღირსებები პროდიუსინგით არ მთავრდება.

Catch The Clouds’ის მუსიკა სავასეა თბილი მელანქოლიური სივრცით, რომელსაც ცოცხალი ემოციები და განწყობა მოჰყვება. მელოდიებით, საინტერესო რითმებით და ძლიერი ბითით სავსე ტრიპ-ჰოპია, შეერთებული ჩუმ ემბიენთთან. მომწონს ბას პარტიები და აკუსტიკური გიტარის რითმები ამ ალბომში, მომწონს განწყობა და მელოდიურობა, მაგრამ მოდით ყველაფერი Cowboy’დან დავიწყოთ.

Cowboy ჩემს პლეილისტს არასოდეს დატოვებს. თითქმის ჩურჩულით დაწყებული ისტორია სათამაშოზე ვითარდება ცოცხალ და სავსე სიმღერად, რომელშიც ყველაფერი მოგწონს – ქეთი ტუღუშის ვოკალით დაწყებული, დრამის რითმით დამთავრებული.

მეორე ტრეკიც სათამაშოების თემას აგრძელებს. Datunia ‘მ ცოტა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, არ მიყვარს აზიური მელოდიკა და არც ვოკალი მომწონს ამ სიმღერაში, ზედმეტიც არის თითქოს ამ ტრეკებში.

Village მშვენივრად აწყობილი ფოლკის და ელექტრონიკის ერთიანობა. საკმაოდ რთული გასაკეთებელია ასეთი ტრეკი, საკმაოდ დიდი გამოწვევაა მუსიკოსისთვის მოახერხოს და შექმნას ელექტრონულ-ხალხური ტრეკი, რომელიც გულისრევის გრძნობას არ იწვევს და არც Enya’ს მსგავს მაკულატურას გაგახსენებს, Catch The Clouds ამას ახერხებს.

Nobody at home არანიარ „ერთიანობასა“ და „კონცეპტზე“ პრეტენზიას არ აცხადებს, ეს უფრო სიმღერების ნაკრებია ვიდრე ალბომი, და მისი ღირებულება მთლიანად სიმღერებზეა დაყრდნობილი. ყოველი კომპოზიცია ყურადღებით მოსმენას იმსახურებს და თავის განსაკუთრებულ ემოციას ატარებს. ემოციაზე გამახსენა, სიმღერა Nobody at home თვის ემოციური ვოკალით, ყურადღებით მოისმინეთ. საერთოდ ყველა ტრეკი ყურადღებით მოისმინეთ, სათითაოდ. დღეში თითოს ორ-ორი საათი დაუთმეთ. ზოგი მოგეწონებათ ზოგი არა, მაგრამ ყოველი სიმღერა, რომ დეტალებით სავსე ნამუშევარია, მაგას ნამდვილად შეამჩნევთ.

Tracklist:

1. Cowboy
2. Datunia
3. Earth 121
4. Friend
5. In my heart
6. Kiss The Rain
7. My universe (Rafaelo-part three)
8. Nobody at home
9. Reborn
10. Sakura leaves
11. Village

DOWNLOAD

19 კომენტარი

  1. SourSkin ამბობს:

    betkho donea! magrad momcons es proeqti, yvela track-i titqmis. bevrjer momismenia da kide bevrjer movusmen :)

  2. arzo ამბობს:

    hi CTC , kargi musika gaqvt, magram albomidan erti ori track-is amoyra urigo ar iqneboda. magalitad “datunia”, mdedris vokali ufro mouxdeboda :) da “my universe” dasaxvecia chemi azrit!!

  3. ძააან კეთილი ალბომია.. =)

  4. cocteaux ამბობს:

    marto saqartveloshi xdeba is , rom , roca musikosi projects ushvebs da msmeneli urchevs rame trackis amogebas :D :D

  5. cocteaux ამბობს:

    albums rac sheexeba :) momcons !

  6. arzo ამბობს:

    eg saqartveloshic ar xdeba.., imitom rom me CTC-is msmeneli ki ara cevri var :D D

  7. სანდრო გვარჯალაძე ამბობს:

    )))

  8. cocteaux ამბობს:

    es sxva ambavia :D

  9. Dakota ამბობს:

    მიყვარს ;;)

  10. კარგი ალბომია, მომეწონა! :) )) ”კარგი” შესაფერისი სიტყვა არ არის მაინც, უფრო საინტერესო და – ”ერთერთი საუკეთესოა რაც მომისმენია ქართველი მუსიკოსებისგან”

  11. toko ამბობს:

    me dzaan momwons dgesaqc gitxari ro egeti reaqci mqonda gamikvirda qartveloba ra

  12. name ამბობს:

    sakmaod kargia ramdenime track-i, gansakutrebit “Earth 121″ magram isic unda vtqva, rom ai track-i saxelad ” datunia ” ar momewona :( nu qartulad namgeri ar momewona anu :D magram saerto jamshi kargia, rom nel-nela saqartveloshic vfxizldebit:D

  13. TTTT ამბობს:

    link.ge gapuchebulia arada minda amis gadmocera : (:(:(:(

  14. sandro gvarjaladze ამბობს:

    linki ganaxlebulia

  15. toko ამბობს:

    mgoni martla kargi albomia…..cowboy +

  16. jija ამბობს:

    :) )) kargia kargi :) ))

  17. jija ამბობს:

    last.fm am alboms scrobblings ratom ar uketebs ?? :/

  18. სანდრო გვარჯალაძე ამბობს:

    tag-ebi ar aqvs. unda chauwero

    shegidzlia xelit chawero, an freeware programebi ishoveba

    http://en.wikipedia.org/wiki/Mp3tag

    http://www.mp3tag.de/en/

სტატიის უკუბმული

  1. გამოქვეყნდა ახალი ინტერნეტ ალბომი Catch The Clouds – Nobody At Home « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress