შარშან, როცა პირველი Open Air-ი ჩატარდა თბილისში, საქართველოში არ ვიყავი და ზუსტად შუა ევროპიდან ვისმენდი ამბებს, რომ ძლივს რაღაც კარგი ტარდება, რომ შაკირას და ტოტო კუტუნიოს მაგივრად ადამიანური ჯგუფები ჩამოიყვანეს და რომ რამდენიმე დღე თბილისმა მუსიკით იცხოვრა. მაშინ ჩემი მეგობრების და სრულიად მელომანების მაგივრად მიხაროდა, რომ ფესტივალების ტრადიცია დაინერგებოდა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებაზე წარსულ დროში აღარ მოგვიწევდა ლაპარაკი. კიდევ მიხაროდა, რომ შემდეგ გაზაფხულზე მეც აქ ვიქნებოდი და ამბების მაგივრად მუსიკას მოვუსმენდი.
მერე, ჩამოვედი, ჩემი სიხარული ერს შევაფრქვიე და მითხრეს, რომ ყველაფერი არც ისე საოცნებო იყო, როგორც მე მეგონა, უკეთესი ბენდების ჩამოყვანაც შეიძლებოდა და კიდევ ათასი რამ. მაგრამ ეგ არაფერი, მაგას სულ ეგრე ვამბობთ ხოლმე, რაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ ისევ გავაგრძელე გაზაფხულის ლოდინი და ამ გასაფხულზე უკვე მე დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს. ეგეც არაფერი, მაგას სულ ეგრე ვამბობთ ხოლმე, რაც არ უნდა მოხდეს. მაგრამ მაინც:
ვარსკვლავების და ნიუ ქამერების ერთობლივმა შოუმ ფილარმონიაში აჩვენა, რომ კარგი შოუს კეთება შეგვიძლია, ე.წ. დამწყებებიც ძირითადად იმაზე უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე ასევე ე.წ. ვარსკვლავები, მაგრამ ისიც აჩვენა, რომ ერი ძირითადად ძველი მოტივების გადამღერებით და ქავერების შესრულებითაა დაკავებული. არც მიკვირს. ასე ბევრად მარტივია. ნაკლებად შეიწუხებ თავს და ხალხიც იმას მოუსმენს, რასაც უკვე წლებია უსმენს. მერე რა რომ სხვანაირი შესრულებით, მაინც ეცნობა და გაეხარდება.
ფოტოფესტივალის დაწყებამდე გამართულმა კონცერტებმა ძველი თბილისის სამ სხვადასხვა ადგილას აჩვენა, რომ ორგანიზატორებს ამჯერად მუსიკა დამატებით ატრიბუტად ქონდათ გამოყენებული. ამიტომაც დაიწყო სამივე კონცერტი ერთსა და იმავე დროს და სამ სხვადასხვა სცენაზე და ამიტომაც იყო ყველაფერი მხოლოდ 2 საათისთვის გაწერილი.
თავისთავად, სამი სხვადასხვა სცენა კარგია, შეგიძლია აირჩიო, რა უფრო გიყვარს და ლოდინის გარეშე მოუსმინო საყვარელ შემსრულებლებს, მაგრამ არ ვართ ისე განებივრებულები მუსიკალური ცხოვრებით, რომ ერთ საღამოს, ერთსა და იმავე დროს გამოვიყვანოთ ყველა შემსრულებელი სცენაზე.
სამაგიეროდ, გადამოწმდა და დამტკიცდა ფაქტი, რომ ნიუ ქამერები პროგრესულები არიან, რომ ყველა ჟანრს თავისი პუბლიკა ყავს და თან საკმაოდ სერიოზული და რომ მუზამე ნელ-ნელა ცნობადი ხდება მუსიკალურ სივრცეში.
26 მაისს დაგეგმილი კონცერტის ანონსმა ჯერ დამაბნია,მერე კიდევ ერთხელ მაფიქრებინა, რომ მუსიკა ამჯერადაც მეორეხარისხოვან როლს ითამაშებს და ახლა უკვე მთავარი პოლიტიკურ-სოციალური თემატიკა იქნება. არცთუ უსაფუძვლოდ: ორგანიზატორები ხაზს უსვამენ იმას, რომ მუსიკოსები, ვინც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვლენ, სოციალური პრობლემატიკით არიან დაკავებულები და რომ ეს სოლიდარობის აქცია იქნება.
მართლა მიხარია, რომ დევნილების პრობლემატიკა აქტუალურია, რომ ვიღაცა რაღაცას აკეთებს და რომ სოლიდარობა შეიძლება მარადიულად ილუზიების სფეროში არ განისვენებდეს. მაგრამ არ მიხარია ის, უფრო მუსიკოსები კი არა, უფრო სოციალური აქტივისტები ჩამოყავთ. რას ვერჩი, ისინი უანგაროდ ჩამოდიან და ცდილობენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენონ ჩვენი პრობლემატიკა. მაგრამ ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ ჩვენ რაღაც საცოდავი ქვეყანა ვართ, 35 000 დევნილით და დაუმთავრებელი ომებით, რომ ჩვენ სულ სხვა პრობლემები გვაქვს, ვიდრე რამდენიმედღიანი მუსიკალური ფესტივალების მოწყობა გაზაფხულობით და რომ ჩვენთვის სულ ერთია, ემსი სოლარი ჩამოვა თუ ტომ იორკი, მთავარია, გვითხრან, რომ, აი, ვიღაცა სპეციალურად ჩვენთვის ჩამოდის. იმიტომ რომ ჩვენ კარგები და დაჩაგრულები ვართ, იმათ კი ვუყვარვართ და ვეცოდებით. ამიტომაც ჩამოდიან სპეციალურად ჩვენთან ჩვენთვის უჰონორაროდ მუსიკოსები, რომლებიც უფრო სოციალური აქტივისტები არიან, ვიდრე მუსიკოსები, რომელთაგან ორი გაეროს კეთილი ნების ელჩია, ერთი კი იმდენად გულისხმიერი, რომ სარაევოში ომის დროს ჩაფრინდა სოლიდარობის ნიშნად.
ხოოდა, არ მინდა ხოლმე, რომ საცოდავები და დაჩაგრულები ვიყოთ, არ მინდა ჩვენი რეალობა ის იყოს, რაც მართლა არის, არ მინდა დევნილების მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მოაიზრებოდეს და ვერ ვიგებდე რატომ გვიჭერს მხარს მაინცდამაინც ახლა, სრულიად ფრანგული ელიტა (როგორც ამას გვეუბნებიან) .
არ მინდა მუსიკალურ სტატიებში პოლიტიკა ოდნავ მაინც რამე შუაში იყოს და საერთოდ, ვიღაც კეთილი შემსულებლები მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდნენ ჩვენთან, რომ კიდევ ერთხელ მითხრან, თქვენ საწყალი და საცოდავი ხალხი ხართ, რად გინდათ მუსიკა, საკუთარ ქვეყანაში საზღვრები გაქვთ და აი, იმ საზღვრამდე მაინც მიდით, თუ გინდათ ჩვენც წამოგყვებით, კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრეო.
მოკლედ, ასე, სულ ტყუილად მიხაროდა, გაზაფხულზე თბილისში Open Air-ი იქნება და მე ბედნიერი თქო. საქართველოში მუსიკა ჯერ მხოლოდ დამატებითი ეფექტის ფუნქციას ასრულებს. 26 მაისის სოციალურ-პოლიტიკურ აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ MС Solaar, Youssou N’dour, Youssoupha, DJ Maia K, Jane Birkin, Grace. ქართველი შემსრულებლებიდან კი მგზავრები, რემა, სალომე კორკოტაშვილი, პორნო პოეზია და სტრინგი.
პ.ს. თავისთავად კარგი ფაქტია, ის, კონცერტი ზუგდიდში ტარდება, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის ფუნქციით არის ნაკარნახევი ეგ გადაწყვეტილება. კარგია, თუ სხვა დროსაც ვიფიქრებთ ხოლმე, რომ საქართველო მარტო თბილისი არ არის, იქნებ მერე ნაკლებად საცოდავები ვიყოთ და სხვა ქვეტექსტის კონცერტები დავიმსახუროთ. თავისთავად კარგია ის ფაქტიც, რომ კონცერტში ქართველი შემსრულებლებიც მონაწილეობენ, მერე, როდესმე, საფრანგეთისნაირი ქვეყანა რომ გავხდებით, საწყალ ქვეყნებში ჩავლენ, დაუკრავენ და იტყვიან სოციალურად აქტიური შემსრულებლები ვართ, სხვა თუ არაფერი, 2010 წლის 26 მაისს ზუგდიდში ვუკრავდითო.




ხო სწორედაც რომ ჩვენ ვართ ქვეყანა 35 000 დევნილით და დაუმთავრებელი ომებით. სადაც მუსიკას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. დიდად არც შარშანდელი ფესტივალი იყო პოლიტიკისგან თავისუფალი უფრო სწორედ პოლიტიკოსებისგან იმართებოდა უბრალოდ საორგანიზაციო მხარე გაკეთდა კარგად და პოლიტიკური ფონი მიიჩქმალა.მუსიკალური ფესტივალები კი ალბათ გაბრწყინებულ ივერიაში ჩატარდება.
devnilebis raodenoba sakartveloshi 35 000-ze bevrad metia
,,ჩვენთვის სულ ერთია, ემსი სოლარი ჩამოვა თუ ტომ იორკი, მთავარია, გვითხრან, რომ, აი, ვიღაცა სპეციალურად ჩვენთვის ჩამოდის. იმიტომ რომ ჩვენ კარგები და დაჩაგრულები ვართ, იმათ კი ვუყვარვართ და ვეცოდებით. ”
,,არ მინდა დევნილების მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მოაიზრებოდეს და ვერ ვიგებდე რატომ გვიჭერს მხარს მაინცდამაინც ახლა, სრულიად ფრანგული ელიტა (როგორც ამას გვეუბნებიან)”
არც მე
პ.ს. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მნიშვენლობა აქვს 35 000 -ზე მეტი დევნილია, თუ არა?
)
musika wamocmuli prezervativia xalxis mosa..d
xalxis kiara xalxis gonebis, upro koreqtulia
musika wamocmuli prezervativia xalxis mosa..d
xalxis kiara xalxis gonebis, upro koreqtulia
es xalxi ufro bevrs rom t..bdes ase advili ar aqneboda mat gonegaze prezervativis chamocma
maybeeeeeeeeee