Artist: SayCeT
Album: Through The Window
Release Date: 22 March, 2010
Label: MVS Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2010 წელთან ერთად ეს ალბომი აუცილებლად გამახსენდება, არა იმიტომ, რომ ადვილი და სასიამოვნო მოსასმენია, არც იმიტომ, რომ ვოკალი ესე ძალიან უხდება ელექტრონიკას, არამედ სუნით, სუნით, რომელიც ოთახში ყოველი მოსმენის დროს იგრძნობა.
SayCeT თუ ახლო და ნაცნობია თქვენთვის, ახალი ალბომის გამოჩენა ნამდვილი აღმოჩენა და ბედნიერება იქნება. 2006 წლის სადებიუტო ალბომის შემდეგ, ასეთ ნამუშევარს ალბათ ცოტა თუ ელოდა, რადგან თანამედროვე მუსიკოსების 90%-ის შემთხვევაში წარმატებულ დებიუტს, სამწუხაროდ და უკვე ლოგიკურადაც, არაფრისმომტანი და კომერციული ალბომი მოსდევს ხოლმე, მაგრამ ვერ მოგართვით/ნურას უკაცრავად(სურვილისდა მიხედვით), საბედნიეროდ ოცნებები(სასწაულებიც) მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება და შეგვიძლია ამითაც ისევე დავტკბეთ, როგორც დადებიუტოთი.
ალბათ ამას თქმა არც ჭირდება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მუსიკაში პირველ ტრეკს, ეს დაახლოებით იგივეა, რაც წიგნისთვის წინათქმა, პირველი ტრეკიდან იგებ ალბომის იდეას, შინაარს, საუნდს, ზოგად ხასიათს, ხარისხსაც და გაძლევს იმის არჩევნის საშუალებას რომ ან განაგრძო მოსმენა ან იქვე დააშიფტდელეითო… და მემგონი არა მარტო ხარისხიან მუსიკოსთან და თავის საქმის უბადლო მცოდნესთან გვაქს საქმე, არამედ საკმაოდ ჭკვიანურ მარკეტინგულ გათვლასთან, რომელიც სულაც არაა მარკეტინგული(სხვა არაფერი მომდის თავში), მაგრამ ჩემს შემთხვევაში ნამდვილად გაჭრა და მომასმენინა მთელი ალბომი.
ერთ-ერთი სიურპრიზი რაც შეიძლება აქ იპოვო, არის ვოკალი, რომელიც მეორე ტრეკიდან შემოდის და მთლიანად გასდევს ალბომს, რაც თავის მხრივ მუსიკას საშუალებას აძლევს ცოტა მოდუნდეს და მეორე პლანზე გადაიწიოს(არავითარ შემთხვევაში გახდეს მეორეხარისხოვანი),მოეშვას მძიმე IDM-ურ რითმებს და Glitch-ის ჭახა-ჭუხს…
ვისაც აინტერესებს თუ ვინ დგას ამ პროექტის უკან, ამ აბზაცსაც ბოლომდე ჩაიკითხავს… Pierre Lefeuvre ადამიანი, რომელმაც ეს პროექტი მარტომ დაიწყო და უკვე ორი კოლეგაც მიიბა… Phoene Somsavath გოგონა რომლის ხმაც “გვშხამავს” და გვათვინიერებს და VJ Zita Cochet ადამიანი რომელიც ზრუნავს არა მუსიკალურ არამედ ვიზუალურ მხარეზე ლაივების დროს და ცდილობს ამით ხაზი გაუსვას მუსიკის ესთეტიურ მხარეს და გამოყოს როგორც ცალკე მდგომი…
ესაა ალბომი, რომელსაც არაფრის დამტკიცების და ახალი ტენდენციების დამკვიდრების სურვილი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია იყოს Soft-Electronic – Female Vocal-ის სახელმძღვანელო თუ არა უბრალოდ კარგი და ხარისხიანი ნამუშევარი მაინც. შეუძლია ფულის მოტანაც და მაინცდამაინც არც პრეტენზიულობით გამოირჩევა… მშვიდი, დალაგებული, ხარისხიანი, გააზრებული მუსიკაა, რომელმაც იცის თავისი ადგილი და მიზანი დედამიწაზე. ასე რომ, უსმინეთ SayCeT-ს და მოხვდით უდროო მოგზაურობაში…
http://www.myspace.com/saycet
http://www.saycet.fr/
http://www.last.fm/music/sayCeT
http://www.facebook.com/saycet

კომენტარები
არც ერთი კომენტარი არ დაწერილა.
დატოვეთ კომენტარი