13 მაისს კლუბ ,,ტრიუმფში” ერთდღიანი როკ-ფესტივალი და ლეგენდარული DEEP PURPLE-ს საუკეთესო ჰიტების საღამო იგეგმება. საღამო საკმაოდ მასშტაბური იქნება გამომდინარე იქიდან ,რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ როგროც
ქართული, ასევე აზერბაიჯანული და სომხური ჯგუფები.
კონცერტზე ჯგუფები საკუთარ კომპოზიციებთან ერთად ლეგენდარული Deep Purple-ის ჰიტებსაც შეასრულებენ. კონცერტი ,,ლოკომოტივ პრომოუშენის” ორგანიზებით კეთდება. დაუზუსტებელი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,ლოკომოტივ პრომოუშენი ” სამომავლოდ თბილისში იან გილანის ჩამოყვანას გეგმავს და ეს კონცერტი ერთგვარი მოსამზადებელი აქცია იქნება.
მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ გილანი ჩამოსვლამდეც ინტერესდება თბილისური ამბებით (მუსიკალურით მაინც : ). კონცერტის შესახებ ის უკვე ინფორმირებულია და 13 მაისს კლუბ ,,ტრიუმფში” შეკრებილებს სპეციალურად მისგან სიურპრიზი ელოდებათ. მისივე თხოვნით, დიფ ფარფლის წევრებს გადაეგზავნება კონცერტის ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალაც.
კონცერტში მონაწილეობენ:
Heavy Cross (მძიმე ჯვარი), Defenders of Tanelorn, Небо СССР,
Pay for Freedom, ლაბირინთი, ალუბალი და The Kings (ექს ჯთ ბათუმი)-საქართველოდან, Sadnos და Strange Gathering აზერბაიჯანიდან და Strife სომხეთიდან.
ბილეთები უკვე 5 მაისიდან იყიდება კლუბ ”ტრიუმფის” სალაროში და მათი ღირებულება 10 ლარია.
პ.ს. ალბათ ამ ანონსის და აფიშის დანახვაზე ბევრი იფიქრებს, რომ ეს მორიგი ქავერ-საღამოა, ან რაღა დროს 70-იანების ლეგენდების საღამოებია და რომ მსგავს კონცერტებზე წასვლას რა აზრი აქვს. სულ ტყუილად. კარგი მუსიკა როგორც წესი არ ბერდება და სამი ქვეყნის მუსიკალური წარმომადგენლობების ერთ სცენაზე ხილვა არც თუ ისე ხშირი სიამოვნებაა თბილისში.
ასე, რომ მუსიკის, როკის, სასიამოვნო საღამოების და DEEP PURPLE-ს მოყვარულებო, ხუთშაბათამდე სულ რამდენიმე დღეღა დარჩა.



მინდაააა! ვეცდები ყველანაირად…