Artist: Marissa Nadler
Album: Little Hells
Release Date: 3 March 2009
Label: Kemado Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
შუა ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნო ყოფილა ფოიერვერკის ყურება. მით უფრო, თუ მხოლოდ ერთია და რამე დღესასწაულს ან კონცერტს არ აღნიშნავს – დაჯდები, იფიქრებ, რომ ეს ფოიერვერკი შენ გეძღვნება. რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია, ვინმეს მოუნდეს შენთვის ფოიერვერკის მოძღვნა! უბრალოდ, გუშინ ეს არ წარმომედგინა – ოთახში შემოფრენილ ტარაკნისებურ არსებებს ვებრძოდი “ჩუსტებით”, ხმა რო გავიგონე. ფოიერვერკზე ერთ-ერთი ამერიკული ფილმი გამახსენდა, სადაც ქოვბოები და (სავარაუდოდ) ფოიერვერკები ფიგურირებდნენ.
აი მარისა ნადლერი ამერიკის სუნს, ქოვბოების ქუდებს, რევოლვერებს, გაოფლილ ცხენებს, ქვიშას, სიცხეს, ულვაშებიან უხეშ მამაკაცებს, კლინტ ისტვუდს და ყველაზე მეტად, დიდ კანიონს ინახავს საკუთარ სიმღერებში. რაღაც ძალიან ოფიციალურად ჟღერს, მაგრამ საკმარისია ალბომის მოსმენა დაიწყო, მაშინვე წითელ ქვიშას შემოგაყრის თვალებში და სხვა რეალობაში გადაგისვრის.
გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან დიდად არც მხიბლავდა ეს რეალობა – არც ჩემი ადგილია და არც ჩემი დრო. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე – ავიკვიატე ერთი პატარა სიმღერა (The Little Famous Song) 2005 წლის ალბომიდან (The Saga Of Mayflower May) და სულ რაღაც ერთ სტროფად და სამ აკორდად ამერიკის კარები გამეხსნა.
საქართველოში ცოტა უსმენს მარისას – ორი ვარიანტია: ან ამერიკაში გასეირნება არ უნდათ, ან მისი უცნაური ხმა არ მოსწონთ. სიტყვა “უცნაურის” პიტჩფორკისეული ინტერპრეტაციით, მარისას ხმას “ჯოჯოხეთშიც კი სიამოვნებით წაყვები”. ჯოჯოხეთის არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში უფასოდ ვმგზავრობ.
მოკლედ, მარისას ისტორია ბოსტონში იწყება. ჯერ ხატვა დაუწყია მასაჩუსეტის ერთ-ერთ სკოლაში. ჩემი ფანტაზიით, ცხენებს ხატავდა, დიდ კანიონს ან რამე მსგავსს. საკუთარ თავს შერიფის ან რომელიმე ავტორიტეტული “კაი ტიპის” შვილად წარმოიდგენდა და ამაზე ვერტიკალურ და ბრუნვად ტექსტებს წერდა. პო უყვარდა და ყველა ვესტერნი ნანახი ქონდა. მერე გიტარა აიღო ხელში და მოეწონა საკუთარი წაკივლებები.
პირველი სამი ალბომი ძალიან უბრალო, მყუდრო და შინაურულია, გიტარის აკომპანიმენტით. მოკლედ, ნამდვილი ინდი-ფოლკ სინგერ-სონგვრაითერული პიპინი. აი, ბოლო ალბომი ცალკე თემაა, ცალკე ამერიკა და ცალკე ისტორია. It’s more than blue, It’s violet!

ალბომი თანამედროვე მუსიკის (ერთ-ერთ ტრეკში ელექტრონული საუნდიც კია), იმ განწყობის, ამდენი რო ვილაპარაკე, მძაფრი ტექსტების და თბილი მელოდიის მშვენიერი ნაზავია. მოკლედ, ძალიან დახვეწილია, ჩემი ყურების მზემ. სხვანაირად ვერც იქნებოდა – ამ ალბომზე იმუშავეს პროდიუსერმა Chris Coady (Yeah Yeah Yeahs, Beach House, TV on the Radio), მუსიკოსებმა Simone Pace (Blonde Redhead) და Dave Scher (Interpol, Beachwood Sparks, All Night Radio).
პირველი ორი ტრეკი ისე ისმინება, დიდ განსხვავებას ვერ იპოვი ამ და ძველ ალბომებს შორის. მესამე ტრეკი, Mary Come Alive, ძალიან არამარისანადლერულია. იმდენად, რომ პირველ მოსმენაზე გავბრაზდი, მეორეზე ძალიან მომეწონა. შემდეგ ტრეკში მეტი ქანთრია, ჰოდა, ასე იძენს ალბომი ინტრიგას და ტკბება და ტკბება. 10 ტრეკი ვერ ახერხებს მსმენელის გადაღლას და უბიძგებს, კიდევ ერთხელ დაატრიალოს ის.
მაგრამ მე ყველაზე მეტად The Hole Is Wide მესმენინება. როგორც სილვიას უყვარს ოთახში ოქროსფერი მთვარის ხატვა, ისე მიყვარს მე ეს სიმღერა. ცოტა უფრო ნაკლებად – Loner და Mary Come Alive.
მოკლედ, ამ ალბომში მარისა ძალიან დახვეწილია. აღარ ტოვებს ველური ყიჟინა ქალის ასოციაციას ინდიელის ქუდით თავზე. თქვენ წარმოიდგინეთ, სურათებსაც კი იღებს და ბლოგზე აქვეყნებს. თუმცა ისევ სიყვარულზე, უსამართლობაზე და სხვა უბედურებებზე დარდობს და ისევ სილვიას უმღერის
- http://www.last.fm/music/Marissa+Nadler
- http://www.marissanadler.com/
- http://www.myspace.com/songsoftheend
- http://marissanadler.blogspot.com/




ჩემ ხელთ არსებული ეჭვების თანახმად, გოგოები მდედრ შემსულებლებზე სხვანაირი, რაღაც ისეთი ტონით ვწერთ, რომ ეგრევე ვხვდები, გოგო გოგოზე რომ წერს.
ხოოდა,კეთილი იყოს შენი პირველი სტატია ჩვენთან
რა მსუყე და გემრიელი რეცენზია იყო..
mshvenieri recenziaa, kochag buda, dzaan kargad wer !!
:
მადლობა ვთქვა თუ რა ვთქვა, არც ვიცი, ძალიან გამიხარდა :user: (sun)
madloba tqvi da shemdegi recenziis cera daicye
ki arada, martla kaia
ბავშვებო როგორ გადმოვიწერო ეს ალბომი ხომ არ იცით?
დამაინტრიგა უზომოდ
http://rapidshare.com/files/191120509/33mar.rar
ვაი, მთლად დებილად არ ჩამთვალოთ მაგრამ ალტერნატიული საიტი არ არსებობს, აქედან ვერ ვიწერ