4 არიან, არც ისე დიდი ხანია, რაც უკრავენ, მაგრამ უკვე რეკორდული რაოდენობის კონცერტი აქვთ ჩატარებული. შესაბამისად, რეკორდული რაოდენობის ინსტრუმენტები დამტვრეული. დიახ, კონცერტებზე გიტარებს რომ ამტვრევენ ხოლმე, ენერგიულად და ოდნავ აგრესიულად მღერიან, სცენაზე ბოლომდე იხარჯებიან და დახარჯვამდე გრანდიოზულ ხმაურს ტეხენ,ზუსტად ეგენი არიან the georgians-ი.
მე ძირითადად სტუდენტურ საქველმოქმედო კონცერტებზე ვუსმენ ხოლმე, ერს “Alter Vision Group”-ის ორგანიზებული აქციებიდან უნდა ახსოვდნენ. მე თუ მკითხავს კაცი, ჭკვიანები არიან და იციან, რომ როცა დამწყები ხარ, ყველგან და ყველაფერი უნდა დაუკრა, მერე რა თუ ცოტა მსმენელი დაგხვდა ან კატასტროფული აპარატურა, მერე რა თუ კონცერტი საქველმოქმედოა და ჰონორარზე არც უნდა იოცნებო, მერე რა თუ შენი მოსმენის შემდეგ იფიქრებენ, რომ ჯერ კიდევ ვინმეს გავლენის ქვეშ ხარ. თუ ასე გააგრძელებ, აუცილებლად გახდები კარგი შემსრულებელი.
რაც უფრო მეტ დამწყებ ჯგუფს ექნება მათი მსგავსი ენთუზიაზმი, მით უფრო მალე გვექნება საინტერესო მუსიკალური გარემო.
მანამდე კი ეს ვიდეო იმაზეა, როგორ გახდნენ ისეთები, როგორებიც დღეს არიან.
p.s. წარმატებები მუზამესგან.

cartman
texti dadet ra am simgheris
:D
May 22, 2010 at 11:26 pm
თემო ბარათაშვილი
მომეწონა სიმღერა
May 23, 2010 at 3:43 pm
toko
the georgians kargi jgufia warmatebebi
May 29, 2010 at 12:40 pm