“The Killers” და “Keane” წევრებმა ახალი მუსიკალური პროექტი, “Mt. Desolation” ჩამოაყალიბეს.
სუპერჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ კოლექტივ Long Winters-ის ვოკალისტი ჯონ როდერიკი, The Killers-ის დრამერი რონი ვანუჩი, Keane-ის წევრები ტიმ რეის-ოკსლი და ჯეს კუინი, Noah And The Whale-ის მევიოლინე ტომ ჰობდენი და Mumford and Sons-ის წევრი უისტონ მარშალი.
ჯგუფმა “Mt. Desolation” სადებიუტო ალბომი ქანთრის სტილში ჩაწერა, რომლის რელიზიც 2010 წელს იგეგმება. ფირფიტის პროდიუსერი ემერი დობინსია. მას დრემდე ნამუშევარი აქვს ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა პათი სმიტი, სიუზან ვეგოი და ლეგენდარული ჯგუფი “Travis”.
ჯგუფის საკონცერტო დებიუტი “Mt. Desolation” ლონდონის კლუბში The Luminaire 4 ივნისს გაიმართება.




da killers is solisti brandon flowersi solo albums ushvebs