Artist: Catch The Clouds
Album: Nobody At Home
Release Date: 06 June 2010
Label: self-released

შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ცნობილი ფაქტია რომ ბეთხო Play Paranoid-ის პროდუსერი იყო და მათთან ერთად ალბომზე მუშაობდა შარშან, მაგრამ მისი და გიორგი არზიანის ღია პროექტის, Catch The Clouds-ის შესახებ ბევრმა არ იცის. ნეტში მგონი რამოდენიმე სიმღერა იყო გავრცელებული და რამოდენიმე ტრეკიც სპეისიდან შეგეძლოთ მოგესმინათ. დღეს ინტერნეტ ალბომი Nobody at home გამოქვეყნდა.

Catch The Clouds’ის ტრეკებზე პირველი შთაბეჭდილება ყველასგან სპონტანურად წამოყვირებული „ეს მართლა ქართველები არიან?“ იყო. პროდიუსინგის მხრივ ალბათ მართლაც ერთერთი საუკეთესოა რაც მომისმენია ქართველი მუსიკოსებისგან და ამ სიმღერების ღირსებები პროდიუსინგით არ მთავრდება.

Catch The Clouds’ის მუსიკა სავასეა თბილი მელანქოლიური სივრცით, რომელსაც ცოცხალი ემოციები და განწყობა მოჰყვება. მელოდიებით, საინტერესო რითმებით და ძლიერი ბითით სავსე ტრიპ-ჰოპია, შეერთებული ჩუმ ემბიენთთან. მომწონს ბას პარტიები და აკუსტიკური გიტარის რითმები ამ ალბომში, მომწონს განწყობა და მელოდიურობა, მაგრამ მოდით ყველაფერი Cowboy’დან დავიწყოთ.

Cowboy ჩემს პლეილისტს არასოდეს დატოვებს. თითქმის ჩურჩულით დაწყებული ისტორია სათამაშოზე ვითარდება ცოცხალ და სავსე სიმღერად, რომელშიც ყველაფერი მოგწონს – ქეთი ტუღუშის ვოკალით დაწყებული, დრამის რითმით დამთავრებული.

მეორე ტრეკიც სათამაშოების თემას აგრძელებს. Datunia ‘მ ცოტა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, არ მიყვარს აზიური მელოდიკა და არც ვოკალი მომწონს ამ სიმღერაში, ზედმეტიც არის თითქოს ამ ტრეკებში.

Village მშვენივრად აწყობილი ფოლკის და ელექტრონიკის ერთიანობა. საკმაოდ რთული გასაკეთებელია ასეთი ტრეკი, საკმაოდ დიდი გამოწვევაა მუსიკოსისთვის მოახერხოს და შექმნას ელექტრონულ-ხალხური ტრეკი, რომელიც გულისრევის გრძნობას არ იწვევს და არც Enya’ს მსგავს მაკულატურას გაგახსენებს, Catch The Clouds ამას ახერხებს.

Nobody at home არანიარ „ერთიანობასა“ და „კონცეპტზე“ პრეტენზიას არ აცხადებს, ეს უფრო სიმღერების ნაკრებია ვიდრე ალბომი, და მისი ღირებულება მთლიანად სიმღერებზეა დაყრდნობილი. ყოველი კომპოზიცია ყურადღებით მოსმენას იმსახურებს და თავის განსაკუთრებულ ემოციას ატარებს. ემოციაზე გამახსენა, სიმღერა Nobody at home თვის ემოციური ვოკალით, ყურადღებით მოისმინეთ. საერთოდ ყველა ტრეკი ყურადღებით მოისმინეთ, სათითაოდ. დღეში თითოს ორ-ორი საათი დაუთმეთ. ზოგი მოგეწონებათ ზოგი არა, მაგრამ ყოველი სიმღერა, რომ დეტალებით სავსე ნამუშევარია, მაგას ნამდვილად შეამჩნევთ.

Tracklist:

1. Cowboy
2. Datunia
3. Earth 121
4. Friend
5. In my heart
6. Kiss The Rain
7. My universe (Rafaelo-part three)
8. Nobody at home
9. Reborn
10. Sakura leaves
11. Village

DOWNLOAD

კომენტარები

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.