sTia

stias

სტია იგივე ნათია სართანიაა.  პიანისტი იყო, მერე “ელექტრონავტი” გახდა, კლასიკური მუსიკის ელემენტები დღემდე ისმის მის ტრეკებში. მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას აკეთებს, აი, ისეთს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის.  არც ისე ხშირად ჩნდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით  მიზეზი აქვს, მერე გააქტიურებას გვპირდება. აგვისტოში მეორე შვილი ეყოლება და მერე  უფრო ინტენსიურად დავიწყებ  მუსიკალურ ცხოვრებასო.

მანამდე:

თბილისის მუსიკალურ გიმანაზიაში სწავლობდა, სწავლა ლონდონში გააგრძელა, 2003 წლიდან პიანისტობა ელექტრო მუსიკის კეთებამ შეცვალა, 2007-ში კი, პირველ “ელექტრონავტებზე” ქონდა დებიუტი. თან  ერთობ არალოგიკური, მოულოდნელი  და  სასიამოვნო.  ალბათ ყველა არ დაუკრავს წლობით ლონდონში ცხოვრების შემდეგ “ხორუმს”.

” ალექსანდრე მაჭავარიანის კომპოზიციაა, ბებია ასრულებდა ხოლმე, რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა. ძალიან მიყვარს, კარგი კომპოზიციაა. მინიმალურად  მაქვს გადაკეთებული, ფაქტიურად გაორკესტრებული მაქვს, თან ისე, რომ არც ეტყობოდეს   გაორკესტრებულობა. ძალიან მიყვარს ეგ ნაწარმოები, როგორც ორიგინალი, ისე ის ვარიანტი, რაც მისგან გამოვიდა.  ზოგადად პოტენცია ქონდა, რომ სხვანაირიც გამოსულიყო. ”

თვლის რომ მუსიკის იმ დარგში, რასაც ახლა თვითონ აკეთებს, აუცილებელი არ არის მუსიკალური განათლება: ,,ბევრი არის, ვისაც მუსიკალური განათლება არ აქვს, მაგრამ მუსიკის ამ სფეროში აუცილებელი არ არის. არც არის  აუცლებელი, მაგალითად ტუსიას არ აქვს მუსაკალური განათლება, მაგრამ ჩემთვის ძალიან პროფესიონალია და რამდენიც გინდა იმდენია ეგრე.  ძალიან მიყვარს ტუსია და მისი ის ნაწარმოებები, რომლებიც პრინციპში უფრო ვიწრო წრისთვის არის ცნობილი და რომელიც მუსიკალური საქმიანობის დასაწყისში შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა მუსიკამ მიბიძგა იმისკენაც, რომ ჩემი მუსიკის კეთება დამეწყო.  ქართველი მოვიყვანე  მაგალითად, თორემ ისე ძალიან ბევრია ვინც  უბრალოდ აკეთებს კარგ ელექტრო მუსიკას. ზუსტად მაგიტომაა კომპიუტერი კარგი, რომ შეგიძლია  ბევრად მეტს მიაღწიო, ისწავლო და გააკეთო მცირე დროში. უბრალოდ კარგია და გეხმარება, თუ უფრო აკადემიური მუსიკალური განათლება გაქვს მიღებული, მაგრამ აუცილებელი არ არის.”

თვითონ ამბობს, რომ  რასაც ახლა აკეთებს, ბევრად  მარტივია  ვიდრე ის, რასაც ადრე აკეთებდა. კლასიკურ მუსიკას ბევრად სერიოზულად და პასუხისმგებლობით უდგებოდა და   ახლა  მუსიკას  უფრო თავისთვის აკეთებს. გული არ წყდება, რომ სცენაზე როიალთან უფრო  იშვიათად  არის ხოლმე, უბრალოდ, ის ემოცია ენატრება დარბაზისგან  რომ გრძნობდა ადრე.  ალბათ ამ მონატრების გამო მოაწყო პერფომანსი, სადაც  თავისი მუსიკა კვარტეტთან  ერთად  გააცოცხლა.

“მხოლოდ ერთხელ მქონდა იმის ბედნიერება რომ ლაივი გამეკეთებინა და ბენდთან  ერთად  დამეკრა  ჩემი მუსიკა.  ძალიან დიდი ადრენალინი მივიღე. ამ ლაივმა აჩვენა, რომ ჩემი მუსიკალური გამოცდილება  ელექტრო მუსიკის კეთებაშიც მეხმარება. ”

ამბობს, რომ მაშინ გაუმართლა და  გარდა იმისა, რომ  პროფესიონალი მუსიკოსები ჰყავდა კვარტეტში, ძალიან გონებაგახსნილი, პოლიჟანრული და გამოცდილი ხალხი. მნიშვნელოვანი იყო ვიზუალიც, რომელიც როგორც სტია ამბობს, ძალიან მაგარ არტისტს, კოკა  რამიშვილს  ეკუთვნოდა და  რომელმაც იმდენად კარგი გარემო შექმნა, რომ ივენთის წარმატებულობა სანახევროდ მისი დამსახურებაა.ვინც არ იცის, ლაპარაკია 2008 წლის live performanc-ზე კლუბ NIGHTOFFICE-ში, სადაც სტიასთან ერთად უკრავდნენ: კოკა ნიკოლაძე,  სალომე ბუკია,  გიგი ოქროპირიძე, ნიკუშა შამუგია, თიკო კიკნაძე და გიორგი მამნიაშვილი. ძალიან უნდა რამე მსგავსი კიდევ გააკეთოს: ყველაფერი ერთად და ცოცხლად.

მაგრამ უახლოესი 6 თვის განმავლობაში ყველანაირი აქტიურობა გამორიცხულია, აგვისტოში მეორე შვილს ელოდება,  მანამდე 6 თვით ინგლისში მიდის. მერე შეიძლება კიდევ ერთი იავანანა დაწეროს, შეიძლება არც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,  ინგლისში მისი მეორე სახლია, წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. ფიქრობს, რომ მუსიკოსადაც იქ ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც ძალიან კარგი სკოლა აქვს გავლილი:

“მე იქ დავდექი პრინციპში ალბათ პიანისტი. ყველაზე მეტი, რაც იქ ვისწავლე, ყველაფრისადმი გონებაგახსნილობაა, ყველაფრისადმი ღიაობა, ჩვენი მთავარი მეთოდი კი ყველაფრის კრიტიკა, უფრო ჩაკეტილები ვართ. იქ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ მერე შენ ირჩევ იმ ყველაფრიდან რა მოგწონს და რა არა. თან შენც ამ ღია სივრცეში უფრო მეტის უფლებას აძლევ შენ თავს. არავინ არ გთხოვს, ყველაფერში სწორი იყო, როგორც აქ და უფრო ადვილია, რამის შექმნა დაიწყო. ”

ჯერ-ჯერობით ალბომი არ აქვს და არც ლეიბლზეა, ცოტა ხნის წინ გამოვიდა  მისი პირველი ნამუშევრების ჩანაწერები, რომლებიც კაფე  Belle de jour-მა  გააერთიანა და ერთ CD-ზე   მოათავსა, თუმცა ალბომი არ ქვია. ალბომზე მუშაობას სამომავლოდ აპირებს, კონცეპტი უკვე შემუშავებული აქვს და იცის, რომ მასში აუცილებლად შევა ის ტრეკი, რაც ბოლო ელექტრონავტებზე დაუკრა და რომელსაც ,,მიზეზი’’ ერქვა. სავარაუდოდ “მიზეზი” ერქმევა  თვითონ ალბომსაც.

ზოგადად ქართულ სივრცეში არც ისე ბევრი მუსიკოსია, შესაბამისად, ერთ სფეროში მოღვაწე ადამიანები უფრო ადვილად იცნობენ ერთმანეთს, უახლოვდებიან, უმეგობრდებიან და მერე  ერთად იწყებენ მუსიკის კეთებას. როგორც ეს ნიკას  და ტუსიას მოუვიდათ,  ან გაჩას და ტეტეს, ბოლო ელექტრონავტებზე Greenbeam & Leon-საც +ერთი  წევრი ყავდათ დამატებული.

სტია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მუსიკოსი მეგობარი ყავს, ამბობს, რომ სხვებთან თანამშომლობის სურვილი აქვს, მაგრამ  ჯერ-ჯერობით მაინც მარტოა. აი, ისეთი სტია, მე თუ მკითხავს კაცი, ძალიან კარგ მუსიკას რომ აკეთებს, მზრუნველი ხელი რომ ეტყობა და უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის. ხოოდა, მე ასეთი სტიას მუსიკალურად გააქტიურებას დაველოდები,  მანამდე კი მისი მოსმენა ქვემომდებარე ლინკებიდან შეგიძლიათ.

http://soundcloud.com/stiamusic
http://www.myspace.com/stiamusic

5 კომენტარი

  1. ვაააა,მომეწონა თრექები, განსაკუთრებულად ხორუმი….. საინტერესოა, ადრე არაფერი ვიცოდი sTia-ს შესახებ :)

  2. nastasia ამბობს:

    zustad magitom arsebobs muzame, rom aq is gaigo, rac ar ici :)

    da stias trekebi kide martla kargia da ar mikvirs, rom mogecona:)

  3. maia ამბობს:

    stias new “reason” is gentle and beatiful. we think stias music is powerful and soft.

  4. ოო სტია პირველად “ოზონში” ვნახე.. :პ ეტყობა რო ნიჭიერი და პროფესიონალია თავის საქმის…

  5. qobala ამბობს:

    momewona ^^ trackebis downloads tu daagdbdit kai iqneboda :>

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress