არ ვიცი, ვინ როგორ გეგმავს თავის ზაფხულს და ვინ რა მუსიკას უსმენს მაშინ, როდესაც თბილისში გაჩერება უკვე ზაფხულის პირველსავე დღეებში აუტანელი ხდება.
სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ზაფხულის პირველსავე აუტანლად დასიცხულ დღეებში იდეალურია, როცა ფიქრობ, რომ სულ რაღაც თვენახევარში შეგიძლია რამდენიმე დღით მაინც დაივიწყო ყველაფერი ნეგატიური, წახვიდე ბათუმში და ხან ზღვას უსმინო, ხან ჯაზს.
მოკლედ, 15-დან – 18 ივლისამდე ბათუმში ჯაზ ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მთლად სტივ ვანდერი არ ჩამოდის და მოარული ჭორები მხოლოდ ჭორები აღმოჩნდა, მაგრამ ფესტივალის პროგრამა სტივის გარეშეც საინტერესოდ გამოიყურება: მაიკ სტერნის ბენდი და რენდი ბრეკერი, THE BRAND NEW HEAVIES , როი ჰარგროუს კვინტეტი, ჰიუ მასაკელა და მისი ბენდი, ლეგენდარული ნიუ-იორკელი კონტრაბასისტი ქრის მინ დოკი, დეივ უეკლი, ჯგუფი “ნიმო”, გიორგი მიქაძე და ბექა გოჩიაშვილი. წელს ფესტივალს “ბათუმის ტენისის კლუბი” უმასპინძლებს. გარდა კონცერტებისა, რომელიც ყოველ საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, სასტუმრო შერატონში ყოველ საღამოს გაიმართება ჯემსეიშენი.
კონცერტების განრიგი:
15 ივლისი , “ბათუმის ტენისის კლუბი”
- ბექა გოჩიაშვილის ტრიო (GEO–USA)
- THE BRAND NEW HEAVIES (UK)
16 ივლისი , “ბათუმის ტენისის კლუბი”
- გიორგი მიქაძის ტრიო(GEO)
- როი ჰარგროუს კვინტეტი(USA)
17 ივლისი , “ბათუმის ტენისის კლუბი”
- მაიკ სტერნის ბენდი სპეციალურ სტუმარ, რენდი ბრეკერთან ერთად
დეივ უეკლი & ქრის მინ დოკი (USA) - RH FACTOR (USA)
18 ივლისი , “ბათუმის ტენისის კლუბი”
- HUGH MASEKELA & BAND (ZA)
15 – 18 ივლისი, “Sheraton Batumi Pool Bar”
- After Show Party featuring NiMo (CA -LT)
15 – 18 ივლისი, „Sheraton Batumi Night Club“
- Jazz Dance Party
კონცერტების ბილეთები უკვე იყიდება და 50 ლარი ღირს.
უფრო დაწვრილებით ფესტივალის ამბებს “მუზამე” პირდაპირ ბათუმიდან, 15-დან 18 ივლისის ჩათვლით მოგახსენებთ.




dzaaaaaaaaaaaaaaaaaalian minda wasvla mara ar vici movaxerxeb tu vera
((