ინტერვიუ Me And My Monkey-სთან

თავიდან ცალ-ცალკე აკეთებდნენ მუსიკას. ტეტე ,, The Neverland”- ში უკრავდა, გაჩა კი ,,Vietnam  Radio’’-ში. მერე შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთის მუსიკალური ხედვა მოიწონეს   და ერთად გადაწყვიტეს მუსიკის კეთება.   2007 წლიდან ერთად უკრავენ ბენდში, რომელსაც ,,Me And My Monkey’’ ქვია.  ხშირად ჩნდება კითხვები, რომელია მე და რომელი მაიმუნი, ან საერთოდ რა შუაშია მაიმუნი მუსიკასთან.

მაიმუნი, რა თქმა უნდა, არც ერთია. ერთი სანდრო ჩინჩალაძეა და მეორე გაჩა ბაქრაძე, მაიმუნი კი სანდროს პროცესორზე მიკრული სტიკერია, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა, სანამ ისინი ერთად დაიწყებდნენ მუსიკის კეთებას.

ძველი ამბებიდან დავიწყოთ.  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ალბათ ბენდის არსებობის განმავლობაში გერმანიაში ერთ-ერთ ფესტივალზე თქვენი მონაწილეობა იყო.

ხო, ეს იყო  საკმაოდ დიდი ფესტივალი, Altstadtfest. ბევრ ადგილას ტარდებოდა და შეიცავდა პატარა ფესტივლებს. ერთ-ერთი ზაარბრიუკენში  Rockwise-ის ფესტივალი იყო, იქ დავუკარით ჩვენ.  ორი სინგლი ჩავწერეთ, ერთი რემიქსი კი გერმანელი პროდუსერის, Zombie Nation -ის ახალ რელიზში შევიდა.

როგორც ვიცი, საზღვარგარეთულ გეგმებს ისევ აწყობთ.

შვედეთში ვაპირებთ წასვლა და კლუბში დაკვრას. ფულის გამო არ მივდივართ, პატარა კლუბია. ძირითადად გამოცდილების შესაძენად  და ახალი გარემოში  გვინდა წასვლა. თან უცხო ხალხს გავაცნობთ ჩვენ თავს.

ბოლო პერიოდში ბევრი სიახლე დაგიგროვდათ. ოფიციალური საიტი გაქვთ, კლიპებს იღებთ…

ოო, საიტი ჯერ არ არის დამთავრებული, ნელ-ნელა შეივსება. მაგრამ 3D ეფექტი უკვე აქვს  და საინტერესოდ გამოიყურება.
კლიპები ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის, ისე, 2  ტრეკზე კეთდება ვიდეოები, Starfucker-სა და Revolution-ზე.
ხო, კიდევ  ამიკოსთან (Accidboy) ერთად ვმუშაობთ. ეს იქნება ელექტრო–ჰიპ ჰოპ ტრეკი  სახელადbang bang boys. Studio One”- ში იწერება გიორგი გვარჯალაძესთან (აქ ჩაიწერა წინა ორი სინგლიც)
როცა დამთავრდება,  ”მუზამეს”  ექნება ექსკლუზივი.
ისე მომავალში ჩვენ თვითონ ვაპირებთ რომ ვიდეოები გადავიღოთ ჩვენ ტრეკებზე.

თქვენ უნდა მიგეღოთ მონაწილეობა “Stars for Newcomers” და მერე უარი თქვით. რა მოხდა იქ?

ზოგადად  იქ ჩვენი ადგილი არ იყო, ერთადერთი მოტივაცია, რისთვისაც  მონაწილეობას მივიღებდით, ფული იქნებოდა, რაც საკმაოდ ცოტა იყო და ჩვენც აღარ გამოვედით. თან უკვე აღარ ვართ ისე დამწყებები  რომ ნებისმიერ კონცერტზე დაკვრა მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის.

რაც შეეხება ოპენ აირს, ხართ უკვე ჩამოყალიბებულები, დაუკრავთ თუ არა წელსაც?

არა, ჯერ  თვითონ  ორგანიზატორებსაც არ აქვთ მგონი გეგმები. ვნახოთ.

სამაგიეროდ სულ რამდენიმე დღის წინ ,,ელექტრონავტებზე’’ დაუკარით, რომელიც პრინციპში ელექტრომუსიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა წლის განმავლობაში.  თქვენი დამოკიდებულება როგორია?

ელექრტონავტები ძალიან კარგია რომ ტარდება. სერგი გვარჯალაძე ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის. კარგ ზვუკზე დავუკარით და თან გამოცდილებაც არის. ნელ-ნელა ალბათ დაიხვეწებიან, სპონსორებიც გამოჩნდებიან და უფრო ორგანიზებულ და მაშტაბურ სახეს მიიღებს.

და ახლა რა არ მოგეწონათ?

ახლა ძალიან ცუდი პრობლემა გარდა იმისა, მუსიკოსებს  20 წუთი ჭირდებოდათ აპარატურის ასაწყობად, იმისთვის რომ 4 წუთი დაეკრათ.  ეგ  მსმენელისთვის ძნელია. თან ცხელოდა.
მაგას ემატებოდა სპონსორების  ნაკლებობა და  როცა  ფული არ გაქვს და მარტო  აკეთებ რაღაცას, ძნელია ყველაფრის კარგად ორგანიზება.
კარგი იქნება თუ ნომინაციებში კორექტივებს შეიტანენ და იქნება საუკეთესო ბენდი, საუკეთესო პერფომანსი, საუკეთესო ვიდეო, მოკლედ, უფრო  კარგი იქნება თუ უფრო არტისტებზე იქნება აქცენტი გაკეთებული, თორემ საუკეთესო  რადიოგადაცემის ან კლუბის გამოვლენა არც ისე მნიშვნელოვანია მსმენელისთვის.
გარდა მაგისა, ბევრად უკეთესი იქნება თუ გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და ინტერნეტ ვოუთინგზე არ იქნება დამოკიდებული და „მე უფრო მეტი ვინილი მაქვს საზღვარგარეთ ვიდრე შენ “ ამით არ იქნებოდა არჩეული საუკეთესო ელექტრონავტი :D . თან ძალიან სერიოზული ხალხი შედიოდა ჟიურის შემადგენლობაში.

ვის გამოყოფდით წელს მონაწილე ელექტრონავტებიდან ვინც მოგეწონათ?

ირაკლი შონიას,  Kung Fu Junkies და Rodriguez-. ისე,ელექტრონავტების ლაურეატებიდან Okinawa Lifestyle-ს.

და ზოგადად ქართულ მუსიკაზე რას იტყოდით?

ქართული მუსიკა ბოლო 2 წელიწადში ცოტა წინ წავიდა, ადრე ყველა ერთსა და იმავეს უკრავდნენ. ნაკლები ინფორმაცია იყო და ყველა ერთ ტალღაზე იყო მოწყობილი და ახლა უკვე გაჩნდა სხვადასხვა  ჟღერადობა და მუსიკოსები ერთმანეთს ნაკლებად ემსგავსებიან.
ჩვენც ამ ბოლოს ავიღეთ უკვე მიმართულება რომ ელექტრო ინდი დავუკრათ. სულ ძიებაში ვიყავით და ჩვენ ტრეკებს თუ გადახედავთ, სულ სხვადასხვა ხასიათის არის.
არადა, მნიშნელოვანია შენი საკუთარი მიმართულება გქონდეს რაღაც ეტაპზე რომ პროდუქტი შეიკრას.

თქვენ თავს რა მიმართულებას მიაკუთვნებდით?

ელექტრო და ექსპერიმენტალი. სულ ექსპერიმენტებს ვაკეთებთ. ხან საიდან ვჭრით სემპლებს, ხან საიდან. ბოლო პერიოდში ძველი ვიდეოებიდანაც ვჭრით ხმას და 7080-იანი წლების funky-ის , disco-ს.

მახსოვს რომ ადრე საქსაფონისტი გჭირდებოდათ,მერე ვნახე – დრამერს ეძებდით. რეალურად გჭირდებათ ვინმე ახალი მუსიკოსი?

ხო, საქსაფონის ხმები გვჭირდება ხოლმე ხანდახან, დრამერს რაც შეეხება, უკვე აღარ გვჭირდება. ისეთი ხალხი შეგვეხმიანა ისეთი უცნაური მოთხოვნებით, გადავიფიქრეთ.
სამაგიეროდ გვაქვს იდეა, რომელსაც ჯერ არ ვიცით რამდენად განვახორციელებთ.
ელექტრონავტების ერთ-ერთ მონაწილე, ირაკლი შონიასთან ერთად ვაპირებთ პროექტის გაკეთებას, თუ თბილისში გადმოვა. ახლა ბათუმში ცხოვრობს და ასე თანამშრომლობა რთულია.

პ.ს. მათზე ამბობენ ხოლმე რომ სკანდალური დუეტია, თვითონ არ იციან რატომ არიან სკანდალურები. მეც არ ვიცი, მე თუ მკითხავს ვინმე, ვეტყვი, რომ კარგი ბენდია, რომელიც ჩვეულებრივად უკრავს. მათ თუ კითხავს ვინმე, ეტყვიან რომ არაჩვეულებრივად უკრავენ. და სკანდალურობის მიზეზი ისევ გაურკვეველი დარჩება.

15 კომენტარი

  1. ანუშკა ამბობს:

    ra kargi fotoebia nastasia.

  2. babisa ამბობს:

    mmm ert-ori simgera momwonda, mara ai saxelebic ar maxsovs.. anyway warmatebebi bichebs shvedetshi ! :)

  3. ნასტასია ამბობს:

    ანუშკა
    მადლობა :*
    მეც ძალიან მომწონს ფოტოები, ისე მინდოდა რომ კარგი ფოტოები გამომსვლოდა, მგონი გამომივიდა :)

    ბაბისა
    შედი სპეიზზე და გაიხსენებ ;)
    წარმატებები ხო, ჭირდებათ :) :)

  4. ინტერვიუც მაგარია და ფოტოებიც.
    ორი ცალი ყვითელი :) ))))

    წარმატებები ბიჭებს

  5. yeah yeah yeah ამბობს:

    chemi sayvareli qartuli bandia dzalian karg musikas aketeben ..
    skandalurebad imitom tvlian albat rom alterviziaze ertmanets akoces :D :D:D

  6. willis acid ამბობს:

    best evuri <3

  7. willis acid ამბობს:

    da isa fotoebi zvelia egeni :E

  8. willis acid ამბობს:

    maica es 3D fotoebi gacham ar gaaketa? :)

  9. ნასტასია ამბობს:

    3d gaketebit xo, gadagebit me. :D
    xooda, axali suratebic aris slaidshoushi, eleqtronavrebis magalitad :)

  10. willis acid ამბობს:

    homara (c) nastasia gachas gaketebulze adeb da.. :E

  11. willis acid ამბობს:

    tan artworkia eg tore fotos yvela gadaigebs :E

  12. shegizlia damshviddre, ,,artworks” agar adevs nastasia :P

  13. magram msgavsi prioncipit, yvela tu gadaigebs, yvelac daadebs efeqteb, tan gahcas damushavebuli mtlad ase ar gamoiyureboda, magram nu ok :)

  14. willis acid ამბობს:

    sawyenad ar mitqvams ubralod patara shenishvnaa :*

  15. ara, arc me mcyenia da imito movashore, ragac pontshi martli xar :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress