
ზურაბ ქარუმიძე – “ჯაზის ცხოვრება”
გამომცემლობა “სიესტა”
თბილისი 2009 წელი
არსებობს წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ სურვილი გიჩნდება აიღო ტელეფონი და ავტორს დაურეკო, იმისათვის, რომ წიგნით დაწყებული საუბარი როგორმე გააგრძელო.
ჯაზის ისტორიაზე დაწერილი წიგნიდან ბევრს არაფერს ველოდი, ფაქტების კონსტატაცია და რამოდენიმე საინტერესო ამბავი, რომელიც შეიძლება დაგამახსოვრდეს. მაგრამ ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ცხოვრება“ ახერხებს მოგიყვეს ჯაზზე ისე, რომ ყოველი გვერდიდან ეს მუსიკა ისმის. კითხულობ არმსტრონგზე და გესმის არმსტრონგის სიცოცხლით სავსე ენერგიული საყვირი, შემდეგ კითხულობ თელონიუს მონკზე და მისი აბდაუბდა ჰარმონიები ჩაგესმის, გადადიხარ კოლტრეინზე და მთლი ეს ავანგარდული ორომტრიალიც კი გესმის.
ჯაზზე წერა საკმაოდ რთულია და უფრო რთულია ჯაზზე ისე წერა, რომ ეს გასაგები იყოს. „ჯაზის ცხოვრების“ ყოველ გვერდს უფრო ღრმად მიჰყავხარ ამ მუსიკაში. არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან ისინი ვისაც ჯაზი უბრალოდ არ ევასებათ (ასეთბიც არსებობენ), მაგრამ მგონი საკმარისია უბრალოდ მუსიკა გიყვარდეს, იმისთვის რომ ეს წიგნი მოგეწონოს.
წიგნი გვიყვება ჯაზის ისტორიას დაწყებულს ნიუ ორლეანიდან და დამთავრებულს დღევანდელი დღით, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მშრალი ფაქტებით სავსე კრებული. ეს ცოცხალი ინტერესითა და მუსიკის სიყვარულით სავსე წიგნია, რომელიც ჯაზის საშუალებით მთელს მეოცე საუკუნესაც გაგატარებთ, თავისი მღელვარებით და ხელოვნებით.
მოკლედ თქვენ ვისაც ეს წიგნი წაკითხული არ გაქვთ წაიკითხეთ და მე ზურაბ ქარუმიძე გამაცანით.



mmm, kai xania mag cignis cakitxvas vgegmav da mere sul sxva cignebs vigeb xolme xelshi casakitxad. sheni rekomendaciis mere mgoni ufro mondomebulad davgegmav
aqamde wakitxva mindoda da exa unda mwadia..
სამწუხაროდ არ წამიკითხია ეს წიგნი და არც ვიცოდი ამ წიგნის არსებობა. როცა ჩამოვალ საქართველოში აუცილებლად ვიყიდი ამ წიგნს და წავიკითხავ! forza jazz!
kargi recenziaa
wigntan rom migizidavs iseti
gadavatvaliere magaziashi da ki damainteresa..