ინტერვიუ სერგი გვარჯალაძესთან

სერგისთან ინტერვიუს გაკეთებას თითქმის იმდენივე ხანია, რაც ვგეგმავ, რაც მუზამე არსებობს. იმიტომ, რომ  ჩემი აზრით, მუსიკაზე სასაუბროდ ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური ადამიანია. ამას დაემატა მუსიკალური ჟურნალების დღე და ელექტრონავტების დაჯილდოების ცერემონიალი და მივხვდი, რომ  გეგმების შედგენის მაგივრად, კითხვები უნდა მომეფიქრებინა და სერგისთვის მიმემართა. ვფიქრობ, ინტერვიუ, თქვენთვისაც  საინტერესო აღმოჩნდება.

როგორი იყო ოზონზე მუშაობის პროცესი? რის მიხედვით ირჩეოდა რუბრიკები, სტატიები, თემატიკა?
“ოზონის” იყო ჟურნალი, რომელსაც ალბათ ყველა მელომანი კითხულობდა, მუზამეზე ერთმა დაგვიწერა, თვეში ერთხელ გადმომაქვს ძველი ნომრები და ვათვალიერებო.
შენი, როგორც რედაქტორის აზრით, რა იყო ის მთავარი მისია, რაც ჟურნალმა შეასრულა?

როგორც ყველა ჩვეულებრივ ჟურნალს, მისია ქონდა ის, რომ რაც შეიძლება მასშტაბურ მკითხველზე გავსულიყავით. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმ პერიოდისთვის არაფერი მსგავსი სახის გამოცემა არ არსებობდა. რაც შეეხება მუშაობის პრონციპს, ჩვეულებრივი სარედაქციო პრინციპით ვმუშაობდით, არაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.შეიძლება ითქვას, რომ მუშაობის პროცესი მარტივი იყო, როდესაც არ არსებობს არანაირი პრე ისტორია და კონკურენცია ბაზარზე, ბევრად უფრო მარტივია ყველაფრის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი თემა, რაც ეხებოდა მუსიკას და პოპ-კულტურას, ამ ჟურნალში შუქდებოდა.

“ოზონის” გამოცემა შეწყდა და შენ კომუნა გააკეთე. ფიქრობ თუ არა, რომ დღეს ბეჭდურ მედიაზე უფრო ეფექტური ინტერნეტ პორტალებია?
რაც შეეხება ბეჭდვით მედიას, მე ვფიქრობ რომ მას ჯერ კიდევ აქვს თავის პოტენციალი, მაგრამ ინტერნეტი ბევრად აადვილებს ყველაფერს, გაცილებით მარტივია მკითხველზე გასვლა, მაგრამ გაცილებით რთულია ფულის შოვნა. ბევრი ინფორმაცია უფასოდ შეგიძლია მოიპოვო, იმისათვის რომ რეკლამისთვის მოძებნო კლიენტი, გაცილებით სერიოზული არგუმენტაცია გჭირდება. კომუნა ეს შედარებით სამომავლო პროექტია, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ, გვქონდეს პლათფორმა, რომლითაც გვექნება საშუალება ჩვენს მკითხველსა და მაყურებელს ვეკონტაქტოთ იმ დროსაც, როდესაც არ ვართ ოფიციალურად წარდგენილნი ძირითადი მედია-საშუალებების მიერ.

შენ, როგორც ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამე გაქვს გაკეთებული ქართულ მუსიკალურ სივრცეში, როგორ შეაფასებდი დღეს არსებულ მდგომარეობას?

მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებული ქართულ მუსიკალურ სცენაზე არაფერი არ ხდება. ზუსტად ისევეა, როგორც ყველაფერი ქვეყანაში. ბევრი შრომა გვაკლია, რასაც ვუყურე ელექტრონავტების პერიოდში, ჯგუფებს შრომა აკლია, სცენური გამოცდილებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს,როგორ უნდა განვითარდეს მუსიკალური ბიზნესი, ამაზე ბევრს მსჯელობენ, მაგრამ გამზადებული რეცეპტი არ არსებობს.
მე მაინც ვფიქრობ, რომ სცენა უნდა გაფართოვდეს. რაც შეიძლება გარეთ უნდა გავიდეს ჩვენი მუსიკალური სცენა, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საქართველოთი. გავიდნენ თუნდაც უახლოეს უცხოეთში, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი თუ თურქეთი. სადაც საშუალება მიეცემათ, იქ უნდა სცადონ თავიდან.

ელექტრონავტების შესახებაც მინდა გკითხო. როგორ გაგიჩნდა საერთოდ იდეა, რა შეიცვალა პირველი ელექტრონავტებიდან დღემდე, არა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალში, ზოგადად ქართულ ინოვაციურ მუსიკალურ სამყაროში?

ელექტრონავტების იდეა გაჩნდა ფილმის გადაღების დროს, უფრო სწორად სახელის იდეა გაჩნდა მაშინ. ფილმი დაახლოებით 5-6 წლის წინ გადავიღეთ, აღარც მახსოვს ზუსტად. მისია ამ დაჯილდოების ის არის, რომ ხაზი გავუსვათ ამ ინოვაციებს ქართულ მუსიკალურ სცენაში, და როგორც ალბათ უკვე ბევრი მიხვდა, ჩვენ აღარ ვიზღუდებით მხოლოდ ელექტრონული მუსიკით, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ელექტრონული მუსიკა უფრო განვითარების ფაზაშია და უფრო საინტერესო მოვლენები ხდება, ვიდრე სხვა ჟანრებში. და უფრო მარტივია ამ ჟანრში მუშაობა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ნაკლები მუსიკალური გემოვნება გჭირდება, ან ნაკლები შრომა.
რაც შეეხება იმას, რა შეიცვალა, ძირითადად ნომინაციებშია ცვლილება. ნელ-ნელა გამოაკლდა გარკვეული ნომინაციები, იმიტომ რომ მივხვდით, კონკრეტულ ნომინაციებს კონკრეტულ წელს შეიძლება აზრი არ ქონდეს, როგორც ეს ვიდეოკლიპების შემთხვევებში მოხდა. დაემატა წლის საუკეთსო ტრეკი, რომელიც მიმაჩნია, რომ საუკეთესო ნომინაციაა. მისი იდეა ჟორჟიკას ეკუთვნის და ჩვენც საშუალება მივეცით საერთაშორისო ჟიურის წევრებს, მიეღოთ მონაწილეობა და დავაბალანსეთ ინტერნეტ მომხმარებლების და დახვეწილი ექსპერტების აზრი.
შეიცვალა ისიც, რომ უფრო სერიოზულად შეხედეს არტისტებმაც და მე ვფიქრობ რომ მედიამაც და იმედი მაქვს რომ მომავალ წელს სპონსორებიც უფრო სერიოზულად შეხედავენ. ამ სამი წლის ცვლილებები ასეთია, ვნახოთ რა იქნება შემდეგში.

ერთ-ერთი ბენდის წევრებმა მითხრეს  ძალიან კარგი იყო სერგის მუსიკალური საღამოები ათონელის თეატრშიო. რა ხდებოდა მაშინ იქ,  ვინ უკრავდა, რომელი ჯგუფები გამოდიოდა და სად არიან დღეს ეს ხალხი?
რაც შეეხება ოზონის კონცერტების ციკლს, ეს რასაკვირველია, ძალიან საინტერესო პროცესი იყო, იმიტომ რომ ჯგუფებს გამუდმებით ჭირდებათ რომ რეგულარულად ვიღაცამ ნახოს. მე ვფიქრობ რომ დღეს ჯგუფებმაც უნდა იაქტიურონ და გაუკეთონ ორგანიზება ასეთ კონცერტებს, რომ ვიღაცა რაღაცას გააკეთებს და დაუძახებს ან ლუკმას გადმოუგდებს. არ შეიძლება ვიღაცას ელოდნონ, ყველაფერი თავიანთზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, რა იქნება შენი რჩევა მუზამესთვის?
მუზამეს ვურჩევდი აქტიურობას, რეგულარულობას და ვუსურვებ კარგ მკითხველს, გამგონს, დამნახველს და მომსმენს, რაც შეიძლება საინტერესოს და დაინტერესებულს. და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ვითანამშრომლებთ, რომ უფრო საინტერესოდ გამოგვივიდეს ეს ყველაფერი, მანამდე კი თქვენი სტატიები პერიოდულად დაიდება ხოლმე კომუნაზე.
მოკითხვა თურქეთიდან.

5 კომენტარი

  1. babisa ამბობს:

    <3

  2. tok oo ამბობს:

    :D sergii.. :D

  3. dervishebi ამბობს:

    nastasia ra dros sergi gvarjaladzea,jgup dervishebisgan velodebi intervius

  4. toko ამბობს:

    esmis sergis sakitxi

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress