Artist: Keith Jarrett And Charlie Haden
Album: Jasmine
Release Date: 12 May 2010
Label: ECM
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ბავშვობაში ყველას გვიფიქრია, ნეტა როგორი იქნება ფილმი სადაც სილვესტერ სტალონე, ბრუს უილისი, დოლფ ლუნგრენი, კალიფორნიის აწ გუბერ(ტერმი)ნატორი და ჯეტ ლი ბოროტებას ერთად ებრძვიან? სილვესტერ სტალონემ ეს მითი რეალობად აქცია. მსგავსი ეპიკური შერკინებები დიდი იშვიათობაა, და ძირითადად დიდი ნაგავი გამოდის ამ გრანდიოზული წამოწყებებიდან, მაგრამ ფილმს დაველოდოთ. გაუგებარი მოლოდინი გამიჩნდა როცა დავინახე კიტ ჯარეტის და ჩარლი ჰეიდენის ერთობლივი ალბომი. წარმოიდგინეთ ერთ მხარეს ჯაზის მონუმენტური ქანდაკება, კიტ ჯარეტი და მეორე მხარეს ჩარლი ჰეიდენი, კონტრაბასისტი რომელიც Free Jazz-ის ფესვებთან იდგა. საინტერესოა არა? მიმიქარავს სტალონე.
დღეს მთელი დღეა თავი მტკივა. აი დილიდან, რომ დაიწყება და საღამომდე არ დამთავრდება ისეთი ტკივილია. გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი. საღამოს ნებისმიერი მცდელობა გონების გამოძრავებისა მჭრელი ტკივილით მთავრდებოდა და სავარძელში მიგდებულიმა გადავწყვიტე მუსიკა მეპოვნა საღამოსთვის. კოლტრეინს ვერ ავიტანდი, რაღაც ნაკლებად საფიქრალი მჭირდებოდა, რაღაც რაც თავს არ ამატკიებდა თავის ავანგარდულ-ინტელექტუალური გადახლართვებით და ოთახის კედლებს თბილად მოეფინებოდა, როგორც ჩამავალი მზის სხვიები.
ულამაზესად მდორე და უმშვენიერესად არაფრისმთქმელი დისკი გამოდგა კიტ ჯარეტის და ჩარლი ჰეიდენის 2010 წლის “Jasmine”. ჯერ რა კიჩული სახელია, თავი რუსთაველზე მეგონა, მეცნიერებათა აკადემიასთან, მზის ჩასვლის და გედების უსასრულო ვარიაცები, რომ იყიდება, მაგრამ სახელი ჯანდაბას, კრეტინული სახელები მოსული პონტია ჯაზში, მთავარია შიგნით რა ხდება თორე სახელს ვინ დაეძებს. მოკლედ ამ ალბომმა ჩემი ატკივებული გონება ვერც ერთხელ ვერ შეაქანა, თავი ისევ მტკიოდა, მუსიკამ მასზე საერთოდ ვერ იმოქმედა. მოსასმენიც არაფერია და რას უნდა ემოქმედა.
აი როგორი ალბომია იცით? თუჩებგაბერილ, ჩერჩეტ გოგონას, რომ მიიყვან სადმე, აი ისეთს ჯემიროქიუვაი რო ევასება და 33ა, და სიტუაციის გასათბობად ან მთლად უკეთესი ძუძუებზე ხელის წასავლებად მუსიკას, რომ ჩაურთავ. ეს მუსიკა თან შემაწუხებელი არ უნდა იყოს და თან შენს ინტელექტუალურ უპირატესობაში უნდა არწმუნებდეს მსხვერპლს, ისიც მშიერი ხბოს თვალებით მოგაშტერდება და წამწამებს ააპაუჭინებს. იქვე თუ ეტყვი ჩარლი ჰედენი და Free Jazzიო, ჩათვალე ამ ალბომის ფონზე საქმეს ბოლომდე მიიყვან.
ის ჰარმონიული მრავალფეროვნება, რომლითაც ყოველთვის სავსეა ჯარეტის ქავერები, “Jasmine”-ში რატომღაც დაკარგულია, არადა სტანდარტებზე აწყობილი ალბომია. არც ჰეიდენის იმპროვიზაციული თავისუფლება ჩანს აქ, კი აქვს საინტერესო სოლოები, მაგრამ ძირითადად რაღაც ჩაბნელებული ამერიკული რესტორნის ესთეტიკაშია ყველაფერი ჩაკეტილი.
აქა-იქ აღფრთოვანებულ რეცენზიებსაც კი წაიკითხავთ, აქაო და ჯაზის ორი დიდი გენიოსი შეხვდაო და ცუდი როგორ იქნებაო. მაგრამ ეს ალბომი არა იმდენად მელოდიურობის და სიმშვიდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რამდენადაც ბებრული კიჩის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ცოცხალ ემოციურობას და რაღაც ყველასთვის მისაღები ნორმისკენ მიისწრაფის.
ეს ალბომი ალბათ იმათ უფრო გაახარებს ვინც ჯაზი ახლახანს აღმოაჩინა და ყველაფერი მოსწონს პიტერსონით დაწყებული სვენსონით დამთავერებული, მაგრამ იმათთვის ვინც მუსიკალურ მრავალფეროვნებას, ახალ იდეებს, საინტერესო ჰარმონიებსა და ცოცხალი ჯაზურ ემოციას ეძებს “Jasmine” ალბათ ცარიელი და უინტერესო აღმოჩნდება.
Tracklist:
1. For All We Know
2. Where Can I Go Without You
3. No Moon at All
4. One Day I’ll Fly Away
5. I’m Gonna Laugh You Right Out Of My Life
6. Body and Soul
7. Goodbye
8. Don’t Ever Leave Me




