წლის განმავლობაში არის ერთი დღესასწაული, რომელიც მეორდება უკვე აი უკვე ნახევარ სააუკუნეზე მეტია. ამ დღესასწაულის აზრი გამოიხატება იმაში, რომ დედამიწის ერთი კონტინენტის მოსახლეობა ერთ საღამოს რიტუალურად იკრიბება თავსი „გასამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ და უყურებს იმას რასაც რეალობასთან იმდენივე კავშირი აქვს რამდენიც პროფესორ ჩარლზ იქსავიერს და ქართველი ან მოდით გულახდილად ვთქვათ და ნებისმიერი პოლიტიკოსის გამოსვლებს.
„გასამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ დამსხდარი მაყურებლები გადიდებული თვალებით და აჩქარებული პულსით უყურებენ „მუსიკალურ შეჯიბრებას“, რომელსაც რაღაც გაუგებარი, მეტაფიზიკური მნიშვნელობა გააჩნია მათთვის. ამ „მუსიკალური შეჯიბრის“ მნიშვნელობა რამოდენიმე დღეში ქრება, იმის შემდეგ რაც „გასამხიარულებელი აკვარიუმების“ მაყურებლები რამოდენიმეჯერ გაიმეორებენ რიტუალურ მისალმებას: „გაიგე ევროვიზიაში ვინ მოიგო?“ და პასუხად მიიღებენ: „ჩაწყობილია ეგ ყველაფერი, სხვებმა უფრო მაგრად იმღერეს.“
ახლა ცოტა გემრიელი ფაქტები. ევროვიზია დაიწყო შვეიცარიაში, 1956 წელს როგორც რადიოგადაცემა. მაგრამ რადიოსტუდიაში ტელეკამერები მიიტანეს და ევროვიზია „გასამხიარულებელ აკვარიუმებში“ აღმოჩნდა. იმ წელს გაიმარჯვა ვინმე ლიზ ასიამ და მის შემდეგ ეს „მუსიკალური შეჯიბრი“ გადაიქცა ტრადიციულად. შესაბამისად ნახევარი საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორია დაუგროვდა, ცვლილებებით კონკურსის განაწესში და ა.შ. ყველაზე ძალიან ამ ისტორიაში მომწონს ის თუ როგორ ცდილობდნენ კონკურსის ავტორები ხან ორკესტრი მიებათ „მუსიკალური შეჯიბრისთვის“ ხან დაეშვათ მინუს ფონოგრამმა, მაგრამ ისე, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ფონოგრამაში უკრავს სცენაზე ყოფილიყო აუცილებლად და ბოლოს დროის დასაზოგად გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ მინუს ფონოგრამა საკმარისია, მთავარია „მუსიკოსებმა“ იმღერონ, მაშინაც კი თუ ტექნიკური პრობლემების გამო ფონოგრამმა გამოირთვება. როგორ აღრმავებს წლების განმავლობაში ევროვიზია მუსიკასთან კავშირს ხომ ამჩნევთ?
აი იმ 1956 წლით დაწყებული დღემდე არანაირ რეალურ, აქტუალურ მუსიკალურ მიმართულებასთან კავშირი ევროვიზიას არ ჰქონია. ანუ სიტყვა „მუსიკა“ აქ უბრალოდ ზედმეტია. აი მაგალითად 1967 წელს „მუსიკალურ შეჯიბრებაში“ გაიმარჯვა ინგლისელმა მომღერალმა სენდი შოუმ აი ამ სიმღერით (Puppet On A String). ძალიან გთხოვთ ლინკს მიაჭირეთ და დააფასეთ ამ მუსიკალური შედევრის ღირებულება, ჯერ მარტო ვოკალი და ეს განუმეორებელი „ააააააა“ რად ღირს. მერე მუსიკა, რომელიც ამ ყველაფერს ფონად ადევს? რა რითმიკაა, რა კომპოზიციური გადაწყვეტა, რა ჰარმონიები. სიმებიანი ინსტრუმენტები, რომ შემოდის იმ ადგილას, რა ამაღლებული გრძნობა მეუფლება ხოლმე. სასწაული პირდაპირ. და გახსოვდეთ ეს იმ წელს ხდება როცა ბითლზმა sgt. pepper გამოუშვა. არის იქ კარგი სიმღერები, მე მგონი. საერთოდ რა ხდებოდა მაშინ რეალურ სამყაროში, ევროვიზიის მეტაფიზიკას მოყვეტილ რეალობაში, გაიხსენეთ, ძალიან გთხოვთ. ეს 1967 ის წელია როცა Pink Floyd-მა პირველი ალბომი ჩაწერა და ჯიმი ჰენდრიქსის ორი დისკი გამოდის. გავაგრძელოთ – 1984 წელი შვედური ჯგუფი Herreys სიმღერით “Diggi-Loo Diggi-Ley”. … მე ვერ გაგწირავთ, ამის მოსმენას ვერ გაიძულებთ, თუ გინდათ დაგუგლეთ, უბრალოდ სახელი “Diggi-Loo Diggi-Ley” მგონი უკვე საკმარისად ბევრზე მეტყველებს. და ბოლოს, 2008 წელი, ჩემი საყვარელი მარგალიტი – დიმა ბილანი, სიმღერით “Believe”.
არა სწორად გამიგეთ მე კი არ ვითხოვ, რომ იქ სცენაზე მაინც და მაინც Sigur Ros გამოჰყავდეთ, ან სერგეი შნუროვი, ან Duffy, ან ემი ვაინჰაუსი. არა, საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ დიმა ბილანი? დიმა ბილანი? დი-მა ბი-ლა-ნი? რა კავშირი აქვს დიმა ბილანს მუიკასთან საერთოდ? ხომ შეიძლება, რომ მოთხოვნები ამაღლდეს და “Diggi-Loo Diggi-Ley” საკმარისი არ იყოს პრიველი ადგილის მისაღებად. ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ირიბად მაინც დაუკავშირდეს მუსიკას. ელტონ ჯონის და სტინგის დონეს რომ მიაღწიოს მაინც, მიუახლოვდეს, მუხლამდე მისწვდეს მათ დონეს. ასეთ შემთხვევაში არც „გამამხიარულებელ აკვარიუმებთან“ მჯომი მაყურებლები დარჩებიან ნაწყენები და არც ჩვენ, ვისაც სიტყვა „მუსიკა“ ცოტა სხვა კონტექსტში გვესმისის (არა”Diggi-Loo Diggi-Ley” კონტექსტში). არ შეიძლება?
მაგრამ „მუსიკალური შეჯიბრი“ ისედაც ბევრ მაყურებელს აგროვებს „გამამხიარულებელი აკვარიუმების“ წინ. მათი სამუშაო დღით დაღლილი მზერა ტკბება სცენაზე მოხტუნავე დიმა ბილანის ცქერით და ევროვიზიაც თავის წესებით მიედინება – მინუს ფონოგრამას არაუშავს, მათავარია იმღერონ. მგონი ის დროა პლიუს ფონოგრამას არაუშავს მთავარია იცეკვონ წესი შემოიღონ, არა? მგონი კარგი იქნება. შემდეგ ავიღოთ უბრალოდ და სიტყვა „მუსიკალური“ შევცვალოთ ევროვიზიის განმარტებაში და გადავაქციოთ ევროვიზია „სპორტულ შეჯიბრებად“, თუ გნებავთ ოლიმპიურ სპორტის სახეობებშიც შეიტანეთ, თუ ეს სპონსორებს გაახარებს და ორგანიზატორებს მეტ ფულს მოუტანს ჩვენც არ შეგეწინააღმდეგებით. დაე იყოს ასე, დაე იყოს ევროვიზია არა მუსიკალური არამედ სპორტული შეჯიბრება, მიიღოს ოლიმპიური სპორტის სახეობის სახელწოდება, დაე დაწესდეს ეს და იყოს ასე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ოღონდაც მუსიკას ნუ უკავშირებთ ამ ყველაფერს, თორე გული მტკივა როცა მესმის „მუსიკოსმა“ დიმა ბილანმა გაიმარჯვა „მუსიკალურ შეჯიბრ“ ევროვიზიაში.

გიორგი მამადაშვილი
ხო ჯობია მალე მოხდეს სახელის შეცვლა, ოლიმპიადას ნამდვილად აკლია მსგავსი რამ. ქართველი “ათლეტი” წელსაც გვასახელებს თავისებურად
)
May 27, 2010 at 12:01 pm
babisa
დაე იყოს ასე, დაე იყოს ევროვიზია არა მუსიკალური არამედ სპორტული შეჯიბრება, მიიღოს ოლიმპიური სპორტის სახეობის სახელწოდება, დაე დაწესდეს ეს და იყოს ასე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ოღონდაც მუსიკას ნუ უკავშირებთ ამ ყველაფერს, თორე გული მტკივა როცა მესმის „მუსიკოსმა“ დიმა ბილანმა გაიმარჯვა „მუსიკალურ შეჯიბრ“ ევროვიზიაში
( ho, neta
May 27, 2010 at 12:05 pm
marii
Dzalian momwons dzaliannnnnnnnnnn
May 29, 2010 at 8:51 am
marii
momwons
May 29, 2010 at 8:52 am
თემო ბარათაშვილი
„გაიგე ევროვიზიაში ვინ მოიგო?“ და პასუხად მიიღებენ: „ჩაწყობილია ეგ ყველაფერი, სხვებმა უფრო მაგრად იმღერეს.“
ზუსტად და კონკრეტულად გაქვს დაწერილი
May 29, 2010 at 11:06 pm
სანდრო გვარჯალაძე
მადლობა
May 30, 2010 at 12:17 pm
Jonas Svensson
სანდრო, დაგინებული იყო, რო სიტყვა “ტელევიზორი” არ უნდა გეხმარა?
) კარგი მუსიკოსებისთვის კარგი ფესტივალები და კონკურსები არსებობს და ევროვიზია დღიდან დაარსებისა ცუდი იყო და ასეთადაც უნდა დარჩეს, თუ ვინმე კიდე ევროვიზიას წლის მუსიკალურ მოვლენად აფასებს, გადახედე იმ ადამიანებს, რა იციან მუსიკის შესახებ და გულის ტკივილიც გაგივლის. ხოდა ცხოვრება კიდე საკმაოდ ხანმოკლეა იმისთვის რო დიმა ბილანს გააფუჭებინო ხასიათი.
) სტატია მომეწონა. Hejdå
May 31, 2010 at 1:24 pm
სანდრო გვარჯალაძე
დღევანდელი ტელევიზიის მიზნებს სიტყვათშეთანხმება „გასამხიარულებელი აკვარიუმი“ უფრო გამოხატავს.
ვიცი, რომ კარგი რაღაცეებიც არსებობს და მაგეებზეც ვწერთ ხოლმე მუზამეზე, უბრალოდ ამდენი ენერგია და ამხელა თანხები რომ იხარჯება სრულ იდიოტიზმში ცოტა საწყენია. განწობას დიმა ბილანი ვერ გამიფუჭებს, უბრალოდ სტატიაა, უბრალოდ აზრია, ტანზე პერანგის შემოხევას და ანტი/ევროვიზიის დაარსებას არ ვაპირებ, არც ჯვარს ჩავარტამ დიმა ბილანს .)
xo da thanks
May 31, 2010 at 6:30 pm
new user
ase xelagebit rato lanzgavt am evrovizias . cudi da kargi monacileebi kvela konkurszea . ubralod formati aqvs gamarjvebulis gamosavleni “cota” ucnauri da musikidan sakmaod distancirebuli. sharshandel konkursze(clevandeli jer ar mikurebia-cin maqvs es “bedniereba”) dzalian momecona estonetis carmomadgeneli “Urban Symphony”, islandielma ioannam sakmaod kargi pop-i imgera. ar vgijdebit kvela am rok musikaze da ra vqnat. piradad chemtvis erti “roxette” udris kvela am jimi hendriqsebs da ozi osbornebs.me mapatiet
June 3, 2010 at 4:28 am